"ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ცნობილი უკრაინელი სპეციალისტი ვიქტორ დოგადაილო დაინიშნა
ფოტოზე: ვიქტორ დოგადაილო

"ზუგდიდში" დიდი ცვლილებებია. კლუბი ამის შესახებ არაფერს იუწყებოდა, მაგრამ უკრაინული მედიის ცნობით, ცნობილი სპეციალისტი ვიქტორ დოგადაილო "ზუგდიდში" ჯერ მთავარი მწვრთნელის, ოთარ გაბელიას ასისტენტი გახდა, გუშინ კი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლობა დააკისრეს.

"დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეა. საქმე ისაა, რომ "ზუგდიდის" აქციათა 51 პროცენტი უკრაინელებმა იყიდეს და მათ გაბელიას სპორტული დირექტორობა შესთავაზეს, მაგრამ ბატონმა ოთარმა უარი განაცხადა. მე დირექტორი ვიყავი და გენერალური დირექტორის პოსტზე დამნიშნეს. მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად კი დოგადაილო იმუშავებს.

უახლოეს დღეებში სერგეი ლიუტი ჩამოვა, რომელიც დოგადაილოს დაეხმარება. ამას გარდა, მათ 5 ახალი ფეხბურთელიც მოიყვანეს", - გვითხრა "ზუგდიდის" აწ უკვე ახალმა გენერალურმა დირექტორმა გელა ინალიშვილმა.

ვიქტორ დოგადაილო ცნობილი უკრაინელი სპეციალისტია. დიდ დონეზე არ უთამაშია, სამწვრთნელო საქმიანობაში კი წარმატებული იყო: მუშაობდა უკრაინის ასაკობრივი (16, 19 და 23-წლამდელთა) ნაკრებების მწვრთნელად, იმავე როლში იყო ოდესის "ჩერნომორეცსა" და ზაპოროჟიეს "მეტალურგში". დამოუკიდებლად საქმიანობას კი 2009 წლიდან შეუდგა და მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ყაზახურ "კაზახმისში", ჩერნიგოვის "დესნაში", ყაზახურ "ოკჟეტპესში", 2015-16 წლებში კი ბელცის (მოლდოვა) "ზარიას" წვრთნიდა, რომელიც წლეულს ქვეყნის თასის მფლობელი გახდა.

ის უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს წევრია, წლების წინ კი მსაჯობდა და ეროვნული კატეგორიის არბიტრიც გახლდათ.

დოგადაილომ უკვე მიიწვია სერგეი ლიტოვჩენკო, რომელთანაც ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. 28 წლის მეკარე აქამდე დონეცკის "ოლიმპიკის" ღირსებას იცავდა.

საფრანგეთის მოქალაქეა ბამბა ჰუსენი, რომელიც ცენტრალური ნახევარმცველია. საინტერესოა, რომ ზუგდიდელთა ახალწვეულებში რამდენიმე მოთამაშე ბოლოს მოლდოვის ნაციონალური დივიზიის (უმაღლესი ლიგა) ბელცის "ზარიაში" გამოდიოდა.

მაგალითად, მათი მოყვანილია აბდულ აზიზ დინ-კონტეჰი - სიერალეონელი მარცხენა მცველი, რომელიც 2006-10 წლებში ლონდონის "ჩელსის" საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა და "არისტოკრატების" ასაკობრივ გუნდებში (მათ შორის, 21-წლამდელებში) თამაშობდა, იყო ინგლისის ასაკობრივი ნაკრებების (U16, U19) წევრი, 2010-13 წლებში კი მთავარ გუნდში დააწინაურეს, თუმცა ერთხელაც არ უთამაშია. საინტერესოა, რომ ბოლოს ისიც ბელცის "ზარიაში" მოხვდა.

ზუგდიდელთა ახალწვეულებში ერთი ესპანელიცაა - 19 წლის უნივერსალი (მცველი/ნახევარმცველი) ედგარ კაპაროსი, რომლის მენეჯერიც გიორგი დემეტრაძის ყოფილი აგენტი დმიტრი სელიუკია. ისიც "ზარიაში" თამაშობდა, ესპანეთში კი "ჟირონას" (სეგუნდა დივიზიონი) იუნიორებში გამოდიოდა.

ოლექსანდრ ერმაშენკო თავდამსხმელია და უკრაინის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია. ბოლოს ისიც მოლდოვურ "ზარიას" ღირსებას იცავდა.

ამას გარდა, გელა ინალიშვილმა ისიც გაგვიმხილა, რომ უკრაინელები კიდევ 4 ახალი ფეხბურთელის ჩამოყვანას გეგმავენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

afera
ისევ თავიიდან ყველაფერი. ასე უაზროდ გასხვისება სახელმწიფო ქონების როგორ შეიძლება. არიქა გორი უნდა აჩუქონ ებრაელებს, ქუთაისი მერამდენედ გააჩუქეს. შედეგი არ არის.
გ
ეს გააკეტა ფოტმა, კარტველები გაყარეს, სული და გული ჩადეს უგულოდ გუნდი დატოვეს, და მოიყვანეს მესამე ცარისხის ფეხბურთელები, ბევრად უარესები, რიტ ჯობია, ამიტომ არ ვივლი ამ ფეხბურზე
Goga
Gvadi me arsad ar vzivar gaige? Sadaa galis mziuri da sadacaa ik cavides.an axali daafuznos da ik iyamashon galelebma fexburti.zugdidelebma ki tviton mouarot chven kalaks da fexburts.eseni vinc exla movidnen arian ertjeradi gundi.gaikcevian da shegbrcheba isev chven zugdidelebs gaubedurebuli gundi.tu fuli akvt ik daxatjon ukrainashi mara ak sxva ambavia ragac.mova dro da vnaxavt kvelafers
დემური
... ოდესიდან არიან მგონი (თავიდან ასე წერია)... წინასაარჩევნოდ სანდრას ჩამოჰყავს ალბათ!..
maradona
ერთი რამე მაინტერესებს ძალიან...ესენი თუ სერიოზული ხალხი არიან,მაშინ ზუგდიდში რა უნდათ...რას ელოდებიან ზუგდიდიდან...ქველმოქმედებისტვის ტუ არიან ჩამოსული,მაშინ გვითხრან და მადლობას ვეტკვით...
გულშემატკივარი
ამ "მწვრთნელს" არსად, არცერთ გუნდში არ ქონდა შედეგი - 12 და 16-ე ადგილებზე გადიოდა ამის გაწვრთნილი გუნდები, რატო მოყავთ ასეთი ხალხი??? მართლა ფულის საკეთებლად თუ არ მოდის? ქალაქის ხელმძღვანელობა სადაა? ვის აძლევს გუნდს?
barsa
ყუმარბაზები უკრაინიდან))))
bnnfbfb
ვბნნ
gizog
წარმატებები ზუგდიდს.
ppppp
ალექსანდრე-ს რამდენი წელიწადია ელოდები?დაელოდე დაელოდე კაცი იმედითაა და ამასობაში სხვებმა ისწავლეს თამაში
333
ისე წერენ ამ მწვრთნელებზე გეგონებათ ბაიერნს ან სიტის წვრთნიდნენ,იქ არ მიუღწევიათ რამე წარმატებისთვის და აქ რისი გამკეთებლები არიან? კი მართალი ხართ, ფულის გასაკეთებლააააააააად
vvvv
რა განსხვავებაა პირველი ლიგაა თუ უმაღლესი,კლასს ვერ აიმაღლებ ასეთი დაბალი დონის ფეხბურთით,ფაქტები კისრამდე გვაქ ევროპის ტურნირებიდან გამომდინარე,დღესაც ქებული დინამოც დაემატებათ ევროტურნირებიდან გავარდნილ ქართულ კლუბებს,რა გაკეთდა 25 წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთში? პასუხი ერთია-ფული...და არც გაკეთდებაააააააააააააააააააა
999l
დიდუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ ავშენდით ავშენდით
Alika
Jgufi romelmac zugdidi sheisyida aris kargad organizebuli sindikati,romelic fulis gatetrebitaa dakavebuli,mtel evropashi,giorgi demetradze ki mati warmomadgenelia saqartveloshi,is kurirebs amsaqmes,qutaisis torpedoshi argamouvidat da exla sxvanaxes.egaris kriminalebtan daaxloebuli adamiani.
Guadua
მოკლედ ზუგდიდი განწირულია გასავარდნად,აი ესაა დიაგნოზი. ვერ შეუმცნიათ რომ ამ ჯგუფში დიდი კონკურენციაა - დილა, სამტრედია,ბათუმი ზუგდიდიელებისათვის აუღებელი ბასტიონებია, საშინაო თამაშებშიც კი 1 ქულასაც ვერ წაართმევენ იმ სამ კლუბს. სიონი და საბურთალო საშინაო თამაშებში არაფერს თმობენ. ფოთთან უკვე დაკარგეს 3 ქულა. ასე რომ, ზუგდიდს დიდი გზისაკენ სვლა პირველი ლიგიდან მოუწევს დიდი ალბათობით.
ბაჯო
ზუგდიდელებ ინალა გაგახარებტ მალეეეე
ალეკსანდრე
ძალიან ბევრჯერ იმედი გაგვიცრუვდა, ვნახოდ იქნებ ეხლა გაამარტლოს,ხე ნაყოფით შეიცნობაო, დაველოდოთ ვნახოტ
gvadi bigva
სადღაა გალის მზიური და გალი გუჯაია ბატონო თორემ სიამოვნებით იმუშავებდა გალის მზიურში,ჭურში ზიხარ ალბათ და არ იცი გალს რომ ვერ ვაკონტროლებთ
Guja
Ver gavige inalishvili rato datoves? Pirvel rigshi is iko gasashvebo.cavides da galis mziurshi imushaos.zugdidelebs ki tavi dagvanebos.
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
"დინამო" გაძლიერებას განაგრძობს - თბილისურ კლუბს უკრაინელი მეკარე შეუერთდა
განჯას "ქიაპაზმა" მანჯგალაძე და ლიტოვჩენკო დაიმატა
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
სერგეი ლიტოვჩენკო: ასეთ რამეს როგორ ვიტყოდი?!.
თბილისის "დინამო": კიტეიშვილის ოპერაცია, ლიტოვჩენკოს მაჯა და ირანელი
"ზუგდიდიდან" მთავარი მწვრთნელი იური ბაკალოვი წავიდა
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
სერგეი ლიტოვჩენკო: ქართველები საფეხბურთო პიარზე არასაკმარისად მუშაობენ
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად უკრაინელი ვლადიმირ ლიუტი დაინიშნა
ლევან კუტალია: გული მწყდება, რომ ბოსნიის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე
"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება
იური ბაკალოვმა "ზუგდიდში" უკრაინელებს, აფრიკელებსა და ქართველებს უხმო
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
თბილისის "დინამო" სამმა ლეგიონერმა დატოვა
უკრაინელი ინვესტორების ამბავი - არის თუ არა ცნობილი მენეჯერი სელიუკი "ზუგდიდის" ახალი მეპატრონე?
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ოთარ გაბელია საქმეს შეუდგა - "ზუგდიდში" "ტომის" მცველს აკვირდებიან
იუბილე: გიორგი ჩიხრაძე - 50!
მეტოქე პაოკ-ი: ივიჩს მცირე პრობლემები აქვს, დიმიტრიადისი საეჭვოა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ალბათ, აქ დავრჩები - "ზუგდიდი" მთავარ მწვრთნელად ოთარ გაბელიას იწვევს
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა