ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"ახალი სისხლი" საქართველოს ნაკრებისთვის: სხირტლაძე, რენე ფერეირა, ლაზები...

"ახალი სისხლი" საქართველოს ნაკრებისთვის: სხირტლაძე, რენე ფერეირა, ლაზები...

იმის მაგალითად, თუ როგორ შეიძლება დიასპორის ხარჯზე გუნდის გაძლიერება, სომხეთის ნაკრებიც გამოდგება
დანიის სუპერლიგის პირველ ტურში "სილკებორგი" გასვლაზე "ოდენსეს" შეხვდა და 0:0 ითამაშა. ცხადია, სუპერლიგაში დაბრუნებული გუნდისთვის ეს ურიგო შედეგი არ არის... ამაში საინტერესო ის გახლავთ, რომ "სილკებორგის" ძირითად შემადგენლობაში დავით სხირტლაძემ ითამაშა. მან "ოდენსესთან" შეხვედრა თავდამსხმელად დაიწყო ("სილკებორგმა" 4-4-2 სქემით ითამაშა) და 65-ე წუთზე შეცვალეს. სეზონის დაწყებამდე კი, 23 წლის თავდამსხმელმა ოთხ საკონტროლო შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

უკვე მეხუთე წელია, რაც სხირტლაძე დანიაში თამაშობს. თავიდან, ის "ორჰუსის" ფეხბურთელი იყო, სადაც 2011 წლის იანვარში მიიწვიეს და სარეზერვო გუნდში ვარჯიშობდა. იმავე წლის გაზაფხულზე კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და მთავარ გუნდს შეუერთდა, სადაც ამჟამად მათე ვაწაძე ირიცხება. მაშინ მას გუნდში დავით დევდარიანი და გეგა დიასამიძეც დახვდნენ...

სხირტლაძე "სილკებორგში" შარშან, 24 ნოემბერს გადავიდა და გუნდს სუპერლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. ტანმაღალ (187 სმ) თავდამსხმელს საქართველოს ყველა ასაკობრივ (U17, U19, U21) ნაკრებში უთამაშია. ორივე დანიურ გუნდში, "ორჰუსსა" და "სილკებორგში", მან სულ 89 მატჩი ჩაატარა.

გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს ის გიორგი დევდარიანის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებიდან ემახსოვრებათ - სხირტლაძე დავით ლეგაშვილთან, ვაკო ყაზაიშვილთან, გიორგი ჭანტურიასთან, არჩილ ტვილდიანთან და ლაშა პარუნაშვილთან ერთად წამყვან როლში იყო.

სხვათა შორის, სხირტლაძით ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე იყო დაინტერესებული. ახლა შევიტყვეთ, რომ ნაკრების ამჟამინდელ დამრიგებელს, ვლადიმირ ვაისსაც აცნობეს, რომ დანიაში ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი თამაშობს. 5 წელი დანიაში ვარჯიში და თამაში პატარა ამბავი არ არის, ეროვნულ გუნდს კი თავდასხმაში კონკურენცია სჭირდება.

ვინ იცის, იქნებ, სხირტლაძე იყოს ის ახალი სისხლი, რომელიც "ჯვაროსნებს" წაადგებათ.

ასეთივე საინტერესო ფიგურა, თუ მეტი არა, თბილისის "დინამოს" მცველი რენე ფერეირაა. ცხადაძე მისითაც ინტერესდებოდა და ეს არ იყო შემთხვევითი.

სომხეთის ჩემპიონ "ალაშკერტის" მთავარი მწვრთნელის, აბრამ ხაშმანიანის მატჩისშემდგომი კომენტარიც - "დინამოდან" ძალიან მომეწონა რენე ფერეირაო, უთუოდ ყურადსაღებია. ასეთ მოთამაშეს მოჰკიდებენ ხელს ყაზახები, სომხები ან აზერბაიჯანელები და ეროვნული ნაკრებშიც სიამოვნებით ათამაშებენ.

საერთოდ, ჩვენთან, ვინც უცხოელთა ასიმილაციას ეწინააღმდეგება, ქვეყნის ინტერესსა და ნაკრების გაძლიერებას შორის ზღვარს ბევრი ვერ ავლებს. ჩვენზე ბევრად ძლიერი და მდიდარი ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, ნაკრები გუნდები რომ გააძლიერონ.

საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, ბელგია, პორტუგალია, შვეიცარია - ეს ქვეყნები ფეხბურთში ძალიან დიდ ფულს აბანდებენ, მაგრამ საკუთარ რესურსს ისინიც არ სჯერდებიან და ნიჭიერ მოთამაშეებს სხვა ქვეყნებიდანაც იმატებენ.

აბა, რა იქნებოდა საფრანგეთი ტრეზორის, ზიდანის, ვიეირას, ანრის, მალუდას, აბიდალისა და სხვა არაფრანგი ვარსკვლავების გარეშე? ან გერმანული ფეხბურთის ისტორია პოლონელი კლოზეს ან იოზილის გარეშე წარმოგიდგენიათ?

ახლახან, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელს, მარიო ფერნანდესს, ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა და ამით ნაკრებისკენ გაუხსნა გზა. მანამდე კი ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებში ითამაშა "შალკეს" ნახევარმცველმა, უკრაინაში დაბადებულმა გერმანელმა რომან ნოიშტედტერმა.

ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. ეს ნორმალური მოვლენაა და ჩვენთვისაც არ უნდა იყოს მიუღებელი რენე ფერეირას მსგავსი მოთამაშეების ნატურალიზება.

...მაგრამ არსებობს მეორე გზაც - ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ რესურსი უცხოეთშიც არსებობს და არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინაში, რომელთა ასაკობრივ ნაკრებებშიც ბევრი წარმოშობით ქართველი თამაშობს. შეუძლებელია, ცნობილ ბლოგერს, ზაზა ახალაიას არ დაეთანხმო, რომ თურქეთში მაცხოვრებელ ქართველებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.

წლების წინათ, თბილისში ჩამოსულმა ერთმა ლაზმა ბიზნესმენმა თურქეთის სუპერლიგაში და ევროპაში მოთამაშე იმდენი საინტერესო ლაზი ჩამოთვალა, გაოცებული დავრჩი. გასაგებია, ბევრად მდიდარ თურქეთში მოთამაშემ, შესაძლოა, საფეხბურთო მოქალაქეობა და მასთან დაკავშირებული პრივილეგიები არ დათმოს, მაგრამ მცდელობას წინ რა უდგას?

სომხეთის ნაკრები იმის მაგალითად გამოდგება, თუ როგორ შეიძლება დიასპორის ხარჯზე გაძლიერება. ბოლო წლებში, ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში მიიწვიეს მარსელში დაბადებული გაელ ანდონიანი, კალუგელი (რუსეთი) სერგეი ავაგიმიანი, გროზნოელი არტურ სარქისოვი, თურქეთში დაბადებული და ჰოლანდიაში გაზრდილი არას ოზბილისი, იურა მოვსისიანი, რომელიც ბაქოში დაიბადა და ამერიკაში გაიზარდა, სოჭელი რუსლან კორიანი, სანკტპეტერბურგელი არტიომ სიმონიანი, პლუს ამას, ნატურალიზირებული გახლდათ ბრაზილიელი მარკოს პიზელი.

საკმაოდ ბევრი თანამემამულე დაიბრუნეს თურქებმაც: გერმანიაში იზრდებოდნენ ილდირაი ბაშთურქი, ჰამით ალთინთოფი, უმით ქარანი, ახალ თაობაში - ჰაქან ბალთა, ნური შახინი, ჰაქან ჩალხანოღლუ, ოლაი შახინი და იუნუს მალი, ჰოლანდიასა და დანიაში გაზრდილი ოგუზხან ოზიაკუპი და ემრე მორი, ნატურალიზიბული ჰყავდათ ბრაზილიელი მარკო აურელიო.

ქართველები თურქეთში მრავლად არიან - 2 მილიონი, მილიონი თუ 500 ათასი, ამაზე ნუ ვიკამათებთ. 500 ათასი რომ იყოს, რა, ცოტაა? მთავარია, მათ ისტორიულ სამშობლოსთან კავშირები აქვთ და საქართველო არანაკლებ უყვართ, ვიდრე ჩვენ.

დიდი შანსია, მათ შორის 2-3 ხეირიანი მოთამაშის მოძებნით "ჯვაროსნებს" ის ახალი სისხლი გადაუსხან, რაც მათ აუცილებად სჭირდებათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ზაზა

რამდენია პატრიოტი საქართველოში,როცა 55ათასიანი სტადიონი ვერ გავსებულა((მხოლოდ ესპანეთ–გერმანიის ხათრით დადის ქართველი პატრიოტი?

• otari

არავიტარი უცხოელი ნაკრებს\ში,რას ბოდავთ?მაშIნ რა ეროვნული ნაკრებიქნება ესს.გავკარი საფრNგეთს,სულაც არ მშურს მათი არაფერი,გაუმარჯოს ქართულ,დიახ ქართულ ფეხბურთსმთუ რაგბში შევძელით,აქ რა გვემართება?უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი და ოსები და ყველაფერი დალაგდება,ამასთან მაფიოზები ფეხბურთშI მოვიშოროთ,

• fcb

პატრიოტიზმი არაფერს ნიშნავსო კარგი მაშინ.გინდა კალთბურთელი გინდა მოჭიდავე ფეხბურთელი უცხოელზე მაქ ლაპარაკი ჰიმნის დროს რო არგააჟრიალებს იმან რაუნდა გაგიკეთოს.ჩემი ფეხ მოჭრილები მირჩევნია საღ იოზილებს ბოატენგებს პოდოლსკებს და მაგ თქვენ ფერეირებს.

• ალეკსანდრე

ზაზას- არავინ არ არს წინააგმდეგი ეთნიკური ქართველების{სარწმუნოების მიუხედავად} მოწვევის გინდ ნაკრებში, გინდ კლუბებში,მაგრამ პირადათ მე ეგეთი ფეხბურთელები არ გამიგია{ საუბარია თურქეთში მცხოვრებ ქართველებზე} შენ თუ იცი ეგეთები დაასახელე, და თუ არსებობენ მათი მხრიდანაც უნდა იყოს სურვილი

• goglika

მე ის უფრო გამიკვირდება, ვინმე უცხოელმა თანხმობა გამოაცხადოს ჩვენს ნაკრებში თამაშზე. ისმის კითხვა, რატომ უნდა ითამაშოს ნორმალურმა უცხოელმა ფეხბურთელმა მაჩანჩალა ნაკრებში? აქ ვინმე "პატრიოტი" Qartveliiii-s da sxva internacionalistebs-ი გვმოძღვრავს თავისი პატრიოტული შეხედულებებით. მე ამ სუბიექტთან მაქვს შეკითხვა. მაგ ლოგიკით რატომ უყურებ კალათბირთელთა და განსაკუთრებით წყალბურთელთა ნაკრებებს? ამ ნაკრებებში ხომ ბლომადაა ნატურალიზირებული მოთამაშეები? შენი "აზრით" მხოლოდ ფეხბურთია პრიორიტეტი თუ რაშია საქმე?. ჩვენ ძიუდოისტი ქალიც გვყავს ნაკრებში ნატურალიზირებული (ჰოლანდიელი სტამი). ასე რომ მოეშვით ამ ურა პატრიოტიზს რა!!!! წაიღეს....ტვინი!!

• გუჯა კახაძე

რა საჭიროა უცხოელის ძებნა როდესაც ცვაქვს დაუღლელად სირბილის მეთოდიკა? ქართველი ფეხბურთელი არის ტექნიკური და მხოლოდ ამტანობის და სისწრაფის მომატება სჭირდება! ქართული ფეხბურთის მესვეურებ ვერ უარყოფენ „47+5" მეთოდიკის სწრაფ შედეგს, ამიტომ იგნორირების გზა აირჩიეს. საჭიროა ცოტა ლოგიკა და ცოტაც ვითარების შესაბამისად მოქცევა და ქართული ფეხბურთი გადარჩება და მომგებიან ბიზნესად გადაიქცევა.

• ზაზა

თასების თასი მოვიგეთ აფხაზი და ოსი ეროვნების ფეხბურთელთა გოლებით

• ზაზა

სსრკ–ის დროს,როცა კომსომოლაში,კგბ–ში,ობეხეში...კარიერის გაფუჭების შიშით,საკუთარი კომფორტული ცხოვრების მოწყობისთვის ეკლესიას 100მეტრის სიახლოვეზე,რომ ვერ ეკარებოდით,მაშინ ქართველებად არ თვლიდით საკუთარ პერსონას?....პ.ს.იმათთვის,ვინც მიიჩნევს,რომ არ არის საჭირო თურქეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოწვევა(თურმე მუსულმანები არიან და ქართველებად არ ითვლებიან(..იქნებ ცოტა მეტად დაფიქრდეთ,ისტორიას გაეცნოთ და ცოტა ,,წინ,, გაიხედოთ!დაფიქრდეთ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს,როგორც ისტორიული სამშობლოს აღთქმისთვის ფერეიდნელი და თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის! ––––––––––––––– რაც შეხება ნატურალიზაციას არაქართველის–ფიფა–ს წესებით სულ მცირე 5 წელი უნდა თამაშობდეს საქართველოში.რენე?რენეს დონე ზაგრებთან თამაშებში შევაფასოთ და ერთი ან ორი ფეხბურთელით ნაკრების გაძლიერება(თუ მართლაც გაძლიერება იქნება!)სრულიად მისაღებად მიმაჩნია.მნიშვნელოვანია პიროვნულად რამდენად აღითქვამს საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეობას

• Qartveliiii-s da sxva internacionalistebs

ჯერ დავიწყოთ იქედან, რომ მე სულ არ მაინტერესებს რას აკეთებს ამ კუთხით საფრანგეთი და გერმანია, როცა ფეხბურთს ვყურობ მინდა ჩემს სისხლას და გენს ვუგულშემატკივრო და ვიცოდე რომ სხვაზე ის იმარჯვებს და არა ვიღაც რენე ფერეირა. ჩვენ გვაქვს ისტორია და საბჭოთა კავშირში ყოველთვის შემტევი და ლამაზი ფხბურთით გამოვირჩეოდით, ის რომ ახლა ჩავარდნა გვაქვს ეს მომსპარი სისტემის ბრალია და პრობლემა მისი თავიდან აწყობაა, ნაკრები სარკეა და ის აჩვენებს თუ რა უჭირს ჩვენს ფეხბურთს, თუ იქ უცხოელებს ვათამაშებთ, რომლებიც კარგად ითამაშებენ და საქართველოში გაზრდილები არ იქნებიან, ვერასდროს გავიგებთ რა გვიჭირს და რა გვილხინს. საფრანგეთს და გერმანიას რომ გაიძახით ის ხალხი იქაა გაზრდილი და იქაური ფეხბურთის სახეს აჩვეებენ. ჩვენ კი ჩვენები ვერ გაგვიზრდია და უცხოელები ვათამაშOთო ვიძახით, რა იქნება ეს ვის უგულშემატკივროს ხალხმა? აფრიკას საქართველოს ფორმებში? მე პირადად ყოველ რაგბის თამაშზე ამაყი ვხდები და ისეთ საქართველოს ნაკრებს სადაც მალუდა, ტურამი, ბალოტრელი და პოგბა თამაშობენ არც ვუყურებ. ამ ბიჭებს ფრანგები სრულფასოვან ფრანგებად თვლიან და მათგან კიდე გასაგებია (თუმცა მე ვერასდროს შევძლებ რენე ფერეირა სრულფასოვან ქართველად აღვიქვა) მაგრამ ჩვენ ფეხბურთში თუ გამართული სისტემა გვექნება ყველაფერი შეგვიძლია.

• ledi

vოცნებობ ვიხილო ცემი საყვარელი საქარტველოს ნაკრები ევროპაზე მსოპლიოზე მხოლოდ ქარტველებიტ როგორც 13 ტი მაისი მოვიგეტ ქარტველებიტ დგეს ერტ უცხოელს მიიგებ ნაკრებსჰ ხვალ კი მტელი ნაკრები გაივსება უცხოელებიტ და რა ერქმევა ასეტ ნაკრებს სახელი ევროპა აზია აპრიკა ტუ რა კი ბატონო მოიწვიეტ კლუბებსჰი უცხოელები მაგრამ ნაკრები სატუტი საქმეა

• ქართველს და სხვებს

ქართული ფეხბურთი,როცა ვნახე ლაღი იქიდან გელაპარაკები,მომავალშიც იმაზე უკეთესის ნახვაც შეიძლება თვალებს თუ არ დაიბრმავებთ,სხვა ქვეყნის შვილებზე ნუ გიჟდებით თქვენსას მიხედეთ,გაზარდეთ,მოუარეთ და გეყოლებათ,საფრანგეთი და სხვა ქვეყნები მაგალითად ნუ მოგყავს,საფრანგეთის ნაკრები ეროვნული არაა და ისევ მას ნუ გვჩრით თვალებში,ეს იმას გავს პეტრემ საკუთარი შვილები გაყაროს სახლიდან და პავლეს შვილები მიიყვანოს სახლში, ესენი უფრო კარგები და ლამაზები არიანო. ჩემს პატრიოტობას რაც შეეხება ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ,უფალი ყველაფერს ხედავს,მიხედეთ ქართველ ფეხბურთელებს ეძებეთ ყველგან,ვინც დააკაკუნებს გაეღება,ვინც ითხოვს მიეცემა,ვინც ეძებს იპოვნის.

• Qartveliiii

თქვენი ვიტომ პატრიოტი ცხვირი შევარცხვინე :-) ომის დროს დასამალ ადგილს ვერ პოულობდით და აქ აგმაშენებელზე და დიდგორზე და ეროვნულობაზე ლაპარაკობტ??!! Mოკლედ ისეტი ტალანტები გვყავს რომ მად წაარტმევენ ადგიკს გაქარტველებული არაქარტველები. Yველაპერი პრიმიტიულ აზროვნებამდწ ნუ დაგყავთ. Kონკრეტულად.არც ერრტ ფეხბურტელზე არ მაქ საუბარი მაგრამ იმ კონკრეტულ პოზიციაზე ჩვენს საცოდავ ნაკრებსაც რო ვერ აკმაყოპილებს ისეტ ქართველ ,,ფეხბურტელს,, რატო არ სჯობს ვინმე ტუ ჰოი სასწაულო სა დატანხმდა ამ წყალწაგებულ ნაკრებსჰი ტამაშზე მიტუმეტეს ტუ გაადზლიერებს. ასერომ შეეშვით პატრიოტობანას თამაშს

• KKK

ბიჭო ვერ გავიგე ჩემს კომენტარებს რატომ არ აქვეყნებთ

• goga

ერთსაც ვიტყვი, იმ ადამიანის საპასუხოდ რომელსაც არავითარი რენეს და მისი ჯილაგის დანახვაც კი არ სურს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და უნდა მხოლოდ ნამდვილი ქართული შემტევი და ......ლი ფეხბურთის შემსრულებელი იხილოს ნაკრებში..... როდის ნახა ასეთი ქართული ფეხბურთი ბოლოს და თუ არ ნახა როდის უნდა რომ ნახოს? ხალხო, აქ საუბარი არც რენეზეა და არც ვინმე სხვაზე აქ საუბარი საქართველოს ნაკრებზეა, საქართველოს სახელზე და თუ გერმანია, საფრანგეთი, რომელთა მოსახლეობა 50 და 60 მილიონს აღემატება არ ამბობენ უარს ნატურალიზებაზე კარგით რა, რა დროის ნამდვილ ქართულ ........ლ ფეხბურთზეა საუბარი? ან როდის ნახა ამის დამწერმა ასეთი ფეხბურტი ბოლოს ქართველთა შესრულებით

• goga

არ დავიწყებ არავის ლობირებას ხოჭოლავა იქნება თუ სხვა, ყველას დამსახურების მიხედვით უნდა მიეცეს შანსი ნაკრებში, არავინ არაა დასავიწყებელი არც ხოჭოლავა არც მისი თანაგუნდელი გადრანი და კიდევ ბევრი სხვა ემიგრანტი ქართველი, მაგრამ არც იმის ფუფუნება არ გვაქვს რომ ვინმეს ნატურალიზებაზე ავიბზიკოთ ქართულ-ნაციონალისტური კუდები და რენე დავიწუნოთ ფერეირა, არ ვამბობ რომ მინდამაინც ეგრევე ნაკრების ძირითადში, მაგრამ ბიჭს რომ კლასი და მონდომება ბევრ ჩვენიანზე მეტი აქვს ეს საკამათო მგონი არაა და შეეშვით ამ რენეს, იმედია ჩვენზე კომპეტემტურები მიიღებენ მასზე გადაწყვეტილებას სფფ-ში და იმედია სწორადაც გადაწყვეტენ, მე მომეხრე ვარ პირადად.......

• LLL

ეს დედა ....... რით ვერ გაიგეთ რომ საქართველოს ნაკრებში ქართველმა უნდა ითამაშოს

• სოსო

საფრანგეთში,გერმანიაში,თუ პორტუგალიაში,ვინც უცხო ეროვნებისაა,ყველა ადგილზე დაბადებული და გაზრდილები არიან.ისე ამ რენემ რა ქნა ისეთი რომ ასე თავგამოდებით უნდათ რენე ნარებში, თუნდაც სტატიის ავტორს.რითია ხოჭოლავა რენეზე უარესი რომელიც ოდესაში თამაშობს,ჯობია ამ ბიჭს მიაქციეთ ყურადღება.

• patrioti

რენეც და სხირტლაძეც უნდა ათამაშოს და მისცეს შანსი. ფერეირას წინააღმდეგი რატომ ხართ ვერ გავიგე. მესმის პატრიოტული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაგრამ ეგ მიდგომაა ზუსტად მცდარი, აბა ცოტა დაფიქრდით.

• gio

მერე იძახით ჟურნალისტების სტატიები რატო არმოგწონთ უმეტესიო თქვენ ვერ გავიგე სასომხეთის პასპორტები ხუარ აიღეთ ხალხო რა გადაგვაყოლეთ ამ სომხებისი ქება და დიდებას მე წინააღმდეგი კიარვა სომხებზე უბრალოდ ერთს გეტყვით თქვენ ვინც ჩამოთვალეთ ისინი ყველა სომხური გვარისაა და არა ფერეირები და სანტოსები.ცროგორც ჩვენ გვყავს ცისკარიძე ნაკრებში კაცმა ქართული არიცის მარა წინააღმდეგი ხურავინაა იმიტო რო ჩვენისისხლი აქ.

• quTaisi

მინდია გენაცვალე ყველას კარებს,რომ გაუღებ და აქ დაამკვიდრებ მერე მათი შთამომავლობა აქ დაიბადება აბა რა იქნება?არც მასეთი ნაკრები იქნება ეროვნული ნაკრები,მაგალითად საფრანგეთიც გვეყოფა,არა ასე შორს ვერ გავფრინდებით,დიდგორის ომში დავით აღმაშენებელი ძირითადად ქართველ მეომრებს დაეყრდნო და ისტორიკოსთა უმრავლესობა მათ შორის უცხოელი ისტორიკოსებიც ამტკიცებენ,რომ ის ორასი მეომარი მხედარი მტრის ბანაკში,რომ შეუშვა მოტყვილებით ისინიც ქართველები იყვნენ დავითი არც ყივჩაღებს და არც ფრანგებს არ ანდო ეს საპასუხისმგებლო მისია,ისინი მაინც უცხოელები იყვნენ და დაქირავებულნი,ისინი ისე შემართებით არ იბრძოლებდნენ საქართველოსათვის,როგორც ქართველები სამშობლოსათვის,რა თქმა უნდა ცოტა უხეში შედარებაა,მაგრამ სიმართლის მარცვალი არის-ქართველ ბიჭებს მიხედეთ,ეძებეთ ყველგან:მთაში,ბარში,ქალაქში,განსაკუთრებით რაიონებში,ყველა ქვეყანაში თავიანთი ქვეყნის ეროვნული სული უნდა ტრიალებდეს,ყველა სფეროში,მაშინ არის მსოფლიო საინტერესო,თორემ თუ ასე გაგრძელდა მალე ყველაფერი უინტერესო გახდება,ახლანდელ ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების თამაშს უინტერესოდ უყურებდი,არც მისი კარგი თამაში აღმაფრთოვანებდა და მის ფიასკოსაც უგულოდ ვხვდებოდი,იმიტომ რომ ეს არ იყო საფრანგეთის ნაკრები და საერთოდ ყველა რომ თავის სამშობლოში უნდა გაჩერდეს ეს დღევანდელ ევროპაში შექმნილი მდგომარეობიდანაც ჩანს. ისე სხვათაშორის მაგალითისთვის შორს წასვლა არ გვჭირდება აგერ გვყავს ქართველი ლომები,საქართველოს მორაგბეთა ნაკრები და მათი თავდადებული თამაში,მე ვიტყოდი თავდადებული ბრძოლა საქართველოს გამარჯვებისათვის,სხვანაირები არც ქართველი ფეხბურთელები არიან,როცა ყურადღებას მიაქცევ ისინიც ვაჟკაცურად ითამაშებენ,"იომებენ"მოედანზე

• ioseb

ვფიქრობ რენე ჩვენს ნაკრებში წარმატებით გამოვა... სხვა თუ არაფერი სტაბილურია და იზრდება პროგრესი აქვს...

• კოკო

მართალია, სანამ ახალი თაობა მოვა ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ რომ იმ ახალ თაობას ცოტა ძლიერი, გამართული და ავტორიტეტიანი გუნდი დავახვედროთ და არა ასეთი შერცხვენილი ...ი გუნდი როა დღეს

• saba

5 წელი დანიაში ვარჯიში პატარა ამბავი არააო და დიდი ამბავია? 5 წელი დანიაში ვარჯიში კაია? რაც შეეხება ნატრუალიზაციას რენე ფერეირა კიარა სუ რო კანავარო იყოს ქართველი თუ არაა არ მინდა საქართველოს ნაკრებში

• bacho

პირადად მე მივესალმები ლაზი ფეხბურთელების ისტორუილისამშობლოს სახელით თამაშს და მოხარულიც ვიქნები ხოლო რენე ფერეირას ნაკრებში შანსის მიცემაზე იმას ვიტყვი რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება და ლელოს რედაქციას ვთხოვდი რომ ჩაატაროს გამოკითხვ გულშემატკივრებში ამ თემასთან დაკავშირებით.დარცმუნებული ვარ რენე უფრო გულიანად ითამაშებს ეროვნულში ვიდრე ადგილობრივი კადრი და მაშუნ შერცხვებათ ადგილობრივებს და მიბაძავენ მას.ჩემის აზრით რენე საჭიროა ნაკრებში ამ ეტაპზე

• ალეკსანდრე

ვერავითარ აუცილებლობას ვერ ვხედავ ამ გზაზე დასადგომად,ფული როცა ჩაიდება და ბავშთა ფეხბურთი განვითარდება,რენეზე გაცილებით უკეთესი ფეხბურთელები მოვლენ

• WYW

მინდია ძამბროტა სუფთა სისხლის იტალიელია, რიბერი ფრანგია უბრალოდ ცოლი მოიყვანა არაბი და თვითონაც მუსულმანობა მიიღო, ლიზარაზუც ბასკი ფრანგია... დანარჩენები ყველა დაბადებულ გაზრდილები არიან იმ ქვეყნებში რომელ ნაკრებშიც თამაშობენ! საქართველოში დაბადებული გაზრდილი სხვა ეროვნების სპორტსმენები სულ გამოდიოდნენ ქართული დროშით გამოდიან(შეხედე ოლიმპიურ ნაკრებს) და კიდევაც გამოვლენ... ამაში ცუდი არაფერია უბრალოდ საფრანგეთს არ უნდა დავემსგავსოთ............

• kaxi

თქვენი პატრონი და მათი მომხრეები სულ აპელირებდნენ ნაციონალები ქართველობას გვართმევსო. დღეს რა მუსულმანი ლაზების ჩამოყვანით ქართველობას არ დაკარგავთ?ის სომხები უცხოეთში რომლებიც იყვნენ ისლამი არ მიუღიათ, არც თურქებს რომლებიც გერმანიაში გაიზარდნენ ქრისტიანობა აქვთ მიღებული. განსხვავებით ქართველების რომლებიც პანტა პუნტით მიიღეს ისლამი. ერთადერთი ქართველები რომლებმაც მრავალი ტანჯვისა მუქარის მიუხედავად არ მიიღეს ისლამი არიან ჰერეთის ქართველები დღესაც ყველა წეს ჩვევა ქართული აქვთ

• სოსო

საფრანგეთში,გერმანიაში,თუ პორტუგალიაში,ვინც უცხო ეროვნებისაა,ყველა ადგილზე დაბადებული და გაზრდილები არიან.ისე ამ რენემ რა ქნა ისეთი რომ ასე თავგამოდებით უნდათ რენე ნარებში, თუნდაც სტატიის ავტორს.რითია ხოჭოლავა რენეზე უარესი რომელიც ოდესაში თამაშობს,ჯობია ამ ბიჭს მიაქციეთ ყურადღება.

• werilis avtors

პირდაპირ ვიტყვი!რა ჩემს ფეხებად მინდა უცხოელებით გაძეძგილი თუნდაც ერთი უცხოელი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში,შენ თუ მოგწონს გერმანიის,განსაკუთრებით თუნდაც საფრანგ ფეხბურთელთა ნაკრები,შეგიძლია იქ იცხოვრო,მე მინდა ქართული სანახაობრივი ფეხბურთი,ქართველების ნაკრები მინდა და არა აფრიკელების,ინდოელების თუ მექსიკელების,ჩემი აზრით სადაც სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთელები,ამა თუ იმ ქვეყნის ნაკრებში თამაშობენ ასეთი ქვეყნის ნაკრებს ეროვნული აღარ ქვია ის არის,აღრეულ,აჯაფსანდლური,მუტანტური ქვეყნის ნაკრები და ეროვნულთან არავითარი კავშირი არა აქვს.ქართულ ფეხბურთს მიხედეთ ბიძიკოებო,მზამზარეული რომ გინდათ ყველაფერი,რამდენი ტალანტი იკარგება სოფლად უფულობის გამო,ტრანსპორტის ფული არ აქვთ,მოედნებზე სახლებს და კაზინოებს ნუ აშენებთ,ტალანტები ღარიბებში ეძებეთ,მათ უფრო მეტი მოტივაცია აქვთ ტავგადაკლული ვარჯიშისა,დაუღალავი შრომისა,ფიზიკურად სოფლის ბავშვები უფრო ძლიერები არიან და შრომას მიჩვეულები ,ისინი ვარჯიშს და დატვირთვას არასდროს დაიზარებენ და ითაკილებენ,ეს თქვენ გეზარებათ მათი მოძებნა,ფულის კეთება გინდათ და ფერეირა,ტაკამაცუ,ხუან ჩინს,ხაკუმუდუს,ფრენკლის,ხანცუს და ხანკუს ეძებთ სხვაგან.ქართველებს და ქართულ ფეხბურთს მიხედეთ.ჩემთვის საფრანგეთის ეროვნული ნაკრები,როგორც ასეთი არ არსებობს,ასევე ამ სტილის სხვა ნაკრებებიც,სადაა,ფრანგი და ფრანგრ\ების ეროვნული ღირსება?

• tbiliseli

ყოველთვის იყო არის და იქნება დაპირისპირება და აზრთა სხვადასხავაობა ხალხში აქ ოგი ისეთ სისულელეს წერს სასცილოდაც არ გეყოფა! მე პირადად ვეთანხმები ნატურალიზებულ ფეხბურთელებს თუკი ჩვენს ნაკრებს წადგება რა პრობლემაა? საფეხბურთო გრანდებს ყავთ ნატურალიზებული მოთამაშეები (ყველა წამყვანი ყვეყნის ოგან ძირითადი ბირთვი) და ჩვენ ვიე ნაკლებები ვართ!

• დათო

რენეზე უარესი სეზონი არ ქონდა ჭანტურიშვილს,მაგრამ რა თამაში აჩვენა ნაკრებში ყველამ ვნახეთ.ასე რომ რენეს არაფერი ესაქმება ნაკრებში,რენეს ორი თავით ჯობია ხოჭოლავა რომელიც ოდესაში თამაშობს,რატომ არ აძლევენ ინფორმაციას ამ ბიჭზე,ვაისს. დავიჯერო ავტორმა არ იცის ვინ არის ხოჭოლავა, და ჯობია თუ არა ის რენეს?.ასე რომ ჯერ ჩვენს ბიჭებზე იფიქრე და წერე მამულაშვილო.

• Roini

ცჰემი კომენტარი არ ცჰანს

• Roini

ქარტველი ტუ უფრო მეტად მიკვარს,ეს ტქვენტვის გინებაა?

• Roini

xo ar....rac safrangetshi xdeba visac mowons............. qartvelebs mivxedot.nichi aris.ar aris ganatlebuli mcvrtnelebi,romeltac daxmareba chirdeba.ar aris fuli gorebi chamen.skumbrias fasad asatrinas ver vikidit.tavi davanebot ger. da safr. ramdeni qartveli vart modi ertxel gavitvalot.

• Buda

ქეცბაიას ნათქვამი გამახსენდა ეხლა თქვენ აქედანაც გინდათ იმას მიქნათ და მერე იქედან თქვენვე ....................... რისი თქმა მინდა.. პირველრიგში კარგი სტატიაა ბრავო ბატონო მერაბ.. მერე გულშემატკივარი და ბურთის მიმწოდებელიც იმას ცდილობს როგორმე გვერდით დაუდგეს ნაკრებს დრო გაჰყავს და ასე შემდეგ.. რას ვიძახი რო ოგონდ გაძლიერდნენ და მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს რა შესაძლებელია.. თქვე დალკოცვილებო ევროპაზე ეხლა ყველა გამოდიხართ და მე ამის ფანი ვარ მე იმის ფანი ვარ ყველა ჩემპიონატში ვიგაცას ქომაგობთ და ითამაშოს რამოდენიმე უცხოელმაც საქართველოს ნაკრებში თუ ეგ წაგვადგება. მომხრე ვარ და სწორიცაა ძალიან ბევრი უნდა იყოს ეგეთი ფეგბურთელი საქართველოში რო .. განძრევა ისწავლონ ჩვენებმა ითამაშოს ვისაც შეუძლია და არა სახელებმა და გვარებმა... ზოგი გამოხტა აქ და პატრიოტიზმზე დებს თავს თქვე დალოცვილებო მაინდამაინც ფეღბურთზე რო გაქვთ გართულება რაგბიში ინგლისთან რო გაგვახარა შკინინმა კაი იყოო??? თუ ქართული გვარია ეგ ეგრე გვახარებს იქნება ვიგაც ვიცი რო ეგ ბიჭი აქ დაბადებულ გაზრდილია ბოისების მაგალითი ავიგოთ თუ გინდა იქნებ ისე სწავლობს ქართულს ის კაციც იქნებ ისიც მგერის ჰიმნს და მეტიც ქართველობს იქნებ რო გადაწურავთ წყალს და გამოიტირებთ წინასწარ იმიტო გვაქ კარგად საქმე...

• ბადრი

ისე ბევრი ფრანგი ფიქრობს რომ, საფრანგეთს ეროვნული ნაკრები არ ყავს.და სწორიცაა, სტატიიდა გამომდინარე გამოდის ჩვენც ფრანგულ ფეხბურთს უნდა მივბაძოთ?რომელიც ჩემი აზრით არ არის სწორი.ეროვნულ ნაკრებში უნდა თამაშობდეს საქართველოში დაბადებულ გზრდილი.

• თენგო

რა რენე დაიჩემეთ თქვე კაი ხალხო,სააქართველოს ნაკრებში უნდა თამაშობდეს ეროვნებით ქართველი არააქვს მნიშვნელობა რომელი ქცეყნიდან იქნება ის. ხოჭოლავა თამაშობს ოდესაში რატომ იმის გამოძახებაზე არ იძახით,რაა ვითომ რენეზე უარესია თუ, უარეს ჩემპიონატში თამაშობს.ასე რომ ჯერ ჩვნებს მივხედოთ ჯობია.

• qarveli

საქართველოში არ გავინძრეთ,არა... არ ვხარჯოთ ოფლი და ენერგია ბავშვების აღზრდაზე და პერსპექტიული ქართველების მოძიებაზე მთელს მსოფლიოში... ვიაროთ და ვაძლიოთ ქართული პასპორტები ბრაზილიელებს,ესპანელებს,აფრიკელებს,ჩინელებს... გადასარევად იოლი საქმეა... ზუსტად ჩვენსავით ზარმატსი ხალხისთვის ზედგამოჩრილი... და ვინ უთხრა ამ ვაჯბატონს, რომ ეროვნებით პოლონელ კოპას,ეროვნებით იტალიელ პლატინის,ალჯირელ ზიდანს,სომეხ ჯორკაეფს და სხვებს მრავალს,ფრანგებმა ნატურალიზება გაუკეტეს... ისინი საფრანგეთის მოქალაქეებად დაიბადნენ ძმაკატს... ისევე,როგორტს კლოზე და პოდოლსკი გერმანელებად...

• zura

ვერანაირად ვერ დავუჭერ მხარს უცხოელის ნატურალიზებას ჩვენს ნაკრებში. ეთნიკურად ქართველი - კი ბატონო, აქ დაბადებულ-გაზრდილი არაქართველიც(ანუ, აქაური მენტალიტეტის) კი ბატონო. ნაკრებს ქვია ე რ ო ვ ნ უ ლ ი და არა საკავშირო ან საერთაშორისო... მე თუ მკითხავთ, მწვრთნელიც ქართველი უნდა გვყავდეს აუცილებლად! უცხოელი კი კონსულტანტად შეიძლება! მაგრამ ეხლა ვიცი რამდენი შემედავება, მეტყვიან - შედეგი გვინდა ძმაო, შედეგიიიიი....

• მინდია

სხვების რა გითხრათ მაგრამ რენე აუცილებლად გვჭირდება ნაკრებში. რაც შეეხება გერმანიას არავინ არ ყავსო - ხედირა, გიუნდოგანი, ბოატენგი, პოდოლსკი, კლოზე - არაა საკმარისი? იტალიაში ძამბროტა, ედერი. ესპანეთში ტიაგო. საფრანგეთში ზიდანი, ჯორკაეფი, ლიზარაზიუ, ბენზემა, რიბერი... ამათგან ზოგი საფრანგეთის კოლონიებშია დაბადებული და არა საფრანგეთში, ზოგი დაბადებულია მარა ფრანგი არაა.

• გუჯა კახაძე

მერაბ მამულაშვილი: "ჩვენზე ბევრად ძლიერი და მდიდარი ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, ნაკრები გუნდები რომ გააძლიერონ"... ბ-ნო მერაბ! საქართველოს ნაკრების გაძლიერება რომ უნდოდეთ ჩემ მეთოდს ჯერ გამოცდიდნენ და შემდგომ გამოიყენებდნენ.

• romandro

კი რენე კარგი მცველია ჩვენს ჩემპიონატში მაგრამ ისეთი არაა რომ ქართველ მცველებზე ორითავით მაღლა იდგეს და ეროვნულ ნაკრებში მასზე ძლიერი ქართველი ლეგიონრები ვერ მოიძებნოს,ჩემი აზრით რენეს დონის მცველები ნამდვილად გვყავს, და ალაშკერტი არ არის ისეთი გუნდი რომ მის წინაღმდეგ კარგი თამაშით ვაღიაროთ რომ რენე ეროვნულ ნაკრებს აუცილებლად გამოადგება.

• goga

es yvelaferi zalian kargia magram amas tkmada laparaki arushvelis saqmes shesruleba da gaketebac uyvars droulad

• ქუთაისელი1

მოკლედ კარგის გადმოღება მაინც ვერ ისწავლეთ ევრიპიდან რაც ცუდია იმას ვიღებთ საფრანგეთის ნაკრები აღარ არსებობს და ეს მოსაწონი თუა და იმათ მაგალითებით აპირებთ განვითარებას მაშინ ჯობია გააუქმოთ ფეღბურთი და რაგბს მიხედოთ ვიღაც ზლატკო დედიჩი ან ჰუსეინა რო იქნება საქართველოს ნაკრებში იმ ნაკრების ....

• Kote

მატერაციმ ეგ უთხრა ალბათ ზიდანს, ფრანგი არა ხარო და მიიღო ჯიდეც )) ან ანრი რატომ არაა ფრანგი, მთლად თეთრი რომ არაა? )) რასიზმამდე დავდივართ ამ მსჯელობით, ბატონო მერაბ . არც ის დაიჯეროთ, თურქეთში ლაზებს საქართველოზე აბოდებთო - 99% თურქი ვარო, იძახის. რენე კარგი ვარიანტია, თუმცა რაღა მაინცდამაინც სომხებს ვადარებთ ამ ვარიანტს - მაგათ ძირითადად მართლა სომხური წარმოშობის მოთამაშეები მიყავთ, ისევე როგორც თურქებს.

• Vaso

არ დამიბლოკოთ! /..... .........., რა კლოზე, იოზილი და საფრანგეთი კიდე. !/ ეროვნული ნაკრებიი მაგითა საინტერესოო, არავითარი ნატურალიზაცია , მაგან უტირა ყოფა ფეგბურთს, იტალიელი იტალიიის ჰიმნის და დროშის ქვეშ, ფრანგი სადრანგეთის, და ა.შ / საკლუბო დონეზე ზალიან მაგარია, მაგრამ სანაკრებო?! რაგა აზრი აქ მაშინ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატს??? მარტო დროშა და ჰიმნი რათ მინდა?? მე საქართველოს ნაკრებში მარტო ქართველი მინდა, მესიც რო იყოს გინდა ინიესტა , რონალდო.../ ისევ ოქრიაშვილი და ყენია , დვალიშვილის ყურება და გულშემატკივრობა მირჩევნია, საქართველოს ნაკრებში მჩედლიზეს 5 წუტი მირჩევნია ვიდრე ვიგაც ბრაზილიელი ან აფრიკელი ან Eვროპელიი ან აზირლი,, შეეშვით ამ პროპაგანდას! ლაზებიი კი ბატონო , მაგარი იქნება ძაან, და კიდე , თუ უცხოეთში ეძებთ ნიჩიერ ბავშვებს , გააკეთოს მთავრობამ ფერეიდანში ქართული საფეღბურთო აკადემია, და არ მგონია რომელიმე მათგანმა ითამაშოს ნაკრებში ვინმეზე ნაკლებად, მაგალიტად: ჩამოყვანილ ევროპელზე ან ბრაზილიელზე, დერეიდნელი ტავს დადებს , პატივი იქნება მაგისთვის, და ბრაზილიელს და აფრიკელსს უხსენი ქართული ჯიგარი რა არი..... იმედია არ დაბლოკავთ, დამატყდა თითები წერით..:D

• anti

რენე ფერეირა უნდა მოიწვიონ ნაკრებში, ერთ ერთი გამორჩეული მცველია ჩემპიონატში. იმდენი ხანია თამაშობს საქარტველოს ჩემპიონატში, უკვე ქართველადაც მიმაჩნია.

• სგ სგ

კი, აშკარად სწორი მიდგომაა ბატონო მერაბ, თურქეთის მიმართულებით აქტიურობა არ გვაწყენდა

• svani

ვეთანხმები ავტორს და აუცილებელია თუ კარგად თამაშობს უცხოელი, თან ჩვენი თვალით ვუყურებთ თუ როგორ თამაშობს რენე.... ჩემი აზრით რენე ძალიან გამოადგება საქართველოს ნაკრებს

• Gio

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები საფრანგეთში არიან დაბადებულ გაზრდილები და არცერთი ფეხბურთელი არ ჰყავთ ნატურალიზებული იგივე შეიძლება ითქვას დღევანდელ გერმანიის ნაკრებზე

• c

რენე არაწყენდა ნაკრებს!

• martali

კარგია სტატიაა და მიაქციონ ამ ყველაფერს ყურადღება..ფედერაციამ.

• thomas

ბატონო მერაბ , საიდან მოგაქვთ კლოზეს პოლონელობა ? კლოზე პოლონეთში ,კერძოდ სილეზიის რეგიონში(რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე გერმანიის ტერიტორია იყო) დაბადებული გერმანელია ,იქ დღემდე ბევრი გერმანელი ცხოვრობს.

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

დავით სხირტლაძე დანიის "ვიბორგში" გადავიდა

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"

ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ცნობილი ჩხუბები [VIDEO]

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

როდემდე უნდა ეხმარებოდეს ფიფა რუსეთს და როგორ მოგვპარეს რეიტინგი?

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

გულშემატკივრის კუთხე: აი, ეს არის თქვენი მიდგომა!

პრობლემები, რომლებიც სფფ-ის ახალმა პრეზიდენტმა უნდა მოაგვაროს

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

ლევან სალუქვაძე: თბილისის "დინამო" არჩეულ გზას არ გადაუხვევს!

"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]

"ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი რენე ფერეირა ბრაზილიაში ითამაშებს

სხირტლაძე: ესტონეთიდან აუცილებლად გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ, სხვა სცენარი არ განიხილება

სხირტლაძე: 19-ში ყველა სტადიონზე! - შემდეგ ეტაპზე ვართ გასასვლელი

ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით

გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია

თბილისის "დინამო" - ახალი გუნდის კონტურები

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატში

დავით სხირტლაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?

თბილისის "დინამო" დავით სხირტლაძემაც დატოვა - დედაქალაქური გუნდის ყოფილი კაპიტანი თურქეთში წავიდა

გვინდა თუ არა ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ნაკრებში და როგორია წარსული გამოცდილება? [+გამოკითხვა]