10 ნოემბერს ამერიკის სტუდენტური ლიგა (NCAA1) ოფიციალურად დაიწყო. ქართველმა ახალგაზრდა კალათბურთელებმა პირველი შეხვედრები ჩაატარეს.

მნიშვნელოვანია რატი ანდრონიკაშვილის გამოჩენა პარკეტზე, რომელსაც მუხლის ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა. 22 წლის გამთამაშებლისათვის „კრეიტონის“ რიგებში ეს პირველი მატჩი არ იყო. მან NCAA-ს დაწყებამდე საგამოფენო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 16 წუთში 6 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. დღევანდელ შეხვედრაში ის სათადარიგო სკამიდან ჩაერთო, 9 წუთი ითამაშა და ამ დროში 2 ქულა, 1 პასი და 1 მოხსნა დააგროვა. მან სამქულიანი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ, ორქულიანი კი ერთიდან ერთი გამოიყენა. რატი მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი „არკანზას პაინ ბლაფს“ შეხვდა და 90:77 დაამარცხა.

პირველი მატჩი გამართა ალექს მერკვილაძემაც, რომლის „ლოიოლა მერიმაუნტი“ „შატანუგა მოქსთან“ 64:75 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 8 წუთი გაატარა და ამ დროში მხოლოდ 1 მოხსნის დაგროვება მოასწრო. მან საჯარიმოს ხაზიდან ერთხელ ისროლა და ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

20 წლის ცენტრის, საბა გიგიბერიას „ჯორჯია ტექი“ „მაიამი რედჰოქსს“ დაუპირისპირდა და 69:72 დამარცხდა. საბამ 5 წუთში 2 ქულა და 4 მოხსნა (2 შეტევაში) დააგროვა. მან თამაშიდან ერთხელ ისროლა და ისიც ზუსტად. გიგიბერია მეტოქის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.

ყველაზე მეტი ქართველი კალათბურთელებიდან ნიკა მეცხვარიშვილმა ითამაშა (15 წუთი), რომლის „ლუიზიანა მონრო“ ძალიან დიდი სხვაობით, 39:101 დამარცხდა. მეცხვარიშვილმა 2 ქულა, 3 მოხსნა (დაცვაში) და 1 ჩაჭრა დააგროვა, თამაშიდან 3-დან ერთი ბურთი გამოიყენა, 4-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ორჯერ დაკარგა.

GBF.GE

შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | "ტენერიფე" მე-3 ადგილისთვის მატჩში დამარცხდა
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
რატი ანდრონიკაშვილი კარიერას "მონბუს ობრადოიროში" გააგრძელებს
ანდრონიკაშვილის 11 ქულა 19 წუთში და მისი გუნდის მე-10 გამარჯვება ესპანეთის მე-2 ლიგაში
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
როგორ მოახერხა 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპაში შესვლა?
"ლაბორალ კუჩას" კემპიდან წარმატებით დაბრუნებულ მოზარდებს აეროპორტში მიხეილ გაბრიჩიძე დახვდა
ბასკონიას კემპი: ბასკეთის ქართველი ჩემპიონები
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
ანდრონიკაშვილის 21 ქულა და 6 პასი ისლანდიაში
ანდრონიკაშვილის 8 ქულა 12 წუთში და "ობრადოიროს" მე-8 გამარჯვება ბოლო 9 მატჩში