სფფ და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია ყველაზე მასშტაბურ, უპრეცენდენტო ოფიციალურ ტურნირს ატარებს
პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში! საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია ატარებს ყველაზე მასშტაბურ, უპრეცენდენტო ოფიციალურ ტურნირს - მოყვარულთა თასის გათამაშებას სამოყვარულო დიდ ფეხბურთში, სადაც მონაწილეობას იღებს საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი.

სულ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 5 500 მოყვარული ფეხბურთელი. მოყვარულთა თასი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით, სამ ეტაპად - მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური.

პროექტის მიზანია ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა; მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბება; ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია საზოგადოებაში; ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა; დამწყები მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფორმირება, რომელიც 2017 წლიდან მონაწილეობას მიიღებს UEFA REGIONS’ CUP-ზე.

საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით, სამ ეტაპად - მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური. საქართველოს თასის ფინალური ეტაპი ჩატარდება თბილისში და მასში მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვებული 16 გუნდი.

ჩემპიონატი სტარტს 2016 წლის 11 სექტემბერს, ჩხოროწყუში, ცენტრალურ სტადიონზე აიღებს, რომლის ოფიციალური გახსნა 15:30 საათზე შედგება. მოყვარულთა თასის გახსნის მატჩს დაესწრებიან საპატიო სტუმრები:

ლევან კობიაშვილი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი; დავით მუჯირი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი; ნიკოლოზ ჯღარკავა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი; გიორგი ახვლედიანი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ასოციაციებთან ურთიერთობის მთავარი კოორდინატორი. ასევე, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლები, მათ შორის ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია

საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
თბილისის "დინამოს" დირექტორად მიხეილ ხუციშვილი დაინიშნა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
ნიკა ჯღარკავა: კატასტროფაა, როცა ფეხბურთში ბავშვების რაოდენობა 12 ათასამდე შემცირდა
ქალთა ფეხბურთის ვარსკვლავი სფფ-ის საზაფხულო ბანაკს ესტუმრა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
პრეზენტაცია: აჟიოტაჟი სამოყვარულო ლიგის გარშემო
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
სფფ-მ მსაჯები თურქეთში შეკრებაზე გაუშვა
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
სფფ-მ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სფფ-ს ფეხბურთის მასობრიობის ზრდაში შეტანილი წვლილისთვის უეფას-გან ვერცხლის ჯილდო გადაეცა
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
თბილისის სამოყვარულო საფეხბურთო უმაღლეს და პირველ ლიგაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა