20-წლამდელთა ნაკრების წევრი თუ მთავარ მწვრთნელს თავს მოაწონებს, შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატშიც ვიხილოთ
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი ვილი ისიანი მომავალ სეზონშიც "გრან კანარიას" ღირსებას დაიცავს. იგი უმაღლესი ლიგის გუნდთან ერთად წინასასეზონო მომზადებას გაივლის და თუ მთავარ მწვრთნელს თავს მოაწონებს, შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატშიც ვიხილოთ.

- მოსამზადებელი ეტაპი "გრან კანარიას" მთავარ გუნდთან შარშანაც გავიარე, თუმცა შემდეგ არჩევანის წინაშე დავდექი. მწვრთნელმა მითხრა, გუნდთან ივარჯიშე და როცა დამჭირდები, განაცხადში შეგიყვანო, თუმცა "გრან კანარიას" მთავარ გუნდთან ერთად რომ მევარჯიშა, სწავლისთვის დრო აღარ მრჩებოდა. არადა, სკოლას ვამთავრებდი და საჭირო იყო კარგად მომზადება. ამიტომ მხოლოდ მეორე გუნდთან ვვარჯიშობდი და ება-ს ლიგაზე ვთამაშობდი.

- წლეულს თუ ესაუბრე მწვრთნელს "გრან კანარიას" მთავარ გუნდში დარჩენის შესახებ?

- ყველაფერი წინასასეზონო მატჩებზე იქნება დამოკიდებული. ჩემი მხრიდან, ცდას არ დავაკლებ.

- შარშანდელთან შედარებით "გრან კანარიაში" შემადგენლობა რამდენად შეიცვალა?

- ხუთი ახალი კალათბურთელი მოვიდა. მწვრთნელიც ახალია. ასე რომ, ბევრი რამაა შეცვლილი. დანარჩენს უშუალოდ თამაშები გვიჩვენებს.

- ახლახან დასრულდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 20-წლამდელთა შორის. გუნდი ჯგუფიდან გავიდა...

- ჯგუფში მთავარი ფავორიტი ჩერნოგორია იყო, რომელთანაც ძალები დავზოგეთ. შემდეგ პორტუგალიასა და მაკედონიას ვაჯობეთ. ორივე მატჩი მაღალ დონეზე ჩავატარეთ და თავიდანვე დიდი სხვაობით დავწინაურდით. პორტუგალიას ერთ პერიოდში 29:1 მოვუგეთ კიდეც.

- პლეი ოფში იყო ისლანდია...

- ისლანდიელებს კარგი გუნდი ჰყავდათ, რაც შემდეგაც გამოჩნდა - ფინალში ჩერნოგორიასთან დიდი სხვაობა აღმოფხვრეს და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანეს. დამატებით დროში უკვე ბალკანელებმა მოიგეს და პირველი ადგილიც დაიკავეს. ისლანდიასთან ვიბრძოლეთ, თუმცა ბოლომდე ძალა არ გვეყო. ზოგი ტრავმის გამო გვაკლდა, ზოგი ტრავმიანი თამაშობდა...

- საბოლოო შედეგით რამდენად კმაყოფილი ხარ?

- 1996 წელს დაბადებულთა ნაკრებმა წლეულს ყველაზე კარგი შედეგი უჩვენა - მერვე ადგილი დავიკავეთ. წინა წლებში 96-იანთა გუნდი მე-16 და 22-ე ადგილებზე გავიდა... გაისადაც ძლიერი 20-წლამდელთა ნაკრები გვეყოლება, 18-წლამდელთა ნაკრების ლიდერებს უკვე ახალგაზრდული უწევთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეონარდო
ისიანი მომავალ მლიერი ფორვარდია , რამდენი წელია მიზან მიმართულად ემზადება. ყოჩაღ ვილი.
DINAMO
როდის იწყება ესპანეთის ჩემიონატი კალათბურთშუ? ისიანს რომ შეხედოს კაცნა რას შვრება
daamboo
მაგარი კაცია, ჩვენი ძმაა მიდი ვილი მიაწექი
DINAMO
ეხლა მთავარია ისიანმა კალათბურთს მიხედოს. წარმატებები გისურვებ ვილი
abdaubda
ეს კალათბურთელი წარმატების მაგალითია ყველა დამწყები ბიჭებისათვის . ყოჩაღ ვილი წარმატებებს გისურვებთ.
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
ბექა ბურჯანაძემ "მურსიას" 10 წუთში 10 ქულა ჩაუგდო
ბურჯანაძის 17 ქულა და გასვლითი გამარჯვება ბილბაოში
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ბექა ბურჯანაძის ისევ 3 ქულა და ისევ წაგება ესპანეთის ჩემპიონატში
სწავლა და კალათბურთი - ინტერვიუ "გრან კანარიას" ფორვარდ ვილი ისიანთან
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
ბექა ბურჯანაძის 14 ქულა და "გრან კანარიას" გამარჯვება მეორე ოვერტაიმში
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
ბექა ბურჯანაძემ თავის ყოფილ გუნდს 20 ქულა ჩაუგდო
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება