"იქნებ კარგიც იყო ოლიმპიადაზე დამარცხება, ახლა ჩემს საქმეს სხვა კუთხიდან შევხედე"
ახალგაზრდა, 21 წლის ძიუდოისტს ბექა ღვინიაშვილს საქართველოში საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. უწინარესად, ჭიდაობის სტილის და ეფექტური ილეთებით მოპოვებული გამარჯვებების გამო. ბექამ, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. დიდებშიც არაერთი გრან პრის, თუ გრანდ სლემის გამარჯვებულია, თუმცა ევროპის და მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებებზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ჯერჯერობით არ დამდგარა.

ერთი წლის წინათ მწვრთნელების რჩევით მან წონა შეიცვალა, გადაბარგდა 100 კგ-ში, სადაც საქართველოს ნაკრებს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზიის მოპოვება უჭირდა და ეს საკითხიც მოკლე ხანში წარმატებით გადაჭრა. თუმცა ბექა თავად ოლიმპიადაზე ვერ მივიდა მედლამდე. ახლა, როგორც მისი გულშემატკივრები ელოდნენ, ღვინიაშვილი ისევ ძველ წონას, 90 კგ-ს უბრუნდება და იმაზე უფრო დიდ გამარჯვებებს გვპირდება, ვიდრე აქამდე მიუღწევია.

ახალგაზრდა ფალავანს გორის დარბაზში შევხვდით. რიოში გამოსვლაზე, ახალ მიზნებსა და აგრეთვე შეცდომებზეც მან გულახდილად ისაუბრა.

- ბექა, დავიწყოთ შარშან 100 კგ-ში გადასვლით. ვინ გირჩიათ წონის შეცვლა და ამ გადასახედიდან თუ მიგაჩნიათ, რომ ეს ნაბიჯი სწორი იყო?

- ამ ნაბიჯის გადადგმის მთავარი მიზეზი გუნდური ინტერესები გახლდათ. საქართველოს ნაკრებს 100 კგ-ში ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება ძალიან უჭირდა. შემომთავაზეს და გარკვეული ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე აქაც მეცადა ძალები. თანაც, ოლიმპიადაზე მონაწილეობის შანსი მეძლეოდა.

მართალია, ახალ წონაში გადასვლა არასდროსაა იოლი, მაგრამ, როგორც ნახეთ, ლიცენზიისთვის ბრძოლა გამომივიდა წარმატებული. აქედან გამომდინარე, იმედი მქონდა უშუალოდ ოლიმპიურ თამაშებზეც შევძლებდი მედლისთვის ბრძოლას. თუმცა, კვარცხლბეკის მიღმა დავრჩი.

- 100 კგ-ში გადასვლამდე ალბათ იქნებოდა იმაზე მსჯელობა, თუ რა შანსები გქონდათ და იმოქმედებდა თუ არა ეს ნაბიჯი თქვენს კარიერაზე უარყოფითად...

- დიახ, რასაკვირიველია გვქონდა საუბარი. აზრები გაიყო, მაგალითად, ჩემი პირადი მწვრთნელი ანზორ თენაძე მართებულად არ მირჩევდა წონის შეცვლას. წინააღმდეგი იყო მამაჩემიც, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავთანხმდი მათ, ვინც 100 კგ-ში გადასვლას მირჩევდა. სხვათა შორის, პირველი ორი ტურნირის მერე ხელახლა მთხოვეს გადამეხედა ამ გადაწყვეტილებისთვის. თუმცა, მდინარეში შესული ვიყავი და უკან აღარ გამოვედი - ბოლომდე გასვლა ვარჩიე.

- ლიცენზიის მისაღებად დიდი დრო არ გქონდათ, მაგრამ მაინც მოიპოვეთ. თანაც, თუ არ ჩავთვლით სამხრეთ ამერიკაში გამართულ ტურნირებს, საკმაოდ მაღალი დონის შეჯიბრებებში მოგიწიათ სალიცენზიო ქულების დაგროვებამ...

- თბილისის გრან პრი და სამსუნის გრან პრი მაღალი დონის შეჯიბრებებია და ძლიერი მოწინააღმდეგეებიც მყავდა, მაგრამ ბაქოს გრანდ სლემი ყველაზე ძლიერი იყო. მონაწილეთა თვალსაზრისით ის ოლიმპიადასაც არ ჩამოუვარდებოდა. იქ გამარჯვებამ განსაკუთრებით გამახარა, მით უფრო, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების, აგრეთვე ოლიმპიადის პრიზიორებს ვძლიე. მოვუგე იაპონელ ვოლფს, გერმანელ პეტერს, აზერბაიჯანელ მამედოვს და სხვა ძლიერ ფალავნებს. ამ შეჯიბრებაზე გამარჯვებამ სულ სხვა სტიმული შემმატა ოლიმპიადისთვის.

- როგორ ფიქრობთ, განვლილ სეზონში თქვენი სპორტული ფორმის პიკი როდის იყო?

- ალბათ, სწორედ უფრო ბაქოში. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული ვიყავი, კარგი ფიზიკური მომზადებით და სწორი, დროული გდებებით შევძელი ურთულესი შეჯიბრების მოგება. თუმცა, რიოსაც თითქოს არ შევხვედრივარ ცუდ ფორმაში, მაგრამ ფაქტია, რომ მედლამდე ვერ მივედი.

- არადა, ოლიმპიადაზე საწყის ორ შეხვედრაში ბენჯამინ ფლეტჩერი (ბრიტანეთი) და ტომა ნიკიფოროვი (ბელგია) ისე ეფექტურად დაამარცხეთ, რომ ქომაგებს უკვე ეგონათ, რომ უთუოდ აიღებდით მედალს...

- ნიკიფოროვი ისეთი ძიუდოისტია, ჩემთვის რომ მოეგო, შესაძლოა, ფინალშიც გასულიყო. მასთან დამაჯერებელმა გამარჯვებამ იმედი გამიორმაგა. საერთოდ, განწყობა ოლიმპიადაზე საბრძოლო მქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფიზიკური მომზადება დამაკლდა.

- ნიშანდობლივია, რომ 100 კგ-ში თქვენს პირველ და ბოლო შეჯიბრებებზე - ტოკიოს გრანდ სლემსა და რიოს ოლიმპიადაზე ერთი და იმავე მეტოქეებთან - სირილ მარესთან და რიუნოსუკე ჰაგასთან დამარცხდით. რაში მდგომარეობდა მათი უპირატესობა?

- ორივე მათგანის დამარცხება, მეტადრე ოლიმპიადაზე, მჯერა, რომ შეიძლებოდა, მაგრამ დასამალი არაა, პაექრობათა მიწურულს ორივე შეხვედრაში დავიღალე.

საერთოდ, ახლა, როცა რიოს ოლიმპიადაზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ ვერ მოვემზადე კარგად. ამასთან, კენჭისყრის შედეგად ბადეც ურთულესი დამიჯდა.

- როგორ ფიქრობთ, ჰაგასთან შეხვედრაში ის შიდო, რომლის ხარჯზეც წააგეთ და მედალი დაკარგეთ, არ გეკუთვნოდათ?

- შიდო შესაძლოა მეკუთვნოდა, მაგრამ უფრო იუკოზე მწყდება გული, რომელიც შეიძლებოდა რომ მოეცათ. თუმცა, მსაჯებმა სხვაგვარად განსაჯეს. მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ აქედან ტრაგედია უნდა შევქმნა. იქნებ კარგიც იყო ოლიმპიადაზე დამარცხება, ახლა ჩემს საქმეს სხვა კუთხიდან შევხედე.

პირდაპირ გეტყვით, რომ უფრო მეტი უნდა მომენდომებინა, მეტი მევარჯიშა და სასურველი შედეგი დადგებოდა. პოზიტივიც მინდა დავინახო, იმ თვალსაზრისით, რომ რიოში ის გამოცდილება მივიღე, რაც ოლიმპიადაზე მონაწილეობას ფსიქოლოგიურ ასპექტში ახლავს. ეს გამოცდილება სამომავლოდ გამომადგება.

- შემტევი სტილის მიმდევარი ხართ და ალბათ ასეთივე მოწინააღმდეგეებთან უფრო გიადვილდებათ ჭიდილი...

- რა თქმა უნდა, სწორედ შემტევი სტილის მეტოქესთან მომწონს ჭიდაობა. ისე, იაპონელებიც შემტევი სტილის არიან, მაგრამ ზედმიწევნით კარგად დამუშავებული ტაქტიკით ასპარეზობენ და მათთან ყოველთვის რთულია პაექრობა.

ზოგადად, აზიელებთან უფრო უკეთ ვჭიდაობ. ევროპელები ძირითადად გაფრთხილებებით, დროის გაყვანით ცდილობენ ფონს გასვლას და ასეთი დუნე, არადინამიკური ასპარეზობა არ მხიბლავს.

- ახლა უკვე შეგიძლიათ შეადაროთ 90 და 100 კგ ერთმანეთს?

- 90 კგ-ში პირადად რასაკვირველია გაცილებით უფრო კარგად ვგრძნობდი თავს და უფრო შედეგიანადაც ვასპარეზობდი. 100 კგ-ის ძიუდოისტები ფიზიკურად არიან ყველაზე და მათ შორის მძიმე წონის მოჭიდავეებზე ძლიერები. ამასთან, ტანად ისინი ჩემზე მაღლები იყვნენ, რაც გვარიანად მაფერხებდა.

ძველ წონაში დაღლილიც რომ ვყოფილიყავი, მეტოქეს რომ ჩავავლებდი, ვგრძნობდი, მაგრად მეჭირა და შემეძლო გდებაზე გამესროლა. 100 კგ-ში კი ასე არ იყო. იქ წინააღმდეგობა გაცილებით ძლიერი გახლდათ.

მაგრამ არაუშავს, აგერ უკვე დავბრუნდი ჩემს წონაში. ახლა ისევ აუცილებლად მოვა გამარჯვებები. ჩემი მთავარი მიზანი კი დიდებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულების მოპოვებაა.

- უახლოესი შეჯიბრებები რა გელით?

- უახლოესი 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატია, შემდეგ საქართველოს ჩემპიონატზე გამოვალ და მერე ტოკიოს გრანდ სლემზეც მივიღებ მონაწილეობას. ეს ყველა ძიუდოისტისთვის ძვირფასი და უმაგრესი შეჯიბრებაა და მასზე წარმატების მიღწევა მნიშვნელოვანია.

ზემოთ ვახსენე, უფრო მეტი უნდა მევარჯიშა - მეთქი და ახლა სწორედ გაორმაგებული მონდომებით შევუდექი წვრთნას. ძველ წონაში ახალი შემართებით ვიწყებ გარჯას და მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოპოვების სურვილი მაქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გულშემატკივარი
მიყვარს ეს ბიჭი და მისი ჭიდაობა :)
სანდრო ჯამასპიშვილი
ბექა ის, რაც შენ გასულ სეზონზე გააკეთე უკვე უბრწყინვალესი შედეგია. წლებს ანდომებენ ლიცენზიის მოსაპოვებლად, შენ კი ნახევარ წელიწადში გააკეთე. ასე გააგრძელე და დარწმუნებული ვარ 1-2 წელიწადში შენი გამჩერებელი არავინ იქნება 90 ში კი არა 100 კილოშიც კი! სულით და გულით გისურვებ ბწყინვალე სპორტულ გზას!!!
kaxeli papa
ვარსკვლავური დაავადება ამას არ დააზარალებს, უკვე დიდი კაცია! უფალი გფარავდეს ბექა!
სოსო
ჰა ბექა,არაფერი შეგეშალოს,შენგან ორ ოლიმპიურ ოქროზე ნაკლებს არ მივიღებთ,ევროპაზე და მსოფლიოზე აღარ არის საუბარი. გამარჯვებები მთელ შემდგომ კარიერაში.შენ ძიუდოს სახე ხარ.
murtalo
ხუტიოდე წლის წინ კიევში ჭაბუკთა მსოფლიოზე ყველა შეხვედრა წმინდად, შებოჭვებით მოიგო და ისეთი უპირატესობა ჰქონდა, გეგონებოდა სხვა სფეროდანაა მოსულიო...მაშინვე ეტყობოდა ,რომ მომავალი დიდი ვარსკვლავი უნდა შემდგარიყო და მადლობა ღმერთს!...ეს მხოლოდ საწყისი წერტილია და უეჭვოა საქართველოს დიდ სიხარულს მოუტანს მრავალჯერ...აბა შენ იცი ვაჟკაცო!
beso
ბექა როგორც ჩემი შვილი ისე მიკვარხარ
avlip qizikski
Uamravi oqro win gaqvs beqa,shenc gaixare da chvenc gagvaxare!!!!
მურთაზი
ბექა ღვინის ძალა მოგცეს ღმერთმა,გაიმარჯვე
enlili
წარმატებები, ბექა! აბა შენ იცი.. დინჯად და დაფიქრებით მიუდექი საქმეს, გამძლეობას მიხედე და დიდი შანსი გაქვს, რომ ლეგენდად იქცე... გვეიმედები გულშემატკივრებს!
zurab
მათლა უსაყვარლესი პიროვნება და უბრწყინვალესი ფალავანია. ადამიანს შეიძლება ყველა სიმწარე დაავიწყონ ასეთმა შეგირდმა და მწვრთნელმა.
თემურ ბალარჯიშვილი
კარგი მამულიშვილი ხარ და ძლიერი სპორცმენი. იმ წონაში იჭიდავე, რასაც ვარჯიშის შედეგად მიიღებ. არ გადაიღალო. შენით ამაყობს საქართველო. შენ მრავალგზის ტრიუმფატორი იქნები!
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: "ოქროს ლიგის" ოთხეული გაირკვა
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ძიუდოს საკლუბო ჩემპიონატი: კლუბები გაირკვა, რევოლუცია აპრილში იწყება
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
"New Gori" - ახალი საკლუბო ამბიცია ძიუდოში
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
შიდა ქართლში ჩემპიონების აღზრდა ტრადიციაა
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საკლუბო ლიგა: "შევარდენი" მეოთხედ - ნაცნობი ფინალი ნაცნობი შედეგით
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
ანზორ თენაძე: ბექა ღვინიაშვილის ადგილს ისევ 90 კილოგრამში ვხედავ