ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თამაზ კოსტავა: ვინც სპონსორებთან ვერ იმუშავებს, უმაღლეს ლიგაში ადგილი აღარ ექნება

თამაზ კოსტავა: ვინც სპონსორებთან ვერ იმუშავებს, უმაღლეს ლიგაში ადგილი აღარ ექნება

ყოფილი ფეხბურთელი ევროთასებზე ქართული გუნდების წარუმატებლობასა და ჩვენი ფეხბურთის სატკივარზე საუბრობს
თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი თამაზ კოსტავა ევროპალიგიდან საჩხერის "ჩიხურას" გავარდნას გამოეხმაურა და ზოგადად ქართული ფეხბურთის სატკივარსაც შეეხო.

"ჩიხურას" გუშინ "დილა" და "სამტრედიაც" (1:5-ის შემდეგ ისედაც მიზერული შანსი ჰქონდა) დაემატნენ, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს...

"ნამდვილად არ მეგონა, თუ "ჩიხურა" გავარდებოდა. გული მწყდება, ქართული ფეხბურთი ასეთ დონეზე რომ დაეცა და მოლდოვურ გუნდს ვეღარ ვუგებთ. ჩვენი დროის "დინამოს" მოუგია "ინტერთან", "ბენფიკასთან", "ბაიერნთან", "ლივერპულთან"... ამ გადასახედიდან, ამ ყველაფრის დაჯერება ძალიან მიჭირს.

მიზეზი ის კი არ არის, რომ თამაში არ შეგვიძლია, არამედ ის, რომ გუნდების შემადგენლობები ხშირად იცვლება. ეს ლამის ყველა ქართულ გუნდს ეხება. ცალკე პრობლემაა, რომ კონტრაქტის პირობებს არ ასრულებენ და ზოგიერთი კლუბი ხელფასებს დროულად ვერ იხდის. შემადგენლობა ორი-სამი წლით თუ არ შეინარჩუნე, შეუძლებელია, სერიოზულ წარმატებაზე იფიქრო.

ასე იყო ქუთაისის "ტორპედოში", რომელსაც გიგა ნორაკიძე ავარჯიშებდა და ახალგაზრდები ისე მოგვამზადა, უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ვიბრძოდით. ასე იყო ახალკაცის დროინდელ "დინამოშიც". გუნდს წლების განმავლობაში სჭირდება შენება და არა - შემადგენლობის ყოველ ექვს თვეში ცვლით. ეს მწვრთნელებმაც კარგად იციან. მათ მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ", - ამბობს თამაზ კოსტავა.

ის ზოგადად ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობაზეც გველაპარაკა:

"დიდი ხანია, ქართული ფეხბურთი უკან-უკან მიდის და თუ რადიკალური ნაბიჯები არ გადაიდგა, მომავალ წელს გუნდები კიდევ უფრო უარესად ითამაშებენ. აუცილებლად გვჭირდება გარდატეხა, რომ ფეხბურთელებმა უფრო მეტი თავდაჯერება შეიძინონ და გაიხსენონ, რომ ფეხბურთი სიამოვნებაა და არა - ნერვიულობა.

ყველაფერი ნულიდან, ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დავიწყოთ და თავი დავანებოთ ყოველი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ბაქიბუქს, რომ ამას ვიზამთ და იმას ვიზამთ! ჩვენს ფეხბურთს სერიოზული მკურნალობა სჭირდება.

როცა ეროვნული ჩემპიონატი საკმაოდ დაბალი დონისაა, ევროთასებსა და სანაკრებო დონეზე რისი იმედი უნდა გვქონდეს? ასე არაფერი გამოვა. მე კი გული მიკვდება, ამ დაცემას რომ ვუყურებ".

ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, ქართული ფეხბურთის დაცემა დიდი ხნის წინ დაიწყო:

"ყველაფერი იქიდან დაიწყო, ყველა საუკეთესო ფეხბურთელი უცხოეთში რომ წავიდა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ გამოსავალიც დიდი ხანი არ ჩანდა. ბოლო წლებში პირველად წლევანდელმა ამბავმა დამაიმედა - სახელმწიფო პროგრამა რომ აამოქმედეს. მაგრამ სახელმწიფოს 5-წლიანი თანადგომა საკმარისი არ იქნება, ამას გაცილებით მეტი სჭირდება.

სხვათა შორის, ის ფაქტიც მახარებს, ფეხბურთის ფედერაციამ ლიცენზირება რომ გაამკაცრა და მოუწესრიგებელ, სტადიონისა და ინფრასტრუქტურის არმქონე კლუბებს გასაქანს არ აძლევს. თუ საკუთარი თავის მიმართ მკაცრები არ ვიქნებით, ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს.

ეს პროგრამა ზემოთ ნახსენებ პრობლემასაც წაადგება - კლუბების ბიუჯეტები არაპროგნოზირებადი იყო, რადგან წინასწარ არ იცოდნენ, ადგილობრივი ხელისუფლება რა ბიუჯეტს გასცემდა. ახლა, კლუბებში ეს იციან და მთავარია, თავად შეიმუშაონ გეგმა, უახლოეს ხუთ წელიწადში მუშაობა რა მიმართულებით უნდა წარმართონ, პროგრამის დასრულების შემდეგ გარკვეულ შედეგს რომ მიაღწიონ".

კოსტავა ურჩევს კლუბების მმართველებს, რომ კერძო სექტორთან უკეთ იმუშაონ:

"კლუბებს გარდამავალ ჩემპიონატში 600 ათასი ლარით დააფინასებენ. ეს თანხა ძლიერი გუნდის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი არ იქნება - ამ ბიუჯეტით გუნდი მხოლოდ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. ამიტომ, კლუბები მხოლოდ სახელმწიფოს იმედად არ უნდა იყვნენ.

ვინც სპონსორებთან და ინვესტორებთან ვერ იმუშავებს, უმაღლეს ლიგაში მისი ადგილი აღარ იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Davit

სპორტო ღარიბი ადამაინების შანსია. თუ ბავშვებს ფულის გადახდას ვაიძულებთ, ეს ნიშნავს, რომ ნიჭიერ ღარიბ ბავშვებს შანსს ვუსპობთ და შედეგიც სახეზეა. ბავშვებში კონკურენციის არარსებობა შემდგომ თაობებზეც აისახება ავტომატურად.

• Davit

ეს ადამიანი იგივეს ამბობს რასაც ამდენი წლების განმავლობაში იმეორებს სხვადასხვა ადამაინი, ბავშთა ფეხბურთი და ფული. თან სახელმწიფოს ფულიცოო, არ ეთმობა. ჟნრალისტს მინდა ვუთხრა ნუთუ გჯერავს რომ მუქთად ნაშოვნი ფულით ფეხბურთში მოღვაწე ტიპები ფეხბურთს განავითარებენ? რატომ აპიარებს ასეთ მავნებლურ იდეას? შესაძლოა ეს კაცი კარგი ფეხბურთელი იყო და კარგი მწრვთვნელია მაგრამ ფეხბურთის განვიტარება მარტო სტადნზე სირბილი არა რის.. რატომ არ ამბობს ბავშვები უფასოდ ვავარჯიშოთოო? რატომ არ ამბობს დაფინანსება სრულიად კერძო ოყოსო? რატომ არ ამობოს როგორ გაიზარდოს კონკურენცია გუნდებს შორის?

• Goga

Vetanxmebi baton tamazs rom gundebi ar unda icvlebodes kovel 6 tveshi.karuselivit trialeben fexburtelebi.sadac 100 larze mets micemen ik midian da fexburti amitom ukan miekaneba.unda ikos gundebshi stabiluri finansuri mdgomareoba da mashon ragac shedehs mivagcevt

• bebeto

ბიზნესსე შეიძლება ითქვას,ვინც სპორტში ფულს ჩადებს გადასახადებზე შეღავათები დაუნიშნოს სახელმწიფომ რაც თავის დროზე თურქეთმა გააკეთა. ბიზნესი ამით უფრო წახალისდება.

• 35 skola

თამაზი მაწ მინდა ჯამრთელობა და დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ სად დაგვეკარგეთ

• fcd

გაიგეთთ დილას ხემძგვანელობა რას იძახის კოსტავა ხელს ნუ შეუშლით სპონსორებსო შეგივიდეთ ყურებში ეს სიტყვები თორე გული მიგებს თქვენი ამბავი ცუდად დამთავრდება.....

• სირბილის სწავლების ცენტრი

ბ-ნო თამაზ! გასულ წელს ევროტურნირები ჩვენი გუნდებისათვის პირველივე ეტაპზე დასრულდა. ძირითადი მიზეზი ცუდი ფსიქოლოგიური და სუსტი ფიზიკური მომზადება იყო. ორივე პოზიცია ისევ პრობლემურია… გრძელვადიანი პროგრამის არსებობა აუცილებელია, მაგრამ მოკლევადიანმა პროგრამებმა რა დააშავა? ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების 52 დღიანი პროგრამა "ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5" უკვე 12 წელია რაც წარმატებით მუშაბს, მაგრამ მის ოფიციალურ დონეზე შემოწმებას ყველა თავს არიდებს. იქნებ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც გადაწყეტს ქართულ ფეხბურთს ამ კუთხით დაეხმაროს და "47+5" მეთოდიკის შემოწმებას ითავებთ? ასე მომზადებული ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი ბევრად მაღალი იქნება და კერძო სექტორის ფეხბურთით დაინტერესებას გამოიწვევს! პატივისცემით მეთოდიკის ავტორი, არქიტექტორი გუჯა კახაძე

• გოგი

ბატონო ტამაზ გისურვებ დჯამრთელობას, კველაფერ პოზიტიურს.პერმანენტულმა სპორტსმენების როტაციამ, მიიყვანა ტორპედო რეგრესამდე.

• gizog

ბატონო თამაზ მოგესალმებით და ჯანმრთველობას და დღეგრძელობას გისურვებტ. თავის დროზე ფეხბურთელიც მაღალი დინის იყავით და თქვენი მოსაზრებაც ქართული ფეხბურთის და მისი მომავლის შესახებ პროფესიონალურია. გაიხარეთ ბატონო თამაზ და მეტი იაქტიურეთ პროფესიონალებმა ფეხბურთის სფეროში, თორემ წალეკა ქართული ფეხბურთი ამ სფეროში უცოდინართა საქმიანობამ.

ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა

"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება

შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა

პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს

ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში

გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს

"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა

"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს

აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა

ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?

"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას

"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?

პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს

დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს

"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს

რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება

პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს

დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს

"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა

ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

იტალია-საქართველო 6:1 - ქართველმა გოგონებმა ევროპა მარცხით დაიწყეს

ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს

ვინ არის ქართველი "რობინიო"? ლევან ბარაბაძე "ლევანტესა" და "ალმერიას" ობიექტივში

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები: წარმატება ერთსულოვნებამ მოგვიტანა!

[ახლო ხედით] ვახტანგ ჭანტურიშვილი: ამას არავის დასანახად არ ვაკეთებ...

"თვეში 10 000 მანეთს და მოსკოვის ცენტრში ბინას გვპირდებოდნენ, მაგრამ..."

"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"

დღეს საქართველოს ქალთა ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს

1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

იუბილე: გიორგი ჩიხრაძე - 50!

[კოტე გოგიშვილის აზრები] პატარა ქალაქის ჩირაღდნები

ექსპერიმენტი: მოდი, შევქმნათ საქართველოს ნაკრების იდეალური მწვრთნელი

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს იტალიას დაუპირისპირდება