ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა] წრე

[ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა] წრე

ქართული კალათბურთი ყველაზე წარმატებულ წრეზე წავიდა
ქართული კალათბურთი ახალ წრეზე წავიდა. ცოტა რთული, ცოტა ზიგზაგებიანი, მაგრამ მიზანდასახული და აუცილებელი წრე. ალბათ, ყველა თაობის გაცილების შემდეგ ძველები ამ წრეზე მიდიან და იქ, სადაც ოვალი იკვრება, ახალი თაობის პიონერები ხვდებიან. მადლობას უხდიან ძველი დამსახურებისთვის, მძიმე წლებისთვის, მოგებული ბრძოლებისთვის.

ყველა წრე მადლობით, თავის დახრით, შენზე უფროსის და შენზე უკეთესის ღირსეულად გაცილებით უნდა მთავრდებოდეს. ჩვენთან ეს არ გამოდის.

თავის დახრა უხერხულია.

კარგის შემჩნევა უხერხულია.

თუ ძაან აიჭერი და შენზე დამსახურებულ ადამიანს მადლობაც გადაუხადე, უკვე შესამოწმებელი ხარ. შეიძლება გკითხონ, "ხო მშვიდობაა, ძმაო?".

ქართული კალათბურთი იწყებს თანამშრომლობას ესპანურ კლუბთან. პროექტი, რომელიც მაგრად მოეწონათ სპორტის სამინისტროში და პროექტი, რომელიც უკვე დადებითად შეაფასეს. ძაან ბევრმა შეაფასა დადებითად. პროექტი, რომელიც ქართულ კალათბურთს ფინანსურ ბონუსს, პერსპექტივას და ცნობადობას გაუშანსავს. სამივე აუცილებელი თემაა.

ფინანსებით უფრო მშვიდი და ორგანიზებული ხარ. პერსპექტივა ამ ფინანსებს რაციონალურად გადაგანაწილებინებს. ორგანიზებული სტრუქტურა ყველაფერს მეტრონომივით გააკეთებს. ალბათ, წარმატებული პროექტი ამ ინგრედიენტებისგან უნდა შედგებოდეს.

ნუ, იდეაში, ასეა.

დეტალები ყველამ ვიცით. დეტალები იმ საკალათბურთო დაჯგუფებამაც იცის, რომელიც უკმაყოფილოა ესპანურ კლუბთან გრძელვადიანი თანამშრომლობით და ცოტა სხვა აქცენტებს აკეთებს.

რატომ იხარჯება ფული, რომელიც საქართველოში ნიჭიერ ბავშვებს შეიძლება მივცეთ?

რატომ უნდა ვიზრუნოთ ესპანელი, კამერუნელი ან სირიელი ბავშვის გაზრდაზე, როდესაც თავისუფლად შეიძლება, ეს ფული ნიჭიერ ბავშვებს მივცეთ?

რატომ უნდა გავრისკოთ არაქართველებთან ძმაკაცობით, როდესაც... ნუ, ხო მიხვდით? შეიძლება ეს ფული ნიჭიერ ბავშვებს მივცეთ?

ოღონდ ბავშვების ასაკი დაკონკრეტებული არ არის. შეიძლება ზრდასრულ ინდივიდზე ვსაუბრობთ, რომელსაც ბავშვურად უნდა ამ ფულის მიღება და ერთი სული აქვს, როდის შეეხება ხელით.

ბოლო პერიოდში, ეს არის დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ყველაზე წარმატებული მონაკვეთი. ყველა ასპექტში.

სუპერლიგა ბოლო პერიოდში ყველაზე წარმატებული და ღრმა იყო. სუსტი, ერთჯერადი გუნდებისგან ჩემპიონატის გაფილტვრამ გაზარდა დანარჩენი გუნდების მოტივაცია.

A ლიგა ძაან საჭირო და დროული სვლაა. უამრავი მოთამაშე (და მწვრთნელი), ვინც სუპერლიგაში ვერ მოხვდა, გადადის ახალ ტურნირში და იქ მოსაგებად ყველანაირი მოტივაცია აქვს. იგებ? იღებ სოლიდურ ფინანსურ ბონუსს, სუპერლიგის ვიზას და უკეთეს მოთამაშეებს. აგებ? მაინც იღებ იმ თანხას, რომელიც მოტივაციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია.

A ლიგაში შემთხვევით წაგება და სუპერლიგაში ვერგადასვლა არ გამოდის. თუ კარგი გუნდი ხარ, მოიგებ და მშვიდად გასწორდები წელში. სქოლიოზი ამ ასაკში ცუდია. შეიძლება, ბოლომდე მოგხაროს.

ყველას ძალიან გაგვიხარდა "ვითას" დაბრუნება. ძველი დიდება, ძველი ღირსება. და კატასტროფული სეზონი ვითიბი ლიგაზე. ტურნირის ისტორიაში დამყარებული თითქმის ყველა ანტირეკორდი. უამრავი პრობლემა, რომლებზეც საუბარი ჩემგან არასწორია. რაღაც პერიოდი ამ კლუბში ვიყავი, მაგრამ პრობლემები იყო და ვერ მოგვარდა.

წარმატება "ვითას" ახალ სეზონში. ძაან გაგვიხარდება, თუ კლუბის ხელმძღვანელები უკეთ მოემზადებიან ახალი სეზონისთვის. ქართული საკლუბო კალათბურთი უკეთესს იმსახურებს. ცსკა-ს ჩამოსვლა იყო მოვლენა. თბილისში ევროლიგის და ვითიბი ლიგის მომავალი ჩემპიონი ჩამოვიდა. მოიგო. და გაფრინდა. ყველაფერი დასრულდა.

კალათბურთის ფედერაციამ შეიმუშავა, დანერგა, გაშალა სუპერლიგის კლუბების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა, რომ მოთამაშეების ოჯახებში მეტი სითბო და მეტი ღიმილი იყოს. რომ მოთამაშეები ვარჯიშზე კლუბებიდან ან ტოტალიზატორებიდან არ მიდიოდნენ. რომ მოთამაშეები კალათბურთს თამაშობდნენ. ხო მაგარია? ძალიან. არაჩვეულებრივია.

ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი კალათბურთის ფედერაციის უნდა იყოს. ასე სწორი იქნება. ფედერაცია იქ კალათბურთს შეინახავს. და კალათბურთს უყვარს ვერის ბაღი.

მაგრად მომეწონა, რომ ჩამოყალიბდა საქართველოს მეორე ნაკრები, რომელშიც მოტივაციით მიდიხარ. თუ ჭკუა გაქვს, არ უნდა იყო ნაწყენი, რომ ვერ მოხვდი პირველ გუნდში და მეტი ლტოლვით უნდა შეეცადო პირველი ნაკრების პატარა ჭიშკარში შესვლას.

ნაკრებში ვერ ხვდებოდნენ გიგანტები. და ისინი მაქსიმუმს აკეთებდნენ, რომ შემდეგი ციკლისთვის მწვრთნელებისთვის დაემტკიცებინათ, რომ ისინი, მოთამაშეები, მეტს იმსახურებენ. ყველაფერი ხდება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ერთი სვლით მომენტალურად დიდ ნაკრებში გადახვალ.

რაღაც მომენტში ახლოს ვიყავით "ვითას" დაბრუნებასთან სუპერლიგაში, მაგრამ არ გამოვიდა. ბოლო, გადამწყვეტ გარჩევაში "ვითა" აგებს "კაქტუსთან". ვითიბი ლიგის მონაწილე სუპერლიგაში ვერ გადავიდა.

კიდევ ერთი მეგაპროექტი არის NBA Junior-ი. ასისტენტობა ამერიკის საელჩოსა და ამერიკის სამთავრობო ბლოკისგან წამოვიდა. თითქმის ყველა რეგიონიდან პროექტში მიიღო მონაწილეობა (ჯამურად) ხუთასამდე ბავშვმა. აზრზე ხართ, 500?! და ვინმეს ეს იდეაც ხომ არ აქვს კუთხეში დასაყენებელი? კარგით რა, უხერხულია.

გოგოები ნაკრებს ყურადღებას აქცევენ. პირველად ჩვენი 2 ასაკობრივი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში. კიდევ ერთი ბონუსი.

გვყავს მოწვეული უცხოელი სპეციალისტები და მონდომებული ქართველი მწვრთნელები მათგან აუცილებელ რჩევებს და გამოცდილებას მიიღებენ. ნუ, ვისაც უნდა, მიიღებს და ვისაც ეზარება, არ მიიღებს. არავინ არავის არ აძალებს. ჩვენ ლოიალურ სამყაროში ვცხოვრობთ, მეგობრებო.

რაც ჩამოვთვალეთ, რამეში ცუდს, მიუღებელს, არასწორს, სახიფათოს ან ფარულს ხედავთ? ან ამჩნევთ? ალბათ, არა, ხო? მეც მანდ ვარ. გავაგრძელოთ საკალათბურთო საუბარი.

და მივდივართ საქართველოს ნაკრებთან. ყველაზე სათუთ, ეროვნულ და საამაყო საკალათბურთო პიროვნებასთან. ნაკრები საერთოა.

ნაკრები არ არის ნაწყენი ხალხის პიარგეგმა და ნაკრები არ უნდა გაჩერდეს გარე ამბების გარჩევის გამო.

ნაკრები არ არის ბრძოლის ველი და ნაკრების ყველა წევრი უნდა ხვდებოდეს, რომ ის ნაკრებზე უნდა საუბრობდეს. ან საკუთარ თავზე ამ ნაკრებში. მაგრამ არანაირად საკუთარ თავზე ნაკრებს მიღმა და ნაკრებისგან ცალკე. ასე სწორია. ასე უკეთესია. ყველასთვის. ნაკრებისთვის. მოთამაშისთვის. გულშემატკივრისთვის.

ქართული კალათბურთი ვითარდება.

ხანდახან შეიძლება დიდი ანგარიშითაც წავაგოთ, მაგრამ ეს წაგება მეტი მუშაობით გამოვასწოროთ და სხვისი კეთილდღეობით ნაპრალების ამოვსებას ნუ ვეცდებით.

ვიყოთ გამგებები და გვქონდეს დაშვებული შეცდომის აღიარების სიმტკიცე. ამ შემთხვევაში, ეს შეცდომა წარმატებით და სიმშვიდით გადაიფარება.

ქართული კალათბურთი ყველაზე წარმატებულ წრეზე წავიდა.

კახი კახიაშვილი ლეგენდაა. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, რომელიც დღევანდელ ქართულ კალათბურთს მოკლედ ახასიათებს - სამაგალითო. სწორი შეფასება ტიტანისგან.

მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.

ზურა თალაკვაძე

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• გრიმპუ-ს

გულშემატკივარს სამშობლოს გაცვლა სხვა ქვეყანაზე, კარიერის გადარჩენის კი არა, ნებისმიერი მოტივით, გამყიდველობად და მოღალატეობად მიმაჩნია(ჩემი სუბიექტური აზრია). კახიაშვილის მსგავსად იმ პერიოდში სხევსაც შეეძლოთ საქართველოს დაკიდება(ხახალეიშვილი, ცხადაძე). და მერე ჩამოსვლა და აქ თბილ ადგილებზე მოჯდომა.

• გულშემატკივარი

და კიდევ რედაქციას რატომ მიმოკლებთ კომენტარებს? ვროდიბი თავისუფალი თემაა :))) და თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობტ :))))

• გულშმატკივარი გრიმპუს-ს

კახიაშვილზე ვერ დაგეთანხმები ის რო აქედან წავიდა სახელმწიფო ფაქტიურად არ გვქონდა და მან თავის კარიერაც გადაირჩინა და ეხლა ემსახურება ქართულ ძალოსნობას შეძლებისდაგვარად !!! დანარჩენში გეთანხმები ყველაფერში

• გრიმპუ-ს

ვაჟკაც! 1.სუპერ ლიგის თამაშებზე რო 10-15 კაცი დადის და ეს რო ფედერაციას სუ კიდია, ამაზე რატომ არ წერ? 2. თამაშების მომსახურე მსაჯები, იმ თამაშების შედეგებზე რო ტოტალიზატორში ყომარობენ და ეს რომ ყველამ იცის, ამაზე რატომ არ წერ? 3. ეროვნული თუ სხვადსხვა ასაკობრივი ნაკრების გასვლით ტურნეებში რო კალათბურთელებზე მეტი ფედერაციში მომუშავე უსაქმური მიდის "პაეზდკაში", ამაზე რატომ არ წერ? 4. ვითაში ვიყავი და არასწორია რო ვწერო, თავის დროზე რო ფედერაციას აგინებდი, ვითას ებრძვიანო, ამაზე რატომ არ წერ?)))) დაბოლოს, ვაჟკაც)) 5. რომელი კახიაშვილი? საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ფულში რომ გაცვალა, ისა?

• ქუთათური

მე პირადად ბასკონიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ორივე ხელით ვუჭერ მხარს, საქართველოში რომ ჩვენდა სამწუხაროდ მაღალი დონის კალათბულთელებად ვერ ვაყალიბებთ პერსპექტიულ ბიჭებს მგონია რომ ყველა ვხვდებით და ამიტომ სანამ ჩვენთან ინფრასტრუქტურა გაიმართება, მწვრთნელები დაიხვეწებიან და ადგილზე შეგვეძლება დიდი კალათბურთელების ჩამოყალიბება მანამ უნდა გამოვიყენოთ სხვა ქვეყნის შესაძლებლობები და გამოცდილება მაქსიმალურად. ამდენი წლის განმავლობაშიც ხომ იხარჯებოდა ფედერაციის თანხები და რა, გვაქვს წინსვლა ეროვნულ ჩემპიონატში - მემგონი დიდად არა. ეხლა ამ ფულით შანსს ვყიდულობთ, შანსს რომ მომავალი ნაკრებისთვის პერსპექტიული კალათბურთელები არ დაიკარგებიან და თავიანთი პოტენციალის ბოლომდე გამომჟღავნების საშუალება მიეცემათ. ამ შანსის და პერსპექტივისთვის არსებობის გამო ბევრი კალათბურთელი არ დაანებებს თავს თამაშს და შეეცდება ეს შანსები გამოიყენოს. დამიჯერეთ ძალიან ბევრ ყოფილ კალათბურთელს ვიცნობ, ძალიან ძალიან ნიჭიერებს, ეხლაც 35-40 წლის ასაკშიც რომ ისე ლამაზად და ესთეტიურად რომ თამაშობენ, რომ მათი ცქერა ერთი სიამოვნებაა. მათ მხოლოდ იმიტომ დაანებეს თავი კალათბურთს თავის დროზე, რომ პერსპექტივა არ ჰქონდათ, მათ დროს კალათბურთელობით თავის და მითუმეტეს ოჯახის შენახვა წარმოუდგენელი იყო. უსახსრობის გამო ჩემს ქალაქს ძაააააალიან დიდი ხნის განმავლობაში გუნდი არ ჰყავდა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად... ზურაბ საკანდელიძის, მიხეილ ქორქიას, ნიკოლოზ დერიუგინის ქალაქს გუნდი არ ჰქავდა ეროვნულ ჩემპიონატში სათამაშოდ... ამ ხელშეკრულებით ჩნდება შანსი, შანსი რომ ნიჭიერი და პერსპექტიული კალათბურთელები მხოლოდ წერეთლის უნივერსიტეტის ეზოში (იქ ხდება ძირითადად კალათბურთელების შეკრება) შეკრებილებს კი არ აოცებდნენ საკუთარი ნიჭით და შესაძლებლობებით, არამედ მთელი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის შეეძლოთ მათი ნიჭის და უნარის ჩვენება

• gulshematkivari

Gasagebia rom tavisupali temaa da rasac unda imas dawers☺magram am temas xalxi vkitxulobt romlebsac aranakleb shegvtiva guli kalatburtze.sadac dges martla ver ityvi rom kvelafei kargad ariso

• Kakha

და რა წერია არასწორი ? მართლაც რომ რაღაც კარგი როცა ხდება , იმწუთას გამოჩნდებიან შურით და ღვარძლით სავსე ადამიანები !!!! ძლივს სწორ მიმართულებაზე დადგა კალათბურთის განვითარება, ეხლა უნდა გვერდში დგომა ახალ ფედერაციას, რომ ეს ყველაფერი რაც წერილში წერია ბოლომდე მივიდეს, თორემ ვერასოდეს ვერ წავალთ წინ, ზუსტადაც წინსვლისთვის კეთდება ზემოთჩამოთვლილი პროექტები

• gulshematkivari

Statia rogorc aseti: subieqturi!!! Ehh chemo zurikela aset ditirambebs rom wer ertxel mainc migewera "chemi azrit"!! Realoba is aris rom asakobrivi nakrebebi yovel shemxvedrtan ageben. B divizionshi 10 eushi dzlivs shevdivart!!! Wava es taoba nakrebidan da mogviwevs locvebis gadzliereba

• 123

ჟურნალისტებში მაგარი ბედი გვაქვს))) ვაი ჩვენს თავს...

3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა

"არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ტურნირზე, სადაც აგრესორი ქვეყნები მონაწილეობენ" - ბერტანსმა VTB-ის სუპერლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა

მარინა შალამბერიძემ ანდორაში ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი იმსაჯა

"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით

პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს

ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა

ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს

ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს

Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს

[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს

საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს

თბილისის "ვითა", სავარაუდოდ, ვითიბი ლიგაზე აღარ ითამაშებს

მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე - საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა

დღეს სუპერლიგის მომავალი სეზონის "ახალწვეული" გამოვლინდება

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

"ვითა" სარატოვში არ ჩავიდა - გუნდში ფინანსური პრობლემებია!

აღმასკომის სხდომა: კახი კახიაშვილი ევროპის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს

კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან

"ვითას" პრეზიდენტი: რა მექნა, ნაკრებში არ გამეშვა კალათბურთელები?!

"კაკტუსი" სუპერლიგას დაუბრუნდა, "ვითა" A ლიგაში დარჩა

"ვითას" 19 წლის მცველი ვითიბი ლიგის 5 "საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს" შორის მოხვდა

კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: იმედია, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს

ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ბათუმმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესს უმასპინძლა