ესპანეთის ქალაქ ვიტორიაში დასრულდა საკალათბურთო კემპი, რომელშიც 17 ქართველი მონაწილეობდა
ესპანეთის ქალაქ ვიტორიაში დასრულდა საკალათბურთო კემპი, რომელშიც 17 ქართველი მონაწილეობდა. გაირკვა 6 ჩვენიანის ვინაობა, რომლებიც ახალი სეზონიდან კარიერას ბასკეთში განაგრძობენ: ლაშა მიქელაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე მერკვილაძე, ირაკლი სულხანიშვილი, ვოვა თავაქარაშვილი და საბა გიგიბერია.

შაბათს კემპი საზეიმოდ დაიხურა: "ბასკონიას" "ბუესა არენაზე" შეკრებილი მოზარდები ორგანიზატორებმა სიგელებით, მედლებითა და სპეციალური პრიზებით დააჯილდოეს. დასახელდა საუკეთესო კალათბურთელიც. თუმცა, სჯობს, მოვლენებს თანმიმდევრობით მივყვეთ.

- მწვრთნელებმა ჯგუფებად დაგვყვეს, რაც ნამდვილად კარგი იყო, რადგან საშუალება გვქონდა, თანაბარი ძალის მოწინააღმდგეებთან გვეთამაშა. დილაობით ვვარჯიშობდით, საღამოს კი თამაშები გვქონდა. ჯერ ჯგუფური ეტაპის თამაშები ჩავატარეთ, შემდეგ იყო ნახევარფინალი და ფინალი, - გვითხრა დინამოელმა ნიკა კიშკომ, რომელსაც სამი ჯილდო ერგო. ერთი Skill Challange-ში (სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, მონაცემთა შეჯიბრებაში) გამარჯვებისთვის, მეორე - საჯარიმოების კონკურსში, მესამე - ჩემპიონობისთვის.

საკალათბურთო ტურნირის ფინალში ირაკლი სულხანიშვილისა და ვოვა თავაქარაშვილის გუნდი დაუპირისპირდა ნახევრად ქართულ გუნდს: ირაკლი კილაძე, ბუკა ბეიქრიშვილი, ნიკა კიშკო, ალექსანდრე მერკვილაძე, ზურა ვაშაკიძე. საინტერესო ბრძოლაში გამარჯვება იმ გუნდმა მოიპოვა, რომელშიც მეტი ქართველი იყო.

როგორც გითხარით, კალათბურთელები ორ ჯგუფად იყვნენ გაყოფილნი. ერთი ნაწილი პავილიონში (სახელად "გიმნასია") ვარჯიშობდა, მეორე - "ბუესა არენასთან" მდებარე დარბაზში ("ბაკხი"). "ბაკხის" ჩემპიონი საბა მურღულიას გუნდი გახდა.

საკალათბურთო ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა სხვადასხვა სახის კონკურსი, რომელთაგან ორი ნიკა კიშკომ რომ მოიგო, უკვე მოგახსენეთ. სამქულიანების კონკურსსაც ქართველი გამარჯვებული ჰყავდა - ირაკლი სულხანიშვილი. ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად გამარჯვებული გუნდის წევრი ალექსანდრე მერკვილაძე დაასახელეს. ყველაზე დიდი ემოცია სწორედ მისი გვარის გამოცხადებას მოჰყვა.

კემპზე, ესპანელების გარდა, სერბი და ამერიკელი მწვრთნელებიც მუშაობდნენ. მათ ხშირად ვეკითხებოდით აზრს ქართველ კალათბურთელებზე. დადებითად ახასიათებდნენ და თითოეულ კალათბურთელს თავიდან ბოლომდე გვიშიფრავდნენ.

- ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობენ მწვრთნელები. თუმცა კარგად გვესმის, რომ ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ. ვცდილობთ ბოლომდე დავიხარჯოთ, შევასრულოთ მწვრთნელების მითითებები და ვითამაშოთ სწორი კალათბურთი. მადლობა ყველას, ვინც ხელი შეგვიწყო აქ ჩამოსვლაში, - აღნიშნა რატი ანდრონიკაშვილმა.

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელების შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ კემპის ზედამხედველს, ბორხა კომანხეს. ქართველ და ბასკებს შორის სხვაობაზეც ვკითხეთ.

- ვიცი, ქართველებსა და ბასკებს შორის ბევრი ნახულობს მსგავსებას. მე საკალათბურთო მსგავსებაზე ვიტყვი: შეიძლება სამხრეთ ესპანეთში შედარებით მეტი ნიჭიერი კალათბურთელის პოვნა შეიძლება, მაგრამ მათ სხვა ხასიათი აქვთ, ცოტა სიზარმაცე ერევათ. ქართველებსა და ბასკებში შეიძლება იმდენი ნიჭი ვერ ნახოთ, რამდენიც სამხრეთ ესპანეთში, მაგრამ მნიშვნელოვანია ხასიათი. ქართველებსა და ბასკებს ერთნაირი, მებრძოლი ხასიათი აქვთ, თავს არ დაზოგავენ გამარჯვებისთვის. ეს მათ არა მხოლოდ თამაშებისას, ვარჯიშშიც ეხმარებათ.

მოვუსმინოთ ბასკეთში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს, ვეტერან კალათბურთელ გივი ბიჭიაშვილს:

- "ბასკონიას" კემპმა ჩვენს ბავშვებს მისცა საშუალება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა. ეს არის ეტაპი, როცა უნდა გაიაზრონ, რომ პროფესიონალებად ჩამოსაყალიბებლად ბევრი შრომაა საჭირო. კემპზე ძლიერი სპეციალისტების ხელმძღვანელობით მართლაც ბევრს მუშაობდნენ, ადგილობრივ კალათბურთელებსაც ეჯიბრებოდნენ და დიდი გამოცდილება მიიღეს.

ესპანეთიდან დაბრუნებულ ქართველებს თბილისის აეროპორტში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე დახვდათ, რომელმაც მოზარდებს წარმატებულად ჩატარებული კემპი და ესპანეთში მიღწეული წარმატებები მიულოცა და მომავალში წინსვლა და დიდ კალათბურთელებად ჩამოყალიბება უსურვა.

შოთა გუგეშაშვილი
მარტო კალატბურტელებს კი არა მწვრტნელებსაწ უნდა ქონდეტ სტაჯირება კოველ წლიურად
ლევანი
ზალიან საინტერესო წამოწყებაა. ბასკონიის სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა. წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს. კარგი იქნება მსგავს კონტრაქტებს სპორტის სხვა სახეობებიც თუ გააფორმებენ.
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ბრწყინავს - მისმა გოლმა კაცნაკლული "ნიურნბერგი" "პადერბორნთან" მარცხისგან ვერ იხსნა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
რატი ანდრონიკაშვილი კარიერას "მონბუს ობრადოიროში" გააგრძელებს
ალექსანდრე მერკვილაძემ Big West-ის რეგულარული ჩემპიონატი ორი ორმაგით დახურა
ანდრონიკაშვილის 11 ქულა 19 წუთში და მისი გუნდის მე-10 გამარჯვება ესპანეთის მე-2 ლიგაში
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
მომავალი თაობა: ვოვა თავაქარაშვილის მეორე ესპანური შანსი
[ვაჟა სიმონიშვილი ვიტორიიდან] ბასკურ-ქართული შეძახილი: "კარგია, კარგია!" [PHOTO]
ალექსანდრე მერკვილაძის შედეგიანი მატჩი NCAA-ში
U16. საქართველოს ნაკრები რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე მე-3 ადგილზე გავიდა
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
როგორ მოახერხა 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპაში შესვლა?
U16. საქართველოს ნაკრები ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა
U16. საქართველოს ნაკრები ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალშია
ქართველებმა NCAA-ში სეზონი დაიწყეს
"ლაბორალ კუჩას" კემპიდან წარმატებით დაბრუნებულ მოზარდებს აეროპორტში მიხეილ გაბრიჩიძე დახვდა
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
ანდრონიკაშვილის 21 ქულა და 6 პასი ისლანდიაში
ანდრონიკაშვილის 8 ქულა 12 წუთში და "ობრადოიროს" მე-8 გამარჯვება ბოლო 9 მატჩში