ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს

ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს

სოსო გრიშიკაშვილი: "საქმე მე, ამისულაშვილმა და ვაშაკიძემ დავიწყეთ"
თელავის "კახეთი" ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბია. ის 1936 წელს დაარსდა. გუნდი გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე თამაშობდა, რომელიც ტევადობით (12 ათასი) ქართული სტადიონების ათეულში შედიოდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში კლუბი ორჯერ, 1972 და 1977 წლებში საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

ეროვნული ჩემპიონატის სტარტზე, "კახეთი" უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა, მერე გავარდა და 2005-2007 წლებში დაბრუნდა. ამ ქალაქში გაიზარდნენ ევროპის ჩემპიონი გივი ჩოხელი, ეროვნული ნაკრების წევრები და კანდიდატები - სოსო გრიშიკაშვილი, ალეკო ამისულაშვილი, სანდრო იაშვილი, გოჩა ჭვრიტიძე, ნიკა გელაშვილი... უმაღლეს ლიგაში გიორგი დემეტრაძემ პირველი გოლები სწორედ "კახეთის" ფორმით გაიტანა.

2007 წელს კვლავ პირველ ლიგაში დაქვეითდა, სადაც 2013-14 წლების სეზონში მე-13 ადგილზე გავიდა, მეორე ლიგაში გავარდა და არსებობა შეწყვიტა. მას შემდეგ თელავში საფეხბურთო კლუბი არ არსებობდა და კახეთის მთავარი ქალაქი უგუნდოდ დარჩა.

არადა, თელავში ფეხბურთი ძალიან უყვართ და წლეულს გუნდი აღადგინეს კიდეც. ამის შესახებ ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე სოსო გრიშიკაშვილი გველაპარაკა:

"ორი სეზონი ისე მიილია, კახეთის მთავარ ქალაქში საფეხბურთო კლუბი აღარ არსებობდა. მე თელაველი კაცი ვარ, აქ დავიბადე, გავიზარდე და თამაშიც "გივი ჩოხელის" სტადიონზე დავიწყე. ამიტომ გული მტკიოდა, როცა ვხედავდი, როგორ პარტახდებოდა ჩემს ქალაქში ფეხბურთი.

მერე გუნდი დაიშალა და 2 სეზონი თელავში თამაში არ ჩატარებულა. ჩემთვის და თელაველებისთვის ეს ნამდვილი ტრაგედია იყო. სურვილი არ მტოვებდა, რომ გუნდი აღგვედგინა ან თავიდან ჩამოგვეყალიბებინა.

სწორედ ამ დროს გამოცხადდა, რომ სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების პროგრამას აამოქმედებდა და ერთიან ფონდს აფუძნებდა. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო და ჩანაფიქრის განხორციელება გადავწყვიტე.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მე და ჩემმა მეგობრებმა - ალეკო ამისულაშვილმა და ირაკლი ვაშაკიძემ ახალი კლუბი, "თელავი" დავაფუძნეთ. გულშემატკივარი ორივეს მშვენივრად იცნობს, ამისულაშვილი თელაველია და აქაურობაზე გული შესტკივა, ვაშაკიძე კი თბილისელია, მაგრამ იდეა ძალიან მოსწონდა და ხედავდა, რომ ამ კლუბს პერსპექტივა ჰქონდა", - ამბობს გრიშიკაშვილი.

მან თავისი ჩანაფიქრი გაგვაცნო:

"ძალიან მცდარია შეხედულება, თითქოს, კახეთში ფეხბურთი პოპულარული არ არის. როგორ არ არის პოპულარული, როცა ხალხი სტადიონს ყოველთვის ავსებდა და პირველ ლიგაშიც კი ბევრი მაყურებელი მოდიოდა?!

ჩვენ საკმაოდ საინტერესო გეგმები გვაქვს. ამჟამად, "თელავი" მხოლოდ რეგიონულ ლიგაში თამაშობს. მაგრამ დარწმუნებულები ვართ, ჩვენი მუშაობა შედეგს გამოიღებს. გარდამავალ ჩემპიონატში მიზნად რეგიონული ლიგის ჯგუფში გამარჯვება დავისახეთ, რომ ეროვნული ლიგა 1-ში მოვხვდეთ, შემდეგ კი საბოლოოდ გუნდის PRO ლიგა 1-ში დაწინაურებაზე ვფიქრობთ.

თელავის გუნდის ქართული ფეხბურთის ელიტაში წლების წინაც გამოდიოდა და საკმაოდ ღირსეულადაც. უმაღლეს ლიგაში თელავის გუნდის ფორმით თავადაც მითამაშია.

10 სექტემბერს, მეორე ლიგის მორიგი ტურია და ორწლიანი პაუზის შემდეგ თელავში მეტოქეს პირველად ვუმასპინძლებთ. ამას საგანგებოდ სტადიონის გახსნა დავამთხვიეთ და ბედნიერი ვარ, ჩემს ქალაქში ფეხბურთის გამოცოცხლებას რომ მოვესწარი".

ირაკლი ვაშაკიძე, კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი:

"ამ კლუბში თითოეული ჩვენგანი საკუთარ სახსრებს აბანდებს, რადგან ჯერ სპონსორი არ გვყავს და ერთიანი ფონდიდან ჩვენც ისევე გვაფინანსებენ, როგორც ყველა დანარჩენ კლუბს. მაგრამ გუნდის განვითარებისა და სპონსორების მოსაზიდად ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რადგან "თელავს" გივი ჩოხელის სახელობის სტადიონი უზურფრუქტით გადმოსცეს.

შეთანხმება ასეთია - სტადიონი ხანგრძლივ სარგებლობაში გადმოგვეცა, სამაგიეროდ, ჩვენ მისი გარემონტება და მოწესრიგება დავივალდებულეთ. არენის რეკონსტრუქცია უკვე დაწყებულია, რომლის ფულსაც ჩვენ თავად ვდებთ.

რეკონსტრუქცია უკვე დაწყებულია, გადაიხურა და კეთილმოეწყო საცხოვრებელი კორპუსი და მზად ვართ, იქ ფეხბურთელები დავაბინაოთ. "გივი ჩოხელზე" მოედნის საფარი ხელოვნურია და ფეხბურთის ფედერაციამ ტექნიკა დაგვახმარა. მერე კი გვითხრეს, რომ მარტვილის მოედნის შემდეგ, ეს საქართველოში ხარისხით მეორე ხალიჩაა. ახლა ტრიბუნებზე ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება მიმდინარეობს და ტევადობა 3-დან 5 ათასამდე უნდა იყოს - გააჩნია, რამდენს გავწვდებით".

ვაშაკიძის თქმით, ისინი გრძელვადიანი გეგმით მუშაობენ:

"დასახელებული გეგმების გარდა, ჩვენი მიზანია, საფეხბურთო სკოლა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც კლუბს გარკვეული დროის შემდეგ ადგილობრივი კადრებით მოამარაგებს. ახლა კი გუნდში ადგილობრივები არიან, მაგრამ რამდენიმე ახალი მოთამაშეც დავიმატეთ - საკუთარი რესურსით ეროვნული ლიგა 1-ში მოსახვედრად ვერ ვიბრძოლებდით.

ჩვენ ცნობილი ფეხბურთელები დავიმატეთ - თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველები, ალეკო გოგობერიშვილი და გიორგი გაბიდაური, ბოლნისის "სიონიდან" იჯარით მეკარე სოსლან ნანიევი მოვიწვიეთ, ხოლო თბილისის "დინამოდან" 19 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი ნიკა ბაშალეიშვილი, რომელსაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Valeri

ვაააა მაგარია რა მაგრად გამიხარდა.

• Goga

გოჩა ჭვრიტიძე )))))))))))))))))

• Vasili

რატო ფიქრობს ეს ხალხი რო მარტო სოფელშია ტალანტი და ქალაქში არა,? სოფელში გაზრდილი ბიჩი მგელია და თბილისში გაზრდილი პონნჩიკებზე გაზრდილი?? ( მაგრად ცდები GიორGი) ვერ ვხვდები რატო არ შეიძლება ტალანტი იყოს ხუთოსანი ბავსშვი? და მაინცდამაინც ელემენტარული აზროვნება რო არ აქ და გაუნათლებელია როა, მხოლოდ ასეთ ტიპის ბავშვებს აქვთ ტალანტი?და რატო არ შეიზლება მდიდარ და შეძლებულ ოჯახში დაიბადოს ტალანტი? მემგონი აქ შურს და კომპლექსიანობას აქვს საქმე.../ ტალანტი იბადება ყველგან, და არაა აქ მნიშვნელობა ტერიტორიას და ოჯახის ეკონომიკურობას, მთავარია მწვრთნელები გვყავდეს მაღალი დონის .... ისე თბილისელებიი იყვნენ ყიფიანი, მესხი , ქინქლაძე , არველაძე და აღარ გავაგრძელებ , ესენი პონჩიკებზე დაიზარდნეენ?! / მე შენგან განსხვავებით ყველაგან ერთნაირად ვუყურებ, ყველაგან მინდა იყოს მაღალი დონის მოედნები, სოფლებშიც და რაინობშიც, და ქალაქებშიც...!

• Beso

Ra modaa es khelovnursapriani moednebi saqartveloshi, mtel msoplioshi ik sadats ki khelovnursapriani moednebia uars amboben khelovnursaprian moednebze da gadadian bunebriv moednebze da chven ra chiri gvchirs to.

• gio

კახეთი აკლდა მკვდრებს და ესენიც ცოცხლდებიან მკვდრებისთვის

• გიორგი

ძალიან სასიამოვნოა ეს ამბავი.საერთოდ რაიონების საფეხბურთო სკოლებს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ფედერაციამ. ვინაიდან ოდითგანვე ქართული ფეხბურთის სიძლიერის განმსაზღვრელი იყო რაიონებში და სოფლებში აღმოჩენილი ტალანტები. იქაური ბავშვი მონატრეულია ბურთს და უფრო მეტად ჟილკიანია,ვიდრე პონჩიკებზე გაზრდილი ქალაქელი ბავშვი .ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში ისეთ მინდორზე ავარჯიშებენ ბავშვებს ,თავმოყვარე ღორი არ გაივლის

• gogia

კარგი ამბავია მაგრამ კახეთში რომ ხელოვნურ მოედანს დააგებ ან ფეხბურთი გძულს ან უფულო ხარ და მოედნის მოვლის თავი არ გაქვს...

• კარიმი

კარგი ამბავია,კახეთს აუცილებლად უნდა ჰყავდეს გუნდი უმაღლეს ლიგაში

• გიორგი

წარმატებას გისურვებთ თელაველებო და სრულიად კახეთს

• daviti

ადმინისტრაციას: იგივე შემართებით და განწყობით რაც მთავარია დიდი ფულით მზად იყო ლაგოდეხში ადამიანი, რომლის სახელიც არ მახსოვს, სამწუხაროდ არც სოფლის სახელი მახსოვს, რომელიც თანხას დებდა ფეხბურთში, თქვენივე საიტზე მაქვს წაკითხული, მაინტერესებს როგორ განვითარდა მოვლენები? თქვენ არ გაინტერესებთ? საერთოდ უფრო მეტი რომ ვწეროთ ქართულ ფეხბურთის დეტალებზე, მგონია მხოლოდ წაადგება ყველას და იქნებ ჩვენც მოვესწროთ ჩვენი ნაკრების მოგებებს. იმედი მაქვს საიტიდან გამოხმაურება იქნება

• ქომაგი

ძალიან გამიხარდა კახეთში რომ დაიწყო ფეხბურთის აღორძინება. აქამდე ყველაზე სტაბილურად ლაგოდეხის გუნდები გამოდიოდნენ. ამ წელს თითქმის კახეთის ყველა რაიონს ყავს რეგიონალურ ლიგაში გუნდი. ამხელა რეგიონის 4 გუნდი მაინც უნდა თამაშობდეს პირველ და უმაღლეს ლიგებში. წარმატებები თელავს. კაი ხალხი ხართ ვინც ეს გუნდი აღადგინა.

• გგგ

ძალიან კარგი ამბავია ! წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო !

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა

ეროვნული ლიგა. II ტური. "თელავი" - "კოლხეთი 1913" [LIVE]

ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..

როგორ დაბრუნდა ფეხბურთი თელავში...

1960 წლის ევროპის ბოლო ჩემპიონიც გარდაიცვალა

სპორტრეტი. ლევან ყენია - ნიჭი, ძამიკო, ნიჭი...

სოხუმის "დინამო" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში არ დაუშვეს

იდეა: აღვადგინოთ მესხის ფინტი, ის ხომ ქართულმა გენმა წარმოშვა! [VIDEO]

სოსო გრიშიკაშვილი: ვაისმა გუნდს ხელი დაატყო და რატომ უნდა წავიდეს?!

ახალი პროექტი: თელავის "კახეთი" ამბიციური გუნდი გახდება

"ᓡᓐᓮᓔᓚᓛᓬᓘᓤᓝ ᓛᓔᓬᓕᓔᓚᓘ ᓫᓠᓝᓮᓐ ᓮᓝᓛ ᓐᓠ ᓒᓒᓝᓜᓘᓐᓗ? ᓗᓣ ᓗᓥᓕᓔᓜᓡ ᓮᓔᓚᓨᓘ ᓐᓠ ᓛᓔᓪᓝᓓᓔᓑᓝᓓᓔᓡ"...

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი არაბა

"თელავი" გიორგი დეკანოსიძეს ჩააბარეს

ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓜᓐᓢᓐᓜᓯᓘ ᓓᓐ ᓓᓐᓣᓤᓐᓡᓔᓑᓔᓚᓘ ᓞᓐᓢᓠᓘᓐᓠᓥᓘ

[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?

კახური დერბი "თელავმა" მოიგო

ეროვნული ლიგა. V ტური. "დილა" - "თელავი" [LIVE]

[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."

"ჩემს გაფუჭებულს სხვას ვერ დავაბრალებ", - დაკარგული ბომბარდირის აღსარება

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ისტორია?

ეროვნული ლიგა. III ტური. "ტორპედო - "თელავი" [LIVE]

36 წლის ასაკშიც ისეთივე აზარტით ვთამაშობ - ზურაბ მენთეშაშვილი ფეხბურთს დაუბრუნდა

ᓙᓐᓮᓔᓗᓨᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓒᓐᓪᓝᓪᓮᓚᓔᓑᓐ ᓡᓣᓠᓗ

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში

ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]

ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!

ბოლო წლების საუკეთესო ქართველი მეკარე - გიორგი ლორიას 150-ე!

ახალი ასოციაცია ფედერაციას: დავიცვათ ფეხბურთელთა უფლებები!

სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება

გიორგი ქვილითაია: არც ვიცი, დავიჯერო თუ არა?..