დიდი ტურნირები ყოველთვის გვთავაზობენ ახალ აღმოჩენებს
დიდი ტურნირები ყოველთვის გვთავაზობენ ახალ აღმოჩენებს. არც საფრანგეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი იყო გამონაკლისი.

დღევანდელი ჩვენი წერილი სწორედ ევროპის ჩემპიონატის რვა აღმოჩენას ეხება.

რაფაელ გერეირო (პორტუგალია)

22 წლის

ევროპის ჩემპიონატის წინ: საფრანგეთის ჩემპიონატში მეთხუთმეტე ადგილი დაიკავა "ლორიანთან" ერთად.

ფეხბურთელმა, რომელიც ფაბიო კოენტრაოს ტრავმის გამო მოხვდა პორტუგალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა. სწორედ მის ზუსტ და გამოზომილ გადაცემას მოჰყვა უელსთან კრიშტიანო რონალდოს გოლი, რომელმაც პორტუგალია ფინალში გაიყვანა. მასთან კონტრაქტი "დორტმუნდმა" გააფორმა.

ჰალ რობსონ -კანუ (უელსი)

27 წლის

ევროპის ჩემპიონატის წინ: სამი გოლი გაიტანა "რედინგში", ჩემპიონშიპში, სანამ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა.

საფრანგეთში ის ჩავიდა, როგორც ყველასათვის უცნობი ფეხბურთელი. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბელგიასთან მატჩში კრუიფის სტილში შემობრუნდა და ულამაზესი გოლი შეაგდო. მასვე ეკუთვნის სლოვაკეთის ნაკრებთან გატანილი ბურთი. რამდენიმე კლუბი ცდილობს ხელში მის ჩაგდებას.

ნოლიტო (ესპანეთი)

29 წლის

ევროპის ჩემპიონატის წინ: იყო ვიგოს სელტას შესანიშნავი კომპანიის ნაწილი.

ესპანეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო ამ ჩემპიონატზე. მარჯვენა ფლანგზე იდგა. განსაკუთრებით კარგად ითამაშა თურქეთის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაში (3:0). "ბარსელონას" აღზრდილი კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს.

მაიკლ მაკგოვერნი (ჩრდ.ირლანდია)

31 წლის

ევროპის ჩემპიონატის წინ: "ჰამილტონთან" ერთად ძლივს შეინარჩუნა ადგილი შოტლანდიური ფეხბურთის ელიტაში.

ფეხბურთელისათვის, რომელმაც მთელი კარიერა შოტლანდიაში გაატარა, განსაკუთრებით წარმატებული იყო გერმანიასთან შეხვედრა. 26 მცდელობიდან ბუნდესნაკრებმა მხოლოდ ერთხელ აიღო მაკგოვერნის კარი. მისმა დიდებულმა თამაშმა ჩრდილოეთ ირლანდია სხვა არაერთ შემთხვევაშიც იხსნა.

ჰანეს ჰალდორსონი (ისლანდია)

32 წლის

ევროპის ჩემპიონატის წინ: თამაშობდა ნორვეგიულ "ბოდო-გლიმტში".

მხოლოდ სამი წელია, რაც ყოფილმა რეჟისორმა ფეხბურთის თამაში პროფესიონალურ დონეზე დაიწყო. ამის მიოუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე ისეთი ვარსკკვლავები გაამწარა, როგორებიც არიან კრიშტიანო რონალდომ, დავიდ ალაბა, ჰარი კეინი და სხვები. ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ისლანდიამ ისტორიულ მეოთხედფინალს უწია.

არლინდ აიეტი (ალბანეთი)

22 წლის

ევროპის ჩემპიონატის წინ: "ფროზინონესთან" ერთად დაქვეითდა იტალიის სერია A-დან.

ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში, შვეიცარიასთან, სათადარიგო იყო. საფრანგეთთან დიდებულად ითამაშა. ასევე შესანიშნავი იყო რუმინეთთან მატჩში. ახალი კლუბი უკვე იპოვა - იტალიურ "ტორინოს" შეუერთდა.

მიხალ პაზდანი (პოლონეთი)

28 წლის

ევროპის ჩემპიონატის წინ: ევროპის წინა ჩემპიონატზე სათადარიგო იყო, გასულ სეზონში კი პოლონური ლიგა მოიგო "ლეგიასთან" ერთად.

როცა პაზდანს პირველად უხმეს პოლონეთის ნაკრებში, კლუბის სასტუმროს კონსიერჟმა ეს არ დაიჯერა. ეს ცენტრალური მცველი ეროვნულ გმირობამდე აღზევდა მას შემდეგ, რაც პოლონეთმა რამდენიმე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მათ შორის - გერმანიასთან.

ტომას მონიე (ბელგია)

24 წლის

ევროპის ჩემპიონატის წინ: "ბრიუგესთან" ერთად მოიგო ბელგიის ჩემპიონატი.

ირლანდიასთან სწორედ მან დაატანინა აქსელ ვიტსელს თავური მოწინააღმდეგის კარში. მარჯვენა მცველმა შესანიშნავი თამაში განაგრძო შვედეთთან და უნგრეთთან. შემთხვევითი არ არის, რომ ის "პარი სენ-ჟერმენმა" შეიძინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
ერთა ლიგაზე ფორმატი შეიცვალა - რა ახალი წესი დაამტკიცა UEFA-მ გუშინ გამართულ ყრილობაზე
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
სკანდალი - უკრაინელმა ფეხბურთელმა გუნდი თვითნებურად დატოვა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
პსჟ "სევილიის" ხარჯზე ძლიერდება
ისლანდიის ნაკრები - ევრო 2016-ის "ლესტერი"
ხოსეპ გვარდიოლა: ფეხბურთელებს უკანალზე მივცხებ, როცა ამის საჭიროება იქნება
მესი, რამოსი და სხვები - მუნდიალის 1/8-ფინალიდან გამოთიშულ ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები
მუნდიალი 2018. ფაქტები და ციფრები: ევროპის ყველა დროის ბომბარდირობისთვის
15-16 ივლისი - ტრანსფერების მიმოხილვა
უეფამ ექსპერტების მიერ შედგენილი ევრო 2016-ის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ხორვატია VS ისლანდია - რაგნარი რაგნაროკს გვპირდება
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
16 "უცნობი" პრემიერლიგაში: ყასაბი, მოკრივე, ადვოკატი და სხვები [II ნაწილი]
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
"მოგვწონს თუ არა, ევროპაში პრაგმატულმა, დაცვითმა ფეხბურთმა გაიმარჯვა"
"ბაიერნმა" ახალწვეულები წარადგინა - იქნება მალე მათ შორის მამარდაშვილიც?
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
ნოლიტომ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ატლეტიკომ" "სევილია" გაანადგურა და "ბარსელონას" კვლავ 7 ქულით ჩამორჩება [VIDEO]
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს