ელარდაისი ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ხდება, ჰამშიკი "ნაპოლიდან" არასოდეს წავა
13:02. კარლოს ბაკამ არცთუ ისე დამაჯერებელი სეზონი ჩაატარა "მილანში" და სხვა კლუბში გაყიდვა ემუქრება. Football Italia წერს, რომ "მილანს" 29 წლის ფორვარდის თავიდან მოშორება სურს და პოტენციური მყიდველიც ჰყავს: "როსონერის" "არსენალიდან" 30 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზების იმედი აქვს. თავის დროზე, "მილანმა" ბაკა სწორედ 30 მილიონად შეიძინა "სევილიიდან".

13:05. მარეკ ჰამშიკი "ნაპოლიში" რჩება. იგივე Football Italia-ს ინფორმაციით, ნეაპოლელებმა სლოვაკს კარიერის ბოლომდე კონტრაქტი შესთავაზეს. ჰამშიკის აგენტი უკვე შეხვდა "ნაპოლის" პრეზიდენტს და მათ ხელშეკრულების ძირითად დეტალებზე მოილაპარაკეს. შემტევი ნახევარმცველი "ნაპოლიში" 2007 წლიდან თამაშობს, ხოლო მოქმედი კონტრაქტი ორი წლის შემდეგ უმთავრდება.

13:25. "იუვენტუსმა" ზაგრების "დინამოსთან" მარკო პიაცას გასაყიდი თანხის ოდენობა შეათანხმა. ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებმა უკვე მოაწერეს ხელი შესაბამის ქაღალდებს. "ხორვატები" ამ ტრანსფერისთვის 25 მილიონ ევროს მიიღებენ, - წერს ვებგვერდი Sportske-ი. თავად პიაცა უკვე მოელაპარაკა კონტრაქტზე "იუვენტუსს" და დაემშვიდობა "დინამოს" გულშემატკივრებს. La Gazzetta dello Sport-მა გაარკვია, რომ კონტრაქტი ხუთწლიანია, წელიწადში 1.8 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.

13:35. ფერნანდუ სანტუშმა გააგრძელა კონტრაქტი პორტუგალიის ნაკრებთან. ევროპის ახალი ჩემპიონების 61 წლის მწვრთნელის ხელშეკრულება 2020 წლამდე იქნება ძალაში. სანტუში პორტუგალიას 2014 წლის შემოდგომიდან ხელმძღვანელობს.

13:40. "ჩელსი" მზად არის, "ბენფიკას" მცველ ვიქტორ ლინდელიოფში 30 მილიონი ევრო დახარჯოს. Record-ი წერს, რომ 22 წლის შვედის აგენტი უკვე ელაპარაკა ლისაბონური კლუბის ხელმძღვანელობას "ჩელსიში" ტრანსფერის თემაზე.

13:58. The Mirror-ის ცნობით, "სტოკი" სეიდო ბერაჰინოს გარდა, რობინ ვან პერსის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს.

14:20. აქსელ ვიტსელმა კონტრაქტი შეათანხმა "ინტერთან". ამის შესახებ წერს Football Italia: ბელგიელმა თანხმობა განაცხადა ხუთწლიან კონტრაქტზე და წელიწადში 3-მილიონიან ხელფასზე, მაგრამ პრობლემას ქმნის "ზენიტი", რომელიც 22 მილიონს ითხოვს, "ინტერი" კი მზად არ არის ასეთი თანხის გადასახდელად.

14:25. პოლ პოგბამ სთხოვა "იუვენტუსს" "მანჩესტერ იუნაიტედში" გაყიდვა. ამის შესახებ, პრაქტიკულად, ერთდროულად დაწერეს La Gazzetta dello Sport-მა და Tuttosport-მა.

14:23. "ბარსელონა" მზად არის არდა თურანის გასაყიდად. თურქზე პრეტენზიას აცხადებენ "ჩელსი" და "არსენალი". არდა 20 მილიონი ფუნტი ღირს.

15:10. რაგნარ კლავანი "ლივერპულში" გადავიდა. გუშინ შედგა ფეხბურთელის პრეზენტაცია. "აუგსბურგის" 30 წლის ესტონელი მერსისაიდელებს 4.2 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

15:33. "ატლეტიკო" განიხილავს "ლივერპულიდან" დივოკ ორიგის შეძენის ვარიანტს. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ არ გამოვა "ჩელსიდან" დიეგო კოშტას დაბრუნება. Metro წერს, რომ დიეგო სიმეონე 21 წლის ბელგიელში დიდ პოტენციალს ხედავს.

15:45. კარლო ანჩელოტი გარანტიას იძლევა, რომ რობერტ ლევანდოვსკი არ წავა ამ ზაფხულს "ბაიერნიდან". "ლევანდოვსკი არ წავა, რადგან ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია მსოფლიოში. ძალიან მარტივია. "რეალს" არ აკლია ფანტასტიკური ფეხბურთელები - ბენზემა, ბეილი, რონალდო. მათ ლევანდოვსკი არ სჭირდებათ. მაგრამ რომც მოინდომონ ყიდვა, "ბაიერნი" უარს ეტყვის. რატომ უნდა დავკარგოთ პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი?" - იკითხა იტალიელმა.

15:55. "ასტონ ვილამ" წინადადება მიიღო "ჰამბურგისგან": 8 მილიონი ფუნტი ჯორდან აიუსთვის. Daily Mail-ი წერს, რომ "ვილას" არ სურს ფეხბურთელის გაშვება.

16:20. ნიკო ლოპესი "უდინეზედან" "ინტერნასიონალში" გადავიდა. 22 წლის ფორვარდმა ბრაზილიელებთან 2020 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. ურუგვაელის ტრანსფერი 9 მილიონი ევრო დაჯდა.

16:27. "რეალის" ფორვარდ ბორხა მაიორალს ერთი ნაბიჯი აშორებს "ვოლფსბურგამდე". AS წერს, რომ გერმანელები 19 წლის მადრიდელს ერთი სეზონით იჯარით აიყვანენ.

16:40. A Bola წერს, რომ "ბარსელონა" გაათანაბრებს სუარესისა და ნეიმარის ხელფასებს. ბრაზილიელმა წელიწადში 15 მილიონ ევროზე კონტრაქტს მოაწერა ხელი და კატალონიელებს სურთ, იგივე ხელშეკრულება შესთავაზონ ურუგვაელს.

16:50. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "იუვენტუსის" წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა პოლ პოგბას თაობაზე. ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდი იტყობინება, რომ ინგლისელებმა 101 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ უახლოეს დღეებში ტურინელები 120 მილიონს მოითხოვენ.

16:56. მაურო იკარდის მეუღლე და აგენტი ვანდა ნარა (ადრე მას პორნოში იღებდნენ) ლონდონში ჩავიდა "არსენალთან" მოლაპარაკებების გასამართად. La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ ინგლისელები მზად არიან, მაუროს წელიწადში 7 მილიონი ევრო გადაუხადონ. "ინტერი" კი ელოდება "არსენალისგან" 50-მილიონიან შეთავაზებას.

17:06. მარიო გომესმა უარი განაცხადა "ვოლფსბურგში" გადასვლაზე. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ფიორენტინა" ფორვარდს 6-7 მილიონ ევროდ აფასებს. გომესს სურს სრულად გამოიმუშავოს კონტრაქტი, რომელიც 2017 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

17:25. პოგბას თხოვნის შემდეგ, "იუვენტუსი" დაუბრუნდა აქსელ ვიტცელის შეძენის იდეას. "იუვეს" სიაში სხვა საყრდენებიც არიან: მატიჩი, სისოკო "ნიუკასლიდან", კარვალიო "სპორტინგიდან", ბილია და ბროზოვიჩი.

17:55. "მიდლსბრომ" მეშვიდე ფეხბურთელი გაიფორმა ამ ზაფხულს. ინგლისურმა კლუბმა "ვალენსიიდან" იჯარით აიყვანა ფორვარდი ალვარო ნეგრედო.

18:45. კლაუდიო ბრავო არ წავა "ბარსელონადან". ჩილელი მზად არის მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან კონკურენციისთვის, რომელიც ახალ სეზონში კატალონიური კლუბის პირველი ნომერი იქნება. ბრავოზე პრეტენზიას აცხადებს "მანჩესტერ სიტი". "ბარსა" მეკარეში 30 მილიონ ევროს ითხოვს.

19:05. ზინედინ ზიდანი მზად არის, გამოეთხოვოს მატეო კოვაჩიჩს. როგორც მინიმუმ, ერთი წლით. Football Italia წერს, რომ "რეალი" განიხილავს ხორვატის იჯარით გაშვებას "ლივერპულში" ან "მილანში".

20:11. "რომამ" და პსჟ-მა დაიწყეს მოლაპარაკებები სალვატორე სირიგუს ტრანსფერზე. 29 წლის იტალიელმა დაკარგა ადგილი საფრანგეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში. Get French Football News-მა დაწერა, რომ "რომამ" გააკეთა განაცხადი ტრანსფერზე, თუმცა სირიგუზე პრეტენზიას" "ფიორენტინაც" აცხადებს.

20:25. დასახელდა მარიო გიოტცეს "დორტმუნდში" ტრანსფერის ახალი თანხა. Suddeutsche Zeitung-ი ირწმუნება, რომ მარიო "ბორუსიაში" 23 მილიონ ევროდ ბრუნდება და ოფიციალურად, ტრანსფერის შესახებ ამ კვირას გამოაცხადებენ. ადრე იტყობინებოდნენ, რომ დორტმუნდელები ყოფილ ფეხბურთელში 29 მილიონ ევროს იხდიან. "ბაიერნმა" 2013 წელს მარიო 37 მილიონად შეიძინა. "დორტმუნდში" მარიოს ხელფასი წელიწადში 8 მილიონი ევრო იქნება.

21:20. არ განხორციელდა ნევენ სუბოტიჩის ტრანსფერი "მიდლსბროში". "დორტმუნდის" ვებგვერდზე დაიწერა, რომ სერბს გულმკერდის არეში სერიოზული დაზიანება აღმოაჩნდა და ოპერაცია ესაჭიროება. ამის გამო სუბოტიჩი მთლიანად გამოტოვებს მომდევნო სეზონს.

21:41. უახლოესი ერთი დღის განმავლობაში სემ ელარდაისს ინგლისის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად დაასახელებენ. Sky Sports-ის ცნობით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობა შეხვდა "სანდერლენდის" მენეჯერს და მომავალ კონტრაქტზე ყველა საკითხი მოაგვარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
დორტმუნდის "ბორუსია": მატს ჰუმელსი ისევ დაშავდა!
[PREVIEW] ინგლისური ფინალი თუ "სამეფო კლუბის" მორიგი ტიტულისთვის ბრძოლა?
ბოლო 5 წლის კოშმარული ღამეები... ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" 5 განადგურება [PHOTO]
კასანომ თანამემამულე გააკრიტიკა
ტრანსფერ ONLINE: 26 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა კარიერა 39 წლის ასაკში დაასრულა და საკუთარ ქვეყანაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ახალი "მიდლსბრო" სამხრეთამერიკულ-ესპანური არომატით
გიოტცემ შეიძლება კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს
ჩვენ და ესტონელები - ამათ პლეი ოფი მაინც ნახეს...
გიოტცე: კვარაცხელიასა და ოსიმენთან თამაშისას სიფრთხილე გვმართებს
მარიო გიოტცე პსვ-ში გადადის
იურგენ კლოპმა მანუელ ფრიდრიხი აიყვანა
მარიო გიოტცე პსვ-ის ფეხბურთელი გახდა
პრემიერლიგა. XXII ტური: "ლივერპულმა" ბოლო წუთებზე მოიგო [VIDEO]
"ზენიტის" "ლიონთან" გამარჯვება და უხვგოლიანი "ვალენსია"-"ჩელსი" [VIDEO]
ტრანსფერ ONLINE: 18 ივლისის ტრანსფერები და ჭორები
კოვაჩიჩმა შესაძლოა, პრემიერ ლიგაში კლუბი შეიცვალოს
[PREVIEW] "რეალი" "ჩელსის" პირისპირ! პირველი ნახევარფინალის მომავალში
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
ტერ შტეგენმა სოლსკიაერის მიერ რეშფორდისთვის გადაცემული წერილი წაიკითხა
ლა ლიგა. XXXII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ეს უკვე ძველი ელ ნინიოა
ნევენ სუბოტიჩი "ლივერპულში" არ გადავა
მანუელ ნოიერი 2 ივნისს დაბრუნდება და გამოცდას ჩააბარებს
ნეგრედო: ამ წყვილთან თამაშის წინ არ მეძინა...
მარკ ანდრე ტერ შტეგენი ანდრეს ინიესტაზე: ის ყველას ძალიან გვიყვარს და უნდა დარჩეს
ნევენ სუბოტიჩმა სერბეთის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა
"შენ შეგიძლია ის 03:00 საათზე გააღვიძო და უთხრა..." - კოვაჩიჩის მიმართულებით აღტაცებას მწვრთნელები ვერ მალავენ
იგუაინის სინდრომი, ანუ ცენტრფორვარდების ძიებაში
იურგენ კლოპი: ძველ გიოტცეს ისევ ვიხილავთ
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
ევროუქმეების ფაქტები და ციფრები: ვინ იქნება პირველი წლის ბოლოს