თუკი ზამთარში თურქეთისა და კვიპროსის ზღვისპირა კურორტებს, გუნდების მომზადების კუთხით, დიდ კონკურენციას ვერ გავუწევთ, საქართველოს ზაფხულში ბევრი ვერ შეედრება
ეს ინფორმაცია, რომელიც ბათუმის "დინამოს" უკავშირდება, ოფიციალურია და იმედია, მალე საქმით დადასტურდება: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ამტკიცებს, რომ ბათუმს მალე მაღალი სტანდარტების სტადიონი ექნება. მან სტადიონის მშენებლობის ტერიტორია დაათვალიერა, პროექტის მიმდინარეობაზე ინფორმაცია კი შპს "სტადიონის" დირექტორმა გიორგი ზირაქაშვილმა გააცნო...

ტენდერი ზედამხედველობაზე

შპს "სტადიონის" ცნობით, სტადიონის პროექტის განხორციელება მომდევნო ეტაპზე გადადის, რადგან სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, შპს "სტადიონმა" სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ობიექტი კი ყველასათვის ცნობილია - ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი უნდა აშენდეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2,1 მილიონი ლარია, წინადადებების მიღების ბოლო ვადა კი 16 აგვისტოა.

"ჩემთვის ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, მისი განხორციელების პროცესი კი აქტიურად მიმდინარეობს. სტადიონის მშენებლობას საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება და მათ ვეტყვი, რომ ქალაქს ძალიან მალე აუცილებლად ექნება მაღალი სტანდარტების სტადიონი", - ამბობს რამაზ ბოლქვაძე, რომელიც ადრე ფეხბურთელი იყო და იმედია, ამ ჩანაფიქრის განხორციელებას ბათუმში სტადიონის დანგრევიდან 10 წლის თავზე მაინც მოახერხებს.

ბათუმის ბაზა ნოემბერში დასრულდება?

ყველას კარგად გვახსოვს აქამდე წარმოდგენილი და ერთი-მეორეზე უკეთესი სტადიონის მაკეტები, რამდენიმე ტენდერი და მასში გამარჯვებული ჰოლანდიური, თურქული და ესპანური კომპანიები. ბევრი ფიქრობს, რომ ეს მორიგი წინასაარჩევნო დაპირება და ხრიკია. მაგრამ იმედი მაინც არ კვდება, რომ ამ ერთხელ მაინც აღარ მოგვატყუებენ.

უფრო რეალური ბათუმის "დინამოს" ბაზის აშენებაა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ბათუმის "დინამოს" მშენებარე ბაზას ესტუმრნენ - აჭარის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელმა ირაკლი თოთლაძემ სტუმრები სამშენებლო კომპანიის თავკაცებს შეახვედრა.

სფფ-ის თავკაცები პროექტის მიმდინარეობას დეტალურად გაეცნენ და საწვრთნელი ბაზის დასრულების ვადებითაც დაინტერესდნენ. მშენებელთა თქმით, სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და წლის ბოლოსკენ "დინამოს" თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობილი სავარჯიშო ცენტრი ექნება.

ბათუმური კლუბის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ასლან ბალაძის თქმით, ობიექტის მშენებლობა ნოემბრისთვის დასრულდება და გუნდი საკუთარ ქალაქს დაუბრუნდება. ამით ფეხბურთელები აშკარად ამოისუნთქავენ, რადგან ყოველდღე ქობულეთში სიარული ძნელია, მაგრამ ახლა, როცა ტურისტული სეზონი გახურდა, საშინელებაა.

ბალაძის თქმით, ბათუმიდან ქობულეთამდე მოკლე მანძილის დასაფარად "სამტრედიასთან" თამაშის დღეს საათნახევარი დასჭირდა, რადგან გზა უზომოდ გადატვირთულია.

სამთო კურორტების ბიზნესი

ინფრაქტრუქტურას შევეხეთ და გვერდს ვერ ავუქცევთ სფფ-ის მიერ გაავრცელებულ იმ ინფორმაციას, რომელიც, რატომღაც, ჩრდილში მოექცა. არადა, ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხება. საქმე ისაა, რომ ბათუმამდე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა დასახელებული სამეული (კობიაშვილი, იაშვილი და მუჯირი) ჩოხატაურს ესტუმრა და იქაური ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

სფფ-ის ხელმძღვანელები მეორე ლიგის ბინადარ "ბახმაროს" წარმომადგენლებსაც ესაუბრნენ და რაიონის სპორტსკოლის პრობლემებს გაეცნენ.

ახლა მთავარზე: სტუმრებს ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ უმასპინძლა და სტადიონის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სპორტული ტურიზმის განვითარების გეგმაზეც ესაუბრა.

ამ კუთხით კი ჩოხატაური და მის ტეროტორიაზე მდებარე კურორტი ბახმარო უაღრესად პერსპექტიული მხარეა. თუკი ზამთარში თურქეთისა და კვიპროსის ბევრად თბილ ზღვისპირა კურორტებს გუნდების მომზადების კუთხით დიდ კონკურენციას ვერ გავუწევთ, ზაფხულის კურორტებში საქართველოს ბევრი ქვეყანა ვერ შეედრება: ბახმაროში, ბეშუმში, ბორჯომ-ბაკურიანში, კოჯორში, მანგლისში, წყნეთში, კიკეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და საქართველოს სხვა მთიან რეგიონებში ზაფხულში მომზადება მისწრებაა.

მაგალითად, ნოდარ ახალკაცი ჯერ კიდევ 90-იან წლებში ამბობდა, რომ კოჯორში თანამედროვე საწვრთნელი ცენტრის აშენებით, ახლომდებარე ქვეყნების გუნდებს მოვიზიდავთ და ავსტრია-შვეიაცარიაში მხოლოდ მდიდრები წავლენო. ის კოჯორში შესაფერისი საფეხბურთო ბაზისთვის ადგილსაც ეძებდა, მაგრამ ტერიტორიები გაყიდული დახვდა ან უზარმაზარი თანხები მოსთხოვეს. ახლა კი ბევრგან სტადიონები გაყიდულია და მხოლოდ მინი მოედნებია დარჩენილი.

გადის წლები და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ეს თემა სერიოზულად არ აღიქმება. არადა, ჩვენნაირ ქვეყანას და მის ეკონომიკასა და ფეხბურთს მსგავსი მოსამზადებელი ცენტრები ჰაერივით სჭირდება. ჩოხატაურში სფფ-ის თავკაცების ვიზიტით და იქ წამოჭრილი თემატიკით ამიტომ დავინტერესდით.

საერთოდ კი ბევრი რამაა ჩვენი, ხალხის ბრალი: გამგებლებსა თუ გუბერნატორებს კანალიზაციისა და სახურავის გადახურვასა და ასფალტის დაგებას სთხოვენ, მაგრამ ყურიდან ყურში ატარებენ, ბევრი სამთო კურორტი სტადიონის გარეშე რომ დარჩა: არადა, ეს ამ დასახლებებში შემოსავლის ერთ-ერთი პოტენციური წყაროა, რომელიც დადებითად ისევ მათ ცხოვრებაზე აისახება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯვარშე
დაპირებები ლაპარაკაბი ბევრი არი ფედერაციიდან გაკეთებული არაფერია.არ მობეზრდათ ამდენი ტყუილი საუბარიი?კობიაშვილი მაღალი კლასის ფეხბურთელი იყო.მაგრამ ჯერ საქმე ქართული ფეხბურთის წინ წაწევისათვის არაფერი გაუკეთებია.ცხადაძე გაუშვა ჯიუტად-როცა გუნდის შენება დაიწყო და რაღაცის მიღწევა შეიძლებოდა.დაანგრია იმედი მომავალი წარმატების.მეგონა გონიერი მაგრამ შევმცდარვარ.ბათუმს რაც შეეხება იმსახურებს სტადიონსა და ბაზას.ამას თუ გაკეთებს ჩვენი გენიოსი ფედერაციის პრეზიდენტი კარგი იქნება.ტყუილი საუბარი და ლაქლაქი არ ჭირდება გულშემატკივრებს.საქმით დაამტკიცოს.
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ვერცხლის ლიგაში" ფავორიტები გამოიკვეთნენ
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
ისტორიული ხელშეკრულება - როგორი იქნება ბათუმის სტადიონი
ინფრასტრუქტურა: საჩინოში ისევ იქნება სტადიონი!
ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა
ინფრასტრუქტურა: ვინ გვართმევს საჩინოს?
იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
...აი, ამის მერე აშენდება სტადიონი ბათუმში
მამუკა კვარაცხელიას სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების ჯგუფი ჩააბარეს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა