ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

შირაქი-დილა 1:0, პენ 4:1 - მინდა, ბოდიში მოგიხადოთ! [VIDEO]

შირაქი-დილა 1:0, პენ 4:1 - მინდა, ბოდიში მოგიხადოთ! [VIDEO]

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩები
"დილა" სომხეთს კონკრეტული ამოცანით ეწვია, რადაც უნდა დასჯდომოდათ, გორელებს უნდა შეენარჩუნებინათ შინ მოპოვებული მინიმალური უპირატესობა. მოგეხსენებათ, საქართველოში გამართული შეხვედრა "დილამ" 1:0 მოიგო და ისიც პოზიტივი იყო, კარი "მშრალად" რომ შეინახა...

- დილა-შირაქი 1:0 - მშრალი მინიმუმი [VIDEO+PHOTO]

საპასუხო მატჩში გორელთა მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი დანაკლისს ვერ ასცდა. ვერ ითამაშეს ლაშა კუჭუხიძემ და ლექსო კვახაძემ. სამაგიეროდ, მინდორზე გამოჩნდა ლაშა ჯაფარიძე, ვისაც პირველი შეხვედრა ტრავმის გამო გაუცდა.

ქალაქ გიუმრის მთავარი სპორტული არენა, რომელიც 2 700 მაყურებელს იტევს, თითქმის ბოლომდე შეივსო. "დილა" გორელმა ქომაგებმაც გაამხნევეს. თამაში კი ერთგვარი დაზვერვით დაიწყო...

პირველად გამწვავება სტუმრებმა სცადეს. თემურ ღონღაძის გრძელი პასის შემდეგ გუნდის კაპიტანმა ირაკლი მოდებაძემ მიიღო ბურთი, თუმცა გორელთა შემტევი წესების დარღვევით შეაჩერეს...

იქვე გიორგი ერისთავმა იაქტიურა - ფლანგზე მიიღო ბურთი და ყველა რომ ჩაწოდებას ელოდა, კარში დაარტყა და ბურთი ზემოდან გადასცდა "შირაქის" კარს.

მერე მასპინძელმაც მოიცალა სახიფათო კონტრშეტევისთვის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მინდვრის ცენტრში გაუმართლებლად დავკარგეთ ბურთი. იმ ეპიზოდში "დილა" გადარჩა - ჰაკობიანის შეჩერება გივი ქარქუზაშვილმა შეძლო და სიტუაცია განიმუხტა.

მე-15 წუთიდან "შირაქი" შედარებით გააქტიურდა. დიარასუბა მაღლა ახტა და დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი ისევ ზემოდან გადასცდა გორელთა კარს. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ გორელებმა უკან დაიხიეს.

მალე "დილამ" სახიფათო მომენტი შექმნა. "სტანდარტულიდან" დავით კვირკველიამ ბურთი საჯარიმოში ჩააგდო, ქარქუზაშვილმა დაარტყა, ბურთი მოდებაძეს შეეხო, მაგრამ... გოლი არ გავიდა.

ეს იყო და, გადავრჩით, სომხებმა კუთხური ეშმაკურად გაითამაშეს. ჰოვსეპიანის დარტყმის შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა მიხეილ მუჯრიშვილის კარს. არადა, ძალიან სახიფათო მომენტი იყო და აშკარად დაგვინდო ფორტუნამ...

31-ე წუთზე გორელებმა დიდებული საგოლე შანსი გაფლანგეს. ჯერ გრიგოლ დოლიძის ჩაწოდებული მოდებაძემ ვერ გადაგზავნა კარში, მერე ერისთავს დაუგვიანდა დარტყმა, ბოლოს კი კაპიტანს ჰქონდა ანალოგიური მცდელობა, მაგრამ ბურთი აივაზოვის იოლი ნადავლი გახდა.

იქვე, "შირაქმა" დაგვინდო. გორელ მცველებს აქტიური დიარასუბა გაეპარათ, თუმცა მისი დამაგვირგვინებელი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. გამოჩნდა, რომ ეს აფრიკელი თავდამსხმელი "დილას" მცველებს უფრო მკაცრ მარწუხებში უნდა მოექციათ...

მასპინძლებმა სიტუაციის გამწვავება პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე სცადეს - რამდენიმე ზუსტი პასის შემდეგ მუჯრიშვილის საიმედოობა შეამოწმეს. ჰოვსეპიანის დარტყმა ჩვენმა მეკარემ უპრობლემოდ მოიხელთა.

აგერ, "დილას" მორიგი შანსიც - დოლიძე შევიდა საჯარიმოში და გადააწოდა ერისთავს, რომელსაც სომეხთა მეკარემ არ გაატანინა. და ისევ ერისთავი, რომლის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი მცირე მანძილით სცდება სომეხთა კარს...

ტაიმის ბოლო წუთზე "დილას" ღონღაძე დაუშავდა. "შირაქმა" ეს არად ჩააგდო და შეტევა გაგვიგრძელა, თუმცა მუჯრიშვილი გამოსვლაზე დამაჯერებელი იყო. ტაიმი კი ქართველთა საგოლე შანსით დაიხურა - ეგ იყო, მოდებაძემ ბურთი ვერ დაამუშავა, თორემ იმ სიტუაციაში ანგარიში აუცილებლად გაიხსნებოდა.

მეორე ტაიმი "შირაქმა" გაცილებით აქტიურად დაიწყო. ჯერ იყო და, მუჯრიშვილმა არ გაატანინა დიარასუბას, ვინც დამატებაზე ცდილობდა თავის გამოჩენას. მალევე სომეხთა სერბ ლეგიონერ სტოშკოვიჩს მიეცა თავის გამოჩენის შანსი და ამჯერადაც გამოვძვერით რთული სიტუაციიდან...

გააზრებული შეტევის შემდეგ სერბი ნახევარმცველი, რომელიც აშკარად გამორჩეული იყო "შირაქის" რიგებში, ქართველთა კარის აღებას ცდილობდა, თუმცა მისი დარტყმა ზემოდან გადასცდა მუჯრიშვილის კარს.

სადღაც მე-60 წუთისთვის ტელეკომპანია "თრიალეთის" მიერ ორგანიზებული რეპორტაჟი შეწყდა. რაც შეგვიძლია ვთქვათ, ის არის, რომ სომხებმა თამაშის ამ მონაკვეთში შედარებით გააძლიერეს წნეხი. მათ რამდენჯერმე მოაწოდეს კუთხური გორელთა კართან. 75-ე წუთზე კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა დიარასუბას, თუმცა კვლავ ამაოდ დაშვრა.

სადღაც 77-ე წუთზე ტრანსლაცია აღდგა და მალე სამწუხარო ამბავიც მოხდა - შეცვლაზე შესულმა ვახან ბიჩაკჩიანმა ლამაზი დარტყმით წინ გაიყვანა "შირაქი" და ქომაგებიც აახმაურა. ამგვარად, ორრაუნდიან ბრძოლაში ანგარიში გათანაბრდა.

გოლის შემდეგ ისევ შემოგვიტიეს სომხებმა. ლევან შარიქაძემ ვერ "ამოიტანა" ბურთი და ერთ-ერთი სომეხი შემტევის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. მალე "დილა" მუჯრიშვილმა იხსნა აივაზიანის დარტყმის შემდეგ.

ძირითადი დროის დასრულებამდე "შირაქს" კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია აივაზიანის შანსი. "დილა" მართლაც სასწაულით გადაურჩა გოლს - შესანიშნავად ითამაშა მუჯრიშვილმა. მერე კვლავ დიარასუბამ გაფლანგა არნახული შანსი...

დაინიშნა დამატებითი დრო. თავიდან, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მერე კი შეცვლაზე შესულ თამაზ კიკაბიძეს ჰქონდა გატანის კარგი შანსი. მისი თავური ოდნავ ასცდა სომეხთა კარს. იქვე აივაზიანმა ვერ გაგვიტანა.

მთელი დამატებითი დროის განმავლობაში "შირაქი" ქართულ გუნდზე გაცილებით აქტიური იყო. ეგაა, სომხები სახიფათო მომენტებს ვერა და ვერ იყენებდნენ. რომ არა სომეხთა უზუსტობა დამაგვირგვინებელ ფაზაში, საქმე 11-მეტრიანების სერიამდე არ მივიდოდა...

და მაინც, ბოლო შანსი "დილასი" იყო - დოლიძემ ფლანგიდან საჯარიმოში მოდებაძე მოძებნა და კარის წინ ჩაუწოდა, მაგრამ... "შირაქი" სასწაულით გადაურჩა გოლს.

შემდეგ იყო პენალტების სერია, რომლის დროსაც ღონღაძემ და კვირკველიამ უხეიროდ დაარტყეს, საბოლოოდ კი შემდეგ ეტაპზე "შირაქი" გავიდა.

ესეც მორიგი იმედგაცრუება... ევროპალიგაში ქართული გუნდი აღარ დარჩა - უკვე პირველივე ეტაპზე. საინტერესოა, როდის დასრულდება ეს ყველაფერი?

მატჩის შემდეგ

უჩა სოსიაშვილი: "მინდა, მოწინააღმდეგეს მივულოცო შემდგომ ეტაპზე გასვლა. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც დღეს 120 წუთის განმავლობაში ბოლომდე იბრძოლეს...

რაც შეეხება პენალტების სერიას, ეს ლატარიაა და გამართლების მომენტია. აქცენტი გაკეთებული იყო კონტრშეტევებზე. პირველ ტაიმში ეს კარგად გამოგვივიდა. გვქონდა მომენტები, თუმცა ვერ გავიტანეთ. მეორე ნახევარში კი ერთი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ...

დამატებით დროში ორივე გუნდმა "პირველ ნომრად" ითამაშა. აშკარა საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ...

რამდენიმე დღეში გაირკვევა გუნდში წამსვლელთა და დამრჩენთა ვინაობა. იმედი მაქვს, ყველა ფეხბურთელს შევინარჩუნებთ...

მადლობა ყველას, ვინც აქ გვიქომაგა ან საქართველოდან გვგულშემატკივრობდა. მინდა, მათ ბოდიში მოვუხადო! მეც თქვენსავით გულდაწყვეტილი ვარ".

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩები

07.07. გიუმრი. "გიუმრი არენა". 2 500 მაყურებელი

შირაქი-დილა 1:0, პენ 4:1

პირველი მატჩი 0:1

გოლი: 1:0 ბიჩაკჩიანი (84)

შირაქი: აივაზოვი, ჰოვანესიანი, მიკაელიანი, დარბინიანი, სტოშკოვიჩი (65. ბიჩაკჩიანი), ჰაკობიანი, დავოიანი (71. ოჰანესიანი), ჰოვსეპიანი, უდო, დიარასუბა, კუაკუ (70. აივაზიანი).

სათადარიგოები: აბრაჰამიანი, ა. ჰოვსეპიანი, მურადიანი, კაბა, ალეკსანიანი

მწვრთნელი: ვარდან ბიჩაკჩიანი

დილა: მუჯრიშვილი, კვირკველია, ჯაფარიძე (90. კიკაბიძე), ღონღაძე, ქარქუზაშვილი, სამხარაძე, რაზმაძე, დოლიძე, ერისთავი (68. ნონიკაშვილი), წიქარიძე (72. შარიქაძე), მოდებაძე.

სათადარიგოები: ბეგაშვილი, ლომიძე, კაპანაძე, საბაძე

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გაფრთხილება: ჰაკობიანი (27), სამხარაძე (60), დავოიანი (84)

არბიტრი: ს. სლივა (ლიტვა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლამაზი გოლია

• bebeto

დღეს ფეხბურთი არის ავად და მას მკურნალობა ჭირდება.როგორ და რანაირად ეს პროგრამა არის იმ პირების მიერ შესაქმნელი ვისაც ეს ევალება.ფედერაცია რა შუაშიაო,სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოსო აბა დაველოდოთ ვინმე კამბოდჟელი ან ბოლივიელი მოვა და უი ეს რა დღეში ყოფილხართო და ისინი დაგვეხმარებიან. ყველამ უნდა გაიგოს და მიხედონ ერთობლივი ძალებით ფეხბურთს თუ არადა მაშინ ჯობია ეს სპორტი გავაუქმოთ ნერვების გლეჯვა იქნება ასე გაგრძელება და მეტი არაფერი.

• klancha10

ბიჭებს მადლობა თავდადებისთვის რას სთხოვთ ამ ხალხს რა გინდათ ამ ბიჭებისგან ჯუღაშვილის ქუჩაზე ვიღაცის სახლში გაიარეს შეკრება თუ რაღაც მაგდაგვარი ზეიკიძის კალბასზე და ვაშლზე გადაატარეს მთელი ზბორი მართლა ვისაც მოსათხოვი აქვთ იმათ მოვთხოვოთ ერთი კაცი როარ გამოდის და არ გვეუბნებიან რა ხდება სპონსორთან დაკავშირებით განა რა რა ვერ მოილაპარაკეს ან საერთოდ თუ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ეს ყველაფერი თვითოეული გულშემატკივრის ბრალიცაა ყველა გაჩუმებულია და ჩასაფრებული ფეხბურთლებზე ოღონდ რამე დაწერონ ამ ყველაფერს ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრები არასოდეს მოითმენენ და ამ პრობლემას აქამდე გადაჭრიდნენ მგონი დროა ჩვენს საყვარელ გორის დილას გვერძე დავუდგეთ ყველა

• Akaki

...მომისმინე, ინვესტორი რომ იქნება კლუბში იმას მოსიარულე ფეხბურთელები არ ეყოლება გუნდში იმიტოა ფული საჭირო რომ წესიერი ფეხბურთელი გყავდეს გესმის მიხვედრილო?

• Akaki-ს

ჭკუის კოლოფო სირბილის სწავლასაც ინვესტორი უნდა?!

• gela

მეგრე-ს ! რა კობიაშვილი ტო? პენალტი ააცილა თუ ბურთი ვერ აიღო? ჩემ მეზობელს ამას წინათ მანქანა გადაუბრუნდა, კოჭი იღრძო და ეგეც კობიაშვილის ბრალი ხო არ არის? ხელაღებით დაბრალება კარგი იცით რა, მე არც კობის ადვოკატი ვარ და არც წინა ხელმძღვანელობის, მაგრამ ბურთის ტამაში რომ არ იცის და ბოლო წუთზე გოლს უშვებ, თანაც ამას აპრავებ ( წაგებას), ელემენტარულად უზნეობაა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სოსიაშვილმა ჯერ რძე შეიშროს ტუჩებზე და მერე დაიბრალოს მწვრთნელობა. ისე რა მაგის ბრალია, სხვა რომ ფულს ათეთრებს და ამ საცოდავებს კაპიკებსაც არ უხდიან? მოკლედ: "ქაჯანას"-სი არ იყოს : წადიიით წადიიიიიიიით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• შოთა გუგეშაშვილი

ბისნესმენები რა ისმის

• svani

მგონი, შედეგი რომელიც მოიტანა 16 გუნდიანმა ჩემპიონატმა მივიღეთ უკვე ))

• Akaki

ნუ მოწამლეთ ტვინი ამ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა აქ სისულელეების წერით.. რა ქნას კობიაშვილმა თითონ ჩადგეს სამტრედიის თუ გორის დილას კარში? რა კობიაშვილამდე დაფრინავდნენ ქართული გუნდები ევროთასებზე თუ რას შვრებოდნენ, ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ ხო? რო იცოდეთ ვინც არ იცით რაც შეიცვალნენ წინა ტომრები ფედერაციაში იმის მერე მივიდა ფული კლუბებამდე.. რო იცოდეთ ,,ბავშვებო'' მილიარდიც რომ ჩაიდოს ფეხბურთის განვითარებაში ერთ და ორ წელში არ აყვავდება ქართული ფეხბურთი იმიტომ რომ ყველაფერს დრო უნდა განვითარებსთვის, ერთბაშად რომ გინდათ ყველაფერი არაა მასე. რა გგონიათ ადრე ესპანეთს ჩვენზე რამით უკეთესი ლიგა ჰქონდა? წლები ვითარდებოდნენ და იმიტომ მივიდნენ დღევანდელ დონეზე. ჩვენც გვაქ უკვე განვითარება დაწყებული რაც ფედერაცია შეიცვალა. ცოტა თვალი გაახილეთ და შეადარეთ კლუბები მაშინ და ეხლა.. ვერ ხედავთ უკვე კერძო ინვესტორებს ეძებენ კლუბებისთვის და ალბათ ამის მნიშვნელობასაც ვერ ხვდებით, ალბათ იმასაც ვერ ხვდებით წინა ფედერაციულ ტომრებს რატომ არ უნდოდათ კერძო ინვესტორები კლუბებში. ხო და კიდევ, მაღალი დონის ლეგიონერები რომ გინდათ ვიღაცეებს და კომენტარებში რომ ყვირით, მაგასაც დრო ჭირდება, საქართველოს ბიუჯეტის ნახევარი ჭირდება თქვენ რომ გინდათ ისეთი ლეგიონერი რომ ჩამოიყვანონ და ბოდიში ეხლა თუ გინდათ თქვენ ჩამოუყვანეთ თქვენ კლუბებს. და ვინც წივის რატო მოყავთ ლეგიონერები ქართველები ათამაშეთო, ნახეთ ცოცხალი მაგალითი რა უყო თქვენ ქართველებს ლეგიონერებით გაძეძგილა სომხულრმა და აზერბაიჯანულმა გუნდებმა? როცა ქართველი მეკარე ან მცველი არ გივარგა და რომ მოიყვანე უცხოელი იმ ქართველზე უკეთესი ცუდია გუნდისთვის და ფეხბურთის განვითარებისთვის? თუ თქვენი დეიდაშვილები და ბიძაშვილები რომ ვეღარ დადგებიან ძირითადში ეგ გიტეხავთ.. მორჩა გაინათეთ თვალებში ეხლა და აღარ წეროთ სისულელეები

• megre

კობიაშვილი გადაარჩენს ქართულ ფეხბურთსო ხომ?? კობიაშვილი არის არარაობა როგორც ხელმძრვანელი და როგორც ადამიანი, უბრალოდ აიღეს და მაგ თანამდებობაზე დანიშნეს...

• არსაითა

აშკარად სასწრაფოდ შესაცვლელია მენეჯმენტი დილაში

• kote

არ შეიძლება,არ შეიძლება სახელმწიმო თუ რეგიონალურ ბიუჯეტებზე მყოფი გუნდები! ვეთანხმები ამ აზრის აქ დამფიქსირებელ წინა გამომსვლელს.თუკი ამა თუ იმ ქლაქში არ არის პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი რომელიც გუნდს შექმნის,შეინახავს და ამ საქმეს ბიზნესად გაიხდის,ე.ი ამ ქალაქში არც არის საჭირო ამ ეტაპზე გუნდი.თუნდაც 3-4 გუნდი იყოს მხოლოდ კერძო ეგეც კარგია,ვიდრე თექვსმეტი და რეალურად უპატრონო

• ოთო

უნდა მოვაშოროთ ეს ხალხი ყველანი ფეხბუთს ! კობიაშვილით დაწყებული ამ ვაი მწვრთნელებით დამთავრებული! კობიაშვილო კარგი ფეხბურთელობა კარგ მენეჯერობას და ლიდერობას არ ნიშნავს და არ უდრის ! ფედერაცია გავსებულია არაკომპეტენტური კადრებით , რომლებიც ჯერ კიდევ სიჭინავას დროს იქნენ დანიშნულნი ( მისი ცოლის ნათესაობა არის უმეტესად ) ამდენი თანხის გადაყრას ( ეჭვი მაქვს დიდი ფულის გათეთრება უნდა ხდებოდეს მანდ) ჯობს ჩამოვიყვანოთ გერმანიიდან პროფესიონალები , რომლებიც იქნებიან ფედერაციის მესვეურები და მწვრთნელები , მინიმუმ4-5 წელიწადში მივიღებთ შედეგს !!!

• zviadi

მოკლედ 7 წუთი არ გვეყო, თორემ 2 ქართული (რა ამაყად ჟღერს) გავიდოდა მომდევნო ეტაპზე, იქ სადაც 2 გიბრალტარის გუნდი გავიდა

• fgggggg

უნამასუობის პიკი. ქინძი მოვკყვანოთ სტადიონებზე, იმისგან უფრო მეტი სარგებელი იქნება

• სიმართლე

ეს სახელმწიფო გუნდები გასაუქმებელია, თავის მოჭრის მეტს არაფერს აკეთებენ. ტყული გადაყრილი ფულია.... 10 გუნდიანი რომ უკეთესი იქნება ფაქტია,იმიტომ რომ ამაზე ცუდი რა უნდა მოხდეს არ ვიცი :)

• kaxi

პირველივე წრეში ყველა ქართული გუნდი გავარდა, ასეა უკვე რამდენიმე წელია. ამ წარუმატებლობას არა აქვს დასასრული.

• RAGORN

ქართული ფეხბურთი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და დამარხვა აღარ აღირსეს

• zmo

ჯერ დავიწყოთ იქედან რომ რა ჩვენება იყო ვიღაცა მობილურით იღებდა და ისე გადმოცემდა გაჭირვებით, აქედანვე ჩანს როგორ სერიოზულობით ეკიდებით ფეხბურთის განვითარებას, ამათ ერთი სული აქვთ სახელმწიფოსგან გამოყოფილ იმ 200 მილიონს როდის გააქანებენ ჯიბეში, ერთი რაღაც ვერ გავიგე ამ უსაქმურებს და უნამუსოებს სახელმწიფო რატომ უნდა აფინანსებდეს რა პატივსაცემი ხალხი ეს ფეხბურთელები არიან თან ხელფასები აქვთ მინიმუმ 3000

• აიკრძალოს ფეხბურთი კონსტიტუციით!

ეზოებშიც აკრძალეთ!ფეხბურთის ბურთებისა და მაისურების გაყიდვაც!საერთოდ სიტყვა ფეხბურთიც აკრძალეთ!გადახანით ყველა სტადიონი!დაიჭირეთ ყველა ფეხბურთელი!დაიჭირეთ ყველა მწვრთნელი!გააუქმეთ და დაიჭირეთ ფედერაციის ყველა წევრი, დარაჯის ჩათვლით!ხხხხტტტფფფუუუუ თქვენიიიიი

• Gocha Juve

ძალიან სამწუხაროა წარუმატებლობა მაგრამ რეალობაა, ქართული ფეხბურთი ჭაობშია!ერთი ან ორი კვირის შექმნილი გუნდები წარმატებას ვერ მიაღწევენ მითუმეტეს რა მდგომარეობაშია დილა ფინანსურად და მერე ფეხბურთის დონე! სოს!!!

• 555

ყველა შეინარჩუნე არსად დაგეკარგონ ეგ ქართველი ნიჭიერი და ვარსკვლავი ფეხბურთელები, თქვენ კიდევ ხშირად ჩაწერეთ ამ ვიტომ ფეხბურთელების ლაყბობები და აბითურეთ ხალხი. ხალხის ფული ამ უნიჭოების გართობა-გამდიდრებაში არ უნდა დაიხარჯოს.ამათ რათ უნდა დაფინანსება ყველანი ყანაში უნდა გაყარო და მისცე ოყიანი თოხი და მათ ადგილზე უნდა ნიჭიერები მოიყვანოთ, რომელიც უხვად არის საქარტველოში მაგრამ უგუნდოთ არიან არველაძეების დამსახურებით შემდეგ კობიაშვილი მიერ იგივე პოლიტიკის გაგრძელებით

• რედაქციას

თუნდაც ის რომ ელემენტარული ინფორმაცია მიაწოდოთ მკითხველს ისე რომ კითხვები არ დარჩეს რატომ არის პრობლემა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

შუქურა-დილა 0:0 - მარტო ბრძოლა რომ კმაროდეს...

შირაქი VS დილა - წვიმა და თანაბარი შანსები

გიორგი ბეგაშვილი თბილისის "დინამოდან" გორის "დილაში" დაბრუნდა

ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

უჩა სოსიაშვილი: "დილას" პოტენციურ სპონსორთან მოლაპარაკება მიმდინარეობს

გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - მოტამ დემჩენკოს მსგავსი პუნქტით ისარგებლა და სომხური გუნდი ჩაიბარა

გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა

გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...

"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს

სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა

შირაქი (გიუმრი)-დილა (გორი) [LIVE]

"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს

გორის "დილამ" გიუმრის "შირაქის" ბარიერი ვერ გადალახა [VIDEO]

უჩა სოსიაშვილი: ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული

ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

ბოლნისის "სიონს" სამი ახალწვეული ჰყავს

ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო

მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა

მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა

ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

გორის "დილა" სომხეთში ჩავიდა

გორის "დილას" რუი მოტა ჩაიბარებს

"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა

ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა

დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]