საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ბატე-ში დაგასვლით ბედნიერია
ბოლო დროს, ჩემპიონთა ლიგაზე ქართველების თამაში იშვიათობა იყო. ამის ფონზე, ყველას გაგვიხარდა, რომ ვალერიან (ვაკო) გვილია ბორისოვოს ბატე-ს ფეხბურთელი გახდა.

ბელარუსის საუკეთესო კლუბში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის მოხვედრა უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია.

ვაკო გვილიას "ლელო" ბელარუსში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩამოართვა...

- პოპულარულ კლუბში მოხვდით. ბატე ლამის ყოველ წელს ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე გადის. ეს თქვენთვის ახალი საფეხურია...

- ნამდვილად ასეა. ბატე არის ახალგაზრდა კლუბი, რომელსაც, ასაკის მიუხედავად, უკვე დიდი ისტორია აქვს, აქვს დიდი მიღწევებიც და, რაც ყველაზე მთავარია, დიდი ამბიციებიც. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყველა მოთამაშე სწორედ ტიტულებისთვის მებრძოლ გუნდში თამაშზე ოცნებობს, კარიერა რომ გაილამაზოს და გაიზარდოს. ცხადია, ეს ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია. მიმაჩნია, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.

- მოგვიყევით, მოლაპარაკებები როდის დაიწყო? როდის დაინტერესდა ბატე? ამის თაობაზე "ლელოც" წერდა და ბელარუსული მედიაც, რომელმაც ინფორმაცია ჯერ კიდევ თებერვალში გაავრცელა...

- დიახ, მართალია, რომ დაინტერესება ჯერ კიდევ ზამთარში იყო. მაგრამ მაშინ ლაპარაკი დაკონკრეტებამდე არ მისულა. ახლა კი მოლაპარაკება იყო სწორედაც კონკრეტული და საქმიანი.

გულწრფელად და სიყალბის გარეშე ვამბობ, რომ ბატე-ში გადმოსვლით ბედნიერი ვარ! სწორედ ასეთ გუნდში მოხვედრაზე ვოცნებობდი. აქ თავს თუ გამოიჩენ, მერე ევროპულ გუნდებს ადვილად დააინტერესებ, რადგან სულ ჩემპიონთა ან ევროპის ლიგების ჯგუფურ ეტაპებზე თამაშობენ.

- პოსტსაბჭოეთში ბატე ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. მაგრამ საინტერესო იქნება, თქვენგან მოვისმინოთ - როგორი დატვირთვებია გუნდში? როგორია გარემო? პირობები?..

- ცხადია, სერიოზული დატვირთვებია. აქ ფეხბურთელებისთვის იდეალური პირობებია შექმნილი, რათა კარგად მოემზადოს, ითამაშოს და გაიზარდოს. იდეალურია ბაზა, რომელიც ქალაქგარეთაა, ირგვლივ ტყე და სუფთა ჰაერია. იდეალურია მოედნები... მოკლედ, აქ ყველა ის პირობა დამხვდა, მაღალ დონეზე რომ ვითამაშო და მოვუმატო.

- საინტერესოა, რამდენი მოედანია ბატე-ს ბაზაზე?

- ორი სავარჯიშო მინდორია და ორივე - ერთმანეთზე უკეთესი. ამას გარდა, არის პლაჟის ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტი.

- პლაჟის ფეხბურთით ან ჩოგბურთით ერთობით?

- გუნდში სულ მესამედ ვივარჯიშე და ჯერჯერობით ჩოგბურთის ან ქვიშის ფეხბურთის სათამაშოდ დრო არ მქონია.

- ბელარუსებს კარგი საყრდენი ნახევარმცველები ჰყავთ. თუმცა, რადგან ამ გუნდში გადახვედით, ეტყობა, გაქვთ კიდეც იმედი, რომ ძირითადში ადგილს დაიმკვიდრებთ...

- რა თქმა უნდა, ამ გუნდში იმისთვის გადმოვედი, რომ ძირითად შემადგენლობაში მოვხვდე და გუნდში ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო. საამისოდ, ყველაფერს გავაკეთებ, დანარჩენი კი მწვრთნელის გადასაწყვეტია.

- თქვენი ოცნება ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა. ბატე-ში გადასვლით ამ ოცნებისკენ მიმავალ გზას იმოკლებთ?

- რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემი ოცნება და მიზანია. ახლა ამის დიდი იმედიც გამიჩნდა.

კარგად ვაცნობიერებდი, რომ რომ ბატე-ში გადმოსვლით ნაკრებში მიწვევა უფრო რეალური გახდებოდა, ოღონდ, საამისოდ, ვარჯიშებზე თავდაუზოგავი შრომა და თამაშების მაღალ დონეზე ჩატარებაა საჭირო. ეს ოცნება რეალობად მხოლოდ ამ შემთხვევაში იქცევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
ას ბიჭი თავისი შრომით და მაღალი პროფესიონალიზმით კიდევ ბევრს მიაღწევს.
georgian
ეს ძაან მაგარი ბიჭი ჩანს საუბრიდან და საქმის მიმართ მიდგომიდან გამომდინარე. ვაკო მხოლოდ ფეხბურთით იცხოვრე და წარმატება აუცილებლად მოვა. წარმატებები კარგ ქართველს!
პაატა
წარმატებები ვაკოს..
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბორისოვოს ბატე-მ ვაკო გვილია ოფიციალურად წარადგინა [PHOTO]
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]
ეს მხოლოდ დასაწყისია! - ვაკო გვილია ბორისოვოს ბატე-ში გადავიდა
ბორისოვოს ბატე-ს მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ვაკო გვილია შეაქო
ლეგიონი ჩემპიონთა ლიგაში: ბატე ფინეთს ვაკო გვილიასთან ერთად ესტუმრა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
ბატე-ს მწვრთნელი - "არსენალის" დამარცხებაზე: ეს სექსს სჯობდა!
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლეგიონი ჩემპიონთა ლიგაში: ვაკო გვილიას დებიუტი ბატე-ში შედგა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ