ძმები კლიჩკოების სახელობის საერთაშორისო ტურნირში 13 ქვეყნის წარმომადგენლები 10 წონით კატეგორიაში იბრძოდნენ
თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო - ასეთი მონაგრით დაასრულეს ასპარეზობა საქართველოს ახალგაზრდა მოკრივეებმა, რომლებიც უკრაინაში ძმები კლიჩკოების სახელობის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდნენ.

ჯილდოებისთვის 13 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოდნენ 10 წონით კატეგორიაში. ჩვენებურთაგან განსაკუთრებით თბილისელმა ესკერხან მადიევმა (64 კგ) იყოჩაღა: მან ზედიზედ დაამარცხა იაროსლავ ტარადიუკი, რომან მაზალოვი, სტანისლავ სტეპანოვი (სამივე-უკრაინა), ტონი გალსტიანი (სომხეთი) და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

მიზნის მისაღწევად მხოლოდ ერთი ბრძოლის მოგება დააკლდა 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოთარ ნავერიანს. სტარტზე მან ფინელ არსლან ხატაიევს აჯობა, მერე გზიდან ჩამოიშორა მასპინძელი ოლექსანდრ ჟელეზნიაკი, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მალიკ გასანოვს მოუგო, გადამწყვეტი პაექრობა კი ბელარუს დმიტრი დაშკევიჩთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

საქართველოს სპორტულ დელეგაციას ბრინჯაოს მედალი ნიკოლოზ ბეგაძემ (91კგ) მოუტანა: მეოთხედფინალში მან მასპინძელ ანდრიი არშუკოვს სძლია, ნახევაფინალში კი უკრაინელ არკადი კარცანთან ვერაფერს გახდა და მესამე ადგილზე გავიდა.

ტურნირზე პირველი ორთაბრძოლები მოიგეს გიორგი ჩარგაზიამ (60 კგ), სტეფანე მხითარიანმა (75 კგ) და გიორგი ჭიღლაძემ (+91), რომლებმაც გზიდან, შესაბამისად, ვლადისლავ ზარიჩინიუ (უკარაინა), რეზა ჰასან ნია (ირანი) და პავლო კროვულსკიუ (უკრაინა) ჩამოიშორეს, მაგრამ მეოთხედფინალში მათაც ძლეულ მეტოქეთა ბედი გაიზიარეს - დამარცხდნენ ზაროვორ პეტროსიანთან (უკრაინა), ივან პაპაკინსა (უკრაინა) და აიბოლდი დაურენულთან (ყაზახეთი) და მაყურებლებში გადაინაცვლეს.

შეჯიბრებას პირველსავე რაუნდში გამოეთიშნენ შახილ ალახვერდიევი (49 კგ) და გიორგი მანჯავიძე (69 კგ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ესკერხან მადიევი: მომავალშიც საქართველოს სპორტულ ღირსებას დავიცავ
თუშიშვილი vs რინერი და ნახევარფინალის შანსი კრივში - 30 ივლისის პრევიუ
კრივი. ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი: ანტალიაში შვიდეული იბრძოლებს
მსოფლიოს გზა ევროპაზე გადის - ინტერვიუ შალვა დუნდუასთან
მინსკი 2019: ქართველი მშვილდოსნები და მოკრივეები წარმატებულად ასპარეზობენ
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 21 ივნისის განრიგი
ევროპის ჩემპიონატი. 1/8-ფინალი: ოთარ ერანოსიანის და იაგო კიზირიას წარმატება [VIDEO]
ქართველი მოკრივე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია! [VIDEO]
ახალგაზრდა მოკრივეთა მსოფლიოს პირველობისთვის საქართველოდან ექვსეული ემზადება
მეტი სიახლე და გამოცდილება - ინტერვიუ დავით წიკლაურთან
ქართველი მოკრივე სახელოვან რუსთან დამარცხდა