ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

მასობრივი ფეხბურთი: თუ ეს ჩანაფიქრი წლების განმავლობაში გაგრძელდება...

მასობრივი ფეხბურთი: თუ ეს ჩანაფიქრი წლების განმავლობაში გაგრძელდება...

რაზე ილაპარაკეს რეგიონულ ფედერაციებთან შეხვედრაზე? ინტერვიუ შიდა ქართლის ფედერაციის პრეზიდენტთან გია რევაზიშვილთან
რამდენიმე დღის წინათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა. საუბარი შეეხო მეორე ლიგის ჩასატარებლად აუცილებელ საორგანიზაციო საკითხებს. წლეულს, გარდამავალ სეზონში, მეორე ლიგაში კლუბების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა მოგროვდა, რის გამოც სფფ-მ ჩემპიონატის გეოგრაფიული პრინციპით 8 ჯგუფად დაყოფა გადაწყვიტა. რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას სწორედ ამ ჯგუფების დაკომპლექტება მოხდა...

ფუნქციამიცემული რეგიონები

ამ შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი სხვა ამბებიც გადაწყდა, რაც შემთხვევით შიდა ქართლის ფედერაციის პრეზიდენტმა გია რევაზიშვილმა გაგვიმხილა.

"რეგიონების ხელმძღვანელებს ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი, კახა ჭუმბურიძე და გოჩა თამაზაშვილი შეგვხვდნენ და ილაპარაკეს პრობლემებზე, ფეხბურთის მასობრიობის გაზრდის გზებსა და ამ საქმეში რეგიონული ფედერაციების ჩართვის აუცილებლობაზე. ამისთვის პირველი რეალური ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

გეცოდინებათ, რომ წლეულს მეორე ლიგის გათამაშება 1 სექტემბერს დაიწყება და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. მასში, შარშანდელი 45-ის ნაცვლად, 66 გუნდი ჩაერთვება, შესაბამისად, 3-ის ნაცვლად 8 ზონა ჩამოყალიბდა. ამან მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია - თუკი ადრე ჩემპიონატის ორგანიზებაში მხოლოდ რამდენიმე რეგიონული ფედერაცია (თბილისის, აფხაზეთის, იმერეთის, სამეგრელოსა და სამხრეთ ოსეთის) მონაწილეობდა, ახლა ეს საქმე ლამის ყველა რეგიონალურ ფედერაციას დაევალა.

ჩვენ ცენტრალური ზონა ჩაგვაბარეს, სადაც გორის "დილა 2-თან" ერთად, ახალციხის, ბორჯომისა და მცხეთის გუნდები ითამაშებენ. შეხვედრიდან გახარებული წამოვედი, რადგან რეალურად ამ გადაწყვეტილებებით რეგიონულმა ფედერაციებმა ფუნქცია შევიძინეთ და ყოველდღიურ საქმიანობაში ჩავერთვეთ.

ძალიან კარგი ფაქტია, რომ ლამის ყველა ქალაქში გუნდი ჩამოყალიბდა. ეს კი მასობრიობისა და პოპულარიზაციის წინაპირობა გახდება. თქვენ ეხუმრებით, 21 ახალი გუნდია? ამით 500 ფეხბურთელი მაინც დაგვემატება! ეს ბავშვთა ფეხბურთში მუშაობის გაძლიერებას გამოიწვევს, რადგან ადგილობრივებზე მოთხოვნა გაიზრდება და ეს ადგილობრივ ბავშვებს დიდ სტიმულს მისცემს.

სხვათა შორის, კობიაშვილმა რეგიონულ ფედერაციებს მეტი საბავშვო ტურნირის ჩატარება დაგვავალა და ეს მართალია, რადგან ბავშვები ასეთ გამოცდილებას ათასში ერთხელ არ უნდა იღებდნენ, მათ მეტი დატვირთვა და თამაშები სჭირდებათ... სხვათა შორის, ითქვა, რომ რეგიონული ცენტრები, რაც გერმანულ გამოცდილებას ემყარება, 2017 წლიდან დაფუძნდება.

კობიაშვილის თქმით, საერთოდ, ლაპარაკია, რომ ბავშვები გადასახადებისგან გათავისუფლდნენ - ეს მასობრიობისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება", - ამბობს რევაზიშვილი.

მოყვარულთა ლიგა მთელი ქვეყნის მასშტაბით!..

შიდა ქართლის ფედერაციის პრეზიდენტმა სხვა მნიშვნელოვანი ამბავიც გვითხრა:

"წელსვე, სექტემბერში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება - ყველა რეგიონი ჩაერთვება სამოყვარულო ჩემპიონატში, რომელიც წელს მხოლოდ თბილისში ჩატარდა. მან ისე გაამართლა და ზოგადად იმდენად მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მისი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარება გადაწყვიტა. მოყვარულთა გუნდებს სოფლები და საკრებულოები გამოიყვანენ და ჯერ რეგიონების გამარჯვებულები გამოვლინდება, რომლებიც შემდეგ ერთმანეთში ქვეყნის ჩემპიონს გაარკვევენ.

ეს დიდი სტიმულია და უკვე გორში მოყვარულთა 12 გუნდი ჩამოყალიბდა, მათ შორის 4 - სოფლებმა დააფუძნეს. ასეთივე ტურნირები ჩატარდება ხაშურში, ქარელსა და კასპში. ფორმებითა და ბურთებით ფეხბურთის ფედერაცია დაგვეხმარება. მართალია, დიდი ხანია, საქართველოში ფეხბურთი კრიზისშია, მაგრამ ეს ჩანაფიქრი წლების განმავლობაში თუ გაგრძელდება, დამიჯერეთ, თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. საქმე ისაა, რომ ძალიან ბევრი მოყვარულთა გუნდი ჩამოყალიბდა, რომელთაც მწვრთნელები, ფეხბურთელები და ორგანიზატორები სჭირდება.

ამ ყველაფერში კარგი ისაა, რომ მოყვარულთა გუნდებს მოედნებიც დასჭირდებათ და ეს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც გამოიწყევს. სულ მცირე, არსებულ მოედნებს მაინც არ დავკარგავთ".

თუ რა სიახლეებია ამ კუთხით, ამაზე სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე გველაპარაკა:

"გარდამავალ ჩემპიონატში მოყვარულთა ლიგაში მართლა სერიოზული რეფორმა და დიდი ცვლილებები დაიწყება. დაუჯერებლად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გუნდებს 46 ქალაქში აყალიბებენ, სულ კი 300 გუნდი და 5000-მდე ფეხბურთელი ითამაშებს. იმ დროს, როცა საქართველოში სულ 11 ათასი რეგისტრირებული მოთამაშეა, დარწმუნებული ვარ, სამოყვარულო ჩემპიონატი ფეხბურთის პოპულარიზაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება.

ვისაც ფორმები არ ექნება, სფფ გადასაცმელებით დაეხმარება, პლუს, ბურთებს მოგვცემს. აქ ხომ მთავარია, რაც შეიძლება მეტმა ითამაშოს. სტიმული ის იყო, რომ თბილისის ლიგაში 16 გუნდი თამაშობდა და მათგან მეორე და პირველი ლიგის გუნდებში 8 საუკეთესო მოთამაშე აიყვანეს. დარწმუნებული ვარ, 5 ათასი მოყვარულიდან ბევრად მეტ ნიჭიერ მოთამაშეს აღმოაჩენენ. პლუსია ისიც, რომ აქ დამწყები მწვრთნელები და მსაჯები გამოჩნდებიან.

ახლებური სისტემით, სამოყვარულო ლიგის საუკეთესო გუნდები რეგიონალ ლიგებში დაწინაურდებიან და მიმაჩნია, რომ ეს წამოწყება ქართული ფეხბურთისთვის საფუძვლის გამყარების ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.

აქამდე საქართველოში 77 გუნდი და 11 ათასი მოთამაშე გვყავდა. ამ წამოწყების შედეგად კი გუნდების რაოდენობა 400-მდე გაიზრდება, მოთამაშეთა რაოდენობა კი - 16 ათასამდე".

ნაბიჯი ხარისხისკენ

მასობრივი და რეგიონული ფეხბურთის განყოფილების ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილიც საინტერესო ამბებს გვიმხელს:

"თუ გახსოვთ, სანამ ლევან კობიაშვილს ფედერაციის პრეზიდენტად აირჩევდნენ, ის ამბობდა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ფეხბურთის პოპულარიზაცია და მასობრიობის გაზრდა იყო. მაშინ მან საინტერესო ციფრები მოიშველა - გერმანიაში პროფესიონალია ფეხბურთელთა საერთო რაოიდენობის მხოლოდ 0.95 პროცენტი, დანარჩენი კი მოყვარულია.

იქ სულ 7 სამოყვარულო ზონაა, რომლებიც ფედერალური მიწების მიხედვით, მინიმუმ, 150-მდე ზონად იყოფა. ამის ხარჯზე, გერმანიაში 7 მილიონამდე ფეხბურთელი ჰყავთ. დიდი ფეხბურთი სწორედ მასობრივ და სამოყვარულო ფეხბურთზე დგას, ჩვენთან კი ასეთი რამ კომუნისტების დროსაც არსებობდა, მაგრამ არა - ასე ორგანიზებულად. მოთამაშეთა რაოდენობის ზრდა კი ხარისხის გაუმჯობესების წინაპირობაა. მოსვლის დღიდან, სფფ-ს ხელმძღვანელობა ამ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრობდა და სამოყვარულო ლიგის იდეა ამიტომ ავიტაცეთ.

სფფ-ს გარდა, გუნდებს დაეხმარებიან მუნიციპალიტეტებისა და სოფლების საკრებულოები, აგრეთვე, რეგიონებისა და ქალაქების ფედერაციები. ახლა ყოველ სოფელში იქნება გუნდი და მოედნებს მოუვლიან, პლუს, ბავშვები გაიზრდებიან. ყველა დაფიქრდეს - აქამდე ხომ ეს უდიდესი პრობლემა იყო და ყველა იმაზე დარდობდა, რომ სოფლებში საფეხბურთო წრეები აღარ არსებობდა. შესაძლოა, ამ ჩანაფიქრის მასშტაბი ჯერ ბევრმა ვერ გაიაზროს. მაგრამ გავა წლები და ყველა მიხვდება, რომ ქართულ ფეხბურთს სწორედ სამოყვარულო ლიგა სჭირდებოდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• 21-ე საუკუნეა

21-ე საუკუნეა, რაღა დროს რეგიონები და რაიონებია, წავიდა ის დრო, 50 წლის კაცს ზღვა რომ ნანახი არ ქონდა ))

• "ბურთაობას" ავტორი

საქართველოში ერთდროულად ერთ თაობაში 11-ზე მეტი მაღალი დონის ფეხბურთელი არასოდეს არ გვყოლია. მთელი ეს კონცეფცია უნდა ემსახურებოდეს რომ ეს 11 არ დაიკარგოს. მაღალი დონის ეროვნული ჩემპიონატი ამ რაოდენობის გუნდებით გამორიცხულია. სანახაობრიობა ამ წესებით გამორიცხულია.მაღალი დონის ლეგიონერების ჩამოყვანა გამორიცხულია.მაქსიმუმ 8 გუნდი, 1რეგიონი 1გუნდი. 7რეგიონის ნაკრები პლიუს თბილისი 1გუნდი.მეორე ლიგა რეგიონების ჩემპიონატები,რაიონების ჩემპიონატები და ა.შ.

• დიტო

ნუ გვაბოლებთ!!!!!!!!!! გეყოთ!!!!!!

• ალეკსანდრე

წინა ფედერაციის ჩასვრილი საქმეები სასწრაფოდ გამოსასწორებელია, რაც შეიძლება მოკლე დროში

• Jango

გეყოთ ყურში სტვენა!!! მეორე ლიგაში იყო 43 და არა 45 ,გახდა 66 მაგრამ დარჩება წელსვე 40 კლუბი. ანუ საბოლოდ მეორე ლიგაში წლის ბოლოს იქნება 5 კლუბით ნაკლები. ის რომ სამოყვარულო კლუბებად იქცევიან მეორე ლიგიდან გავარდნილი კლუბები, ეს არც იმას ნიშნავს რომ ისინი იარსებებნ და არც იმას რომ რეალური მასობრიობა იქნება. ახლა მხოლოდ მცდელობა ექნებათ ახალდარეგისტრირებულებს რომ მეორე ლიგაში დარჩნენ და მერე გადაააღწიონ პირველში,სამოყვარულოსაკენ კაციშვილი არ გაიხედავს სერიოზულად. მომავალ წელს კი მეორე ლიგიდან დარჩება მხოლოდ 30 კლუბი, კიდევ 10 უიმედობის გზაზე დამდგარი დაიშლება. ასე რომ, მასობრიობაზე ზღაპრებს ნუ ჰყვებით, გვეცით პატივი მკითხველებს.

• Kote

ძალიან კარგი წამოწყებაა, ქვეყანაში ფეხბურთი სწორედ ამ ტიპის მასობრიობაზე უნდა იდგეს და არა დომენტას ყურით მოთრეული "მასობრივ უმაღლეს ლიგაზე" !

• giga

ნუ წაიღეთ ტვინი ჰოპლას ძახილით. ხტომა ისწავლეთ ჯერ.

• გიორგი

ეს ყველაფერი ისევ კობიაშვილის წინასაარჩევნო კომპანიას ჰგავს! რაღაცა ხომ უნდა ააქაფოს, რომ ამომრჩეველს თვალებზე ააფაროს? ეგაა!!... ფეხბურთი მაყურებლით იწყება და მაყურებლით მთავდება! ჯერ ტრიბუნები გაავსეთ მაყურებლით, სტადიონებს მიხედეთ, მაყურებელის ინტერესები მოიზიდეთ ტელეტრანსლიაციებით. და მერე ყველაფერ დანარჩენი... თუ მაყურებელი არ ჩადებს ფულს (ბილეთები, სუვენირები, რეკლამა), ფულს ყოველთვის ბიუჯეტი გაიღებს და კლუბების ინტერესი მხოლოდ ბიუჯეტიდან მეტი ფული მიღება იქნება... აქ კვდება ფეხბურთი! უკვე მოკვდა საქართველოში!! კობიაშვილმა არ გაამართლა სფფ და ეხლა ხელისუფლებაში გაამართლებს???

• fcd

დილას მიხედე ბატონო რეზო და სკოლას თორე ტუღუში და ხორგუაშვილი ხო ხედავ დაკრობილები არიან სკამებზე და ცოცხალითავით არტოვებენ გუნდს.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე

სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა

ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია

"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა

"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"

დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს

კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

რა მოხდა მარტვილში? "სალხინოს" მთავარი მწვრთნელი გარიგებას და ბრალდებას უარყოფს

დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს

გია გეგუჩაძე: ნიჭიერ ბავშვებს თბილისში ჩამოსვლა აღარ დასჭირდებათ

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...