რა მოხდება სინგაპურში
ამ უქმეებზე ფორმულა 1-ში აზიური ტურნე იწყება - სამი კვირის განმავლობაში გველოდება რბოლები "მარინა ბეიზე", "სეპანგსა" და ლეგენდარულ "სუზუკაზე". ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და ახლა, ნებისმიერ ქულას ოქროს ფასი ექნება.

გასულ წელს, სინგაპურის გრანპრი "მერსედესისთვის" ნამდვილ კოშმარად იქცა - გერმანული გუნდი ასეთი უმწეო ბოლო სამი სეზონის განმავლობაში არც ერთ რბოლაში არ ყოფილა. შარშან, გამარჯვებისთვის "ფერარი" და "რედ ბული" იბრძოდნენ, იმ დროს, როცა "მერსედესებმა" მესამე რიგიდან აიღეს სტარტი და ფინიშზე მხოლოდ ნიკო როსბერგის მანქანა მივიდა- გერმანელი მეოთხე ადგილზე გავიდა. მაგრამ, წელს, პელოტონის სათავეში სულ სხვა სიტუაციაა. "მერსედესის" უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, "ფერარიმ" კი უკან დაიხია. სამაგიეროდ, "რედ ბული" "რენოს" ახალი ძრავით რეალურ ძალას წარმოადგენს.

ძალიან დაძაბულია სიტუაცია ჩემპიონობისთვის ბრძოლაში: ლუის ჰემილტონსა და როსბერგს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა: ბელგიაში მიღებულმა ჯარიმამ და იტალიაში ჩაგდებულმა სტარტმა თითქმის მთელი უპირატესობა დააკარგვინა ჰემილტონს და ზედიზედ ორი გრანპრი მოაგებინა როსბერგს.

სინგაპურში ბრიტანელსა და გერმანელს უშუალოდ ერთმანეთის წინააღმდეგ არასოდეს უბრძოლიათ. 2014 წელს, ნიკოს მანქანის გაუმართაობის გამო, პიტლეინიდან მოუწია სტარტის აღება, შარშან კი ტექნიკური პრობლემები უკვე ლუისს შეექმნა. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ბრიტანელი უკეთესი იყო კვალიფიკაციაში.

სინგაპურის ტრასა

სიგრძე: 5065 მ

წრეების რიცხვი: 61

რბოლის დისტანცია: 308,000 კმ

DRS-ის ზონა: ორი

ტრასის რეკორდი: 1:50.041 (რიკარდო, "რედ ბული", 2015)

ყველაზე მეტი მოგება: 4 - ფეტელი

უქმეების განრიგი

16 სექტემბერი, 14:00 - I პრაქტიკა

16 სექტემბერი, 17:30 - II პრაქტიკა

17 სექტემბერი, 14:00 - III პრაქტიკა

17 სექტემბერი, 16:00 - კვალიფიკაცია

18 სექტემბერი, 16:00 - რბოლა

საერთო ჩათვლა

1. ლუის ჰემილტონი 250 (6)

2. ნიკო როსბერგი 248 (7)

3. დანიელ რიკარდო 161

4. სებასტიან ფეტელი 143

5. კიმი რაიკონენი 136

6. მაქს ფერსტაპენი 121 (1)

7. ვალტერი ბოტასი 70

8. სერხიო პერესი 62

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით
"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!