12 ივლისი. 21:00 სთ. ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი. "დინამო არენა". LIVE "II არხზე"
დღეს, 21:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე სომხეთის ჩემპიონს, ერევნის "ალაშკერტს" დაუპირისპირდება. "დინამო არენაზე" დასასწრები ბილეთების ფასი 5-10 ლარია, მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" გეგმავს.

როგორც შევიტყვეთ, "დინამოს" ფორვარდი ნიკა გელაშვილი დააკლდება. მას კუნთის პრობლემა აქვს. შესაძლოა, ის საპასუხო მატჩში დაეხმაროს გუნდს.

მატჩის წინა დღეს ორივე გუნდმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა. მეტოქეთა მწვრთნელებმა კი მასმედიის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილეს...

ახლა სიტყვა მივცეთ იურაი იარაბეკს. მასთან ერთად მედიის ცნობისწადილი თბილისური კლუბისა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმაც დააკმაყოფილა...

იურაი იარაბეკი:

- მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. ბოლო გუნდი ვართ საქართველოდან, რომელიც შემორჩა ევროთასებს. ასე რომ, მთელი ქვეყანა ახლა ჩვენ შემოგვცქერის, ჩვენი იმედი აქვს... კარგი შეკრება გავიარეთ, ბევრი ვიმუშავეთ...

როგორც ვიცი, ბევრი სომეხი გულშემატკივარი აპირებს თამაშზე მოსვლას. მე კი მინდა, სტადიონზე მოვიწვიო ქართველი ქომაგი. ჩვენ მათი ძალიან გვეიმედება.

- რა ხდება ლადო დვალიშვილთან დაკავშირებით? მოხერხდა თუ არა განაცხადში მისი შეყვანა?

- ყველა პრობლემა მოგვარდა. დვალიშვილს შეუძლია თამაში "ალაშკერტის" წინააღმდეგ და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- "დინამომ" ავსტრიულ შეკრებაზე მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო. რას იტყოდით თამაშის ხარისხზე?

- მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი მატჩი მოვიგეთ, შეკრებით კმაყოფილი ვარ. ჩვენი მეტოქეები ის გუნდები იყვნენ, რომლებიც სისტემატურად თამაშობენ ევროთასებზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და იმედი გვაქვს, ეს ნაყოფს გამოიღებს.

- რამდენად კარგად გყავთ შესწავლილი "ალაშკერტი"?

- შემიძლია ვთქვა, რომ მეტოქე კარგად შევისწავლეთ. შარშან ეს გუნდი ევროპის ლიგაზე თამაშობდა და შოტლანდიური "სენტ ჯონსტონი" გამოთიშა ასპარეზობიდან. ამის მიუხედავად, ჩვენ თბილისის "დინამო" ვართ და ჩვენი ერთადერთი ამოცანა შემდგომ ეტაპზე გასვლაა.

- სტუმარი ჟურნალისტები ამბობენ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, "ალაშკერტის" ფეხბურთელებს სოლიდურ პრემიებს დაურიგებენ. რა ხდება ამ მხრივ "დინამოში"?

- ამ კითხვას არ ვუპასუხებ. ჩვენი ფეხბურთელები არა ფულზე, არამედ თამაშზე ფიქრობენ. მხოლოდ სამშაბათის მატჩზე არიან კონცენტრირებულნი.

- როგორ ფიქრობთ, ორმატჩიანი დუელის ბედი სამშაბათს გადაწყდება თუ საპასუხო შეხვედრაში?

- ჩვენ კი გვსურს, თბილისურ მატჩშივე გადავწყვიტოთ ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი, მაგრამ ეს რთული იქნება. ჩავთვალოთ, რომ 12 ივლისს ჩვენ მხოლოდ პირველ ტაიმს ვთამაშობთ. ფეხბურთი კი ორი ტაიმისგან შედგება...

- რას იტყვით "დინამოს" ლეგიონერებზე?

- ჩვენ მათ კარგა ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. ეგაა, მათ დრო სჭირდებათ შესაძლებლობების გამოსავლენად. მაგალითად, სკრიბე ძალიან ნიჭიერი მეკარეა. ის საფრანგეთის მეორე ლიგაში თამაშობდა. კურიე ბულგარეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერი გახდა. ველევი იმავე ქვეყნის ნაკრების წევრია. შპიჩიჩიც ძალიან კარგი მოთამაშეა. სამშაბათს კარში, 99 პროცენტით, სკრიბე იდგება. მეტს ვერაფერს ვიტყვი.

- ვიცით, რომ ძალიან გინდოდათ თქვენი ყოფილი შეგირდის, ერიკ საბოს დამატება...

- მადლობა "დინამოს" პრეზიდენტს, კლუბის მენეჯმენტს. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ტრანსფერი შემდგარიყო. უბრალოდ, პაოკ-ის პრეზიდენტმა სავიდიმ თქვა, რომ საბომ უნდა ითამაშოს საბერძნეთის ჩემპიონატში. ახლა კი, როგორც ვიცი, საბო თურქეთში მიდის...

ვახტანგ ჭანტურიშვილი:

- ორი შეკრება გავიარე - ჯერ ნაკრებთან, მერე "დინამოსთან" ერთად. ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ვითამაშებთ. მინდა, საკლუბო დონეზე რაიმე ღირებულს მივაღწიო...

იარაბეკის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს "ალაშკერტის" დამრიგებელმა აბრამ ხაშმანიანმა უპასუხა.

- თბილისის "დინამოს" უდიდეს პატივს ვცემ. შანსებს თანაბრად შევაფასებ. ყველაფერი მინდორზე გადაწყდება.

- "დინამოსა" და "არარატის" დაპირისპირებები თუ გახსოვთ?

- მაშინ სხვა დრო იყო, საბჭოთა დრო. 7 წელი ვითამაშე "არარატში". დღეს "არარატი" აღარ არის ძველებურად ძლიერი... რაც შეეხება ჩვენს კლუბს, ახალგაზრდა გუნდი გვყავს, სულ რაღაც 4 წლის... ჩვენს სპონსორთან და პრეზიდენტთან ერთად მიზნად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გასვლა გვაქვს დასახული. შეიძლება ახლა ეს არ გამოვიდეს, მაგრამ მომავალ წელს ან ორი წლის შემდეგ უნდა შევძლოთ.

რაც შეეხება "დინამოს", ის ძველ დონეზეა, ფლაგმანია... კიდევ ერთხელ ვადასტურებ - ამ გუნდს უდიდეს პატივს ვცემ!

- ახლახან გუნდში ქართველი ირაკლი კვეკვესკირი აიყვანეთ...

- ის "მიკაში" თამაშობდა. მე ვიცი მისი შესაძლებლობები. ჩვენი მიზანი ძლიერი გუნდის შექმნაა - ისეთის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში რომ მოხვდება.

- ფეხბურთელებმა ძალები თუ აღიდგინეს "სანტა კოლომასთან" მატჩის შემდეგ?

- ოპტიმალურ, ასპროცენტიან მზადყოფნაში ვერც ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ "სანტა კოლომასთან" მატჩის შემდეგ აღგვედგინა ძალა და ვნახოთ, რა გამოვიდა...

- გუნდი დატოვა ბრაზილიელმა ფორვარდმა ჰებერმა, დისკვალიფიცირებულია მანასიანი. თავდასხმაში პრობლემები ხომ არ გექნებათ?

- უთავდამსხმელოდ ნამდვილად არ ვითამაშებთ. ჩემი საქმეა, როგორ შევცვლი ფორვარდებს. გვყავს სხვა კვალიფიციური შემტევებიც... მანასიანს რა სასჯელს დააკისრებს უეფა, ამას 15 ივლისს შევიტყობთ. პირველ მატჩს ნებისმიერ შემთხვევაში გამოტოვებს.

- ჩვენმა სომეხმა მეგობრებმა შეგვატყობინეს, რომ განსაკუთრებით დიდ პრემიებს შეგპირდნენ, თუ "დინამოს" დაამარცხებთ...

- მე მართლა არ ვიცი პრემიების რაოდენობა. თუ დიდი იქნება, ძალიანაც კარგი (იცინის).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

svani
მუშვან-ს იცი ვიღაც სხვა "ადამიანი" შეურაწყოფას რომ გაყენებს, მეორე ლოყა არ უნდა შეუშვირო, ყოველთვის დუმილი არ ნიშნავს იმას რომ 1 თავით მაღლა ხარ იმაზე და არ აქ მნიშვნელობა კლავიატურით ხარ თუ პირისპირ)) მე სიმართლე დავწერე ეს შეურაწყოფა არ არის:დ))))) ხომ იცი რომ მართლა იყვნენ დაბყრობილები ჩვენ მიერ (ან ირანის ან თურქეთის) და სულ ჩვენი გავლენის ქვეშ იყვნენ და ესენი გვეუბნებიან თქვენ არ ხართ ქართველებიო
amirani
დიდი იმედი მაკვს დინამოსი რომ ამ ეტაპს გადავლახავტ და მერეზე მერე ვიფიკროტ ბიჯებო ცარმატებები დინამოს
nika
ყველაზე სასაცილოა როცა ვიღაც დილას თუ სამტრედიის ,,ფანები'' რაღაც ჩემპიონატის ამბებს იხსენებენ და დინამოს აქილიკებენ რაღაც ოფსაიდის გამო. ხალხო კარგით რა, ვართ ახლა ჩვენ ან ჩვენი კლუბები იმ დონეზე? სასაცილოები ხართ, თითქოს პრემიერლიგა იყოს. ერთი კინკილა გუნდი გვყავს, რომელიც ისტორიით თუ დღევანდელი მდგომარეობით მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს უეფას მინიმალურ სტანდარტებს და უგულშემატკივრეთ რა...
odala
ვიფიქრე, შევალ იქნებ გავიგო შემდეგ ეტაპზე ვის შეიძლება შეხვდეს-მეთქი დინამო და აქ რა ამბებია :)))))
giga
წარმატებები ბიჭებო. ისე თუ ცოტა მეტი ამბიცია გაქვთ ვიდრე ალაშკერტის ბარიერია - ტანები დაიყენეთ, თორემ ამ ფოტოდანაც ჩანს თქვენი ,,ფიზიკური" მომზადება
მუშვან
სვანი, შეურაცხყოფით პირი აიმყრალო, ეს საკუთარ თავს არ უნდა აკადრო ჩემი აზრით. ისე კიდევ, ჩამოვიდეს ეგ სიმართლეა თუ ვინცაა და საქმის აღსრულებაში მეც დაგეხმარები.
Guadua
ნეტავ ისე მოხდებოდეს რომ დინამო დღესვე გავიდოდეს მესამე ეტაპზე . ეს კარგი იქნებოდა , მივესალმები ყველა ქართული კლუბის წარმატებას! მაგრამ მთელი საქართველო არა ვართ დინამოს იმედზე :) დინამოს რაც გულშემატკივრობა ჰყავს და აქვს,აგერ გამოჩნდება დღეს სტადიონზე, რაც იქ ხალხი მოვა, ის გაამრავლეთ 2-ზე უკეთესე შემთხვევაში, თუმცა ჩემპიონატის მატჩებზე კი ვხედავდით რომ პოლიციელტა ოდენობა 3 ჯერ მეტი იყო მუდამ ვიდრე მაყურებლის :) ისე კი დინამოს უფრო ადვილი მეტოქე შეხვდა ვიდრე ჩიხურას და სამტრედიას,ესეც ფაქტია :) ვნახოთ რა დაიწერება დღეს ტანლოზე!
Dinamo
მოვდივარ დღეს დინამოზე და მინიმუმ 3:0 მინდა
svani
მუშვან-ს იცი როცა შეურაწყოფას გაყენებენ კიარ უნდა გადაყლაპო ორი იმდენი უნდა მიაძახო საქმითაც ჩამივიდეს და პირში მითხრას ის რაც დაწერა ამ ... SIMARTLE-მ და საქმეს განახებ მერე)))
მუშვან
კლავიატურით ერთმანეთის ლანძღვა რა წესია? რაც უნდა იყოს, ფეხბურთის შემთხვევაში მოედანზე, ხოლო ზოგადად, საქმით დავამტკიცოთ ყველაფერი. საერთოდაც, ყველას თავისი ქვეყანა უყვარს, მე - საქართველო, სომეხს - სომხეთი, და ა.შ. თუ ვინმეზე უკეთესი ვარ, ეს საქმით უნდა დავამტკიცო და არა ღვინის სმას გადავყვე. მოდით ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ ძმებო.
ffc
ზუსტად ეგაა სანამ 81 წლის ლეგენდებიდან არ გამოვალთ არაფერი გვეშველება, ჩივაძე, და ხურცილავა რო გაკერიათ პირზე მაგიტომაც გვაქვს კარგად საქმე, შეეშვით ამ ვითომ მართლა ლეგენდებს და იფიქრეტ მომავალზე, დიდი არაფერი ფეხბურთელები არ ყოპილან რო 30 წელი მისტირიხართ, პ.ს ძოძუაშვილი გამომრცჰა)))))) ადმინ არ დაბლოკო
svani
SIMARTLE-ს და თქვენთან (ყველასთან) შედარებით უფრო სახელოვანი ისტორია გვაქ ვიდრე თქვენ. ჩვენს მიერაც იყავით დაბყრობილი))) არეული გენი ისეთი უნდა თქვენ რომ, გაქვთ, გადაჯიშებული გრეგორიანელები)))) (ადმინ გთხოვ გამომიქვეყნე ადამიანურად...))
namdvili zaza
მიდით ბიჭებო, გვჯერა თქვენი!
svani
SIMARTLE-ს შენ რომ, არ ხარ ქართველი ეგ ნამდვილად ვიცი და შენ ნუ გვითითებ რომელია ჩვენში ნამდვილი ქართველი და რომელი არა. პირველ რიგში, გამართული ქართულის წერა ისწავლე!))
გუჯა კახაძე
"დინამო" შემდეგ ეტაპზე!!!!
ashot arustavelianc
SIMARTLE -ს ზოგადად გერმანელებიდან დაწყებული - ებრაელებით გაგრძელებული და ბერძნებით დამთავრებული - აღრეული სისხლი (გენეტიკაც შესაბამისად) სადღაც ნახევარზე მეტია,მინიმუმ. მერე? არქივში რომ წავიდეს შენი ნათქვამის ადრესატი ამით რის თქმა გინდა? გგონია სომხებზე არ გადაიარა "თათრულ-სპარსულ-არაბულმა" სიამტკბილობამ?) წინაპარი ვინ იყო და რა იყო,ამას რომ ჩაეძიოს კაცი სულ სხვა ფესვებზე გავა მსოფლიო ხალხთა 99% - მერე? მთავარი ისაა რა კულტურულ-მენტალურ გარემოშია ადამიანი აღზრდილი,თვითიდენტიფიცირებას რა ერთან ახდენს და რა მიაჩნია თავის სამშობლოდ. ჰასკაცა ?
SIMARTLE
gomagiს სომეხი რო სომეხია ვიციტ,აი ქართველები რომლებიც ეხლა ქართველობენ აი ეგ საკიტხავია ქართველები არიან თუ არა (ცადიტ არხივებში და გაიგებთ°°°
fcd
იმედი არა კვახი გორელებს არდაგვიწყებია რაპიდტან არგადადებული ტამაში თხოვნით რო მოგმართეს და დიდი უარი დვალის 2მეტრიანი აფსაიტი არდადებული 2 პენალი და კიდე რამდენი რამე და იმედი ხო 0-3.
RRR
მიდი დინამო ჯგუფურ ეტაპზე უნდა გახვიდე
qomagis
არ გინდა ეგეთი ლაპარაკი კარგს არაფერს მოგიტანს არც შენ და არც შენს ქვეყანას
kvaxa
აქვე მოგვიყომარებენ. გინდა ახტი, გინდა დახტი ამ ვითომ ფეხბურთის მცოდნეებს არაფერი ეშველებათ. ეს ხალხი 81 წლის 13 მაისშია ჩარჩენილი.
gomagi
ტიპიური სომხური კომენტარები. გინდა ახტი გინდა დახტი, სომეხი მაინც სომეხია
ika
კარგით რა უნდა მოიგოთ 3:0 ეგრევე ! იმათ სტადიონიც არა აქვთ ნორმალური
gogi bedeneiSvili
მე მახსოვს დინამო არარატის დაპირისპირებები ეს ზეიმი იყო ერევანშიც და თბილისშიც ხაშმანიანის თავდაუზოგავი თამაში ნეტა იმ დროს.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინმა" ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალში გაიმარჯვა
ნიკა გელაშვილი გორის "დილაში" ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს
თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქემ ქართველი დაიმატა
რატომაა "დინამო" ფავორიტი? პატივი ვცეთ მეტოქეს, მაგრამ ვაღიაროთ, რომ...
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
ჭანტურიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა ჩეხეთის ჩემპიონატში
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
ნიკოლოზ გელაშვილი გორის "დილას" ღირსებას დაიცავს
თვითმხილველის ნაამბობი: "დინამო", სომხეთი, არგენტინელები და გულწრფელი სურენი...
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
ქართული ლეგიონის ამბები: მერებაშვილის გამომუშავებული პენალტი, ჭანტურიშვილის არჩათვლილი გოლი [VIDEO]
ირაკლი კვეკვესკირი: უნგრეთში თანაგუნდელმა ჩემს ბუცებზე Fuck Russia დაწერა და მეუღლე შემომთავაზა
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
"სისხლით ქართველი ვარ, ვისაც რუსი ხალხი უყვარს" - კვეკვესკირი ნაკრებზე ნაწყენია
ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი
ჯაბა ჯიღაური: უშეღავათო ბრძოლის მოლოდინად ვართ!
უჩა ლობჟანიძე: მზად ვარ 90 წუთის სათამაშოდ, დანარჩენს მწვრთნელი გადაწყვეტს!
საჩხერის "ჩიხურა": პლუს ლევან გეგეჭკორი და ნიკა გელაშვილი
"არასრულწლოვანი ნაძირალა" - ირაკლი კვეკვესკირი ვიტალი მიკოლენკოს განცხადებას ეხმაურება
ალაშკერტი VS დინამო - ჩვენ ერევანში გოლის გასატანად ჩამოვედით!
კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
ევროპა ლიგა. ბოლო ტური: ქართველების გუნდები გათამაშებას გამოეთიშნენ, "მილანიც" [VIDEO]
აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
საბურთალო-დილა 2:1 - (არა)ჩვეულებრივი მატჩი, გელაშვილი კარში [VIDEO]
სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!
კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს
ვახტანგ ჭანტურიშვილი ჩეხეთის "ზლინში" გადავიდა
უმაღლესი ლიგის XXVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა
კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
ჭანტურიშვილმა გაიტანა და "ფასტავ ზლინი" თასის ნახევარფინალში გავიდა
ალაშკერტი-დინამო 1:1 - მშვიდად, თავდაჯერებით, კლასით... [VIDEO]
დღის კარიკატურა: თბილისის "დინამომ" ერთი წინაღობა დასძლია
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...