ქართველი სპეციალისტი აცხადებს, რომ აეკ-ში ჟოზე მოურინიოც ვერაფერს გახდება
ბოლო ტურში გამარჯვების მიუხედავად, ათენის აეკ-ის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა თემურ ქეცბაია და მის ნაცვლად ჟოზე მორაიში (რომელიც ხშირად იყო ჟოზე მოურინიოს ასისტენტი) დანიშნა.

Sport24.gr-მ მცირე ინტერვიუ ჩამოართვა ქართველ სპეციალისტს. ქეცბაია "სპატას" ბაზაზე მივიდა და ფეხბურთელებს დაემშვიდობა. ქეცბაიამ აეკ-ში გატარებულ დროს "კანიბალიზმი" უწოდა:

"არასოდეს იცი, როდის დაგიდგება ეს დრო. ჩვენ დავასრულეთ საქმიანი ურთიერთობა. მინდა გუნდს იქ ყოფნა ვუსურვო, რისკენაც მიისწრაფვის. ბედნიერი ვიქნებოდი.

ეს საფეხბურთო კანიბალიზმია, ერთი ჩემი სისხლი არ დაულევიათ... მეტის თქმა არ მსურს. აეკ-ი ის გუნდია, სადაც ფეხბურთს ვთამაშობდი და სადაც გამოვჩნდი, მაშინ გუნდი ძალიან დამეხმარა კარიერაში, მაგრამ მეც ვიმსახურებდი დროსა და კეთილსინდისიერ მოქცევას.

აქ კი სამ თვეში რაღაც შეუძლებელი მოითხოვეს. მოურინიოც კი ვერ შეძლებდა ამის განხორციელებას მოკლე დროში, 200 მილიონი რომც დაეხარჯა.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს, ჩვენ კარგი სამუშაო გავწიეთ.

მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩებით ლიდერს. სტუმრად წავაგეთ "ოლიმპიაკოსთან" თამაში, რომელიც სხვანაირადაც შეიძლება დასრულებულიყო. სამწუხაროდ, დავმარცხდით. უკან გახედვას აზრი აღარ აქვს", - განაცხადა ქეცბაიამ.

- ფიქრობთ, თუ არა, რომ თქვენი წასვლა გადაწყვეტილი იყო?

- "ოლიმპიაკოსთან" თამაშის შემდეგ შევხვდი ხელმძღვანელობას და ვუთხარი, რომ წავიდოდი. ჟურნალისტები სიმართლის წერის მაგივრად "გვბომბავდნენ". მინდოდა, კლუბის მხრიდან ამაზე რეაქციის დანახვა. როცა რაღაც ისე არ არის, ყველა იმალება.

ალბათ, ბევრს სურდა ლარისაში წაგვეგო, რადგან ასე ჩემი გათავისუფლება იოლი იქნებოდა. ჩვენ ვათამაშეთ 7 ბერძენი ფეხბურთელი (როგორც ითხოვდნენ) და მოვიგეთ კიდეც.

ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ, რადგან ისინი კარგად მუშაობდნენ.

mamuka
ქეცბაია კარგი მწვრთნელობა და წესიერება გაზვიადებულია. საქართველოს ნაკრებს 8 წელი დააკარგვინა.
qutaiseli
4 წელიწადში რაუნდა ექნაო ვინც ამას წერს ერთი კითხვა მაქ თქვენთან აპა ვაის როეცა მთელი საფეხბურთო სამყარო და ლამის ცოცხალი და მკვდარი არ დაუტოვეს ამ უკანასკნელს ვინ მოათრიეს ესო რაუნდა ექბა 3 თვეში გამოსულიყავით თქვე დალოცვილებო და დაგეცვათ მაინც ეს კაცი.დდ ერთი უნდა მოვძებნო სადმე ის კომენტარები რა ამბავი იყო ამ საიტზე დედაშვილს ვერაიყვანდა ისეთი კრიტიკა და ლანძღვა იყო.
კოლა
ეს იმის ბრალია რომ თავიდანვე არ გაარკვიე რას გთხოვდნენ უბრალოდ გაქანდი და დაიწყე მუშაობა. რას ქვია გთხოვდნენ შეუძლებელს?
GIORGI
მე მჯერა,რომ ყველაფერი წინ გაქვს თემურ,არ ინერვიულო,ყველაფერი წინ გაქვს
ჯოი გაგა
ჩვენი არ იყოს,იმათაც იქედანაც სდომიათ, რომ იმასუქნან და აქედანაც და... ეგრე სად არის,ტო?!
soccer
ქეცბაიას მინუსი ისაა რომ ფიცხია, თორე ქართველებთან რაში ტყუოდა, სპორტული ჟურნალისტები თამაშის მიმდინარეობისას დასცინოდნენ თემურს პირდაპირ ეთერში, არადა რომელია ფეხბურთის აზრზე, ელემენტარული თამაშგარეს ვერ არჩევენ და უმეტესი წესები არ იციან, უბრალოდ საქართველოში ყოველთვის ასეა მთავარია კაი ნაცნობი. ვინ იტყვის იმას რომ დისციპლინის გარეშე რომელიმე სპორტში შედეგს დადებ, ბერძნებზე აგარ ვლაპარაკობ, მათი ჩემპიონატი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, ფონს 1-2 გუნდის ხარჯზე გადიან, მოურინიოს რა სტარტი აქ ამდენი მილიონი დახარჯა და რა აგდებენ?
irakli
ქართველი ქეცბაიას ყველგან უბალეშიკებს.ცარმატებები ქეცბაიას
ase mgonia
ხედავ შენ მაგათ? შენ რომ რუსეთის მოქალაქე ყოფილიყავი,პუტინი ჯარებს თუ არ შეიყვანდა,მაგრა მაინც ანერვიულებდა,ისე გაუხდიდა საქმეს.
murtalo
ქეცბაიას ეგება ნაკრებშიც არ აცალეს?:)...ოთხ წელიწადში რაც იყო ისიც დაანგრია და შეგვჭამა თავისი "ტო" -ხასიათით...ფურთხით მორწყა სათადარიგო სკამის სიახლოვე და კლოუნის გაღიმებული სურათები დაგვიტოვა სახსოვრად...ცხადაძეს რომ მისტიროდა ხალხი კიდევ მესმის, მაგრამ ქეცბაიას რომ მისტირის, ის ხალხი სამკურნალოა.:)
გგგ
ბუნდოვანი ის არის რომ პირდაპირ არ იძახის რაში იყო საქმე. აზრის გამოტანაც შენზე უკეთესად შემიძლია მითუმეტეს საბერძნეთში ვარ და შენზე მეტს ვხედავ. ამას ოლიმპიაკოსთან მოგებას სთხოვდნენ და წაგების მერე მაინც დატოვეს. მუდმივად იყო ლაპარაკი იმაზე, რომ გასახდელში სიტუაციას ვერ აგვარებსო და გაშვების მიზეზიც ეგ თქვეს. მაგან კარგად იცოდა საქმე ვისთან ჰქონდა საქმე. ეხლა გახდნენ ბერძნები ცუდი ხალხი და მანამდე არ იყვნენ?
vaxo
ვეთანხმები გამოთქმულ აზრს ბერძნების შესახებ, ზოგადად არც ერთი ერის წინააღმდეგი არ ვარ , მაგრამ ბერძნები რა ხილიც არიან ბევრმა იცის ! თემური მაღალი დონის პროფესიონალი და მომთხოვნია , ნაკრებში დისციპლინა მან დაამყარა , მაგრამ ქართველებს სიმკაცრე არ უყვართ, გახსოვთ ბოსკამპი ? იმიტომ აიძულეს რომ მომთხოვნი იყო , ქეცბაიას შემთხვევაშიც იგივეა ! ჩემი აზრით ან კვიპროსში დაბრუნდება ან ინგლისში და დიდ წარმატეტბებს მიაღწევს !!!
meocnebe ixvi
ამ კაცს არც საქართველოში და არც საბერძნეთში არაფერი არ გამოუვა. არ უყვართ სამხრეთელებს ასეთი პირდაპირი ხალხი, ამათ უყვართ პირფერობა, თემურმა არ იცის მაგ საქმე.
luk
თემურა მართალია და გეტყვით რატო! იმიტო რო მუშაობას არ აცლიან,არის მომთხოვნი არ მოსწონთ,ყოფენ ცხვირს მის საქმეში და ირევა მერე მონასტერი. ოლიმკიაკოსთან გუნდი გავიდა შეშინებული,იცით რატო? საბერძნეთში ყველასთანაც რომ წააგო ოლიმპიაკოს უნდა მოუგო,ასეთი დაუწერელი კანონია,წააგე?გუნდი არ გივარგა ესა ხარ ისა ხარ აღარ აინტერესებთ რამდენი ტურისგან შედგება ჩემპიონატი.ასეა! საქართველოშიც იგივე იყო,ეუბნებოდა ირბინეთო,ჩამოდითო და ეს არ მოეწონათ ტიპებს,კლუბებში არ დარბიან ფულს უხდიან და ნაკრებში ხო საერთოდ! ამდენი წლებია რო გულაობენ და დასეირნობენ ნაკრებში იმიტოა ჭაობში რო ვართ. რა ვაისი სირბილს არ სთხოვს? მარა დარბიან,მიხვდნენ ეტყობა! ქეცბა ცოტა პირდაპირია,ეგ ცუდი აქვს!
guri
ტემურ --შენ ისეტი ტრეინერი ხარ როგორც მე იაპონიის იმპერეტორი შენი ხასიატის გამო
gocha
ზოგადად ბერძნები ძალიან უვარგისი ხალხია.აბა გუნდი რომ ოთხი ტურის მერე მეორეზეა და მწვრთნელს უშვებ სადაა ლოგიკა?
odala
შენ თუ აზრის გამოტანა არ შეგიძლია, არ ნიშნავს რომ რამე არის ბუნდოვანი მის განმარტებებში. ამბობს კიდეც მასტი, რომ არ უნდა ბოლომდე ყველაფრის ლაპარაკი. ბოლომდე რაც ილაპარაკა ქართველებზე, ვისთან ტყუოდა? ფეხბურთელებით დაწყებული და ჟურნალისტებით დამთავრებული??? თქვენ გინდათ თქვენი უნამუსობა გაამართლოთ, ამ კაცს რომ აგინებდით და მიზეზებს ეძებთ.
kuka
ფეხბურთელი მაგარი იყო მაგრამ.........-ს. ქეცბა რამენაირად მიხედავს თავის თავს და წარმატებითაც, მაგრამ შენ რა გეშველება, შენ!!! შენც თუ კაცი გქვია, მაშინ......კუხნაშიც არ შეიშვები, ისეთი დონე ხარ.
korben dallas
ვაი რა კარგი, საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო... იესო ქრისტე რომ არ ყოფილიყო, ამ ლექსს დავით გურამიშვილი აუცილებლად თემურ ქეცბაიაზე დაწერდა DDDDDDDD საკალელი...
Giorgi
წარმატებები ქეცბას ! :)
ფეხბურთელი მაგარი იყო მაგრამ............
როგორც ჩვენთან მუშაობისას ამ კაცთან ურთიერთობა ფაქტიურად შეუძლებელია.იგი თვლის რომ ყველასთან მართალია.მაგას ოჯახში თუ გაუძლებენ
ggg
ძალიან ბუნდოვანი განმარტებებია. ისეთი, რომ აზრსაც ვერ გამოიტანს კაცი. კი, ხელმძღვანელობას გათავისუფლება სთხოვა, მაგრამ მიზეზი რა არის? ერთი რამე ფაქტია, ქეცბაიას თავისი განმარტებით ყოველთვის უმიზეზოდ ათავისუფლებენ
gizog
ბატონო თემურ გისურვებ შემდგომში დიდ წარმატებებს, მაგრამ საბერძნეთში ბერძნებთან ნამდვილად არა. ისე თქვენს მშობლიურ გუნდში მთ. მწვრთნელის ვაკანსიაა, ვგულისხმობ თბილისის დინამოს.
კასანო: ნუსა ახალი კვარაცხელიაა და "ნაპოლიმ" სასწრაფოდ უნდა შეიძინოს
წიტაიშვილმა "გრანადა" დატოვა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
თემურ ქეცბაიამ ათენის აეკ-თან სასამართლო პროცესი წააგო
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
novasports.gr: თემურ ქეცბაიას ბოლო შანსი აელ-თან თამაშია
თემურ ქეცბაიას აეკ-ი მზადებას შაბათიდან იწყებს
თემურ ქეცბაია: "სენტ ეტიენისთვის" მზად ვართ
თემურ ქეცბაია: საპასუხო თამაშში ეგრევე შეტევაში წასვლა შეცდომა იქნება
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
სასამართლო თემურ ქეცბაიასა და აეკ-ს შორის დავაზე გადაწყვეტილებას 2 მაისს გამოიტანს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...