fiba.com-ის ინტერვიუ ზაზა ფაჩულიასთან

7 სექტემბერს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჩერნოგორიას ევრობასკეტის შესარჩევ მატჩში უმასპინძლებს. fiba.com-მა ამ მატჩთან დაკავშირებით ზაზა ფაჩულიას ჩამოართვა ინტერვიუ. ბევრი ელის დიდ დაპირისპირებას ქართველ და ჩერნოგორიელ ცენტრებს შორის: ზაზას ნიკოლა ვუჩევიჩთან მოუწევს ჭიდილი.

- ჩერნოგორიის ნაკრებს წარმატებული სტარტი ჰქონდა ჯგუფში, რას იტყვით მეტოქეზე?

- მეტოქე ძალიან კარგი გუნდია, ჰყავს კარგი მწვრთნელი, კარგად დაბალანსებულია და გამოცდილებაც საკმაო აქვს. თურქეთიდან კარგად ვიცნობ მწვრთნელ ბოგდან ტანიევიჩს, მას ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა. მაგრამ ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ შინ ვთამაშობთ და ჩვენი აუდიტორიის ენერგიას თუ კარგად გამოვიყენებთ, წარმატებასაც მივაღწევთ.

- ოთხშაბათის თამაში საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ციკლში?

- გამარჯვებით მომავალი წლის ევრობასკეტზე მოხვედრისკენ უზარმაზარ ნაბიჯს გადავდგამთ. საშინაო უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ და საკუთარი თამაში ვაჩვენოთ. შეტევაში და დაცვაშიც ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ. არ იქნება იოლი მატჩი, მაგრამ იმედიანად ვარ.

- ნიკოლა ვუჩევიჩსა და თქვენ NBA-ში ბევრჯერ გითამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ. რას უნდა ელოდნენ ფანები თქვენი დუელისგან ოთხშაბათს?

- სანაკრებო და საკლუბო თამაშები განსხვავებულია, აქ სულ სხვა თანაგუნდელები გყავს, ევროპული კალათბურთიც განსხვავებულია. ორი კარგი ცენტრის დაპირისპირება კი ყოველთვის კარგი საყურებელია, მაგრამ არ მავიწყდება, რომ კალათბურთი გუნდური თამაშია. ის გამოცდილი და კარგი კალათბურთელია, რომელსაც ყველაფერი დამტკიცებული აქვს, მაგრამ ამ შეხვედრაში მთავარი იქნება, თუ როგორ დავეხმარებით გუნდს.

- რვა წლის მერე საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი შეეცვალა. იქნება გუნდი კვლავ ისეთივე წარმატებული?

- იგორ კოკოშკოვმა დიდი საქმე გასწია საქართველოს ნაკრებში. მეორე დივიზიონიდან დაიწყო და ამ სიმაღლეებზე აგვიყვანა. ილიას ზუროსი განსხვავებული სტილით გვათამაშებს. ახლა ჯერ კიდევ შესწავლის პროცესში ვართ. ზუროსი ძალიან გამოცდილია და მუდამ გამარჯვებაზე შემართული. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ისევ ვითამაშებთ ევრობასკეტზე.

- ამ შემთხვევაში, თქვენთვის და საქართველოს ნაკრებისთვის ზედიზედ მე-4 ევრობასკეტი იქნება. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვთამაშობ ეროვნულ ნაკრებში. ამ ხალხმა ძალიან ბევრი გააკეთა ჩემთვის წლების განმავლობაში და ჩემთვის, ნაკრებში თამაში ამ ვალის დაბრუნებასავითაა. ნაკრებში თამაში, მოგება, ევრობასკეტზე წავლა, ესენი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი ხალხისთვის. ამიტომაც ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ნაკრების კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი. მე ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად ვუყურებ.

status quo
დავით,არ დაგავიწყდეს,რომ ისინი სლავები არიან და თავადვე ეძახიან საკუთარ ქვეყანას ჩერნოგორიას და რუსული კალკი აქ არაფერ შუაშია.
დავითი
ჩერნოგორია არ არის სწორი დასახელება - მონტენეგრო არის სწორი და შეეშვით ამ რუსულ კალკებს !
goga
მე მგონი ევროზე გასვლა არ უნდა იყოს პრობლემა, ჯგუფიდან საუკეთესო მეორეებიც გადიან და ჩვენ 3-4 გუნდებთან საკმაო უპირატესობა გვაქვს.
შოთა გუგეშაშვილი
რაც დამარტე ზაზა გორტატს ის უნდა დამარტო უჩევიჩს
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლუკა დონჩიჩის მორიგი ბრწყინვალე შოუ და სანდრო მამუკელაშვილის ძლიერი მატჩი "მაიამისთან"
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
დონჩიჩის მორიგი შესანიშნავი შეხვედრა და გამარჯვება "ორლანდოსთან" [VIDEO]
გოგას სოლიდური თამაში, თანაც დიდი დროით [VIDEO]
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ბრუკლინის" ზედიზედ მე-8 გამარჯვება... სუპერგუნდი სუპერფორმაშია [VIDEO]
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
NBA. 54 ქულა და კანადაში წაღებული გამარჯვება [VIDEO]
"ყველა ვარსკვლავის" სათადარიგო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია [PHOTO]
კარის 10 სამქულიანი და უნიკალური მიღწევა! "ოქროსშტატელებმა" "ორლანდო" დაამარცხეს [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება