"ბიჭებს, რომელებიც მაშინ დაიღუპნენ, ომში ტყვიის არ შეშინებიათ და მე ტატამზე როგორ არ უნდა დამედო გამარჯვებისთვის ყველაფერი?"
რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მოუტანა. ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონმა იქაურ ოქროს რიოდან ბრინჯაოს სინჯის მედალიც მიუმატა.

- რიო 2016: ვაშა ლაშას! პირველი და ისტორიული მედალი [VIDEO]

შავდათუაშვილის გამოსვლა "კარიოკა არენაზე" ისედაც შთამბეჭდავი გახლდათ, თუმცა ყველა ჩვენგანს განსაკუთრებით მისი დენის იარცევთან (რუსეთი) გამარჯვება დაამახსოვრდა. რუსთან ეფექტურად მოგების შემდეგ გორელმა ფალავანმა კიმანოზე გამოსახულ ხუთჯვრიან დროშაზე მიუთითა.

- 8 აგვისტოს ქართველი არ წააგებს რუსთან! ლაშა შავდათუაშვილმა იარცევი დაჩაგრა [VIDEO]

რიოდან საქართველოში დაბრუნებული 24 წლის ქართველი სპორტსმენი მოკლე ხნით დაისვენებს და ახალი ოლიმპური ციკლისთვის მზადებას შეუდგება. თუმცა, ისიც შევიტყვეთ, რომ ლაშას რიოს ოლიმპიური წარმატება თავისი გულისსწორისთვის მიუძღვნია და დაოჯახებულა

კიდეც. ჩემპიონის რჩეული ულამაზესი ქართველი გოგონა სალომე არაბულია.

ტიტულოვან სპორტსმენთან ინტერვიუ კი ორი ოლიმპიური მონაპოვრის შედარებით დავიწყეთ.

- ჩემთვის ლონდონში მიღწეული წარმატება უფრო იოლი აღმოჩნდა, ვიდრე რიოში ბრინჯაოს მედლის აღება. დავიწყოთ იმით, რომ მაშინ ჩემს იმჟამინდელ წონაში (66 კგ) კონკურენცია საქართველოში ნაკლები იყო, უშუალოდ ოლიმპიურ თამაშებზე კი კონკურენტთაგან თითქმის არავინ მიცნობდა, ანგარიშს არ მიწევდა და ამასთან, თავად ჩვენი ნაკრების თავკაცებიც მაინცდამაინც კვარცხლბეკზე დადგომას არ მთხოვდნენ.

რიოსთვის კი პირიქით, შიდა კონკურენცია საკმაოდ მძაფრი იყო, უშუალოდ ოლიმპიადაზე უკვე ყველას კარგად შესწავლილი ვყავდი და, ცხადია, ახლა ნაკრების მწვრთნელებიც და საზოგადოდ გულშემატკივარიც ჩემგან მხოლოდ მედალს ელოდნენ.

- შეჯიბრების დასაწყისში, როგორც კუბელ, ისე შრი ლანკელ ძიუდოისტებთან საჭიდაოდ გასული, ალბათ, სწორედ ამიტომ არ ცდილობდით მათთვის ხელის უცებ მოთავებას. ოლიმპიადაზე ხომ ყველა მეტოქე დასაფასებელია?

- რა თქმა უნდა. რადგან მონაწილე ოლიმპადზე მოხვდა, წარმატებისთვის თავს არ დაზოგავს. როდესაც ლონდონში იაპონელ ებინუმას მოვუგე, იგი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი იყო. თანაც, ძიუდო წამიერი სპორტია და ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომა ადვილი შესაძლებელია საბედისწერო გამოდგეს და გამოსწორების შანსი არ დაგრჩეს.

გარდა ამისა, კარგად ვიცი, რომ ჩემი ასპარეზობისას მხოლოდ საკუთარ თავს არ ვეკუთვნი, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ქვეყნის, გულშემატკივარის წინაშე. სპორტსმენებს ხომ შეგვიძლია უამრავი ადამიანი გავახაროთ და თუნდაც ცოტა ხნით მათ საკუთარი პრობლემები დავავიწყოთ.

- რიოში გამოჩნდა, რომ ფიზიკურად კარგად იყავით მომზადებული. თუ არ ჩავთვლით ონოსთან პაექრობას, შეხვედრების დინამიკას ყველგან ძირითადად თქვენ განსაზღვრავდით და ასპარეზობისას აგრესიაც არ გაკლდათ...

- მიყვარს შრომა და მიზნის მისაღწევად იმაზე მეტად დახარჯვაც კი, ვიდრე გვთხოვენ. ამიტომ, რიოს ბატალიებს კარგად მომზადებული შევხვდი. ფიზიკურ მომზადებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. თუ ფიზიკურად სათანადოდ არ ხარ მომზადებული, რაც არ უნდა დიდი ტალანტი იყო, მაინც ძნელია მოგება.

რიოში ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. მართალია, ოქროს მედალს ამჯერად ვერ შევწვდი, მაგრამ ნამდვილად არაფერი დავაკელი საუკეთესო შედეგის მოსაპოვებლად ბრძოლას.

- იაპონელი შოჰეი ონო დღესდღეობით უძლეველია...

- ონო ძალიან ძლიერი სპორტსმენია. ვიცოდი, რომ მასთან მოგება უაღრესად რთული იქნებოდა. თავი არ დამიზოგავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჯერად ვერ ვაჯობე, თუმცა წაუგებელი არავინაა და მათ შორის არც ონო.

- რა დაგაკლდათ მის გასატეხად?

- იმ მომენტში ონო ფიზიკურად ჩემზე ძლიერი იყო. ამასთან, მოჭიდავემ შეცდომა არ უნდა დაუშვას. ის არ შემცდარა, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს სხვა დროს მოგების შანსი აღარ მექნება.

- ონოს ორი წელიწადია საერთოდ არც წაუგია. ბოლოს მას იარცევმა მოუგო მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 2014 წელს. მართალია, ერთი იუკოთი, მაგრამ მაინც. თქვენ კი, იარცევს რეპეშაჟში მაგრად ებრძოლეთ და ის რთული ჭიდილი გამარჯვებით დაასრულეთ...

- იარცევთან შეხვედრისას თავიდან ჩემივე წამოწყებულ ილეთზე მოვყევი და ჩამოვრჩი. მდგომარეობის გამოსასწორებლად ცოტა დროღა მრჩებოდა. თანაც ვგრძნობდი, რომ იარცევს სულ უფრო ეცლებოდა ძალა. ძალიან მინდოდა გამარჯვება და საბედნიეროდ ჩემმა შემართებამ შედეგი მოიტანა.

- ქართველი მაყურებელი ნასიამოვნები დარჩა მოგების შემდეგ თქვენი ჟესტით. ეს შეხვედრა 8 აგვისტოს რომ დაემთხვა, უფრო გაართულა გამარჯვებისათვის ბრძოლა, თუ გაგიიოლათ?

- არ მიყვარს პოლიტიკური განცხადებები და სპორტის პოლიტიკის კონტექსტში გადატანა. ვფიქრობ, სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამაა. მაქვს ჩემი საქმე და აქედან ვცდილობ ქვეყნისთვის ვიღვაწო. თუმცა ის, რომ 8 აგვისტოს, ზუსტად 8 წლის წინ საომარი მოქმედებებისას ბევრი ქართველი დაიღუპა, ცხადია, კარგად მახსოვდა.

ბიჭებს, რომელებიც მაშინ დაიღუპნენ, ომში ტყვიის არ შეშინებიათ და მე ტატამზე როგორ არ უნდა დამედო გამარჯვებისთვის ყველაფერი? თანაც, მინდოდა გამეხარებინა ჩემი ქვეყანა, ჩემი გულშემატკივარი, რაც შევძელი კიდეც.

- ბრინჯაოსთვის საგი მუკისთან პაექრობაც არ იყო იოლი, რადგან ის უხერხული მეტოქეა თქვენთვის...

- მედალი უკვე ერთი ხელის გაწვდენაზე მქონდა და ახლა უკვე ეს მიქმნიდა დამატებით მოტივაციას მუკისთან შეხვედრაში. მართალია, მუკი ჩემთვის უხერხული მეტოქეა. ორჯერ დავმარცხდი მასთან, მაგრამ ეს იყო 2014 წელს, როდესაც ახალი გადასული ვიყავი 73 კგ-ში და ჯერ არც ადაპტაცია გამევლო რიგიანად. მუკისთან შეხვედრისას მობილიზება არ მაკლდა, ფიზიკურადაც მშვენივრად ვგრძნობდი თავს. მეტოქეს პირველივე წამებიდან შევუტიე. არ მინდოდა მდევრის როლში აღმოვჩენილიყავი. მოწინააღმდეგეც საბრძოლოდ კი იყო განწყობილი, მაგრამ ჩემზე პასიური გახლდათ და გაფრთხილებებიც მალე მიიღო. შემდეგ ჩემი მომგებიანი გდების და იპონის დროც დადგა...

მიხარია, რომ კვარცხლბეკზე ისევ ავედი. იქ რომ დგახარ, არ ჩანს თავად სპორტსმენის, მისი მწვრთნელების, ექიმების და სხვების რაოდენ დიდმა შრომამ მიგიყვანა აქამდე. არადა, ისე ვერაფერს ვერ მიაღწევ, თუ არ გყავს ადამიანები, ვინც ხელს გიწყობენ დიდი გამარჯვებების მოპოვებაში.

- ძიუდოისტებმა ორი მედლით კი დაასრულეთ რიოს თამაშები, მაგრამ უდავოდ მეტი შეგეძლოთ...

- ვიტყოდი, რომ საოცრად კარგი გუნდი გვყავდა. აბსოლუტურად ყველა ძიუდოისტს გვქონდა მედლის მოპოვების შანსი. თუმცა, რას ვიზამთ, ამით არ მთავრდება ყველაფერი და ვინც შედეგი ვერ აჩვენა, დარწმუნებული ვარ, რომ მათაც წინ აქვთ დიდი გამარჯვებები.

- თქვენი მორიგი წარმატება ვის მიუძღვენით?

- ოჯახს, ჩემს მეუღლეს, რომელსაც უკვე ჩავაბარე რიოს მედალი, გულშემატკივრებს. აგრეთვე ყველას, ვინც გვერდში მედგა და დამეხმარა ამ გამარჯვების მიღწევაში.

- ახლა ცოტა ხნით დასვენების დროც მოვიდა.

- მორიგი ოლიმპიური მედალი კარგია, თუმცა ამით არაფერს ვამთავრებ. გარკვეულ ხანს დავისვენებ და შევუდგები ახალი ოლიმპიური ციკლისთვის სამზადისს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaskulat
ისევ ის კარგი ლაშა ხარ მე რომელსაც ვიცნობდი გაიხარე ძმაო მაგარი კაციხარ
manana
საამაყო შვილი,ღირსეული მეუღლე
murtalo
შენ შემოგევლე, ვაჟკაცო!
თამაზი
აი ესეთი კარგი ყოფილიყავი მთელი ცხოვრების გზაზე!
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით მედია-სემინარი ჩატარდა
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შეუშვეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] ყველაზე მოტივირებული ფანცულაია იყო! "სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" შანსი არ დაუტოვა
"ლივერპულმა" ლონდონში "ვესტ ჰემს" სძლია - მამარდაშვილი სათადარიგო იყო
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
გირასი წასვლაზე თანახმაა - ფეხბურთელი ევროპის ტოპ კლუბებს სურთ
ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე
გააფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ნოიერმა "ბაიერნში" შესაძლო დარჩენაზე ისაუბრა
"ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რუსები უფრო აგრესიულები გახდნენ და ყველაფერი გაუარესდა" - ფონსეკამ უკრაინაში მიმდინარე ომზე ვრცლად ისაუბრა
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
[VIDEO] "სარაევოს" საკუთარი გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ - გულიაშვილი და მისი თანაგუნდელები მოედნიდან პოლიციამ გაიყვანა
[VIDEO] მამუკელაშვილის 13 ქულა და "ტორონტოს" მოულოდნელი მარცხი "შარლოტ ჰორნეტსთან"
ლოჩოშვილის "ნიურნბერგის" ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა
[წინათქმა და ფაქტები. ეროვნული ლიგა. XXXVტური] ...მათ სჩვევიათ ხოლმე კარის გაჯახუნება!
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
[VIDEO] ქვილითაიას ლამაზი თავურით დაიწყო...
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" ბერლინში თითქმის წაგებული მატჩი მოიგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"კვარა" შეცვალეს - პსჟ სტუმრად "მონაკოსთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"დაუმარცხებელი" ონო პირველივე მეტოქემ დაჯაბნა [VIDEO]
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
ლაშა შავდათუაშვილი: თუ ბევრს იშრომებ, წარმატება თავად მოგძებნის
მსოფლიოს ჩემპიონატი. III დღე: ოლიმპიური ჩემპიონების ჯახი ჩვენთვის ცუდად დასრულდა [VIDEO]
იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში შოჰეი ონო დასაჯეს
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
იაპონიის ძიუდოისტთა ნაკრები თბილისში იასპარეზებს
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე