საქართველოს ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე ირაკლი კბილაშვილის თანაგუნდელი გახდა. ქართველი ხელბურთელი, რომელიც 2023 წლიდან ჩრდილოეთ მაკედონიის „ოჰრიდში“ თამაშობდა, რუმინეთის ჩემპიონატის კლუბ „პოტაისა ტურდას“ ღირსებას დაიცავს (რუმინულმა კლუბმა ეროვნული ლიგის 2025/26 წლების სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა).

„მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ თეიმურაზ ორჯონიკიძე, რომელიც ახალი სეზონისთვის ჩვენს გუნდს უერთდება! თეიმურაზი შემოგვიერთდა „ოჰრიდიდან“ (GRK Ohrid), რომელიც ორი სეზონის წინ ევროპის თასზე ჩვენი მეტოქე იყო. სხვადასხვა დროს მას ასევე უთამაშია ისეთ გუნდებში, როგორებიცაა „ევროფარმი“, „ფერენცვაროში“, „რეშიცა“, „კოკსი“ და „ოროშჰაზა“. საქართველოს ნაკრებში მან 62 მატჩი ჩაატარა და თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთად ფინალურ ტურნირებშიც მიიღო მონაწილეობა“, – გულშემატკივრებს ახალწვეულს ასე წარუდგენს „ტურდას“ ოფიციალური გვერდი.

„გუნდის შესახებ ბევრი კარგი რამ მსმენია ირაკლი კბილაშვილისგან. ძალიან მიხარია, რომ ტურდაში ჩამოვედი. ვიცოდი, რომ ეს უძველესი და დიდი ისტორიის მქონე ქალაქია, – „პოტაისა ტურდაში“ გადასვლას ეხმაურება თეიმურაზ ორჯონიკიძე. – გუნდი სტაბილურია და რუმინეთში მუდმივად წამყვან პოზიციებზე ასრულებს სეზონს. „პოტაისას“ უზარმაზარი პოტენციალი აქვს და მინდა, აქ მედლები და ტიტულები მოვიგო.

„ტურდას“ წინააღმდეგ მითამაშია და ვიცი, რამდენად რთულია NOVA PG Arena-ზე მეტოქის რანგში ყოფნა. გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ რაც შეიძლება მრავალრიცხოვნად მოვიდნენ დარბაზში და ერთად ბევრი მატჩი მოვიგოთ“.

აქვე დავძინოთ, რომ თეიმურაზ ორჯონიკიძემ შარშან მაისში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ თბილისურ მატჩში, მძიმე ტრავმა მიიღო. სასიხარულოა, რომ ქართველმა ხელბურთელმა სარეაბილიტაციო პერიოდი უკვე დაასრულა და მოედანს უბრუნდება. საქართველოს ნაკრებს შემოდგომიდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები ეწყება, ორჯონიკიძის გამოცდილება კი ასეთი პასუხისმგებლიანი შეხვედრებისთვის უდიდეს ძალას ნიშნავს.

geohandball.ge

გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის თასის გამარჯვებულია
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
კასორლამ ფეხბურთელის კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა
იამალი: კუკურელიას ცოცხლად შევჭამ
"ინტერმა" 37 წლის მხითარიანს კონტრაქტი გაუგრძელა
"ვკამათობთ იმაზე, თუ ვინ უნდა წავიდეს ნაკრებიდან და იმედებს შემდეგ “მხსნელზე” ვამყარებთ, ნაცვლად იმისა, რომ..." - ოლივერ კანი
გარიგება შედგა - ტონალი "ტოტენჰემს" 100 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება
კროოსი: გერმანიის ნაკრებს მსოფლიო კლასის ერთი მოთამაშეც კი არ ჰყავს
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
[VIDEO] კაცნაკლულმა აშშ-ს ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა
[VIDEO] დრამა - ბელგიამ სენეგალს თითქმის წაგებული მატჩი შემოუტრიალა და მერვედფინალში გავიდა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
[VIDEO] კეინმა დუბლით ინგლისი 1/8-ფინალში გაიყვანა
Breaking: სანდრო მამუკელაშვილი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელია!
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
ჰოლანმა რქებიანი ჩაფხუტი დაიხურა - როდრიგომ ბრაზილიასთან დასვენება ურჩია
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
რამუშის შემცვლელი - პსჟ-მა ფლორიან ბალოგუნის შეძენა მოინდომა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები: ევროპის საგზურის ბოლო შანსი
თეიმურაზ ორჯონიკიძე რუმინულ კლუბში გადავიდა
ორჯონიკიძე ფინეთის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში საუკეთესო იყო
თეიმურაზ ორჯონიკიძემ უნგრეთში მიმდინარე სეზონში 42 გოლი გაიტანა
თეიმურაზ ორჯონიკიძე: ევროპაში ანგარიშგასაწევი ნაკრები გვეყოლება
ქართული გოლები რუმინეთში