07.07. გიუმრი. "გიუმრი არენა". 17:00. LIVE ტელეკომპანია "თრიალეთზე"
ფოტოზე: გორელთა ვარჯიში "გიუმრი არენაზე"

დღეს, 7 ივლისს, გორის "დილა" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში სომხურ "შირაქს" სტუმრად დაუპირისპირდება. პირველი მატჩი გორში ქართულმა გუნდმა ირაკლი მოდებაძის გოლით 1:0 მოიგო.

- დილა-შირაქი 1:0 - მშრალი მინიმუმი [VIDEO+PHOTO]

თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "თრიალეთი" გეგმავს.

მატჩს ლიტველ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება. არბიტრად სერგიუს სლივაა გამწესებული, დამხმარეებად კი - საულიუს დირდა და ვიტის სნარკისი.

6 ივლისს გორის "დილამ" ქალაქ გიუმრიში, "გიუმრი არენაზე" მატჩისწინა ვარჯიში გამართა. წვრთნა ერთი საათი გაგრძელდა. ვარჯიშის დაწყებამდე კი უჩა სოსიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და ადგილობრივი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

- რას იტყვით ქალაქ გიუმრიზე? მოგეწონათ თუ არა მოედნის საფარი?

- არამარტო გიუმრიში, საერთოდ სომხეთში პირველად ვარ. შთაბეჭდილება დადებითია. მინდვრის საფარს რაც შეეხება, ის ძალიან კარგ მდგომარეობაშია.

- პირველი შეხვედრის შემდეგ გულშემატკივრებს შორის ინციდენტი მოხდა. რას იტყვით ამის თაობაზე?

- თამაშის შემდეგ გავიგე ამ ინციდენტზე და უშუალოდ ჩავერთე პროცესში. მსურდა, გამერკვია, თუ რა მოხდა... რა თქმა უნდა, ყველანაირი ინციდენტი ცუდია. თანამედროვე ფეხბურთში ეს მხოლოდ ჩვენს გულშემატკივარს არ ეხება. ეს ეხებათ ისეთი კლუბების ქომაგებსაც, როგორებიც არიან "ბარსელონა", "რეალი"... სხვა გრანდები...

- შანსებს როგორ შეაფასებთ?

- ჩვენ პირველი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ წინ კიდევ ერთი თამაშია. შანსებს თანაბრად შევაფასებ.

- თქვენ 26 წლის ხართ, თუმცა უკვე მიაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს. პრო-ლიცენზია თუ გაქვთ?

- მაქვს A-ლიცენზია. დადგება დრო, როცა პრო-ლიცენზიაც მექნება.

- პირველი მატჩის მეორე ტაიმში დაცვიდან ითამაშეთ. ეს ტაქტიკური სვლა იყო თუ ამის გაკეთება მოწინააღმდეგემ გაიძულათ?

- პირველ შეხვედრაში ორივე გუნდმა შემტევი სტილი აირჩია. გოლი რომ გავიტანეთ, ფეხბურთელებს დავალება მივეცი, კონტრშეტევებზე ეთამაშათ. ამ სიტუაციაშიც გვქონდა გატანის შანსი, თუმცა ვერ მოვახერხეთ.

- ახალი ფეხბურთელები ხომ არ დაიმატეთ?

- "შირაქთან" მატჩისთვის ემზადება ყველა ის ფეხბურთელი, ვინც პირველ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

- "შირაქიდან" რომელიმე ფეხბურთელს თუ გამოარჩევდით?

- დაკონკრეტებას მოვერიდები. მეტოქე უფრო გუნდური თამაშით გამოირჩევა.

- თამაშის დღეს წვიმაა მოსალოდნელი...

- პირველი მატჩიც ასეთ პირობებში ჩავატარეთ და ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის. თითოეული ფეხბურთელი მინდორზე მაქსიმუმს გაიღებს წარმატებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კატლეტა
დილა ისე მაგრა გამოვა ევროპა ლიგაზე წელსა რომა ჩემპიონთა ლიგაზე გადაიყვანენ ნამდვილათა. ვინც არ იცით: პატარა გორი დიდია!
levani kaxeti
საჭიროა "სუფთა გონებით" მოქმედება, ანუ არ უნდა დაიბნნენ, ისე როგორც სამტრედიას დაემართა. და მაინც; მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი გაბალა , როგორც გუნდი შეიძლება სამტრედიაზე უკეთესი იყოს, მაგრამ ამ ანგარიშით წაგებას მაინც არ იმსახურებდნენ.
jarji21
დილამ 1 გოლიც რომ გაიტანოს, შირაქს 3-1 ექნება მოსაგები რომ გავიდეს. ასე რომ,აქცენტი ერთ გოლზე,თან სწრაფზე აუცილებელია, მერე კი ყველაფერი ტექნიკის საქმეა.
Guadua
გიგა 10:20 07-07-2016 არ მგონია დილამ გადალახოს ეს ბარიერი. მართალს ამბობ, გადალახავს კი არა გადაახტება და პლეი ოფშიც გავა ევროპალიგის!
Gocha Juve
ძალიან მძიმე ბრძოლა ელოდება დილას შირაქთან, იმედია თავს არ შეირცხვენენ. წარმატებებს ვუსურვებ უჩა სოსიაშვილს და მის შეგირდებს!
levani kaxeti
რა თქმა უნდა "შირაქი" თავიდანვე შეტევაზე გადავა, შეეცდება სწრაფი გოლის გატანას. აი აქ უნდა გამოიყენონ გორელებმა ეს და გამოცდილების ხარჯზე სათავისოდ შემოაბრუნონ მატჩი. კი, ძალიან ძნელი იქნება, ვინაიდან სომხები არაფერს დაზოგავენ მიზნის მისაღწევად. წარმატებები ჩვენს ბიჭებს!

Dila Gori vs shirak gyumri (all time statics)... +15, = 6, - 11... 32 matchs...
jjj...
აბა ტქვენ იციტ კლავიატურის ლომებო დგეს ბევრი გაქვტ საწერი დილაზე -სამტრედიაზე დილიდანვე ივარჯიჰეტ.ბოგმა არ გამოგრჰეტ/
status quo
იშვიათად შემხვედრია ამ ასაკში ისეთი ჭკვიანი კაცი,როგორც სოსიაშვილია...
გიგა
არ მგონია დილამ გადალახოს ეს ბარიერი.
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
უჩა სოსიაშვილი: "დილას" პოტენციურ სპონსორთან მოლაპარაკება მიმდინარეობს
გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - მოტამ დემჩენკოს მსგავსი პუნქტით ისარგებლა და სომხური გუნდი ჩაიბარა
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
შირაქი (გიუმრი)-დილა (გორი) [LIVE]
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
გორის "დილამ" გიუმრის "შირაქის" ბარიერი ვერ გადალახა [VIDEO]
უჩა სოსიაშვილი: ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული
შირაქი-დილა 1:0, პენ 4:1 - მინდა, ბოდიში მოგიხადოთ! [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
გორის "დილა" სომხეთში ჩავიდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]