მუნდიალი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა. D ჯგუფი. II ტური. დუბლინი. "ავივა სთედიუმი". 22:45. LIVE "პირველ არხზე"
დღეს, 6 ოქტომბერს, დუბლინის "ავივაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგფუში მეორე მატჩს გამართავს. შეხვედრა "ავივა სთედიუმზე" თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

- მუნდიალი 2018. შესარჩევი. II ტურის წინ: ჩვენი ჯგუფის ფავორიტები ავსტრიაში იკრიბებიან

ჯგუფის პირველი შეხვედრა ვლადიმირ ვაისის გუნდმა თბილისში 1:2 დათმო ავსტრიასთან. ირლანდიის მერე უელსთან კიდევ ერთი გასვლითი მატჩი გველის და თუ გვინდა, რომ შესარჩევ ციკლში სატურნირო მოტივაცია შეგვრჩეს, აუცილებლად წარმატებით უნდა ვითამაშოთ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან.

მაგრამ, ცხადია, ეს იოლი საქმე არ იქნება. ქართველთა და ირლანდიელთა საფეხბურთო ურთიერთობას თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ "სამყურებმა" აქამდე ყველა თამაში მოგვიგეს...

დანაკლისს მაინც ვერ ავცდით

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ვგონებთ, ოპტიმალური შემადგენლობით არც არასდროს უთამაშია და გამონაკლისი არც ირლანდიასთან დღევანდელი მატჩი იქნება. ადრევე ვიცოდით, რომ ტრავმებისა თუ სათამაშო კონდიციებში არყოფნის გამო დაგვაკლდებოდნენ ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, ლევან ყენია, ნიკა კვეკვესკირი და ოთარ მარცვალაძე. 5 ოქტომბერს კი გაირკვა, ამ კვინტეტს თბილისის "დინამოს" მცველი უჩა ლობჟანიძე და ოდესის "ჩერნომორეცის" უკანახაზელი დავით ხოჭოლავაც დაემატნენ.

ასე რომ, ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში ეს ფეხბურთელები დარჩნენ:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბ), ლაშა პარუნაშვილი (დინამო თბ), ვალერიან გვილია (ბატე, ბელორუსი);

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბ), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი).

და კიდევ ერთი გადაწყვეტილი ამბავიც - საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან მატჩში არნემის "ვიტესის" მცველი გურამ კაშია უკაპიტნებს.

ირლანდიელთა პრობლემები ჩვენი შანსია

ირლანდიის ნაკრებს საქართველოსთან მატჩის წინ დიდი პრობლემები შეექმნა. თავად განსაჯეთ: თუ ბრიტანულ პრესას ვენდობით, საქართველოსთან შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ კეირონ ვესტვუდი, ენტონი პილკინგტონი, სტივენ ქუინი და დერილ მერფი.

ირლანდიური მედიის ცნობით, საქართველოსთან მატჩში ამ ოთხი ფეხბურთელის მინდორზე გასვლა გამორიცხულია.

ირლანდიის ნაკრების ლაზარეთში არიან ასევე ეიდენ მაკგიდი, კევინ დოილი და ჰარი არტერი. დიდი შანსია, საქართველოსა და მოლდოვასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები მათაც გამოტოვონ.

ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა სანაკრებო სიას დაამატა "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდული გუნდის მეკარე იან ლოულორი და შოტლანდიური "აბერდინის" ფორვარდი ადამ რუნი.

მთლიანობაში, ირლანდიელთა შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: დარენ რენდოლფი (ვესტ ჰემი, ინგლისი), დენი როჯერსი (ფალკირკი, შოტლანდია), იან ლოულორი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი);

მცველები: საიმუს კოულმენი (ევერტონი, ინგლისი), საირუს კრისტი (დერბი, ინგლისი), რიჩარდ კეფი (დერბი, ინგლისი), ალექს პირსი (დერბი, ინგლისი), პოლ მაკშეინი (რედინგი, ინგლისი), ჯონ ოში (სანდერლენდი, ინგლისი), შეინ დაფი (ბლექბერნი, ინგლისი), კირან კლარკი (ნიუკასლი, ინგლისი), მარკ უილსონი (დამბარტონი, შოტლანდია), სტივენ უორდი (ბარნლი, ინგლისი);

ნახევარმცველები: ეიდენ მაკგიდი (შეფილდ უენსდი, ინგლისი), ჯეიმს მაკლინი (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), გლენ უელანი (სტოკ სიტი, ინგლისი), ჯეფ ჰენდრიქსი (დერბი, ინგლისი), სტივენ კეინი (რედინგი, ინგლისი), დევიდ მეილერი (ჰალ სიტი, ინგლისი), კონორ ჰარიჰეინი (ბარნსლი, ინგლისი), ჰარი არტერი (ბორნმუთი, ინგლისი), იუნან ოკეინი (ლიდსი, ინგლისი), სტივენ გლისონი (ბირმინგემი, ინგლისი), კალუმ ოდაუდა (ბრისტოლი, ინგლისი), რობი ბრეიდი (ნორვიჩი, ინგლისი), უესლი ჰულაჰანი (ნორვიჩი, ინგლისი), ჯონი ჰეისი (აბერდინი, შოტლანდია);

თავდამსხმელები: შეინ ლონგი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ადამ რუნი (აბერდინი, შოტლანდია).

წინასამატჩო პრესკონფერენცია

ვლადიმირ ვაისი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გურამ კაშიასთან ერთად წარდგა:

ვლადიმირ ვაისი:

- საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან აქამდე გამართული ყველა მატჩი წააგო და დროა, ეს ისტორია დასრულდეს. სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად ვიყავი მსოფლიოს ჩემპიონატზე და ახლა მინდა, იგივე გავაკეთო საქართველოს ნაკრებთან ერთად...

როცა სლოვაკეთის ნაკრებში დავიწყე მუშაობა, იქაც ანალოგიური სიტუაცია იყო, როგორიც დღეს არის საქართველოს ნაკრებში. ჩვენ დღითიდღე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ.

როცა საქართველოს ნაკრები ჩავიბარე, ვნახე ამ გუნდის ბევრი თამაში, ვნახე ბევრი უიღბლო მარცხი. არადა, გუნდში დიდი პოტენციალია, ბევრი ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელი. ხანდახან ისინი უშვებენ შეცდომებს, მაგრამ ეს თანდათან, სწორი მუშაობით უნდა გამოვასწოროთ. მე მჯერა ქართული ფეხბურთის ნათელი მომავლის...

გურამ კაშია:

- თუ გავაანალიზებთ ირლანდიასთან ადრე წაგებულ მატჩებს, მივხვდებით: ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ორთაბრძოლებისას და ჩვენი საჯარიმო მოედნის სიახლოვეს. წინა ხაზში ისეთი შემსრულებლები გვყავს, საგოლე შანსები აუცილებლად გვექნება.

მარტინ ონილი:

- ჯეიმს მაკარტის ბოლო მატჩები არ უთამაშია "ევერტონის" შემადგენლობაში, მაგრამ ახლა საქმე კარგადაა. ის ამბობს, რომ არაფერი აწუხებს და მეც ვამჩნევ, რომ თავს კარგად გრძნობს. მან მითხრა, რომ აუცილებლად ითამაშებს საქართველოსთან, თუ მე მასზე შევაჩერებ არჩევანს...

...ფეხბურთელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მივიღებთ. საერთოდ, ნებისმიერმა სანაკრებო მწვრთნელმა ასე უნდა გააკეთოს, რადგან მას ფეხბურთელთან ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში აქვს ურთიერთობა...

...ჩვენ ტრავმები გვაქვს, მაგრამ რას ვიზამთ - სხვადასხვა დროს გვაკლდნენ ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები, როგორებიც არიან საიმუს კოულმენი და ჯონ უოლტერსი, მაგრამ ფონს მათ გარეშე გავდიოდით. ბევრ ფეხბურთელს მიეცემა შანსი. რთული თამაში გველის, რომელიც უნდა მოვიგოთ!..

აპლოდისმენტები ვაკოსთვის...

საინტერესო წერილს აქვეყნებს ირლანდიური Independent.ie. საინფორმაციო საშუალება მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ვაკო ყაზაიშვილი "ავივაზე" მისული გულშემატკივრებისგან აპლოდისმენტებს იმსახურებს.

"უახლოესი თამაშის წინ, როცა სტადიონის დიქტორი ვაკო ყაზაიშვილის სახელს და გვარს გამოაცხადებს, ძნელი წარმოსადგენია, გულშემატკივრები მას აპლოდისმენტებით შეეგებონ, არადა, ის იმსახურებს სამადლობელ აპლოდისმენტებს. ყაზაიშვილი ის ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდიის ნაკრებს თბილისში გამარჯვების გოლი გაუტანა, რის შემდეგაც ევროპის ჩემპიონატზე ირლანდიის ნაკრები გაემგზავრა", - წერს საიტი.

ვინ განგვსჯის?

ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა დუბლინურ მატჩს ფრანგი რეფერი ტონი შაპრონი განსჯის. მას დაეხმარებიან მიშელ ანო და ერიკ დანიზანი. მეოთხე მსაჯი ნიკოლა რეინვილი იქნება.

ხუმრობით, მაგრამ მაინც: ფრანგებსა და ირლანდიელებს ერთმანეთი ძალიან არ უყვართ ტიერი ანრის ცნობილი ეპიზოდის შემდეგ, რომლის დაწვრილებით განხილვასაც აქ აღარ შევუდგებით.

შაპრონმა მსაჯობა 1996 წელს, სრულიად ახალგაზრდამ დაიწყო. ის ახლაა 44 წლისაა. საერთაშორისო შეხვედრებზე კი 2007 წლიდან მსაჯობს.

მუნდიალი 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. უელსი 1 1 0 0 4-0 3

2. ავსტრია 1 1 0 0 2-1 3

3. სერბეთი 1 0 1 0 2-2 1

4. ირლანდია 1 0 1 0 2-2 1

5. საქართველო 1 0 0 1 1-2 0

6. მოლდოვა 1 0 0 1 0-4 0

6 ოქტომბერი

ირლანდია-საქართველო 22:45

ავსტრია-უელსი 22:45

მოლდოვა-სერბეთი 22:45

9 ოქტომბერი

უელსი-საქართველო 20:00

მოლდოვა-ირლანდია 22:45

სერბეთი-ავსტრია 22:45.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რეზო
მინიმუმ ჰანდიკაპით წავაგებთ
bebeto
საქართველოს ნაკრებმა უნდა ცადოს და ბურთი უნდა დაიჭიროს, ასეთ შემთხვევაში ირლანდიის ნაკრებს თავისი მიზნის მიღწევა გაუჭირდება, ამ თამაშში ნახევარმცველებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ნახევარდაცვაში მცველები კი არ უნდა ათამაშონ ან ბურთის მომგერიებლები, ერთი გამოკვეთილად ჩამშლელი და მეორე ბურთის დამჭერი უნდა იყოს ასეთები ჩვენ ნაკრებში ბევრი არა მაგრამ საბედნიეროდ არიან.მაქსიმალურად თამამი თამაშია საჭირო რომ ირლანდიის ნაკრებმა იგრძნოს რომ ტურისტები არ ჩამოსულან ჩვენთან სათამაშოდო.
ზუკა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ 1. უელსი 1 1 0 0 4-0 3 2. ავსტრია 1 1 0 0 2-1 3 3. სერბეთი 1 0 1 0 2-2 1 4. ირლანდია 1 0 1 0 2-2 1 5. საქართველო 1 0 0 1 1-2 0 6. მოლდოვა 1 0 0 1 0-4 0 გარწმუნებთ, ზუსტად ანალიგიურ ცხრილს მივიღებთ შესარჩევის ბოლოს.
გგგ
ამხელა სტატიის წერა ნამდვილად ვერ იხსნის საქართველოს ნაკრებს მარცხისაგან. ქართულ ფეხბურთში წარმოუდგენლად მძიმე სიტუაციაა და მის შეცვლას ათეული წლების მანძილზე თავდაუზოგავი მუსაობა დასჭირდება
ბურთი მრგვალია.
დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ნაკრები ამ შესარჩევს მე-5 ადგილზე დაამთავრებს. მიუხედავად ამისა ყოველ მომდევნო შეხვედრას გულითა და სულით ვქომაგობ. მაგრამ რას იზამ, როცა ძლიერი იმარჯვებს. ნეტა ვცდებოდე.
Guadua
ვაისს არაფერს ვერჩი, მისის საქმეა იმუშაოს და ფული იშოვოს. არც ფეხბურთელებს ვერჩი არაფერს,რადგან მაგათ რაიმე მოსთხოვო,ეს იგივეა რაც წყალზე ჩანგლით რაიმე დაწერო, მათი საქმეა იმუშაონ და ფული-შემოსავალი ჰქონდეთ, წაგებას კი ხალხიც გადაიტანს და მომავლის იმედზე იქნება. ასე რომ, მიუხედავად უდიდესი სურვილისა დღევანდელ წაგებას შევეგუე, მთავარია ეს იყოს მინიმალური ანგარიშით.
ვააა
ამისულა და ლობჟანიძე პოლიტიკასში გაუშვეს?
gela
მსაჯი ფრანგიაო და არააქვს ფრანგებს კარგი ურტიერტობა ირლანდიელებტანო აბა გაიკიტხეტ მაგ ფრანგს ნატლიმამა ქარტველი ხომ არ ყავს წყალწაგებული ხავს ეკიდებოდაო ასეა ცჰვენი საქმე ამ ვაისს კი ასე მგონია მტლად დაუცურდა სჰიფერი
haha
იმედია დღეს სერბეთიც მოიგებს, თან კარგი ანგარიშით.
svani
რა სათაურებით ხართ ვაბშე რაგინდათ რაა თქვენ მაინც რა გინდათ
ლუკა
დათო და გუგა, გაიხარეთ, ბევრი მაცინეთ თქვენი კომენტარებით. თუ კიდევ წავაგებთ ალერგია დამეწყება მწვანე ფერზე და სამყურაზე. გამარჯვებას გისურვებთ ყველას!
gaga
ganacxadshi chanturia rato araa
Gela
ქართველი მცვრტნელიიიიიიი ვინც საქართველოში ცხოვროოოოოოოობს რა მიხვედრა უნდააააააააააააააა
fc shukura
მთელი ქობულეთი ველოდებოდით ხოჭოლავას დებიუტს !! სამწუხაროა
bmw
თუ ესეც წავაგეთ რა მოხდება არ ვიცი
ქომაგი
არადა ხოჭოლავას დიდი იმედი მქონდა, რა დაემართა ნეტა იცით ვინმემ? ეგეთი მოტამაშე თავით ნაკრებს მემგონი არც არასდროს ყოლია :(
გუგა
ლობჟანიძის არყოფნა უკეთესიც იქნება მგონი :)) მართალია ბოლო თამაშებში ისეთი არაფერი გაუფუჭებია, მაგრამ მაინც, კობახიძის დაყენებაც შეიძლება ფლნაგზე მცველად, ან დვალმა შესაძლოა ითამაშოს ამ პოზიციაზე, მოკლედ შანსი ნამდვილად არის, დროა ირლანდიას დაუმსახურებელი გამარჯვებებისთვის საკადრისი მიეზღოს
kika
ახლა მაინც ათამაშეთ კაშია და კვირკველია დაცვის ცენტრში.
qomagi
წაგვიგია და ვერ გაგვიგია, დაცვა გვექნება პრახადნოი დვერივით
dato
ე ბიჯო არც ამისულაა და არც ლობჟანიძე გვეშველა გონია
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. IX ტურის წინ: გაინაღდებს სერბეთი?
მარტინ ონილი: ფიფას რეიტინგის არ მჯერა - საქართველო რთული მეტოქეა
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
კაშიამ "ატლეტიკოსთან" შეუცვლელად ითამაშა - "სლოვანმა" მორიგი მარცხი განიცადა [VIDEO]
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
"14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადაახტა" - სლოვაკურმა გამოცემამ "ატლეტიკოსთან" "სლოვანიდან" ყველაზე სუსტად კაშია მიიჩნია, მაგრამ ამას სხვები არ ეთანხმებიან...
ხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
საქართველოს ნაკრები: ვლადიმირ ვაისი ერთი დებიუტანტით
The Sun: ირლანდიის ნაკრები სანიოლის პასუხს ელოდება
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
Irish Mirror: საქართველომ ირლანდიელებს სანიოლის დანიშვნის გეგმა დაუნგრია - რა გადაწყდება ზაფხულში?
მარტინ ონილი: საქართველოსთან სულ ვიგებთ, მაგრამ ყოველთვის გვიჭირს
ყაზაიშვილის 2 საგოლე პასი - მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
მარტინ ონილი: საქართველოსთან მხოლოდ რთულ თამაშს ველი
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
რონალდოს დუბლი და რეკორდი - პორტუგალიამ ირლანდია გაანადგურა [VIDEO]
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
მეტოქე: ონილმა ირლანდიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში