საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IX ტური. წითელი ჯგუფი
"თამაზ სტეფანიაზე" გამართულ შეხვედრაში ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი საკითხი ირკვეოდა: 9 ტურის შემდეგ, ბოლნისის "სიონმა" მხოლოდ 5 ქულა დააგროვა და "წითელ ზონაში" ბოლოსწინა, მე-6 ადგილზე იმყოფებოდა. ლიდერის დამარცხებით, არმაზ ჯელაძის გუნდი მდგომარეობას გაიუმჯობესებდა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იმედს დაიტოვებდა. ჯგუფის ლიდერ "სამტრედიას" კი კონკურენტებისგან უფრო მეტად დისტანცირებისთვის 3 ქულა ჰაერივით სჭირდებოდა.

"სიონი" მატჩს სერიოზული დანაკლისით შეხვდა: დისკვალიფიკაციის გამო, ლიდერის წინააღმდეგ ვერ ითამაშეს ლაშა თოთაძემ და დავით ხურცილავამ, კუნთი დაეჭიმა ირაკლი ძარიას, ხოლო დავით ვოლკოვი შეუძლოდ იყო და მხოლოდ მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში.

პირველი ნახევარი ძალზე სანახაობრივად, მაღალ ტემპში და დაძაბულად წარიმართა. ბოლნისელებმა თამაში აქტიური ზეწოლით დაიწყეს და რეალური საგოლე მომენტები სწრაფადვე შექმნეს. მაგრამ ვიაჩესლავ სუშკინს, რომელიც კუთხურის შემდეგ მეკარესთან მარტო დარჩა, ფეხი დაუსხლტა და მშვენიერი მომენტით ვერ ისარგებლა. მალე ის დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ჯანელიძემ გაიყვანა, მაგრამ მიზანს ამჯერადაც ააცილა.

ცხადია, "სამტრედია" გულხელდაკრეფილი არ მჯდარა და მეტოქეზე საკუთარი თამაშის თავს მოხვევას ცდილობდა. მათი ფლანგები აქტიურად და მწვავედ უტევდნენ. მაგალითად, ლაშა შერგელაშვილის წამოწყებულ შეტევას მოჭრილი დარტყმით გიორგი გამყრელიძე აგვირგვინებდა და კარს სანტიმეტრებში ააცილა.

მეტი სიზუსტე მასპინძელთა თავდამსხმელ ირაკლი სიხარულიძესაც მართებდა. ოთარ კობახიძემ ის მშვენიერ პოზიციაზე შენიშნა და ბურთი მცველებს შორის გადააწოდა, მაგრამ "სიონის" თავდამსხმელის დარტყმულზე მეკარე ომარ მიგინეიშვილმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და სტუმრები გადაარჩინა.

"სიონი" სწორედ ამ გამოუყენებელი მომენტებისთვის დაისაჯა: 35-ე წუთზე, გიორგი გამყრელიძემ საჯარიმოს ხაზთან მარტო დარჩენილი დავით რაჟამაშვილი შენიშნა, რომლის დარტყმულსაც ნიკა დაუშვილი თითებით კი შესწვდა, მაგრამ ბურთმა "ცხრიანი" მაინც მოძებნა - 0:1.

"სიონს" წონასწორობის აღდგენის შანსი ორჯერ მიეცა. ჯანელიძის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავით მიმართულება შეუცვალა დავით სვანაძემ, კარის წინ კი ისევ სუშკინი აღმოჩნდა, მაგრამ დარტყმა ვეღარ მოახერხა.

ბოლო წუთზე, ცუდად მოგერიებული ბურთი რუსმა ლეგიონერმა კარისკენ კიდევ ერთხელ გაგზავნა, მაგრამ მიგინეიშვილმა ეს ხიფათიც განმუხტა.

მეორე ნახევარში ბოლნისელებს კიდევ ერთი შანსი მიეცათ - გიორგი ვასაძემ მცველს ბურთი აართვა და მეკარესთან პირისპირ დატოვა სუშკინი, რომელმაც კარს ამჯერადაც ააცილა და მალე მოედანიც დატოვა. უშედეგოდ დასრულდა გურამ გიორბელიძისა და ჯანელიძის შეტევებიც.

მე-60 წუთზე, "სიონის" სამწვრთნელო შტაბმა შეტევა გააძლიერა და ვა-ბანკზე წავიდა: სუშკინი ვოლკოვით შეცვალეს, მცველი ვასილიევი კი - თავდამსხმელ ჯაბა უგულავათი. მაგრამ "სიონმა" ამ ცვლილებით ვერ იხეირა, გია ცეცაძის გაწვრთნილებმა კი მასპინძლებს ცივი შხაპი გადაასხეს - სტუმართა დაცვა უფრო მობილიზებული გახდა, ნახევარდაცვა - დინამიკური, ხოლო შეტევა - მწვავე და, რაც მთავარია, შედეგიანი.

სწორედ აქ გამოჩნდა ზედ სეზონის დაწყებისას შეკრებილი ბოლნისური გუნდის ნაკლი - ზოგიერთმა მოთამაშემ მაღალ ტემპს ვეღარ გაუძლო. გამყრელიძის, რაჟამაშვილის, ბაჩანა არაბულისა და ბუდუ ზივზივაძის გამუდმებული მოძრაობები და სწრაფი გადაადგილებები მასპინძლებს ქანცს აცლიდა და ამას ლოგიკური შედეგიც მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ მოედანი მძიმე მდგომარეობაში იყო, სტუმრები სწრაფი და მწვავე კონტრშეტევების ორგანიზებას მაინც ახერხებდნენ.

ჯერ იყო და, რაჟამაშვილმა (რომელმაც შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარა) მეკარესთან პირისპირ ბუდუ ზივზივაძე დატოვა, მან კი ბურთი ძელს მოარტყა. ორიოდე წუთში არაბულმა კარში "მოჭრილი" დაარტყა და დაუშვილმა გუნდი მშვენიერი ნახტომით იხსნა.

ბოლნისელებს სტუმართა შეტევებთან გამკლავება უფრო და უფრო უჭირდათ. 69-ე წუთზე მასპინძლებმა მეორე გოლიც გაუშვეს - დავით ჯიქიას მშვენიერი გადაცემის შემდეგ ზივზივაძე კარგ პოზიციაში გაიხსნა და ზუსტად დაარტყა - 0:2.

მე-80 წუთზე კი ისევ ზივზივაძემ იაქტიურა - მეკარესთან პირისპირ დარჩენილ დაუშვილს გასცდა, კარის წინ გახსნილი არაბული შენიშნა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:3.

"სამტრედიამ" გაიმარჯვა, ჯგუფში ლიდერობა განიმტკიცა და საჩემპიონო პლეი ოფს კიდევ უფრო მიუახლოვდა. "სიონი" კი წაგებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. "ზუგდიდის" მოგების გამო, ბოლო ადგილზე აღმოჩნდა და ლიგაში დასარჩენად დარჩენილ ოთხ ტურში ქულების მაქსიმუმს უნდა მოუყაროს თავი.

უმაღლესი ლიგა. IX ტური. წითელი ჯგუფი

15.10. ბოლნისი. თამაზ სტეფანია

სიონი-სამტრედია 0:3

გოლები: 0:1 რაჟამაშვილი (33. გამყრელიძის პასით), 0:2 ზივზივაძე (69. ჯიქიას პასით), 0:3 არაბული (80. ზივზივაძის პასით)

სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე (46. გიორბელიძე), სვანიძე, ვასილიევი (68. უგულავა), კასრაძე, გაფრინდაშვილი, ვასაძე, ჯანელიძე, კობახიძე, სუშკინი (60. ვოლკოვი), სიხარულიძე.

სათადარიგოები: მერლანი, სანტოს ფერნანდესი, აბასალი, აფხაზავა.

მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

სამტრედია: მიგინეიშვლი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, რაჟამაშვილი (85. მთივლიშვილი), მანჯგალაძე (88. ცნობილაძე), დათუნაიშვილი, გამყრელიძე (65. ჯიქია), არაბული, ზივზივაძე.

სათადარიგოები: მეშველიანი, მარკოზაშვილი, იმედაშვილი, ახალაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გაფრთხილება: კობახიძე (30), ჯანელიძე (33), რაჟამაშვილი (31), სანდოხაძე (44), გამყრელიძე (54)

არბიტრი: ლ. სილაგავა.

მომდევნო ტური

თეთრი ჯგუფი

22 ოქტომბერი

შუქურა-გურია

23 ოქტომბერი

დინამო (თბ)-ცხინვალი

ლოკომოტივი-ჩიხურა

წითელი ჯგუფი

22 ოქტომბერი

დილა-დინამო (ბთ)

23 ოქტომბერი

კოლხეთი-სიონი

სამტრედია-საბურთალო

ბომბარდირები:

ჯ. დვალი (ცხინვალი) 7

ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6

ბ. ზივზიძაძე (სამტრედია) 6

თ. შონია (დინამო ბთ) 5

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dodo
ბურდულის ბოლო შანსი ფოთში, სიონის წარმატება გადარჩენას ნიშნავს იმ რეგიონში სადაც ფეხბურთი კიდევ არსებობს.
batumi.
ვენაცვალე სამტრედიას და ბატუმის დინამოს
rezo
jango s. tqvenac ki ara tqvenc. bodishi latinuri asoebistvis, qartuli klaviatura ar maqvs dayenebuli
gela
ჯანგოს შენ მეტი საქმე არ გაქ? ვისი რა საქმეა როგორ დაწერს... სამტრედიას წარმატებები.. ყველაზე ლამაზ და ტეხნიკურ პეხბ ურტს თამაშობს და ფიზიკურად ყველა გუნდს ჩაგრავს.. ეს ცეცაძის და ლორთქიფანიძის დამსახურებააა..
გიგლია
ვუერთდები ჯანგოს მოთხოვნას. თქვენი საიტი იძლევა იმის საშუალებას, რომ მომხმარებლებმა თავიანთი კომენტარები წერონ ქართული ანბანით.
Jango
მოდერატორ,რამდენჯერ უნდა მოვითხოვო (ამის კანონიერი უფლება მაქვს) არ გამოაქვეყნოთ ლათინურასოვანი ქართულსიტყვოვანი კომენტარები, მითუმეტეს თურქული აღტკინებითი სიტყვით "საღოლ". აიძულეთ და ასწავლეთ ხალხს ქართულად მეტყველება და ქართულად წერა. თქვენაც ხომ მიმოხილვას ქართული სიტყვებით და ქართული ასოებით წერთ? მაშინ გადადით ლათინურ ასოებზე, თუ როგორაა საქმე?
dato
Sagol samtredias
Jango
შემდეგი 2 გამარჯვებაც და სამტრედია საჩემპიონო პლეი ოფშია სავარაუდოდ ჩიხურასთან,ასე რომ,2 იმერული კლუბი ევროპაზე გავა,1 ჩემპიონის რანგში მეორე კი ვიცე ჩემპიონის დედა-მამა ქალაქების კლუბების თავსატეხი იქნება ევროლიგის 1 დარჩენილი საგზურის მოპოვება თუი ტორპედოს ისევ არ დაუცდა ფეხი ჩიხურასთან. სამტრედია ჩემპიონ
ლიდერი შეიცვალა... "დილა" პირველია; ფოთელებმა კი "იბერია 1999"-ს მოუგეს
ბასილაძის ჰეთ-თრიქი; ფრე კახურ დერბიში; გაგრას ზედიზედ მეოთხე მოგება
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
იურიჩი: "კვარას" გოლმა გამაღიზიანა - პსჟ სხვა დონეა
"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ფინალში რუსი დაამარცხა - ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა!
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
Fútbol Fantasy: მიქაუტაძის 168 წუთი და 0 დარტყმა
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
BBC: მუდრიკმა აკრძალული ნივთიერება უკრაინის ნაკრებში ყოფნისას მიიღო
"ევრობასკეტამდე ცოტათი შეშინებული ვიყავი, ახლა ყველაფერი კარგადაა" - შენგელიამ ესპანურ მედიასთან ისაუბრა
"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - "მარსელის" მთავარი მწვრთნელი
მოურინიო სამშობლოში დაბრუნდება? - "ყარაბაღთან" მარცხის შემდეგ "ბენფიკას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
ფეხბურთელები უკრაინიდან გარბიან - გუშინ ერთი დააკავეს
[VIDEO] გასაძევებელი იყო თუ არა მიქაუტაძის წაქცევისთვის ვან დე ვენი და როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ვილიარეალის" მარცხი, "რეალის" და "ყარაბაღის" გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
სიონი-დინამო (ბთ) 0:3 - ელგუჯას თამაში [VIDEO]
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ბოლნისის "სიონში" მთავარ მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილს უხმეს?
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
დავით რაჟამაშვილი გორის "დილას" დაუბრუნდა
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ბოლნისის "სიონი" გადახალისდება
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს
ბუდუ შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" თასზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
"ჰაიდენჰაიმში" ზივზივაძის თანაგუნდელი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადაბარგდა
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: "შუქურას" მოგებამდე ცოტა დააკლდა
დინამო(ბთ)-სიონი 0:0 - ახლა ქულაც აღარ კმარა
უმაღლესი ლიგის VIII ტურის წინ: ლიდერთა ჯახი "წითელ ჯგუფში"
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
სამტრედია-ჩიხურა 3:0 - მარტო ჰამზიჩი ჩემპიონთან ბრალია [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ლადო ბურდული: ბოლნისის "სიონი" არ გავარდება!
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ეროვნული ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები