თბილისში დაბადებული მოჭიდავე 31 წლის ასაკში დაუბრუნდა აქტიურ სპორტს და რიოში სომხეთის სახელით იჭიდავებს
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი კეტოევი 31 წლის ასაკში დაუბრუნდა აქტიურ სპორტს და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზეც იჭიდავებს. ის უკვე მესამე ქვეყნის მოჭიდავე გახდა: დაიბადა თბილისში, მერე გადავიდა ვლადიკავკაზში, სადაც კეტოევი გახდა, ახლა კი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ სომხეთის სახელით გამოჩნდა ხალიჩაზე და ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა.

ალბათ, ჭიდაობის ქომაგთ შეხსენებაც არ სჭირდებათ, რომ კეტოევი გვარად ქეთიშვილია, ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელ ლაშა ქეთიშვილის უმცროსი ძმაა, ხოლო მისი მშობლები დღესაც თბილისში ცხოვრობენ. ისიც ორი ქვეყნის მოქალაქეა - თბილისსა და ვლადიკავკაზს შორის მუდმივ მიმოსვლაშია, ხან აქეთაა, ხან - იქით.

ცხადია, კეტოევს დასაბრუნებლად საკმარისზე მეტი მოტივაცია ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულია, რაც აკლია მის კარიერას. არადა, 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონად ჩავიდა და უმთავრეს ფავორიტადაც მიიჩნეოდა, მაგრამ ოქროსკენ მიმავალი გზა რევაზ მინდორაშვილმა გადაუკეტა და თავად მოირგო საჩემპიონო გვირგვინი.

კეტოევს დუშეთში შევხვდით შეკრებაზე, სადაც სომხეთის ნაკრებიცაა ჩამოსული.

- სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნების მოტივაცია რა იყო?

- სიმართლე გითხრათ, ამდენი დასვენებითაც დავიღალე. როცა დიდხანს ვარჯიშობ სპორტში და მერე ანებებ თავს, ძნელია. ნებისმიერს მაინც მიუწევს გული ჭიდაობისკენ. დროთა განმავლობაში მეც გამიჩნდა მონატრების გრძნობა, მეც გამიწია გულმა ლეიბისკენ და ვიფიქრე, მოდი, ვცდი-მეთქი.

ჭიდაობა სიამოვნებას მანიჭებს და ვხალისობ ჩემთვის. ვგრძნობ, რომ შემიძლია ჭიდაობა. ალბათ, ისე ლიცენზიასაც ვერ მოვიპოვებდი. ორი ტურნირიც მოვიგე, თუმცა ახლა ვემზადები ოლიმპიადისთვის და იქ გამოჩნდება ყველაფერი. როგორც იტყვიან, ლეიბი აჩვენებს ყველაფერს.

- ოლიმპიური ჩემპიონობა არ ყოფილა მოტივაცია?

- ეს უმთავრესი მიზეზია. ჩემს კოლექციაში არაა ოლიმპიური ოქრო და მინდა, ეს დანაკლისი შევავსო. დღემდე მწყდება გული, მისი მოპოვება რომ ვერ შევძელი, მაგრამ ღმერთმა ასე ინება.

- ამ პაუზის დროს რას საქმიანობდით - სპორტში იყავით, ბიზნესში თუ რა სფეროში?

- სპორტში არ ვყოფილვარ. უბრალოდ, ჩემთვის ვვარჯიშობდი, მაგრამ არა დიდი შედეგებისთვის, მხოლოდ ჩემი ჯანმრთელობისთვის. სამსახურიც მქონდა და ბიზნესიც, ჩემს საქმეს ყოველთვის ვაკეთებდი, მაგრამ პროფესიონალურად ვარჯიში მხოლოდ 5-6 თვეა, რაც დავიწყე. ისევ ვლადიკავკაზში ვვარჯიშობ მარეკ თედეევთან და იმავე სამწვრთნელო შტაბთან. თან ცოლ-შვილიც ვლადიკავკაზში მყავს და იქ არც სპარინგ-პარტნიორების პრობლემა არაა.

- ალბათ, რუსეთის ნაკრებში დიდი კონკურენციის გამო არ გიცდიათ დაბრუნება...

- მთლად ასეც ვერ ვიტყვი - სხვა ქვეყანაში გადასვლის ვარიანტი რომ არ გამოსულიყო, რუსეთიდან ვაპირებდი ჭიდაობას. ყველა ვარიანტში უნდა მეცადა, თუმცა თავიდანვე სხვაგან გადასვლაზე ვფიქრობდი. ამიტომ არ გამოვჩნდი აქამდე, თორემ გაცილებით ადრე ვიჭიდავებდი.

- რუსებმა იოლად გაგიშვეს?

- იქ ყველა ნაცნობია, მათ შორის - ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბულათ თედეევიც, რომელმაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ მამიაშვილს უთხრა და გამიშვეს. სომხეთში გადასასვლელად საბუთები ჩემმა ცოლისძმამ მომიგვარა და წავედი.

- ადაპტაცია არ გაგიჭირდათ? თუმცა ქართველები სომხეთის ნაკრებშიც დაგხვდნენ...

- არა, ადაპტაცია არ გამჭირვებია. მე სადაც უნდა წავიდე, იქაურობასთან შეგუება არ გამიჭირდება, ყველგან ვნახავ სამეგობროს.

- სომხეთში პირობები დამაკმაყოფილებელია? გიქმნიან ისეთ პირობებს, რაც დიდ მოჭიდავეს და დიდ სპორტს სჭირდება?

- ფინანსურად რუსეთს არ შეედრება, მაგრამ ნორმალურია. სავარჯიშო და მოსამზადებელ პირობებს ესენიც მაქსიმალურად კარგად გვიქმნიან. შეკრება იქნება თუ შეჯიბრება, დაფინანსების პრობლემა არაა. უკვე მესამე შეკრებას გავდივართ - ჯერ კისლოვოდსკში გვქონდა, მერე - თავად სომხეთში, ახლა კი დუშეთში ჩამოვედით. ბოლო შეკრებას ბრაზილიაში გავივლით.

საქართველოში ჭიდაობა ძალიან გაძლიერდა და მაგრად წამოიწია. მე როცა ვვარჯიშობდი, ჭაბუკებში საქართველოს ნაკრებშიც შევდიოდი, მაგრამ მაშინ არ იყო ამდენი სპარინგ-პარტნიორი, არ იყო ასეთი პირობები და ამდენი მოტივაცია. ახლა დიდი ყურადღება ექცევა და მაგარი ბიჭებიც არიან. საქართველო ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოს მასშტაბით.

- საქართველოსთან და აქაურებთან ახლო ურთიერთობა გაქვთ...

- ჩემი ოჯახი, სანათესაო აქ ცხოვრობს. აქ დიდი სამეგობრო მყავს. მშობლები და ძმა აქ ცხოვრობენ, ხშირად ჩამოვდივარ და ძალიან მსიამოვნებს აქ ყოფნა.

- თავის დროზე თუ შეიძლებოდა, არ წასულიყავით და დარჩენილიყავით საქართველოში?

- მაშინ ცუდი პირობები იყო საქართველოში, სპორტს ყურადღება არ ექცეოდა. ეს ის დროა, როცა ქვეყანაში არ იყო შუქი, წყალი, სხვა ელემენტარული პირობები. მამიდაჩემი ცხოვრობდა ორჯონიკიძეში და ვიფიქრე, ჩავალ, ვივარჯიშებ, ვნახავ-მეთქი. მართლაც ჩავედი. თავიდან, თითქოს დროებით, მაგრამ შემოვრჩი იქაურობას.

- საბოლოოდ სად აპირებთ საცხოვრებლად დარჩენას - დაბრუნდებით საქართველოში თუ იქ იცხოვრებთ?

- რა აზრი აქვს, მხოლოდ აქ ვიცხოვრებ თუ - მხოლოდ იქ? ახლა აქაც ვცხოვრობ და იქაც. ხან აქ ვარ, ხან - იქ. ვნახოთ, დრო როგორც მოიტანს...

- თქვენს ოჯახზეც გვითხარით...

- ჩემი მეუღლეც საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი. ამჟამად ვლადიკავკაზში ვცხოვრობთ. ორი ბიჭი მყავს. ჯერ არ ჭიდაობენ, თუმცა, ალბათ, მალე დავაწყებინებ ვარჯიშს. შეიძლება, დიდი სპორტსმენები ვერ გახდნენ ან იქნებ კიდეც გახდნენ, მაგრამ მარტო შედეგები ხომ არაა მთავარი. ვაჟკაცობას, ადამიანურ ურთიერთობას ისწავლიან, ჯანმრთელობას შეინარჩუნებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაჩი
ეს მაგარი იცით არ ქართველობს არ ქართველობსო!!!რატომ უნდა იქართველოს ოსია ერივნებით,ერთ დროს ალანიც ძაგოშვილი იყო მაგრამ ეხლა ძაგოევია.გაიგეთ რომ საქართვრლოში ვისაც გადაქართულებული გვარი აქვს ყველა როდია ეროვნებით ქართველი...
მერაბი
llcl, და თურქებს რას ერჩი? გამოდის, ნაბეთქილშუკვანარ ბექირ ოზლუსაც არ უგულშემატკივრებ :)? რუს–სომხებზე გეთანხმები
llcl
მომკალით და ვერასოდეს ვუგულშემატკივრებ რუსეთის, თურქეთის და სომხეთის წარმომადგენელს ნებისმიერ სპორტში(ერთადერთი გამონაკლისი მარია შარაპოვაა და მასაც დისკვლიფიკაციაა ააკრეს), თუნდაც ჩემი ძმა გამოდიოდეს მათი სახელით, ესე რომ მაპატიეთ ბატონო გიორგი, ნეიტრალური მხოლოდ მაშინ ვიქნები, თუ რუს ან თურქს შეხვდებით, დანარჩენ შემთხვევაში კი თქვენს მოწინააღმდეგეს ვუგულშემატკივრებ. გაუმარჯოს რეზო მინდორაშვილს!
ეს კაცი ოსია და იმიტომ გახდა კეტოევი?
არ ქართველობს ეს ადამიანი და ძაან ნუ გამოვიდებთ თავს. ისე, თუ ოსია, არც კეტოევია და არც ქეთიშვილი...
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
თავისუფალი ჭიდაობა. მეტოქე: რუსული სკანდალი ქართული აქცენტით [გაგრძელება]
მიხეილ მამიაშვილი: დათუნაშვილმა და შარაფეტდინოვმა ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს
"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება
კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!
ჯამბულათ თედეევის მეორედ მოსვლა - რუსეთის ნაკრებს მწვრთნელი შეუცვალეს
თედეევის სახიფათო ჭიდაობა - დაღესტანმა, სამხრეთ ოსეთი რუსეთი არააო
მეტოქე: გიორგი კეტოევი აქტიურ სპორტს დაუბრუნდა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]
მეტოქე: რა შანსები გვაქვს რუსებთან ევროპის ჩემპიონატზე?
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
კარგი შანსი ქართველებისთვის - რუსული საჭიდაო ლაზარეთი
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ