16 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა
დღეს, 16 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოვლენილ გარიგებულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.

"პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ არასასიამოვნო საკითხზე სასაუბროდ შევიკრიბეთ აქ. ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც ქართულ ფეხბურთს ავნებს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთაც, ამიტომ მსურს მის მოგვარებაზე ერთად ვიზრუნოთ.

კიდევ ერთხელ მსურს, ქართული ფეხბურთის წარმომადგენელთა გასაგონად ვთქვა, რომ წავიდა ის დრო, როცა მსგავსი ქმედებისთვის გუნდები არ ისჯებოდნენ.

კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება: გუშინ სფფ-ში რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. ერთ-ერთ საკითხად განვიხილეთ 8 სექტემბერს პირველი ლიგის მატჩი "მერანსა" და "რუსთავს" შორის ("მერანმა" 2:1 იმარჯვა). კარგად იცით, რომ ორივე გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის.

უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის შედეგად მომზადებული რაპორტი სფფ-ის სამართლიანობის დაცვის სამსახურმა მიაწოდა სადისციპლინო კომიტეტს. ეს მატჩი იყო გარიგებული ხასიათის. სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა ამ მატჩზე, განიხილა და სანქციები დააკისრა გუნდებს.

ორივე გუნდს ამ მატჩში მარცხი ჩაეთვლება - 0:3. ორივე გუნდს ჩემპიონატში დააკლდება 6-6 ქულა და ორივეს ჯარიმის სახით 10 000 ლარი დაეკისრება. ამასთან, სფფ-მ შუამდგომლობით მიმართა ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომ სანამ შსს განიხილავს ამ საქმეს ორივე კლუბს შეუჩერდეს დაფინანსება.

დღევანდელი დღიდან, კონკრეტული თამაშის ვიდეოფირის შესასწავლად შეიქმნება საფეხბურთო ექსპერტთა ჯგუფი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას და ყველა, ვინც ქართულ ფეხბურთს ავნებს, აუცილებლად დაისჯება", - განაცხადა მუჯირმა.

giorgi
კარგია
murtalo
Rati- შენ ვინა ხარ ხომ არ გვეტყვი?...რა გაგიკეთებია ფეხბურთისათვის ან თUნდაც ნებისმიერ სხვა სფეროში რისთვის მიგიღწევია? ...
სიმართლე
კარგია, გვანახეთ ეს მექრთამეები, ბოლომდე გვანახეთ! სხვებიც იქნებიან, არც იმათ დააფაროთ ხელი!
Rati
Saidan askvnit ROM mujiri martals ambobs, Margo xalxo informative vinc avrcelebs martals ki AR ambobs aucileblad Vin ..mujiri ROM vendot tvaldaxuchuli. Saxeli simartles AR nishnavs da principshi an ra saxel aqvs mujirs
4th
პირველი ლიგა სამოყვარულო გახდება ფსონები რომ აღარ მიიღონო ხომ ითქვა და რა ხდება ამასთან დაკავშირებით არავინ იცის?
გია
ნამდვილი ფეხბურთი არ იქნება არასდროს თუ არ აიკრძალა ტოტალიზატორები, ამის ნათელი მაგალითი იყო გუშინდელი თამაში ისრაელში. ყველა საშუალო დონის ფეხბურთელი (და არა მაღალი დონის, როგორც ამას შ. არველაძეს უწოდებენ) ვერ ხდება მაღალი დონის მწვრთნელი. ასეა ეს!
DINAMO
ძირს ფეხბურთის მტრები!!! მალე აბა დავერიოთ ამ თაღლითებს
სამტრე
მსუბუქი სასჯელია უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებს ვინც ამ ჩაწყობილ თამასში მიიღო მონაწილეობა სამუდამო დისკვალიფიკაცია და კლუბების მოკვეთა მინიმუმ 5 წლით. მაგალითად უნდა იქცეს ესეთი სასჯელი რათა სხვა კლუბებმა არ იფიქროს თამაშების ჩაწყობაზე
xorxe
სფფ ხელს არ აფარებს და მეტი რაქნას???
levan
სი ეს არის ქართული ფეხბურთის ნამდვილი სახე!
beqa
ეს არა საკმარის დასჯა. უნდა მოიხსნას ორივე გუნდი. ვინც მონაწილეობდა ამ ჩაწყობაში ასევე უნდა მიეცეს სამუდამო დისკვალიფიკაცია შეწყალების გარეშე. რით ვერ დაინახეთ, რომ ასეთი დასჯა არ არის საკმარის და იგივე მეორდება.ზესტაფონის ხელმზგვანელს იმიტომ აუკრძალეს მოღვაწეობა , რომ გუნდი არ გაიყვანა სათამაშოთ ასეთი ფაქტი,რომ შეამჩნია. ცოტა არა სამართლიანად მიმაჩნია მარტო ქულების ჩამოკლება და დაჯარიმება.
1
გამოძიების შემდეგ, ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, მინიმუმ 10 წლით უნდა მოიკვეთოს ფეხბურთიდან.
სწორია
ბოლო ბოლო ხო უნდა გადადგმულიყო ეგ ნაბიჯი.ყოჩაღ სფფ-ს.ზუსტად ეგ ორი გუნდი უნდა დაისაჯოს სხვებს არაფრად რო არ აგდებდნენ.
LARSSON
ჯობია დეტალურად განიხილონ, რომ რამე უსამართლობა არ იყოს, რუსთავალებს ისედაც მოგვენატრა ფეხბურთი
dato
კარგია მძიმე სასჯელია, დაფიანსნების შეწყვეტა თუმცა მაინც არასაკმარისი, გარიგებული თამაშის გამო და ტოტალზიატორში ფულების მგოების გამო წირავენ ქვეყნის ინტერტესებს. ამიტომ კონკრეტული დამნაშავეებიც უდნა დაისაჯონ კანონის შესაბამისად!
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
4 ივნისს სფფ გარიგებულ მატჩებზე, მომხდარ ჩხუბებსა და ინციდენტებზე იმსჯელებს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
სასამართლომ გარიგებული მატჩებისთვის დაკავებულ 4 პირს პატიმრობა, 7-ს კი გირაო შეუფარდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა, 600 ათასი ხის დარგვა - რა განიხილეს უეფას აღმასკომზე
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო
დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"გარიგებული მატჩები სიმსივნეა, ამ ბოროტებას ვებრძვით, მაგრამ ჩვენ პოლიცია არ ვართ"
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
"რუსთავმა" თსუ-ს იოლად მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონს ერთი მატჩი გაარკვევს
დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
პლეიოფები: "გაგრა" და "თელავი" ისევ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ
"შუქურა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს - ეროვნული ლიცენზირების შედეგები
"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."