ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ლერი ხაბელოვი: მოვდივართ, მოგვიხარია...

ლერი ხაბელოვი: მოვდივართ, მოგვიხარია...

რიოში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა ქართველ სპორტსმენთა გამოსვლა შეაფასა
[თენგიზ გაჩეჩილაძე რიოდან]

რიო დე ჟანეიროში დამთავრდა XXXI ოლიმპიური თამაშები. მსოფლიოს ამ უდიდესმა სპორტულმა დღესასწაულმა ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანებს, ბუნებრივია, დიდი სიხარული მოუტანა. განსაკუთრებით, იმ ქვეყნების მცხოვრებლებს, რომელთა წარმომადგენლები შინ ჩემპიონებად და პრიზიორებად ბრუნდებიან. ცხადია, 200-ზე მეტი ქვეყნიდან ოლიმპიურ მედალს ყველა ვერ დაიმსახურებდა, მაგრამ მათ შორის, ვინც ეს მოახერხა, საქართველო ამჯერადაც ღირსეულადაა წარმოდგენილი.

რიოში ოლიმპიადის ფარდის დაშვებისთანავე ვესაუბრეთ 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ამ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელს, ლერი ხაბელოვს.

- ბატონო ლერი, ყველაფრის დაწვრილებით განსჯა-შეფასების დრო წინ არის, მაგრამ აქვე გკითხავთ, როგორია თქვენი საერთო შთაბეჭდილება, საქართველოს სპორტსმენთა გამოსვლის თქვენეული შეფასება?

- შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი, რომელიც აისახა დევიზში - "რიოში უკეთ, ვიდრე ლონდონში!" რეალობადაა ქცეული. ყველაფრის ამოსავალი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის!

- მოპოვებული ლიცენზიების რაოდენობითაც გადააჭარბეთ ლონდონში გამართულ ოლიმპიადას...

- ესეც თავისთავად მიღწევაა, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ხარისხის გაუმჯობესება - ოქროს მედლები მაქვს მხედველობაში. მიღწეული სრულიად საქართველოს გამარჯვებაა!

- როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა მეტი ქართველი გვეხილა საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ამას თამაშების წინ გვარებით, საჯაროდ არ ვაკონკრეტებდით და ეს გასაგებია. სპორტია, ოლიმპიური თამაშებია, ყველაფერია მოსალოდნელი. მთავარია, რომ მისაღწევს, შესაძლებლობების გათვალისწინებით, საერთო ჯამში, მივაღწიეთ.

რა თქმა უნდა, იყო მეტის შანსი, მაგრამ იმედგაცრუებაზე ახლა არა, მიზეზების ცივ გონებაზე ანალიზის შემდეგ ვილაპარაკოთ. ბევრი რამ გვაქვს კრიტიკულად გასაანალიზებელი. ჩვენმა ხალხმა ყველაფერი უნდა იცოდეს და ვინც ქართული სპორტის სამსახურში ვდგავართ, ვალდებულები ვართ, გულწრფელები ვიყოთ ყველაფერში.

- გენო პეტრიაშვილზე მაინც გკითხავთ...

- ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მოხდა. გენოს უკეთ უნდა ეჭიდავა. მესამე ადგილისთვის ბრძოლას რომ სპორტსმენი ნახევარ წუთში ასეთი უპირატესობით მოიგებს, მას მეტი მოეთხოვება.

- სადაც მედალი მოვიპოვეთ, გასაგებია. სპორტის სხვა სახეობებში ჩვენი ოლიმპიელების შედეგებზე რას იტყვით?

- მხოლოდ კარგს ვიტყვი, მათ მიმართ ქებას და თბილ სიტყვებს არ დავიშურებ. ჩინებულად დაიწყო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, შთამბეჭდავად კარგად, შეიძლება თამამად ითქვას, ძალიან კარგად იასპარეზა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ. ალბათ, დამეთანხმებით, რომ კანოეში ზაზა ნადირაძე ნამდვილი აღმოჩენა იყო. შესაძლებლობის მაქსიმუმით დაამთავრა გამოსვლა ბატუტზე ხტომაში ლუბა გოლოვინამ. ამ სპორტსმენებმა გრანდებთან ჭიდილში გამოიჩინეს თავი, ეს უკვე დიდი საქმეა, სტიმულის მიმცემია ახალგაზრდებისთვის.

სხვებმაც ყველაფერი გააკეთეს და მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები. ასე რომ, მადლობას ყველა იმსახურებს.

- ნადირაძე ახსენეთ, როგორც აღმოჩენა. ამაში ყველა დაგეთანხმებათ. ამბობენ, თითქოს ამ ბიჭის მზადებას ოლიმპიური თამაშებისთვის გარკვეული პრობლემები ახლდა...

- ვინ რას გულისხმობს, ვერ გეტყვით. ჩვენი მხრიდან ყურადღება ამ ნიჭიერ სპორტსმენს, როცა მისი შესაძლებლობები აშკარად გამოიკვეთა, ნამდვილად არ დაჰკლებია. მას ბრწყინვალე მომავალი წინ აქვს და კვლავაც ყველაფერს ვიღონებთ, ბოლომდე გამოავლინოს თავი სპორტულ სარბიელზე.

- რაკი კმაყოფილებას გამოთქვამთ და რიოში ჩვენი ოლიმპიელების გამოსვლას დადებითად აფასებთ, საინტერესოა, თქვენგანვე მოვისმინო, თუ რამ განაპირობა წინსვლა?

- თავის ქებაში რომ არავინ ჩაგვითვალოს, გეტყვით მოკლედ: ეს იყო ოლიმპიური კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ფედერაციების, მთავრობის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნესკომპანიების, შეთანხმებულად, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით ერთი მიზნით მოქმედების შედეგი. იმედი უნდა გაგვემართლებინა. დაწვრილებით ყველაფერზე, სამომავლო გეგმების გათვალისწინებით, სხვა დროს ვილაპარაკებთ.

- როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი, კმაყოფილი დარჩით ოლიმპიადის ჩატარების ორგანიზაციით?

- ასეთი გრანდიოზული და ავტორიტეტული ასპარეზობის მასპინძლობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. პატარ-პატარა პრობლემები თავს ყოველთვის იჩენს ხოლმე, განსაკუთრებით, პირველ დღეებში. სპორტული თვალსაზრისით, ამ თამაშებზე სერიოზული შეფერხება არ ყოფილა. ოლიმპიადაზე, მთლიანობაში რომ ყველაფერი კარგად იყოს, თითოეულ დელეგაციაში უნდა სუფევდეს იდეალური წესრიგი და საერთო ინტერესებისადმი გულისხმიერება. ეს ვალდებულებაა, რომლის განუხრელად შესრულება ყველას ევალება.

- როგორი მდგომარეობა იყო ჩვენს დელეგაციაში?

- შემიძლია გითხრათ, იდიალური. ყველამ იცოდა თავისი საქმე და ზედმიწევნით კარგადაც ართმევდა თავს მოვალეობას. ყოველ საღამოს ვიკრიბებოდით და თათბირებზე ვაჯამებდით დღის შედეგებს, როგორც სპორტული, ისე ორგანიზაციული საკითხების თვალსაზრისით, ვადგენით მომდევნო დღის სამუშაო გეგმას.

- ბუნებრივია, საქართველოში მოუთმენლად მოელიან ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნებას. თბილისში როდის ჩაფრინდებით?

- თბილისის აეროპორტში ვიქნებით 25 აგვისტოს, გამთენიისას.

- "მოვდივართ, მოგვიხარია"... გახსოვთ, ალბათ, ეს სიტყვები ერთი ცნობილი ქართული სიმღერიდან. შეგიძლიათ მიმართოთ ახლა ამავე სიტყვებით საქართველოს რიოდან?

- აუცილებლად. ეს მართლაც ასეა. ახლა ყოველგვარი ემოციის გარეშე, ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნების წინ ხმამაღლა ვამბობ: დიახ, მოვდივართ, მოგვიხარია! გჯეროდეთ ყველას, რომ წინ გველის ახალ-ახალი წარმატებები. ყველგან გამარჯვებით გვევლოს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• კოტეს

არ ვიცი რა სწორ მიდგომებზეა საუბარი, მე სპორტის მოყვარული ვარ და სპეციალისტი. ეთიოპია, კენია და ა.შ. ქვეყნების სპორტსმენები ტრადიციულად საშუალო და გრძელ დისტანციებზე სირბილს იგებენ, იამაიკა სპრინტს. ეს ყველაფერთან ერთად მათი სპორტსმენების ანატომიურ და ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებზეა დამოკიდებული, თორემ მაშინ მათ აშშ, ჩინეთი და ევროპული ქვეყნები მოუგებდნენ. რაც შეეხება სლოვენიას, დანიას და ა.შ. არა მგონია ჩვენ სახელმწიფოს დღეს ჰქონდეს იმის საშუალება , რომ მათი თანაბარი სახსრები ჩადოს სპორტში. მე თუ მკითხავთ თანხები უპირველესად ბავშვთა სპორტსკოლებში უნდა ჩაიდოს, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ბავშვთა მწვრთნელები უნდა მოვიწვიოთ და გავზარდოთ მომავალი ჩემპიონები თანამედროვე ცოდნაზე დაყრდნობით და არ მოვინდომოთ საოცარი შედეგები დღესვე და ყველაფერში.

• qutaiseli

ცურვა არასდროს ყოფილა ჩვენთვის მაღალი შედეგების მომტანი და არც კრივში გვყოლია ოლიმპიური ჩემპიონი ასე რო კრივის დაბალ დონეს თავისი ობიექტური მიზეზებიც ახლავს დიდი კონკურენციაც არის მსოფლიოში დიდი მაფიაც ტრიალებს მანდ და დიდი ფულიც.სახელმწიფო იმას აკეთებს რისი საშუალებაც დღეს არის და ვისაც უფრო მეტი უნდა იმას კიდე რეალობასთან შეგუებას ვურჩევ რადგან თუ რეალობას მოწყდები იმასაც დაკარგავ რაც გაქ.

• ოლიმპიადაზე

რეალურად არ გვაქვს. სადაც წარმატებები ყველგან ინდივიდუალურად ბიჭების თავდადების ხარჯზე. სახელმწიფო უფრო მეტს უნდა აკეთებდეს სპორტის განვითარებაზე. არცერთი მოკრივე რომ არ გვყავდა, მძლეოსნობაში, ცურვაში გვიჭირს ეს სერიოზული პრობლემაა. ეს სახეობები რომ არ არის განვითარებული იმიტომაც ვართ მნეტწილად ღიპიანი ერი

• quTaiseli

ეგეთი წარმატებული არცერტი ოლიმპიადა არ ყოფილა შედეგების მხცრივ და მაგარი დაუნახავი და უმადური უნდა იყო ადამიანი ეგ რო ვერ აღიქვა რა ქვეყნები ჩამორჩა საქართველოს ამას ვინ ვერ არიქვამს ის სპორტის გარტყმაში არუნდა იყოს და კიდე ხაბელოვი რა შუაშია თუ ძიუდისტი და მოჭიდავე ზოგადად სპორტცმენი თავისთავს არხედავს.რა ხაბელოივი გინდათ ხო გავიდეს ხალიჩაზე ამათ მაგივრად ისე დიდი ეჭვი მაქ დღესაც აჯობებდა ბარეორს.ასე რო გვერდზე ყურებას და სხვის დადანაშაულებაზე ადვილი არაფელია როცა გადაბრალების რეჟიმში გადადიხარ ესეიგი შენი სისუსტის და უუნარობის დაფარვას ცდილობ და მეტი არაფელი.წარმატებას ვუსურვებ ქართველ ოლიმპიელებს და მჯერა რო მომავალსი უფრო მეტი ოქრო იქნება.

• kotes

ეკონომიკა და მოსახლეობის ოდენობა პირდაპირ კავშირში არაა სპორტულ შედეგთან. კენია, ეთიოპია, ბოტსვანა, იამაიკა არა მგონია ჩვენზე დალხენილი ქვეყნები იყვნენ ხორვატიას, სლოვენიას დანიას მოსახლეობა ჩვენზე მეტი არა ყავს; შედეგით ყველა გვჯობია მთავარია საქმისადმი სწორი მიდგომა; ამ შემთხვევაში ძიუდოში, კრივში, მშვილდოსნობაში... შედეგი უკეთესი იქნებოდა

• Walkabout

ზოგადად გეთანხმებით მაგრამ ხალასი ნიჭი რას ნიშნავს?

• kote

რა არ მოგწონთ ვერ გავიგე? ეს 3,5 მილიონი მოსახლეობის მყოლი, ეკონომიკურად არცთუ ისე ძლიერი ქვეყნის შედეგებია. გადახედეთ ქვეყნების საერთო ჩათვლის სიას. კარგით რა, სამართალი აღარ არის? მეტი რომ გვინდა კარგია, მაგრამ რეალობას კი ნუ მოვწყდებით.

• Nანა

უმაღლეს შედეგებს რომ მიაღწიოს სპორტსმენმა, ამას საფუძველი პატარაობიდანვე უნდა ჩაეყაროს.საჭიროა ტალანტების მოძიება, საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზები, ინვენტარი და უმაღლესი კატეგორის მწვრთნელები,შრომისმოყვარეობა და რაც მთავარია სათანადო კვება და ფსიქოლოგიური მომზადება. ამ ღარიბ ქვეყანაში, როდესაც ასეთი უმუშევრობაა და ადამიანს ლუკმა-პურის საშოვნელად დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ ოჯახი შეინახოს, ჩვენი ოლიმპიელების მიღწევები მართლაც გმირობის ტოლფასია. სანამ თითოეული ადამიანის, თითოეული ოჯახის ცხოვრების დონე არ გაუმჯობესდება, უფრო მეტი უკეთესი შედეგები არც იქნება.რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულებს და პრიზიორებს ვულოცავ მიღწეულ წარმატებებს და მომავალ ოლიმპიელებს ვუსურვებ მონდომებას და თავდაუზოგავ შრომას დასახული დიდი მიზნის მისაღწევად!

• ქართველი

რა უმადურები ვართ. ძიუდოისტებმა მართლა გაგვიცრუეს იმედები, მაგრამ წარუმატებელი ნამდვილად არ იყო ეს ოლიმპიადა. ან კიდე რა შუაშია კრივთან ხაბელოვი? მე არავის დამცველი არ ვარ მაგრამ დაუნახაობაც არ შეიძლება. პ.ს. გაუმარჯოს საქართველოს!!!

• kote

რა უხარია ამ კაცს ვერ გამიგია, მძლეოსნობაში და სხვა სახეობებში მედლებს არავინ გთხოვთ, ერთი ჭიდაობა შეგვეძლო და რა გააკეთეს? ძიუდოისტებს თავი დავანებოთ, თავისუფალში ვინც მედლები აიღეს იმათ გარდა უსუსტესები იყვნენ ყველა, ბერძნულ-რომაულში კი მგონი მოჭიდავეები არ იყვნენ საერთოდ(შმაგის არ ეხება ეს), ფეოლას პონტში შეკრიბა მგონი დარჩიამ გუნდი,კრივი რომ საერთოდ მოკლეს საქართველოში ეს კიდე ცალკე საკითხია, ეს კიდე მოდის და მოიმღერის

• gri

ხაბელოვი სენი ოჯახი რო წაიყვანე ოლიმპიდაზე სახელმწიფო ხარჯებიტ ერტი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან წაგეყვანა ბაბსვი,,ტუ ცოლმა უარი გიტხრა?

• kaxa

ლერი რა გახარებს შენ რომ ეგრე გეჭიდავა საბჭოტა ნაკრებსი ვინ მიგასუნინებდა თავს ნუ ისულელებთ!ოდიკაძის ჭიდაობა ჭიდაობა იყო! პირდაპირ ხალიჩაზე კვდებოდნენ!რუსებმა ძიუდოში და ჭიდაობაში 6 ოქრო აიღეს არ მიტხრატ რუსეთი დიდიაო კავკასიამ მისცა მარტო ოთხი!კალაძეს და კალატოზას რომ აბრია ქართული სპორტი და ჭიდაობა იმიტომ არის საქმე ესე!

• Temuri

რა გვიხარია? მხოლოდ ტალახაძე და ხინჩაგაშვილი, სხვა დანარჩენი იყო საცოდაობა, ჭიდაობა შემაძულეს საერთოდ,ეს ოლიმპიადა იყო სახე სპორტის მესვეურთა არაპროფესიონალიზმისა და უვიცობისა, ასეთი ძიუდოისტთა გუნდი აღარ გვეყოლება ...უნდა შეიცვალოს ყველაფერი ..

• პაატა

რა გაყვირებთ ”მოგვიხარიაო” ჩემთვის გაუგებარია!!! ფაჟავა, გოლოვინა, ნადირაძე და კიდევ რამოდენიმე სპორტსმენი ტრამვირებულები გავიდნენ, ბერძნულ-რომაული ხომ საერთოდ დავარდნილები იყვნენ და ძლივს იჭიდავეს, ძიუდოში ასეთი ძლიერი გუნდი საერთოდ არ გვყოლია და რა ფორმაშიც იყვნენ ხო გამოჩნდა (ლაშას არ ეხება!!!)...რამოდენიმე ოლიმპიური სპორტის სახეობაა ჩვენში განვითარებული და გამადიდებელი ლუპის ქვეშ უნდა უპატრონოთ სპორტსმენებს რომ გამოსირებული მწვრთნელების და ფედერაციების ხელმძღვანელების (ყველას არ ეხება) ხელში შედეგები არ გაუცუდდეთ! დააფინანსეთ ეს სახეობები და გაეშვით მკვდარ ფეხბურთში ფულის ცაყრას! ვინც ფეხბურთის ფედერაციას 100 მილიონი მისცეს იმის ......

• ლუკა

როგორ გავაუმჯობესეთ ლონდონის ოლიმპიაიდის შედეგი, როდესაც იგივე რაოდენობის მედლები ავიღეთ? 2+1+4=7!რას ბაქიბუქობთ უსაფუძვლოდ? ჩვენი ოლიმპიელი სპორტსმენების 90% არაკონკურენტუნარიანი იყო რიოში. ტრადიციულად წამყვანი სპორტის სახეობებში ძიუდოისტებმა და მოჭიდავეებმა საერთო ჯამში 1 ოქრო აიღეს მხოლოდ! სხვა სახეობებზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ. ერთი კანოეში ზაზა ნადირაძე იყო ნათელი წერტილი და ისიც მისი ინდივიდუალური მონდომების ხარჯზე და არა კანოეს სახეობაში სპორტული სისტემის არსებობის ხარჯზე. ძალიან დაბალ სტანდარტებს უწესებს და იოლ მიზნებს უსახავს ოლიმპიური კომიტეტი და სპორტის სამინისტრო საკუთარ თავს და სპორტსმენებს. რატომ არ უნდა ავიღოთ 5 ოქრო ან 10 ოქრო? რატომ 2? დებილები ვართ? ფიზიკურად და გონებრივად ჩამორჩენილები ვართ? რატომ უნდა უგებდეს ქართველს ძიუდოში და ჭიდაობაში რუსი ან ამერიკელი? რითი არიან ჩვენზე უკეთესები? იმით რომ ბევრს შრომობენ და სწორად ვითარდებიან? რატომ ჩვენ არ მოვემზადეთ 4 წლის განმავლობაში ოქროს მოსაპოვებლად? რატომ არის რომ ჩვენი მოჭიდავეები და ძიუდოისტები ტატამიდან ვეღარ დგებიან ისე იღლებიან? აშკარად არასწორი მიდგომებია, არასწორი დიეტა ან არ გვაქვს აღდგენითი მეთოდიკა, ან რაღაცაშია საქმე. საჭიროა ახალი თაობის მოზიდვა სპორტის მენეჯმენტში, სიახლეების დანერგვა. 2 ოქროს მედალი არ გვაძლევს საბაბს ვთქვათ რომ სპორტული ქვეყანა ვართ. სპორტული ქვეყანა გავხდებით თუ ყველა სოფელს ექნება სპორტული მოედანი და დარბაზი, საცურაო აუზი, სარბენი ბილიკი, სპორტული კომპლექსი და ყველა ბავშვს ექნება საშუალება იაროს რომელიმე სპორტის სახეობაზე.

• ორთაჭლელი

გულწრფელად მაინტერესებს, სად იბადებიან ასეთი ბოროტი და დაუნახავი არსებები(ადამიანები)???

• მერაბი გ.

"მოვდივართ, მოგვიხარია"სიყალბეა, იყავით გულწრფელი! ეს შედეგი შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად, მეტი არაფერი. რომ ყოფილიყო მესამე ოქრო და კიდევ ერთი-ორი მედალი, აი მაშინ იქნებოდა უპრიანი "მოვდივართ მოგვიხარია უნდა აღიაროთ რომ ძიუდოში უკეთ უნდა გამოვსულიყავით და ეს პირველ რიგში მთ. მწვრთნელის კვალიფიკაციის ბრალია.(უკეთესი მწვრთნელი სჭირდებათ კლასიკოსებსაც!) კრივის ფედერაციამ პასუხი უნდა აგოს ჩავარდნაზე მეტი ყურადღება უნდა კანოე-კაიაკებს და პირადად ნადირაძეს აუზი, თოფ-დამბაჩა, ტანვარჯიშის იარაღები რომ არ გვაქვს, გასაგებია, მაგრამ იქნებ საშუალო დისტანციაზე (400, 800, 1500, 3000 მ)სირბილიც გვეცადა? სამუშაო ბევრია ბატონებო და ეს დამაკმაყოფილებელი შედეგი ძირითადად სპორტსმენთა ხალასი ნიჭის მოტანილია

• asurbanifali

რაღა ლონდონი, პეკინი გაგვეუმჯობესებინა...

• zurab

გ ა გ ი მ ა რ ჯ ო თ !!

წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ბიატლონის ექსპერტ მარკ სენგერს შეხვდა

ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის სპრინტზე მე-3 ადგილი დაიკავა

წარმატებული სტარტი - ბასილაშვილმა ფინიქსის ჩელენჯერის კვალიფიკაციის პირველი შეხვედრა მოიგო

"ბარსელონას" ბოლო მცდელობა ნეიმარის შესაძენად - 25 აგვისტოს დაიჯესტი

საქართველო ევროპულ თამაშებზე მოპოვებული მედლებით მესამეა!

"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს

სპორტულმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად

ლუბა გოლოვინამ ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა [VIDEO]

პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება

რუსუდან ხოფერია: ლუბა გოლოვინა ტოკიოს ოლიმპიადისთვის აშკარა ფავორიტი იქნება

მარცხი ბრძოლაში - ბასილაშვილი მაუტჰაზენის ჩელენჯერს პირველსავე წრეში გამოეთიშა

პირველი მოგება 6 მარცხის შემდეგ - ბასილაშვილმა პრაღის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად

ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინას VII ადგილი მსოფლიოს თასზე

ბასილაშვილი გირონთან დამარცხდა და ინდიან უელსს გამოეთიშა

კაიაკი და კანოე: ნადირაძე და ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია

არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...

სირცხვილია - ბაზაძე ამერთან წაგების შემდეგ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებას აპროტესტებდა [VIDEO]

რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?

საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ნაკრები სამშობლოში ბრუნდება

ფარიკაობის ფედერაციის საჩივარი - ბაზაძე მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა

"არ მინდოდა, არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს!..." - რას წერს სანდრო ბაზაძე?

ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა

ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...

ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

"ეს არის სპორტი, სადაც უკვე წლებია განუკითხაობაა და საშინელებები ხდება…იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ შემაზიზღონ, აქ სამართალი არ არსებობს..." - სანდრო ბაზაძე მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებს ეხმაურება

საბოლოო უარი "ბარსას", პსჟ-ს ნეიმარის "რეალისთვის" მიყიდვა სურს - 22 აგვისტოს დაიჯესტი

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან

წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...

გადაცემა "სპორტალის" სტუმარია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი [LIVE]

ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა

ცნობილი გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების თარიღიცა და კანდიდატიც

მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი

ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა

მინსკი 2019: ქართველი ნიჩბოსნები უმედლოდ დარჩნენ

ლუბა გოლოვინა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ლერი ხაბელოვი: ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ახალი რეალობის შესაბამისად

დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?

ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ