ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

დილა VS შირაქი - დადებითი ბალანსი

დილა VS შირაქი - დადებითი ბალანსი

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 18:00. LIVE ტელეკომპანია "თრიალეთზე"
დღეს, 30 ივნისს, სამი ქართული გუნდისთვის ახალი, 2016/17 წლების საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად დაიწყება: "დილა", "სამტრედია" და "ჩიხურა" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავენ.

ამათგან ყველაზე ადრე საასპარეზოდ "დილა" გავა და გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე" სომხურ "შირაქს" (გიუმრი) უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას ტელეკომპანია "თრიალეთი" განახორციელებს.

29 ივნისს "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა "შირაქთან" მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

- უჩა სოსიაშვილი: მარცხის გაფიქრებაც არ გვინდა!

გორის "დილას" საევროთასო განაცხადი: 1. გიორგი ბეგაშვილი; 22. გრიგოლ დოლიძე; 55. ნიკა ელიაური; 19. გიორგი ერისთავი; 80. ალექსანდრე გამცემლიძე; 21. თეიმურაზ ღონღაძე; 14. ლაშა ჯაფარიძე; 39. დავით კაპანაძე; 27. გივი ქარქუზაშვილი; 77. ირაკლი ქათამაძე; 17. თამაზ კიკაბიძე; 12. გიორგი კურმაშვილი; 9. ლაშა კუჭუხიძე; 49. ალექსანდრე კვახაძე; 16. დავით კვირკველია; 2. ილია ლომიძე; 15. ირაკლი მოდებაძე; 30. მიხეილ მუჯრიშვილი; 11. ლევან ნონიკაშვილი; 7. ლუკა რაზმაძე; 92. ლევან საბაძე; 5. გიგა სამხარაძე; 8. ლევან შარიქაძე; 10. თენგიზ წიქარიძე.

მოდი, თვალი გადავავლოთ ევროტურნირებზე ქართულ-სომხური დაპირისპირების ისტორიას და უფრო ადრინდელი პაექრობებიც გავიხსენოთ...

მეტოქეებიც, მეგობრებიც...

ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თბილისის "დინამო" 55 სეზონის განმავლობაში (1936-89 წლებში) გამოდიოდა და მეტოქეთაგან განსაკუთრებულად პრინციპული დაპირისპირებები... სომხეთის საუკეთესო გუნდთან, ერევნის "არარატთან" ჰქონდა! თანაც, მნიშვნელობა არ ჰქონდა, კონკრეტული მომენტისათვის მეტოქეები რომელ ადგილზე იყვნენ, ისე, როგორც არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ სად ტარდებოდა მატჩი - თბილისში თუ ერევანში!

თუმცა ეს პრინციპული ქიშპობა მხოლოდ მოედანზე, 90 წუთის განმავლობაში იყო; აი, მატჩის დასრულების შემდეგ კი "დინამოსა" და "არარატის" ფეხბურთელები ისევ ისეთ მეგობრებად რჩებოდნენ, როგორიც მატჩის დაწყებამდე იყვნენ; ასე იყო 60-იან წლებში, ასე გაგრძელდა 70-იანსა და 80-იანში.

უფრო ზუსტად, დღემდე გრძელდება და ამის ნათელი მაგალითია თბილისის "დინამოსა" და "არარატის" მართლაც ლეგენდარული კაპიტნების, ალექსანდრე ჩივაძისა და ხორენ ოგანესიანის თითქმის 30-წლიანი მეგობრობა, დღემდე რომ გრძელდება...

პოსტსაბჭოთა პერიოდში "დინამოსა" და "არარატს" შორის არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩატარებულა და რამდენიმე მართლაც გამორჩეული იყო; აი, თუნდაც 1965 წლის ის შეხვედრა, "დინამომ" 5:0 რომ მოუგო "არარატს" და ხუთივე გოლი პრინციპული მეტოქის კარში ილია დათუნაშვილმა გაიტანა!

ან, თუნდაც, 1971 წლის სეზონი გავიხსენოთ, როცა პირველ წრეში "არარატმა" სასტიკი მარცხი აგემა თავის პრინციპულ მეტოქეს და 4:0 მოუგო... თბილისში!

თუმცა მეორე წრეში ჩვენების რევანში ბევრად უფრო მტკივნეული უნდა ყოფილიყო მეტოქისათვის: იმავე წლის 15 სექტემბერს, ერევანში, "რაზდანზე" პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა და ისე დაემთხვა, რომ ახალ სტადიონზე ჩატარებულ პირველსავე მატჩში "არარატი" 0:1 დამარცხდა თბილისის "დინამოსთან" (ერთადერთი გოლი მანუჩარ მაჩაიძემ გაიტანა).

ზემოხსენებული მატჩების გარდა, რაღა თქმა უნდა, 1976 წლის საბჭოთა კავშირის თასის ფინალიც უნდა ვახსენოთ, როცა თბილისის "დინამომ" დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძისა და რევაზ ჩელებაძის გოლებით 3:0 დაამარცხა "არარატი" და პირველად მოიპოვა თასი...

საერთოდ კი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში "დინამომ" და "არარატმა" ერთმანეთში 58 მატჩი გამართეს და უპირატესობა ჩვენს მხარესაა: 23 მოგება, 16 ფრე, 19 წაგება, ბურთების სხვაობა - 75:62.

დაბოლოს, კიდევ ერთ სტატისტიკურ მაჩვენებელზეც: საქართველოს ნაკრების ისტორიაში დღემდე სარეკორდოდ რჩება 1997 წლის 30 მარტს გამართული მატჩის შედეგი, როცა დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ჩვენმა ნაკრებმა 7:0 მოუგო სომხეთის ნაკრებს!

იმ მატჩში შოთა არველაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, არჩილ არველაძემ - დუბლი, თითო გოლი კი გიორგი ქინქლაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანეს...

კურიოზული მარცხი, სარეკორდო მოგება...

საქართველომ 1990 წლიდან გადაწყვიტა დამოუკიდებელი ჩემპიონატის ჩატარება, სომხეთმა კი - 1992 წლიდან. თუმცა ისე მოხდა, რომ ქართულ-სომხური გუნდები 1997 წლამდე არ ხვდებოდნენ ერთმანეთს ევროტურნირებზე...

და აი, დამოუკიდებელი ქვეყნების სახელით პირველი დაპირისპირების დროც დადგა: 1997 წელს, თასების თასის პირველ შესარჩევ ეტაპზე შოთა ჭეიშვილის დამოძღვრილ ბათუმის "დინამოს" მეტოქედ ერევნის "არარატი" ერგო! პირველი მატჩი ბათუმში გაიმართა და "დინამომ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 4:2 (გოლები: ჯუბა ჩუხუა 2, ავთანდილ ღლონტი, გელა შეყილაძე).

თუმცა, როგორც მერე გაირკვა, ბათუმელთა გუნდში დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელს უთამაშია და "დინამოსაც" წაგება ჩაეთვალა (0:3).

საპასუხო მატჩი ჩვენი გუნდისათვის ისე დაიწყო, უკეთესს ვერ ინატრებდი: როსტომ თორღაშვილისა და ივანე მახარაძის გოლებით "დინამო" პირველ ტაიმშივე დაწინაურდა ორბურთიანი უპირატესობით, მაგრამ ეს ანგარიში (0:2) აღარ შეცვლილა და მომდევნო ეტაპზეც "არარატი" გავიდა.

ამის მერე კიდევ ერთხელღა მოხდა, როცა ქართულ-სომხური გუნდების დაპირისპირების დროს მომდევნო ეტაპზე ჩვენ ვერ გავდიოდით: 2005 წელს, უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა" სტუმრად 3:2 (გოლები: გიორგი ალავერდაშვილი, ლაშა ქებაძე, გიორგი ონიანი) მოუგო ერევნის "ბანანცს".

თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, საპასუხო მატჩში "ლოკომოტივი" შინ 0:2 დამარცხდა "ბანანცთან" და ასპარეზობას გამოეთიშა.

აი, ეს იყო და ეს: დანარჩენ ოთხ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ქართული გუნდი გადიოდა და ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით აღსანიშნავი 1998 წლის ზაფხულია, როცა "ინტერტოტოს თასის" პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ევროტურნირების დებიუტანტმა ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარ მოედანზე 6:0 (გოლები: გიორგი მეგრელაძე-2, დავით ჯანაშია-2, ზაზა ვაჩიბერაძე, კახა კვეტენაძე) მოუგო "ერებუნის".

საპასუხო მატჩი, ფაქტობრივად, ფორმალობად იქცა, თუმცა სოსო ფრუიძის დამოძღვრილმა "ტორპედომ" არც სომხეთში წააგო და ფრედ, 1:1 (გოლი: შალვა ხუჯაძე) ითამაშა.

ისიც უნდა ითქვას, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქართულმა გუნდმა ევროტურნირებზე ექვსბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა...

წარმატებული სერია

ისე მოხდა, რომ 2006 წლის ზაფხულში ევროტურნირებზე, ქართულ-სომხური გუნდების ერთდროულად ორი დაპირისპირება ვიხილეთ და ორივეში ვიმარჯვეთ;

უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ამერმა" საშინაო მატჩი კი წააგო (0:1) "ბანანცთან", სამაგიეროდ, გიორგი ჩიხრაძის დამოძღვრილმა გუნდმა ერევანში იყოჩაღა და 2:1 (გოლები: რატი წინამძღვრიშვილი, დენის დობროვოლსკი) მოიგო.

აი, რაც შეეხება "ინტერტოტოს თასის" საწყის ეტაპზე მოასპარეზე თბილისის "დინამოს", კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა სტუმრად 5:1 (გოლები: ჯაბა დვალი 2, მიხეილ ხუციშვილი, მიხეილ ბობოხიძე, ტორნინი) მოიგო, შინ კი - 3:0 (გოლები: შოთა გრიგალაშვილი, დავით გიგაური, სანდრო იაშვილი).

ბოლო დაპირისპირება კი სომხურ გუნდებთან 2011 წელს გვქონდა, როცა არმაზ ჯელაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე რუსთავის "მეტალურგმა" ირაკლი ქობალიას ერთადერთი გოლის წყალობით "ბანანცი" დაამარცხა, საპასუხო შეხვედრაში კი 1:1 (გოლი: გიორგი მიქაბერიძე) ითამაშა და მომდევნო ეტაპზეც გავიდა.

საერთოდ კი, ევროტურნირებზე ქართულ-სომხური გუნდების ურთიერთდაპირისპირებათა სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია: 12 მატჩი, 7 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება, ბურთების სხვაობა: 24-12.

იმედია, ეს დადებითი ბალანსი "დილა"-"შირაქის" ორრაუნდიანი დაპირისპირების შემდეგაც არ შეიცვლება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გუჯა კახაძე

ყველა ქართული გუნდის იმედი მაქვს, წარმატებები!

• dato

ვერ გავიგე სამტრედია გაბალას მეორე არხი გადასცემს პირდაპირ პირველმა არხმა ვერ გაუშვა ეს თამაში თრიალეთი საქართველოს არ ფარავს

• gizog

მსურს, რომ "დილა"-მ დღეს დაამტკიცოს, რომ შემთხვევით არ არის ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის ლიდერებს შორის. მიხარია, რომ ეს თვითმყოფადი გუნდი შინ, თავის ქალაქში ითამაშებს, საკუთარ მოედანზე, თავის მაყურებლების წინაშე. თორემ გვახსოვს მის მიერ ჩატარებული ევროპული თამაშები ყოფილი ლოკომოტივის სტადიონზე, სადაც გალიებად დაყოფილ ტრიბუნებზე ვიღაცის სურვილების მიხედვით უშვებდნენ გულშემატკივრებს. ყველამ კარგად იცის, ქომაგები სხდებიან მეტოქე გუნდის კარის უკან და თავის აქტიურობით აქეზებენ თავის გუნდს თავდასმაში და რაც მთავარია ზეაქტიური ქომქგობით ხელს უშლიან მეტოქის მეკარეს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. იქ როგორც წესი დაკეტილები ჰქონდათ კარს უკანა ტრიბუნები, მთლად რაკი არ შეივსებოდა რამოდენიმე კაცს, რატომ უნდა დაენაგვიანებინა ტრიბუნა, მის დასუფთავებას ხომ ხარჯები დასჭირდებოდა. გეხსომებათ ანდაზა "დამ დას რაღაც საცვალი ათხოვა და უთხრა ის არ ჩადო შიგო" ასე უწყობდა ხელს ეროპაზე მოასპარეზე გუნდებს ფედერაცია,ასვე იყო ზესტაფონთანაც, ჩიხურასთანაც და 17 წლამდელთა ევროპის შესარჩევზე. . დღეს, დღეს კი ყველაფერი ცუდი დავივიწყოთ და თავდადებით ვუქომაგოთ ქართულ გუნდებს, რათა მათა თავდადებით იბრძოლონ და გაგვახარონ ქართველი ქომაგები.

• svani

ბიჭებოოო თრიალეთი ტვ-ზე იქნებით ეხლა მთელი მსოფლიო გიყურებთ აბა თქვენ იცით :DDD)))) წარმატებები ბიჭებო....

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა

შირაქი VS დილა - წვიმა და თანაბარი შანსები

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...

გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი

რუსთავი-მიკა 1:1 - სასარგებლო სპარინგი ლეგენდებთან ერთად

[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!

გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - მოტამ დემჩენკოს მსგავსი პუნქტით ისარგებლა და სომხური გუნდი ჩაიბარა

"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან

"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე

"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

შირაქი (გიუმრი)-დილა (გორი) [LIVE]

გორის "დილამ" გიუმრის "შირაქის" ბარიერი ვერ გადალახა [VIDEO]

შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა

უჩა სოსიაშვილი: ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული

გრიგოლ დოლიძე: დადე ბურთი და მოჭერი!..

როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]

იდეა: აღვადგინოთ მესხის ფინტი, ის ხომ ქართულმა გენმა წარმოშვა! [VIDEO]

ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი

რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან

საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან

შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ

მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ

შირაქი-დილა 1:0, პენ 4:1 - მინდა, ბოდიში მოგიხადოთ! [VIDEO]

"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა

ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე

"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს

"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]

არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]

"ოქროს ბიჭები" ტაშკენტშიც დააფასეს

ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?

"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა

"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

"ჟორჟი, ჩვენი ახალი ქართველი" - რა ვიდეოთი წარადგინა "აიაქსმა" მიქაუტაძე [VIDEO]

ქართული ფეხბურთის ლეგენდა ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

შოთა არველაძე: მამარდაშვილის "ლივერპულში" წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს

"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა

გორის "დილა" სომხეთში ჩავიდა

რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა

"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე

"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

გორის "დილას" რუი მოტა ჩაიბარებს

"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე

"მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ" - შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ეხმაურება