ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

სტუმრად მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ საჩხერის "ჩიხურას" ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შანსი ვერ გამოიყენა - საპასუხო შეხვედრაში ბრაზილიელებით გადავსებულ "ზიმბრუსთან" 2:3 დამარცხდა და ევროთასებს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.

- ზიმბრუ-ჩიხურა 0:1 - ყოჩაღ, "ჩიხურა"! ყოჩაღ, ფრუიძე! [VIDEO+PHOTO]

არადა, სოსო ფრუიძის შეგირდებს ორჯერ მიჰყავდათ ანგარიში, თუმცა კვლავ იჩინა თავი ქართულმა სენმა - ბოლო წუთებზე კონცენტრაცია დაკარგეს და... ისიც გავიხსენოთ, პირველ ტაიმში მასპინძლებმა თითქმის "გასახდელში" რომ გაუშვეს გოლი, ხოლო შემდეგ, იმავე მატჩის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაემართათ.

აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში "ჩიხურა" სტუმართა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ემერსონმა დასაჯა.

...თითქოს ავის მომასწავებლად, მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ზესტაფონში ცა ნაცრისფრად მოიქუფრა და ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, თამაშის ჩაშლის საშიშროება შეიქმნა. საგანგებო სიტუაციის გამო მატჩი 37 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

მინდორი წყლით იყო გაჟღენთილი და დამძიმებულ გრუნტზე ფეხბურთელებს გადაადგილება და სწრაფად მოქმედება უჭირდათ, ბურთი ხშირად ჩერდებოდა გუბეებში... მიუხედავად ამისა, გუნდებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და ერთმანეთს საკმაოდ მაღალი ტემპი შესთავაზეს.

"ჩიხურამ" მეტოქეს თავიდანვე შეუტია. განსაკუთრებით აქტიურობდა საჩხერელთა მარჯვენა ფლანგი, სადაც საბა ლობჟანიძის რეიდებს მოლდოველები ვერაფერს უხერხებდნენ.

პირველი რეალური საგოლე მომენტი სწორედ ლობჟანიძემ შექმნა, როცა ორ მეტოქეს აუარა გვერდი და სახიფათოდ დაარტყა, თუმცა "ზიმბრუს" კარის დარაჯი დენის რუსუ დამაჯერებლად გაისარჯა.

მალევე, სტუმრებმა ქართველებს საკმაოდ სახიფათო შეტევით უპასუხეს. ფლანგიდან სპეტარუს დაბალი და გამჭოლი გადაცემის დაგვირგვინებას ემერსონი ცდილობდა, მაგრამ მასპინძლები მეკარე დინო ჰამზიჩმა გადაარჩინა.

ლობჟანიძის მონდომებასა და კარგ გარჯას "ჩიხურას" სწრაფი გოლიც მოჰყვა. მან ისევ დაჯაბნა მოლდოველი მცველები და მახვილი კუთხიდან დაარტყა. ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ იქვე გიორგი ივანიშვილი გაჩნდა და ანგარიშიც გახსნა.

მალე ანგარიშის გაზრდაც შეიძლებოდა - ლუანის შეცდომის შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილს უნდა გაეტანა, მაგრამ ხეირიანად ვერ დაარტყა.

"ზიმბრუმ", რომელსაც უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა, მწვავედ შეუტია. მოლდოველთაგან განსაკუთებით ამანსიო ფორტესის სახიფათო თამაში უნდა გამოვარჩიოთ. სტუმართაგან მომენტებს, ძირითადად, ეს ბრაზილიელი ქმნიდა. ერთ ეპიზოდში, საჩხერელი მცველებისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედების შემდეგ, ფორტესს შესანიშნავი საგოლე შანსიც მიეცა, მაგრამ ჰამზიჩმა კარში დარტყმის საშუალება არ მისცა.

ჰამზიჩთან შეტაკებისას ფორტესი წაიქცა და მოლდოველები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ სომეხმა არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. შემდგომშიც, ფორტესისა და ჰამზიჩის ორი დუელიც საჩხერელთა კიპერის გამარჯვებით დასრულდა.

საპასუხოდ, კვლავ დიდებულად ითამაშა ლობჟანიძემ, რომელმაც სტუმართა თითქმის მთელი დაცვა ჩამოიცილა და კარში "მოჭრილიც" დაარტყა, თუმცა... არაზუსტად.

ტაიმის მიწურულს მოლდოველებმა შორეულ დარტყმებსა და ფლანგურ ჩაწოდებებს უხშირეს. განსაკუთრებით, "ზიმბრუს" მარჯვენა ფლანგი აქტიურობდა. ამან შედეგიც გამოიღო - მსაჯის მიერ დამატებულ, პირველი ტაიმის უკანასკნელ წამზე ემერსონმა თავურით გაათანაბრა ანგარიში - 1:1.

ფრუიძის გუნდმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და რჩებოდა იმედი, რომ ბოლო მაინც კეთილი იქნებოდა.

ლობჟანიძის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ მოლდოველთა მეკარე გამოსვლაზე შეცდა, არეულობით ლევან კაკუბავამ ისარგებლა და მასპინძლები მეორედაც დააწინაურა.

ძალზე აქტიური იყო შეცვლაზე შესული დიეგო ლიმა, რომელიც სტუმართა შეტევების მთავარი ორგანიზატორი იყო. "ზიმბრუმ" ისარგებლა იმით, რომ "ჩიხურამ" უპირატესობა დათმო, ძალები მოიკრიბა და ანგარიში სწრაფადვე გაათანაბრა - "სტანდარტულისას" ჟარდანს თანაგუნდელისგან თავით მიუვიდა ბურთი და ახლოდან გადაგზავნა ჰამზიჩის კარში - 2:2.

მატჩის ბოლოსკენ მოედანზე ვითარება დაიძაბა, გახშირდა უხეშობა და მსაჯმაც ყვითელი ბარათები ბლომად ჩამოარიგა (ეს სომეხი არბიტრის, სურენ ბალიანის "სტილია" და მატჩის წინათქმაში "ლელომ" ამაზე მიანიშნა კიდეც "ჩიხურას" ფეხბურთელებს - რედ.).

აქტიურად ჩაერთო თამაშში ირაკლი ლექვთაძე, თუმცა კარში დარტყმები არ გამოუვიდა. ამასობაში, მასპინძლები აშკარა გოლს გადაურჩნენ - ილიე დამაშკანმა ხუთიოდე მეტრიდან ხარიხას მცირედით გადააცილა ბურთი, სპეტარუს თავური კი ჰამზიჩმა მოიგერია.

მატჩის ბოლო წუთებზე "ზიმბრუ" გაცილებით მწყობრად უტევდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, "ჩიხურასაც" შეეძლო ეხეირა - ლექვთაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ცუდად დაარტყა და ბურთი მეკარე რუსუს იოლი ნადავლი გახდა.

...მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე მოლდოველებმა სწრაფად განავითარეს საპასუხო შეტევა. მასპინძლები მოედნის ცენტრში შეცდნენ. შეტევის ბოლო ფაზაში სპეტარუს დარტყმა მცველებმა და მეკარემ ერთობლივი ძალებით მოიგერიეს, მაგრამ გამოვარდნილ ბურთთან ემერსონი გაჩნდა, რომელმაც მახვილი კუთხიდან დაარტყა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

საინტერესო იქნებოდა მატჩის შემდეგ მწვრთნელების მოსაზრებების მოსმენა, მაგრამ, სამწუხაროდ, ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ პრესკონფერენცია არ ჩატარდებოდა და ამის მიზეზად... ჟურნალისტების სიმცირე (?!) დაასახელეს.

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

05.07. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"

ჩიხურა-ზიმბრუ 2:3

(პირველი მატჩი 1:0)

გოლები: 1:0 ივანიშვილი (13), 1:1 ემერსონი (45), 2:1 კაკუბავა (55), 2:2 ჟარდანი (62), 2:3 ემერსონი (90)

ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, კორიფაძე, კაკუბავა, დობროვოლსკი, ს. ლობჟანიძე (78. დეკანოიძე), ივანიშვილი (71. ლექვთაძე), ტატანაშვილი (90. მუმლაძე).

სათადარიგოები: სეფიაშვილი, სარდალიშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ზიმბრუ: რუსუ, ჟარდანი, ლუანი, ემერსონი, იზალდო, ერიკი (80. ზაგაევსი), ალექს ბრუნო, კულიბალი (39. დიეგო ლიმა), სპეტარუ, ფორტესი (88. ბურგიუ), დამაშკანი.

სათადარიგოები: ტიმბური, სტარიში, ჟალო, რუსნაკი

მწვრთნელი: ფლავიუს სტოიკანი

გაფრთხილება: ალექს ბრუნო (13), კაკუბავა (14), ემერსონი (17), ლუანი (26), ლექვთაძე (81), ტატანაშვილი (89), რეხვიაშვილი (90), დანიელ ჟალო (90. სათადარიგო), დობროვოლსკი (90)

არბიტრი: სურენ ბალიანი (სომხეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli
კობიაშვილო, მიხედე ამ სიბინძურეს, თორემ არველაძეების გზას გაუდგები შენც!!!
ოთო
არაპროფესიონალიზმის, სიზარმაცის, მხდალობის პიკი...ყოველ წელს ერთიდაიგივე წარუმატებელი ვითომ ფეხბურთელები თავს აფარებენ სხვადასხვა ქართულ კლუბებს, მერე გავლენ ევროტურნურების უმდაბლეს ეტაპზე და გვარცხვენენ უკვე მეასედ..."ბიჭებმა ყველაფერი დავდეთ რაც შეგვეძლო..." ამის თქმა კი იციან თამაშის მერე მაგრამ აზრზე არ არიან ეს სიტყვები რას ნიშნავს...(((
Tornike
საწყენია. თუმცა ძალიანაც ნუ დაგწყდებათ გული, რადგან პირველი თამაშიდანვე ჩანდა, რომ ჩიხურას სათამაშო დონე (ისე, როგორც ზოგადად ჩვენი კლუბების) ძალიან დაბალია. უაზროდ აგორავებდნენ ბურთს. შემდეგ ეტაპზე რომც გასულიყვნენ, დიდი ალბათობით იქ გაცილებით უფრო შეირცხვენდნენ თავს. სანამ ზოგადად ჩვენი კლუბების დონე არ აიწევს, მანამ სულ იქნება საფრთხე, რომ მსგავსი რაღაცეები მოხდეს.
vai martla tqve ubedurebo
amden drosa da energias, rom xarjavt am temis garchevistvis da nervebs kidev naxevar gverdiani komentarebis cerit
ალეკსანდრე
იქ მოგებული ტამაშის შემდეგ, მტელი გულიტ და სულიტ უნდა მოგენდომებინა , რომ ეს ტამაში წაგეგო, და მიტ უფრო სამ არცხვინოა,რაც სამასიატასიანმა, ლამის პოლუსზე მყოფმა ისლანდიამ შეძლო, ტავდადებიტ
ramazi
vukure internetit tamshas da tamshi gakiduli iko ihebda 1-o gautanes kidev gaines 2cutshi gautanes mere sul axar darbodnen da emcneoda tamshs gakiduli iko sircxvili qartuli fexburtis,dila kacurad tamashobs da kacurad gava frudis naiiri mcvrtnelebs unda ukrdalo mcvrtneloba
fdgdg
ნეტავ რა განერვილებთ. ასეთი არაპატრიოტზიმი მე არ მინახავს. სამარცხვინოა, საქართველოში ფეხბურთელიო ვარო რომ თქვა მაგრად ტეხავს
kiaxa
რაგბი განავითარეთ ფულს ტყუილად ყრით, ვაჟკაცები მაინც დარჩება ამ ქვეყანას.
1545
ნეტავ რა განერვილებთ. ასეთი არაპატრიოტზიმი მე არ მინახავს. სამარცხვინოა, საქართველოში ფეხბურთელიო ვარო რომ თქვა მაგრად ტეხავს
Lou
მეც არ ვიფიქრე კაცო, სასწაულია მეთქი! არა, დადგა ყველაფერი თავის ადგილას
სირბილის სწავლების ცენტრი
ფსიქოლოგია და სირბილი... 2 სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემა, თუ თანამედროვე ფეხბურთის თამაშს აპირებთ!
vaxvax
ტოტალიზატორმა და უსინდისობამ,სამშობლოს ცნების გამეორეხარისხოვნებამ და ფულის სიხარბემ, საბოლოოდ დასცა ფეხზე წამოდგომის უპერსპექტივობით ქართული ფეხბურთი.
levani
გამოვიდნენ ჩიხურას და ფედერაციის წარმომადგენლები და აგვიხსნან ეს რა იყო! რატო შეიკეტნენ არავინ ხმას არ იღებს რახდება?
ika
ევროპულ ტოტალიზატორებში ჩიხურას 2.4 დან კოეფიციენტი 1.4 ზე ჩამოუყვანეს ვითომ მაგარი 1 იყო
სოფლის მწვრთნელები
სამარცხვინოა მის ფაქტი რომ 21 საუკუნეში ფეხბურთელს სირბილი არ შეუძლია, მეორე ტაიმში ჩიხურას ფეხბურთელები უბრალოდ დადიოდნენ, სამარცხვინო იყო ისიც რომ ყველა აუტზე იგერიებდა ბურთს რადგან სარბენიბარ ჰქონოდა, მერე გამო ეს ფრუიძე და წუწუნებს სახელმწიფო ცოტა ფულს გვაძლევსო, შე კაი ადამიანო ვინც გყავს ისინი მაინც ავარჯიშე სწორად და მოამზადე ფიზიკურად მაგრამ რა უნდა ასწავლოს მასაც აკლია კომპეტენცია,
rezo
ალბათ იმიტომ არ გაუშვეს საზოგადოებრივზე რო წინასწარ იცოდნენ რაც მოხდებოდა.. ძაან მიდა ვცდებოდე მაგრამ მგონია რო ნაჩალიჩები იყო ეს ყველაფერი
temida
დაშალეთ ეს სამარცხვიმო ფეხბურთელებით შექმნილი გუნდი. ყანაშია მათი ადგილი თოხით ხელში. ბურთთან 100 მეტრზე მიახლოება უნდა აუკრძალო სუყველას.
andro
ერთი რამ ვერ გამიგია! როცა კლუბები აგებენ, რა შუაშია ფედერაცია? კობიაშვილი უნდა ჩავიდეს საჩხერეში და ჩიხურა მოამზადოს?
სიმართლე
ამ საიტზე შემოსვლა შემაჯავრეთ უკვე :@ რატო გვიშლით ნერებს?
gela
სვან-ს! ხშირად გადავავლებ ხოლმე თვალს აქაურობას და შენ ნაწერებს დადებითად გიფასებ, საქმეც გესმის და სიყვარულიც იცი გეტყობა, მაგრამ ამ ერთუჯრედიანებმა ვერ (ან არ) შეიგნეს, რომ ფეხბურთი მათი საკუთრება არ არის, გულშემატკივრის შიშით მრეცხავიც კი ვერ აჰყავთ უცხოეთში გუნდებში ისეთი შიში და ხათრი აქვთ,ჩვენ არ გვცალია ჩვენდა სამწუხაროდ ამ უნამუსო ფეხბურთელებს პასუხი მოვთხოვოთ და თავის დუქნად აქციეს ოდესღაც სასხელო სახეობა. ვინც მოესწრო დინამოს დიდების წლებს ემახსოვრება ასეთი ფრაზა დიდი ფეხბურთელისა და ამავე დროს დიდი კაცის ვიტალი დარასელიას ნათქვამი, რომელიც მან ვარჯიშზე დასვენების დროს ფიქრში წასულმა ამოთქვა: " არა ძმაო, ამხელა წარმატების მიუხედავად, მაინც ვალში ვართ ქართველ გულშემატკივრებთან"ო, და ამას იძახის კაცი რომელმაც ისტორია დაწერა ხელახლა ჩვენი სამშობლოსთვის. ეს ფრაზა მე რომ შემეკითხონ ყველა ქართული კლუბის ბაზაზე( ვისაც ასეთი გააჩნია) უნდა იყოს გამოსაჩენ ადგილზე. მაგრამ უნამუსო სადც გინდა წავიდეს ასეთადვე რჩება( ვირის არ იყოს, სადაც გინდა რომ დააბა). ადრესატამდე იქნებ მივიდეს ეს უსტარი, დიდი სურვილი მაქვს.გრძელი სიტყვისთვის ვიბოდიშებ წესიერ ხალხთან. ალავერდი რედაქციას!!!!
zmo
თამაშის დაწყებამდე ინტერვიუებში გუნდის ხელმძღვანელობა გაიძახოდა ზიმბრუ ძლიერი გუნდიაო, სად გაგიგიათ ზიმბრუს სიძლიერე მაგრამ ესენი ჩვენ გვამზადებდნენ თამაშის დაწყებამდე წასაგებად, ასე წაგებებით თვითონ ფულს შოულობენ და ხალხს და ქვეყანას ამცირებენ და სახელს უტეხავენ, ამათი საშველი არ იქნება ამათ დაფინანსება არ უნდა ქონდეთ სახელმწიფოსგან და თვითონ დაიშლებიან ეს უარგისები
zzz
საცოდავები....
მამლუქი ქუთაისელი
შენ მოგმართავ ირაკლის სახელზე რომ აგიჟებ ქართველთს, რა გინდა და რას აკეთებ ამით, შენ ვინ მოგცა ამის უფლება რომ რაგბს ადიდებ და პირველ სპორტს ფეხბურთს წყევლი.....პატივი ეცი წასულ დარასელიას, შენგელიას, ყიფიანს , მესხის და ,,,,,,,,ბევრ ვაჟკაცს, და ეხლანდელებსაც , ვისაც სამშობლო უყვარს და მზადაა მისთვის სიცოცხლე გაწიროს. რაგბს აქვს თავის ადგილი, მაგრამ ფეხბურთს ვერასდროს ვერ შეედრება, ისევე როგორც კალათბურთი, წყალბურთი, ჟიდაობა და სხვები, მოდი სიყვარულით ავაღორძინოთ ყველა სპორტი, და არა სიძულვილით, და მალე „ხორვატიის სახელმწიფოსავით მაგრები ვიქნებით,/წინ ქართველნო გამარჯვებებისაკენ, ოღონდ დისციპლინით და სამშობლოს დიდებით..
მატე
ვაი თქვე უბედურებო!!შემაზიზღეს ფეხბურთი!
andro
sanam saqartveloshi gaioz darsdzis "dafrtianebuli" mwvrtnelebi iqnebian ukan-ukan wavalt sul!
ggg
საქართველოში ფეღბურთი უნდა აიკრძალოს...
თაზო
რაც ქვეკანააა,ისიც ფეხბურტი.......
ქართველი
ფუი და ფუი......
საბა
რა დგესია კარტული ფეხბურტი,კარგად გამოჩნდა.არანაირი ფიზ მომზადება და მოკლედ აიკრდზალოს ფეხბურტი რაა
მირიანი
ისე არაბუნებრივად უხარიათ გოლები უეჭველი ჩაწყობილი იყო
svani
gela-ს მეც ზუსტად ამას ვიძახი 300-ათასიანმა ქვეყანამ როგორ მოინდომა ჯიგარი დადო. შეხედეთ ჩვენებს მეზიზღებიან იმენა ფუ)) გეკითხებით კაცები არ ხართ?!! გაეცა პასუხი ისედაც)) თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორი სიხარულის მონიჭება შეგიძლიათ ჩემთვის და ასეთ პატარა ქვეყნისთვის პატარა გამარჯვებით!
gela
ამირან! გეთანხმები, ფული გადმწყვეტი არაა წესით, (ყოველ შემთხვევაში კაცებისთვის), უფულოდ და უფორმოდ ააგორეს ნაღდმა ქართველებმა( ღირსეული უცხოელების ხელშეწყობით) რაგბი, არავინ გამოხტეთ ახლა და არ თქვათ რა სულ რაგბი გაკერით პირზეო? დიახ, ასე იქნება მუდამ, იმიტომ რომ ჯენტლმენად აყალიბებს ეს სახეობა ხალხსაც და მაყურებელსაც და გადამდები ძალისა ხომ იცით? ფეხბურთი კი ფულის საშოვნელ სამსახურად აქციეს, თუმცა თავისთავად ფულის გამომუშავებაში დასძრახი არაფერია, დასაძრახი ამნაირთა საქციელია, სიტყვები არ მყოფნის უნამუსო ხალხის სალანძღავად, და კიდევ ერთხელ მიმიფურთხებია ჩვენი ქვეყნის სახელის გამყიდველებისთვის. შეხედეთ 300 ათასიანმა ქვეყანამ რა ქნა ევროპაზე, ჯიგარი დადო და გაახარა ხალხი......ნეტ ავი რასა ვყეფავ, ან არ დაბეჭდავენ, ან არ წაიკითხავენ ადრესატები.
bebeto
ფეხბურთისთვის არავის არაფერი გაუკეთებია ჯიბეების გასელებით იყვნენ დაკავებული ცალკელ 2-3 ინვესტორს არ ვგულისხმობ კლუბებს მართლა გმირობის ფასად რო ინახავენ,არც სახელმწიფო და არც ფედერაცია ჯერჯერობით ვერაფერს უკეთებენ ფეხბურთს მხოლოდ ლაპარაკები და ისევ ლაპარაკები,ფეხბურთს დღეს შველა ჭირდება და არა ლამაზ ლამაზი სიტყვები.გულშემატკივარი კი ყოველთვის მართალია შედეგი უნდა ყოველთვის.
sos
ხალხო რით ვერ გაიგეთ ფეხბურთი არის 90 წუთი ზოგჯერ 125 წუთი ჩვენები მსოფლიო დონე რომ ავიღოთ არიან 10 წუთის მოთამაშეები შევეგუოთ ამ ყველაფერს და როცა მოვა ახალი ყიფიანები შენგელიები დარასელიები გუცაევები ჩივაძე ძოძუაშვილები დაველოდოთ იმ ბედნიერ დროს
svani
თქვენ კაცები ხართ?! ისედაც ათასში ერთხელ თუ გაგვახარებთ და რაიმე თამაშს მოიგებთ, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ სულ პატარა მოგებითაც როგორ შეგიძლიათ რომ გამახაროთ....) თქვენ...............)))))))
baton soso fruiZes
ბატონო სოსო აუხსენით ამ ვითომ ბალეშიკებს როგორ ანდგურებდით თავის დროზე მოლდოვურ აზერულ სომხურ და ბევრ პოსტსაბჭოთა გუნდებს აუხსენითთთთთთთ იქნებ მიხვდნენრაში იყო გამარჯვების ჟინი
hm
ბიჭებმა ფული გააკეთეს!! ერთი საინტერესო ფაქტი. პირდაპირი რეპორტაჟის დროს კომენტარებში ძალიან აქტიურობდნენ აზიიდან !! ეს არ უნდა იყოს შემთხვევითობა!! დახურეთ ეს კანტორა!! ესენი კი 250 მილიონ-ს ხალხის ფულიდან დებენ!! მოკლედ თქვლეფა გრძელდება!!
ოთო
ძაან სასაცილოები არიან უკვე ყოველ წელს სხვადსხვა ქართულ გუნდებში ერთი დაიგივე დაბალი დონის არაპროფესიონალების ხროვა...ნაწილი ყიდის თამაშებს და ნაწილი ბოლო წუთზე დებილდება ...და თამაშის მერე ყველა ერთი და იგივე სახით რო ლაპარაკობს "ბიჭებმა ყველაფერი დავდეთ" ....
ანატოლი
ფაკტიურად ბრაზილილეებმა დაგვისვეს წერტილი. გუნდებში არ არიან სანაკრებო დონის პეხბურთელები. სოსოს ფორტუნამ შეუკცია ზურგი.
სიმართლე
ჩემი გადახდილი საშემოსავლოდან ამ ..... ნუ აძლევენ ფულს!!! ფეხბურთის განვითარების პრობრამა არა კვატი!!! :@
zuzus
ერთი რა გამაგებინე იცი გულშემატკივრობა თქვენინ გაგებით რა არის??? რაგბისტების მლანძრველი ადამიანი არ მოიძებნება საქართველოში, იმიტომ რომ წაგების დროსაც ტაშით ვაცილებთ ბიჭებს თავიანთი თავდადებისთვის და პატიოსნებისთვის! ფეხბურთში ფედერაციიდან დაწყებული და ფეხბურთელებით დამთავრებული (რამდენიმეს არ ეხება) თავი მოიყარეს ვიგინდარა ტიპაჟებმა, რომლებიც სულ ფულზე ტირიან! შეადარე ერთი რაგბისტების ხელფასებიბ მაგათსას და მერე ილაპარაკეთ გულშემატკივრობაზე! ამოვიდა ძმაო ყელში მაგათი საქციელი და ეხლა 100 თუ 200 მილიონ ლარს ითხოვენ ბიუჯეტიდან, მაგათ როგორ უნდა მისცეს ამ გაღატაკებულმა ხალხმა ფული?! წლებია სულ გულშემატკივარია თურმე დამნაშავე და ფეხბურთი არ გვესმის, ვერ ვგებულობთ ამათ ღრკა ჩანაფქრს თურმე. არ არის ძმაო ეგრე, ბილომდე უთავმოყვარეობა ნუ შეგვეყრება! კობიაშვილმა ესპანეთის მოგებაზე რომ იბლატავა რუინეთზე და სლოვაკეთზე ხმა რატომ არ ამოიღო?! ვისაც გინდათ დსბოლდით მაგათი ზღაპრებით, მე არ მჯერა რომ ის ხალხი ვინც ქართულ ფეხბურთში ტრიალებს (რამდენიმეს არ ეხება) რამე შედეგდ დადებს, ფულის გარდა ყველაფერი კიდიათ და დროა გაიგოთ ეს ამბავი. სანამ პატიოსანი და განათლებული ხალხი არ მოვა ფედერაცაში მანამდე არაფერი გამოვა!
malxazi
ეგეც შენი გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ჩიხურა,ყველას ახალგაზრდა ლობჟანიძე ჯობდა,ან მუმლაძეს ვის უნახავდა ფრუიძე გააფუჭებს ამ ბიჭსაც ისევე როგორც გააფუჭა სხვა ახალგაზრდები რომელთაც სკამი ახეხინა და ჩიხურაში გადასვლით დრო ტყუილა დააკარგვინა,მარტო 11 კაცს რო ენდობი სხვებმა როგორ უნდა მოუმატონ ან კაცი დაგემტვრა,ან ყვითლების გამო ტოვებს ვინმე თამაშს ვინმემ ხომ უნდა შეცვალოს ყველა მოთამაშეს უნდა ქონდეს თამაშის საშუალება საჭიროა სწორი როტაცია ვინმემ ხმა ხომ უნდა ამოიღოს ფრუიძე ხელშეუხებელია თუ რა არის,საფეხბურთო აკადემია რომ გაქვს ვინმე ხომ უნდა გაზარდო,დააწინაურო არც შედეგი გაქვს,არც ვინმეს ზრდი მაშინ რით განისაზღვრება მწვრთნელის წარმატებულობა,ვისაც ენდობა იმათი მოყვანით და ფულის კეთებით?
ამირანი
არა რა!!!!!!!!!!!!! ..........................ამათ კობი კი არა ბეკენბაუერი ვერ უშველის. არც ფული არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ შპანებისგან შედგება ყველა ქართული კლუბი და შპანების ნათამაშევი ფეხბურთი კი არ გაიშვა. აუცილებელია, ფული რომელსაც გამოყოფს სახეოლმწიფო, პირველ რიგში დაიხარჯოს თითოეულ კლუბში 2-3 ნორმალური ლეგიონერის შესაძენად და მერე სხვა რამეში. ზიმბრუს როგორ უნდა მოუგოს საჩხერემ, ამ "მწვრთნელით" და ამ "ფეხბურთელებით"?, მაშინ როცა ზიმბრუს შემადგენლობა, ბრაზილიელებითაა გაძეძგილი. ბრაზილიელი კი ყოველთვის ბრაზილიელია და ერთი თავით ჯობს ჩვენს ყანა-ფეხბურთელებს. მოკლედ ისე ვარ გულნატკენი, არც კი დავახამხამებ თვალს ..
ირაკლი
ზუზუ! ნახე აზიურ ტოტალიზატორებში რამხელა ფსონი ჰქონდა ამ უნამუსოების წაგებას და ყველაფერს მიხვდები!
111
საშინელება ის არის, რომ 11-მა კაცმა დაცვაში დადგომა ვერ მოახერხა მთელი გუნდით ბოლო 5 წუთი. ძალიან უნდა გინდოდეს, რომ ეს ჩაიდინო. ლაპარაკიც კი არ ღირს ამ ტრაგიკომედიაზე
999l
ბიძინას-არადა ორივე გუნდი ფინალის კანდიდატი იყო
შოკირებული გულშემატკივარი
მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს! რამდენი გულშემატკივარი გადაარჩინა მიკროინფაქტს:)))
x
როდის გაძღებიან ნეტა ესენი?სად არის კობიაშვილი ეხლა გადაკოცნოს ბიჭები ესპანეთთან ჩაწყობილი თამაშის მერე რო ულოცავდა და კოცნიდა
999
25 წელია ძმაო არფერს აკეთებენ და ეხლა დაუჭირო მხარი? ტოტალიზატორი არაფერ შუაშია, დაბალი დონის ფეღბურთს ვთამაშობთ და ეგაა
lali
ტაჯიკეთის და ყირგიზეთის დონეც არარიან ისინი აზიის ჩემპიონთა ლიგაში მაინც მონაწილეობენ
გიო
ვინც რაგბს გაყვირიხართ ფეხბურთს აგინებთ ნიშნისმოგებით, ინტელექტთან რაფერ ხართ? ფეხბურთი რო სულ გაუქმდეს, თქვენ რა ხეირი? თავითაც იმუშავეთ...
zestafoneli
Zestafoneli var amjamad sazgvargatet movgvaweob,ubralod gaaqvres zestafoni arakacebma da dges eseni jobs zestafons?mudam bolomde zrunavda,dachias da egetebs 3 it nuls da mudam upreblomod ugebda ,exla ki chemi soflis gunds ver mougeben eseni,ubralod mrcxvenia am yvelafris rasac chven fegburts vedzaxi,maxsovs fexid mivdiodit sadzmakaco zestas tamashze soflidan da ukanac fexit movdiodit ar gvqonda taqsis fuli da ogond gveyurebia da wvimashi tovashi edeqit gunds,dges ki es fegburtis dazirvis tolfasia fui fegburts ara ra magrad mwyins,
zuzu s
elementalurad quchashi rom midixar da dainaxav namsxvrevs an dagubebul ckals ras aketeb midixar am namsxvrevebisken tu ubealod gverds auvli romeli celia da igive sul kobiashvils da kaladzes imis survili namdvilad unda hqondet rom imaze uaresi ar unda xdebodes rac mati fexburtelobis dros xdeboda magra mainc xeli moaceres da didi entusiazmit agrdzeleben
999l
აბა რას ელოდით? დაელოდეთ სამტრედიის გასვლას, აქ კი იწერდა ქულებს კალას ზეგავლენით მაგრამ იქ ჩაისვარა...როგორც მიცვალებუს პანაშვიდი არ შველის მაგასაც აღარაფერი ეშველება,დილას და დინამოსაც იგივე ელისსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს
გიო
ორივე შეხვედროს შედეგი, მეორე შეხვედრის გოლების თანმიმდევრობა და გატანის წუთები, ქრესტომათიაა ტოტოებზე მოთამაშეთათვის.
XXX
ამდენი ფულის ფეხბურთზე დახარჯვის მაგივრად ავტობანზე რომ დაეხარჯათ ბოლო 5 წელში დამთავრებული იქნებოდა ავტობანი. ფეხბურთის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს მთავრობამ. ჩვენი ფულია ბიუჯეტი და როდესაც ამხელა თანხები იხარჯება ფეხბურთზე სირცხვილია
xxx
zuzus-მერამდენე თამაშია ვერ იგებენ ქართული კლუბები?ყირგიზეთის კლუბების დონეც არ ვართ,შემდეგი სამტრედია და დილაა, დინამო კი დესერტია...
bebeto
ზოგზოგიერთმა უნდა გაიგოს რომ რაგბი თავის ადგილზე უნდა იყოს და ფეხბურთი თავის ადგილზე.
gizog
წარმოუდგენელია ამათ ხელფასი,როგორ უნდა მისცე, თანაც ჩემს და თვენს მიერ ბიუჯეტში გადახდილი ფულიდან, რა იმედით ვუცდიდი თამაშს, რამდენი ვლანძღე, როგორ თუ ტელევიზია არ აჩვენებს მეთქი და რა..... არაფერი. ხშირად ფეხბურთზე საუბრისას ლაპარაკია პროფესიონალიზმზე, არაპროფესიონალიზმზე და რაღაც რაღაცეებზე. საერთოდ ამ სიტყვის ხმარება ქართველი ფეხბურთელების დახასიათების დროს ძაან უადგილოა. ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართულ ფეხბურთში თავი დაიმკვიდრეს ზედმეტად არასერიოზულმა ხალხმა, გუშინ დინამოს თამაშმა და დღეს კიდევ ჩიხურამ ერთხელ კიდევ დაგვანახა, რომ ჩვენ ფეხბურთელები არ გვყავს, ხალხი, რომლებიც მოედანზე გამოდიან, ფეხბურთით გასართობად, არ არიან ფხბურთელები, თუ მოესურვებათ ირბენენ, როცა მოსწყინდებათ მაყურებლად გადაიქცევიან, თუ უნდა მისცემენ პასს, თუ არა ირბენენ თავჩაღუნული და თან თითქოს გვამადლიან ამდენი ირბინეს და კიდევ მადლობლები არ ვართ. რა ვიცი ასე უკვე შეუძლებელია, რაღაც რადიკალური ზომებია მისაღები. უმაღლესი ლიგა კიდევ უფრო შესამცირებელია და საერთოდ დროა გადავიდეთ სამოყვარულო ფეხბურთზე. საქართველოსი მაშინ იყო ფეხბურთი სანახაობრივი და თანაც ძლიერი როცა ფეხბურთი იყო სამოყვარულო. მთელი თამაში ვუყურებდი და ვფიქრობდი ამათ ლანძღვაში გავატარებ მთელ ღამეს, ამ სერიოზულ საქმეს, რომელმაც ქართულ ფეხბურთს სახელი და ამათ ასეული ათასი ევრო უნდა მოუტანოს ასე არა სერიოზულად როგორ ექცევიან მეთქი, მაგრამ მათ რაღა უნდა უთხრა, ეყოფათ რაც დაკარგეს, რაღა ლანძვა უნდა ისედაჩ საფურთხებლად გაიხადეს თავი, დოლიძეს კი უნდა ვუთხრათ, ამათნაირებზე ჩვენი ფული არგასცეს, რაც გინდა ის მოიგონოს მაგრამ თეთრიც არ გასცეს ამ არასერიოზულ გაურკვეველ, ტრუსიკიან ქუჩის ძველბიჭებზე. მკითხველთან ბოდიში.
mmg
გლახები! რას ნერვიულობთ, დაისვენებენ ესენიც და ჩვენც. გუნდი გვყავს რაგბში, ესენი არიან "სასტავი"!
გულშემატკივარი
რბილად რომ ვთქვათ მწვრთნელის კვალიფიკაცია ძალიან დაბალია, ეგ საკითხი ისეთივე პრობლემატურია, როგორც დანარჩენები. როდესაც ანგარიში მიგყავს და მოწინააღმდეგის გუნდი უკანმოუხედავად გიტევს მე მგონი დაცვა უნდა გააძლიერო და არა თავდასხმა. ამ კვალიფიკაციის მწვრთნელი (პიროვნულად არ ვაყენებ შეურაცხყოფას) ევროტურნირებში არ გამოგვადგება!
giga
და რა უნდა ეთქვათ პრესკონფერენციაზე. პამპერსებზე უნდა წავიდეთ რო გამოვიცვალოთო სხვ რა.
bidzina
ძალიან უინტელექტო უნდა იყო რომ ვერ მიხვდე რაც მოხდა. ორივე თამაში გაკეთებული იყო და ორივე გუნდმა გვარიანი ფული იშოვა ტოტალიზატორებში
zuzu
ირაკლის. შენ არც ფეხბურთი გიყვარს და არც რაგბი: რაგბისტებმა რამდენიმე თამაში რომ წააგონ, დარწმუნებული ვარ დაიწყებ ყვირილს "ძირს ქართული რაგბი". ლოზუნგები და მოწოდებები კი არაა საჭირო, აუცილებელია დღედაღამე შრომა და ვისაც გულშემატკივრობ იმათი მხარდაჭერა - განსაკუთრებით გაჭივრების დროს.
davida
კობიაშვილის აზრი მაინტერესებს ყველაზე ძალიან, ჯერ მოლდოვეთში მოგებული თამაში იწვევს ეჭვს, მაშინდელ "ძლიერად" ჩატარებულ თამაშს ახლანდელი უღიმღამო თამაში მოყვა. თვითდაჯერება? არა 1-1 ზე არ დაიჯერეს რომ წააგებდნენ, 2-2 არ დაიჯერეს კიდევ და მთელი პოზიციები დაუთმეს ზიმბრუს, საინტერესოა ტოტალიზატორებში რამოხდა. თქვას კობიაშვილმა ერთი ორი სიტყვა ამ თამაშების შესახებ.
მურთაზი
ქაეთული ფეხბურთი ეს არის თავახდილი ფეკალიის ჭა, სასწრაფოდ დაახურეთ სახურავი
lasha
ახლა იღადავეთ სამტრედიაზე ...ზიმბრუს რო ვერ მოუგებს გუნდი იმას გუნდი კიარა ეზოს ფეგბურთელები ქვია
irakli
ძირს ქართული ფეხბურთი! გაუმარჯოს რაგბს!
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
"ზიმბრუს" მწვრთნელი: მაშინ "ჩიხურას" მეკარეც უნდა გაეძევებინათ
ზიმბრუ VS ჩიხურა - ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!
ზედიზედ სამჯერ! - ვაკო გვილია საგოლე გადაცემების დიდოსტატია
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ლაშა ნოზაძემ და ლევან კაკუბავამ რუმინელებთან მატჩზე ისაუბრეს
ლობჟანიძის გუნდის უდიდესი სენსაცია - "ატლანტამ" ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" პლეი-ოფიდან გამოთიშა [VIDEO]
უდრამატულეს შეხვედრაში მესის გუნდი დამარცხებულია - ლობჟანიძეს ლეგენდარულ არგენტინელთა დაპირისპირება უკვე გადამწყვეტ მატჩში მოუწევს [VIDEO]
"სოსნოვიეცი" მეორე ქართველმაც დატოვა - გიორგი ივანიშვილი "სიონში" ჩაირიცხა
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ჩიხურა VS ზიმბრუ - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!..
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
ზიმბრუ-ჩიხურა 0:1 - ყოჩაღ, "ჩიხურა"! ყოჩაღ, ფრუიძე! [VIDEO+PHOTO]
"ტორპედომ" 10 ახალწვეული წარადგინა - ზიდანი 9 ნომერია
დინო ჰამზიჩი: "ფოლაზე" უფრო ძლიერი გუნდების დამარცხებაც შეგვიძლია
ლევან კაკუბავა: "საბურთალომ" ქვეყნის სახელი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით უნდა დაიცვას
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
ჩიხურა-ზიმბრუს მატჩის ტრანსლაციას ქართული კლუბი უზრუნველყოფს
გიორგი გაბედავამ ვატო არველაძის "კორონას" გაუტანა [VIDEO]
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
ლუკა ზარანდიამ პოლონეთში თანამემამულეები არ დაინდო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურა" "ზიმბრუსთან" სათამაშოდ მოლდოვაში 19-კაციანი გუნდით გაემგზავრა
"სიონი" გიორგი ივანიშვილით გაძლიერდა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]
"საბურთალომ" ზამთრის თასზე ორი ახალწვეული წარადგინა
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
"პასუხს 15 იანვრამდე ველოდები" - სად გააგრძელებს კარიერას დინო ჰამზიჩი?
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა
ეროვნული ლიგის VIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო