ძიუდოში იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი შოჰეი ონო (73) 3 თვით დისკვალიფიცირებულია
ძიუდოში იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი შოჰეი ონო (73) 3 თვით დისკვალიფიცირებულია.

მკაცრი განაჩენი მას იაპონიის ძიუდოს ფედერაციამ გამოუტანა ეგრეთ წოდებული დედოვშჩინის გამო. თურმე ნუ იტყვით და, მსოფლიოს ახალმოვლენილი ჩემპიონი მეგობრებთან ერთად საქვეყნოდ ცნობილი მშობლიური ტენრის უნივერსიტეტის პირველკურსელებისადმი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ამხილეს.

კიდევ უფრო ცუდია, რომ ამას არა ერთჯერადი, არამედ სისტემატური ხასიათი ჰქონია. ონოსთან ერთად 11 სტუდენტია დასჯილი - ონოს და კიდევ ოთხ ძიუდოისტს თავიდან კლუბმა 30-დღიანი დისკვალიფიკაცია მისცა, მაგრამ მოგვიანებით სასჯელი ქვეყნის ეროვნულმა ფედერაციამ 3 თვემდე გაზარდა.

კიდევ ხუთი სპორტსმენი 2 კვირითაა დასჯილი, ორი კი მკაცრად გააფრთხილეს. როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, სასჯელის შემდეგ ონომ "თეთრი დროშები" გამოფინა და "ცხარე ცრემლებით" მოიბოდიშა: "ღრმა სინანულს განვიცდი მომხდარის გამო. გთხოვთ, მაპატიოთ ეს შეცდომა.

განსაკუთრებით ამ მომენტში, როცა იაპონიის ძიუდოს ფედერაცია სპორტში ფიზიკური ძალმომრეობის წინააღმდეგ იბრძვის" - განაცხადა მან.

როგორც ირკვევა, ონო კიდევ იოლად გადარჩენილა. "ბევრი მიიჩნევდა, რომ ის სამ თვეზე უფრო ხანგრძლივ სასჯელსაც იმსახურებდა, მაგრამ ჩვენი აზრით, ამას შეიძლებოდა, იმ სპორტსმენის კარიერა დაეზარალებინა, რომელსაც ნათელი მომავალი ელოდება" - განაცხადა იაპონიის ძიუდოს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა იასუხირო ტიკაიშიმ.

ძიუდოს ქომაგს შეხსენებაც არ სჭირდება, რომ 21 წლის ონო მსოფლიოს ჩემპიონი ახლახან, აგვისტოში ბრაზილიაში გამართულ ტურნირზე გახდა, სადაც ხარისხობრივად ძალიან კარგი ჭიდაობა აჩვენა, ფინალში კი ფრანგი მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამე პრიზიორი უგო ლეგრანი დაამარცხა.

საწყენია, რომ მართლაც ნიჭიერი სპორტსმენი პიროვნულადაც მთლად ასე დიდი ვერ აღმოჩნდა და იმ ტრიუმფიდან ასე მალე გაეხვია სკანდალში. ამით მან ჩრდილი საკუთარ უნივერსიტეტსაც მიაყენა, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი და ავტორიტეტულია იაპონიაში.

სხვა მოსწავლეებს თავი რომ დავანებოთ, მისი აღზრდილია ძიუდოში ოლიმპიადის ერთადერთი სამგზის ჩემპიონი ტადაჰირო ნომურა. აქედანაა გამოსული ათენის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონიც, იაპონიის ვაჟთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი შინიჩი შინოჰარაც.

ასეა თუ ისე, შოჰეი ონო წლის ბოლომდე ვერ იჭიდავებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ვერც 29-30 ნოემბერს, ტოკიოში ძიგორო კანოს მემორიალზე ჩასულ ჩვენს ძიუდოისტებს დაუპირისპირდება.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ იაპონელ ძიუდოისტებს ამ ბოლოს სკანდალები მოუმრავლდათ - ჯერ იყო და ასევე უნივერსიტეტის კლუბში, საკუთარ შეგირდ გოგოსთან სექსუალური ძალადობის ბრალდებით ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მასატო უჩიშიბა დააპატიმრეს, მერე ქალებისადმი გადამეტებულად მკაცრი მოპყრობის გამო (ბამბუკის ჯოხებით შეგირდების ცემა დაუმტკიცდა) პოსტი დაატოვებინეს იაპონიის ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რიუდი სონოდას, ამ ამბიდან რამდენიმე დღეში ერთ-ერთმა ძიუდოისტმა გოგომ სექსუალური ძალადობის გამო უჩივლა ქვეყნის ფედერაციის დირექტორ ჯირო ფუკუდას, ამას ფედერაციის მიერ თანხების არასწორად ხარჯვაზე მოჰყვა ალიაქოთი, რასაც უკვე ქვეყნის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ხარუკი უემურა შეეწირა - პოსტიდან გადადგა.

ერთი შეხედვით, ყოველმხრივ დალაგებულ იაპონიაში ძიუდოს საქმეები იმდენად აიწეწა, რომ იქაურ ფედერაციას ვითარების მოწესრიგება საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმაც კი რამდენჯერმე სთხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" "მონცასთან" ფრეს მიაღწია და ისევ ლიდერია
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEOS] "რეალის" ფანების პროტესტსა და სტვენაზე პერესმა სიცილი ვერ შეიკავა - "ბლანკოსმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" დაასრულა
[VIDEO] ქერიკის ბრწყინვალე დებიუტი - "იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში დამაჯერებლად გაიმარჯვა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
[VIDEO] ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" მნიშვნელოვანი მატჩი წააგო
[VIDEO] ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" ერთ-ერთ ლიდერს თამაში შემოუტრიალა
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
"დაუმარცხებელი" ონო პირველივე მეტოქემ დაჯაბნა [VIDEO]
...მაგრამ იმ დღეს 8 აგვისტო იყო - ინტერვიუ ლაშა შავდათუაშვილთან
ლაშა შავდათუაშვილი: თუ ბევრს იშრომებ, წარმატება თავად მოგძებნის
მსოფლიოს ჩემპიონატი. III დღე: ოლიმპიური ჩემპიონების ჯახი ჩვენთვის ცუდად დასრულდა [VIDEO]
ქართველი მოჭიდავე კორეულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
იაპონიის ძიუდოისტთა ნაკრები თბილისში იასპარეზებს