ძმები არველაძეების ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი რევაზ არველაძე და ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ბოკერია ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდნენ
ძმები არველაძეების ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი რევაზ არველაძე და ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ბოკერია ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ დავორ შუკერს შეხვდნენ.

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ქვეყნის საფეხბურთო თემს 2012 წლიდან უდგას სათავეში. პარალელურად, ის უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობს.

მეგობრულ სადილზე ქართველებმა შუკერს "ფონდ არველაძის" საქმიანობისა და პროექტ "საფეხბურთო თერაპიის" შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეგახსენებთ, რომ უკვე ორი თვეა, რაც ეს პროექტი საოკუპაციო ხაზთან მდებარე შიდა ქართლის 15 სოფელში (ხელთუბანი, ქვენატკოცა, სასირეთი, ტინისხიდი, ურბნისი, ვარიანი, აგარა, ატენი, ქვახვრელი, არცევი, დირბი, დიცი, ნიქოზი, რუისი, კარალეთი) ხორციელდება და ფეხბურთით 300-მდე ბავშვია დაკავებული.

"საფეხბურთო თერაპიის" მიზანი საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ფონდის პრესსამსახურის ცნობით, შუკერმა პროექტი მოიწონა და მასში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

"შუკერს მეგობრულ ვითარებაში, სადილზე შევხვდით და ჩვენი ფონდის საქმიანობისა და პროექტების შესახებ ვესაუბრეთ. მოგვიანებით კი თბილისისა და ზაგრების "დინამოების" შეხვედრას დავესწარით.

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოგვიცხადა და გვითხრა, რომ "საფეხბურთო თერაპიაში" ჩართულ ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში აუცილებლად დაეხმარება, ხოლო ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია სექტემბერში ფონდს ეკიპირებასა და საფეხბურთო ინვენტარს გადასცემს", - თქვა რევაზ არველაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"რეალი" კიევში გასამართ ფინალში ითამაშებს - ინტერვიუ მადრიდელთა ლეგენდარულ ფეხბურთელთან
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
რევაზ არველაძე: შუკერი მთლად გაგიჟდა, ჩვენი პროექტი აღმასკომზე გააქვს...
ძმები არველაძეების ფონდი: სტუმრად ამერიკის საელჩოში...
ლევან კობიაშვილი: მთლიანობაში კარგია...
პორტუგალიაში ძმები არველაძეების ფონდის საქმიანობით დაინტერესდნენ
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
ამერიკის საელჩო არველაძეების ფონდის პარტნიორია
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
ᓓᓐᓕᓝᓠ ᓨᓣᓙᓔᓠᓘ: ᓛᓝᓒᓔᓑᓐ ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐᓡᓗᓐᓜ? ᓕᓜᓐᓮᓝᓗ, ᓡᓐᓛ ᓥᓣᓚᓐᓡ ᓣᓙᓔᓗᓔᓡᓘ ᓒᓣᓜᓓᓘ ᓛᓝᓘᓞᓝᓕᓔᓑᓡ
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
ხორვატია VS ისლანდია - რაგნარი რაგნაროკს გვპირდება
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძეს ჩააბარებენ?
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ევრო 2016. თვითმხილველის ნაამბობი: როგორ ავცდით დიდ საერთაშორისო სკანდალს [VIDEO]
ფეხბურთი ყველასათვის: ...იმიტომ, რომ იქ ცხოვრება გაჩერებულია
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
არჩილ არველაძე: საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება...