გვიშველის თუ არა ალექსანდრ ჩეფერინის პრინციპულობა?
გასული საუკუნის 90-იან წლებში ფეხბურთში შეჭრილმა კომერციალიზაციის პროცესმა დიდი შემოსავლები გააჩინა, მილიარდები დატრიალდა და მსოფლიოს საკლუბო გრანდებმა ფულს ისეთი გემო გაუგეს, მისი გამრავლება მოინდომეს და ეს ბუნებრივია.

ევროპის 14 უმდიდრესი კლუბის გაერთიანება - G14 სწორედ მაშინ დაიბადა...

გვიშველის თუ არა ჩეფერინის პრინციპულობა?

ისინი ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდნენ, რომ უეფასგან დამოუკიდებლად ცალკე ტურნირი დაეარსებინათ, რაც შემდეგ ევროპის ერთიანი, ოღონდ დახურული ლიგის იდეაში გადაიზარდა. ცხადია, მდიდრებს ღარიბების გვერდით თამაში არ სურდათ - მათ მილიარდებს მხოლოდ ერთმანეთთან შეხვედრა მოუტანდათ, თორემ "ბარსელონა" რომელიმე ქართულ გუნდს რომ ეთამაშოს, ცხადია, "კამპ ნოუ" არ შეივსება, იმდენი რეკლამას არ მიიზიდავს და იმდენ პროდუქტი ვერ გასაღდება, როგორც მაგალითად, "ბარსელონა"-"ბაიერნის" მატჩზე.

იმ პერიოდში ფრანც ბეკენბაუერმა სანაკრებო ტურნირებზე თქვა - გრანდები (გერმანია, ინგლისი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი) სუსტი ნაკრებების (ალბანეთი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა) გვერდით არ უნდა თამაშობდნენ, მათ ეს უნდა დაიმსახურონო. გერმანელმა ორიარუსიანი სანაკრებო ჩემპიონატების იდეა წამოაყენა - უფრო არადემოკრატიული სტრუქტურა მხოლოდ რაგბიშია, სადაც "6 ერი" სხვა ქვეყნებს ახლოს არ იკარებს.

ერთზეც და მეორეზეც ქართველი გულშემატკივარი ბრაზობდა, მაგრამ გლობალიზაცია მთელი თავისი სიძლიერით გვიახლოვდება და მასთან ერთად, G14-ის ჩანაფიქრის განხორციელება უფრო რეალური ხდება, ოღონდ, უფრო ფართო მასშტაბით.

ბობოლების წარმომადგენლებმა ამღვრეული წყლით ისარგებლეს და უპრეზიდენტოდ დარჩენილი უეფა 2018/19 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის რეფორმაზე დაითანხმეს. შედეგად, ჯგუფური ეტაპის 32 მონაწილიდან 16-ს გრანდები წარმოადგენენ. 4-4 გუნდით ავტომატურად მონაწილეობის უფლება დართეს უეფას რეიტინგში საუკეთესოებს - ესპანეთს, გერმანიას, ინგლისსა და იტალიას. ეს, ფაქტობრივად, G14-ის იდეების განხორციელებაა.

უეფას თავკაცად არჩევის შემდეგ ალექსანდერ ჩიფერინი პირველივე პრესკონფერენციაზე უეფასა და კლუბების გაერთიანების ახალ ინიციატივებს კატეგორიულად შეეწინააღმდეგა.

"უეფას ხელმძღვანელები ამ რეფორმებზე ისე დათანხმდნენ, მხოლოდ ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის კლუბების ინტერესები გაითვალისწინეს. გადაწყვეტილება ყველას ნაცვლად მხოლოდ მცირე ჯგუფმა მიიღო.

ორგანიზაციაში იყო იდეა, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპები გაუქმებულიყო და ტოპ-ჩემპიონატების საუკეთესო კლუბებისთვის ფიქსირებული კვოტა დაეწესებინათ. თავის მხრივ, კლუბების გაერთიანება ერთიანი ევროპის სუპერლიგის ჩამოყალიბებას აპირებს, სადაც სხვა ქვეყნების გუნდები ვერ მოხვდებიან.

ერთიც და მეორეც უეფასა და ტოპ-კლუბებს შორის ომს გამოიწვევს. ასე რომ, მათზე ლაპარაკიც გამორიცხულია.

საერთოდ, აუცილებელია, ბოლო მოეღოს ორგანიზაციაში არსებულ ბუნდოვანებასა და კერძო ინტერესების გატარებას. ამიტომ, ჩემთვის ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფორმატის შეცვლის საკითხი პრიორიტეტულია. მთავარი ფეხბურთია, პოლიტიკა კი ყველამ უნდა დავივიწყოთ. ფეხბურთი არის ის იდეალი, რომლისთვისაც მზად ვარ, ჩემი ცხოვრებაც შევცვალო", - ამბობდა ჩეფერინი.

"ლელო" უკვე წერდა, რომ მდიდრებს შემოსავლების ღარიბებისთვის გაყოფა აღარ სურთ. მათ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატიც აღარ აკმაყოფილებთ. ამიტომ, ECA-ს (ევროპული კლუბების ასოციაცია) ბოლო კონგრესზე მორიგი რეფორმის პროექტი დაამტკიცეს, რომელიც მთლიანად მათ ინტერესებზეა მორგებული.

კლუბების გაერთიანება ჩეფერინის განცხადებებმა გააღიზიანა და ულტიმატუმიც წამოაყენა: ან რეფორმირების იდეაზე უარს იტყვი, ან უეფას გამოვეყოფით, საკლუბო ტურნირების დღეებში ვითამაშებთ და შემოსავალს დაკარგავთო.

არავინ იცის, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში...

"ლელო" იმაზეც წერდა, რომ მეორე ეშელონის ქვეყნებმა ალტერნატიული ლიგის შექმნის იდეა წამოაყენეს. ჯგუფის ლიდერმა, დანიური "კოპენჰაგენის" სპორტულმა დირექტორმა ანდერს ჰორსჰოლტმა შოტლანდიის, ჰოლანდიის, ბელგიის, ნორვეგიისა და შვედეთის კლუბებთან დაიწყო მოლაპარაკებები ახალი გაერთიანების, "ატლანტიკის ლიგის" დასაფუძნებლად.

მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი თუ განხორციელდა, და დიდი ალბათობით ასეც იქნება, რა ეშველება ქართულ საკლუბო ფეხბურთს?

ამ საკითხზე გავესაუბრეთ საჩხერის "ჩიხურას" დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს, რომელიც ევროპის საკლუბო ასოციაციის კონგრესებს ესწრებოდა:

- ეს აქტუალური თემაა და როგორც "ჩიხურას" წარმომადგენელი, ევროპის კლუბების ასოციაციის (ECA) კონგრესს მეც დავსწრებივარ. 3 წლის წინათ, თბილისში რამდენიმე დღით ECA-ს პრეზიდენტის კარლ-ჰაინც რუმენიგეს მოადგილე, პოლონელი ოლივიე იაროში ჩამოვიდა. ECA, ფაქტობრივად, G14-ის ბაზაზე ჩამოყალიბდა და უეფამ ამ ორგანიზაციის მიერ წამოყენებული თითქმის ყველა პროექტი განახორციელა.

იაროშისგანაც და კონგრესებზეც ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ.

- კონკრეტულად?

- პატარა ქვეყნები ვხვდებით, რომ ჩვენი ფეხბურთი გლობალიზაციამ ჩაძირა. როცა ტელევიზიით "ბარსელონას", "რეალის", "ბაიერნის", "მანჩესტერის", "მილანისა" და პსჟ-ის სპექტაკლების დარი თამაშების ცქერა შეგვიძლია, ცხადია, ამ დროს ძნელია, საქართველოს, მოლდოვისა და ასეთი ქვეყნების ჩემპიონატებზე დასწრების სურვილი გაგიჩნდეს.

საერთოდ, მაყურებელს სტიმული სჭირდება: აბა, სად თბილისის "დინამოს" სახელი და სად - კიშინიოვის "ზიმბრუსი". მაგრამ მოლდოველებთან ევროპის ლიგის მატჩზე ბევრად მეტი მაყურებელი გვყავდა. ეს სპეციფიკური საკითხია - ადამიანს თავისი გუნდის საერთაშორისო დაპირისპირების ცქერა ურჩევნია.

ასე არ იყო საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც II ლიგის მატჩებს ბევრად მეტი მაყურებელი ჰყავდა, ვიდრე ჩვენს ჩემპიონატს?

- დანია, შოტლანდია, ჰოლანდია, ბელგია, ნორვეგია და შვედეთი ევროპის მეორე ეშელონის ქვეყნებია და ალტერნატიული ლიგის შექმნის შემთხვევაში, დამფინანსებლები გამოუჩნდებათ, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როცა ევროპის მესამე თუ მეოთხე ეშელონს განვეკუთვნებით?

- ყველაფერი შემოსავლების ზრდისკენ მიდის, გლობალიზაცია კი თავისას შვება. თუკი ევროპის კლუბების ასოციაცია (ECA) შეძლებს, რომ TOP20 კლუბი დამოუკიდებლად გავიდეს, უეფა შემოსავლების 80 პროცენტს დაკარგავს. ამიტომ, რეგიონული ჩემპიონატების იდეა ურიგო არ არის.

მაგრამ მე არ ვიცი, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვისთან ერთად ვითამაშებთ. მაგალითად, კავკასიის ჩემპიონატი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო გამორიცხულია.

- ისიც გვახსოვს, რომ 5 წლის წინათ ყაზახეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის გაერთიანებული ლიგის იდეა გაჟღერდა, რაც აზერებმა და ყაზახებმა უარყვეს, ქართულ კლუბებთან თამაში არ გვაინტერესებსო...

- ესაა სწორედ სამწუხარო, რომ არავის ვაინტერესებთ. არავინ უწყის, გრანდების გამოყოფის შემთხვევაში მსოფლიოს საკლუბო ფეხბურთში რა მოხდება და ქართულ ფეხბურთს რა ელის. მთავარია, ევროპელებთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს, ანალიტიკური ჯგუფები ავამუშავოთ და გავიგოთ, საით მიდის ფეხბურთი და ჩვენ რა გავაკეთოთ. ცოდნა და ინფორმირებულობა გამოსავალს მოგვაძებნინებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Kotes
აზიის ჩემპიონატში რას ამბობ,გავგლიჯავთ შუაზე ყველას :)ტრანსფერმარკტზე შედით,იქ ინგლისის,გერმანიის,ესპანეთის გუნდები განლაგებულია შემოსავლის მიხედვით და მერე სატურნირო ცხრილი ნახეთ-ზალიან დიდ მსგავსებას შეამჩნევთ. ლესტერის საოცრებაზე რო იძახიან-200 000 000 გირვანქაზე მეტი ჰქონდა ბიუჯეტი შარშან-დინამოს 2000000 აქვს :)ისიც ევრო,არაფერს ვიძახი ზესტაფონზე,ქუთაისზე .........
gio
კარგი იდეაა კავკასიის ჩემპიონატი სპმხურ აზერბაიჯანული კონფლიქტი რომ არ იყოს,ფინანსური ინტერესიც გაჩნდება და ქართულ კლუბებს სპონსორიც გამოუჩნდება და ამდენი თაობა აღარ დაიკარგება...ძალიან სწორად იქცევიან სკანდინავიელებიც დაგრანდებიც არა და წესით ჩვენნაირი ქვეყნები უნდა აკეთებდნენ ამას !!!
ქარ
ძალიან მაინტერესებს აქამდე სად ვიყავით? პირველივე ტურიდან ვარდებოდით და ახლაც ეგრეა. არამგონია ასეც, რომ დარჩეს მომავალ 10 წელიწადში სადმე შეგვეღწია, ამიტომ ჩვენთვის არაფერი შეიცვლება არ ინერვიულოთ:) ძლივს ფეხბურთი რო ფულია წამოცდათ მაინც ბობოლებს და სხვა მეტი რო არაფერი აინტერესებთ ეგეც ჩანს, ეს ჩვენაა რო გვჯერა ფეხბურთის სიწმინდეების:)
giga
აქამდე არ ვიყავით ისედაც მიღმა თუ?
პანენკა
რანაირად უნდა დაიყოს ლიგებად ევროპა? გუნდი რომელიც ევროთასზე გამოდის შეიხლება მომდევნო სეზონში ვეღარ მოხვდეს ევროპის ზონაში. ამ შემთხვევაში გამოდის რო იბრძვის ქვეყნის შიგნით კონკურენტი გუნდისთვის ადგილის მოპოვებაზე ევროპის უმაღლეს ლიგაში. სრული აფსურდი
შოკირებული გულშემატკივარი
ამდენი წელია უევროპოდ ვართ შარშან ყველა პირველივეზე გამოვარდნენ და წელს მხოლოდ დინამომ შეძლო ერთის გავლა
roma
რამდენი ხანია ვწერ,რომ საქართველოს და ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება,მანამ სანამ ის არ გაერთიანდება სხვა ქვეყნების ჩემპიონატებში,ეს აქსიომაა და ამაზე კამათიც კი სისულელეა,მაგრამ აქაც დიდ პრობლემას ვაწყდებით,ჯერ ერთი ამისთვის ჩვენ ჯერ მზად არ ვართ,არ გაგვაჩნია სტადიონები და ბაზები,აბა გავიხსენოთ რა მდგომარეობაშია ჩვენი სტადიონები,მხოლოდ ორი სტადიონია გვაქვს მთელ ქვეყანაში ნორმალური და ორივე თბილისში,დინამო არენა,რომელიც ევროპის მერკებით საშუალო დონის სტადიონია და მესხის სახელობის სტადიონი,რომელიც ევროპის დინის ბოლო ზონაშია,დანარჩენი სტადიონები მთელი საქართველოს მასშტაბით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებენ,აქაც ფედერაციამ და ქვეყანამ დაკარგა დრო,რომც ჩამოყალიბდეს ჩვენთვის მისაღები ლიგა სად უნდა ვათამაშოდ გუნდები?ყველა თბილისში ხომ ვერ ითამაშებს,ასე,რომ ეს ვარიანტიც ჩვენთვის არაფლის მომცემია,ამაზე უარესი მდგომარეობაა რეგბშიც,რომ მიგვიღონ 6-თა ერზე სად ათამაშებთ გუნდებს,რეგბის ერთი ნორმალური სტადიონიც არ არსებობს ქვეყანაში,ამაზე ადრე იყო საჭირო ფიქრი და ეს პრობლემა დღეს მოგვარებული უნდა იყოს,მაგრამ ამისთვის ტვინია საჭირო და საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის სიყვარულია საჭირო,რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არავის არ გააჩნია,ყველა ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ძარცვავს ქვეყანას და მხოლოდ საკუთარ ოჯახებს უქმნის უზრუნველ მომავალს,აი ეს არის ჩვენი პრობლემა ეს 26-27 წელია გრძელდება,ხოლო ხალხი დუმს,თითქოს ეს პრობლემა არ იყოს და ეს მათ არ ეხებოდეს.ყველამ უნდა გავიგოთ და ვირწმუნოთ,რომ ეს ქვეყანა ჩვენია და მის ბედს ჩვენვე უნდა ვწყვეტდეთ და არა რომელიმე პარტია,საქართველო მუდმივია,ხოლო პარტიები დროებითობაა,ყველა წარმავალია,ეს უნდა გავიგოთ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.
ოკრიბელი
აქ, ვინც ფილოსოფოსობთ და გეგმებს რომ ადგენთ... თუ დაგითვლიათ რამდენი მაყურებელი ესწრება საშუალოდ თბილისში უმაღლესი ლიგის ყველა თამაშებს ერთად აღებულს, ან რამდენს აინტერესებს, თბილისის მაშტაბით საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობა. მე ვიძახი არასრული 10%ს + თბილისელი მონაწილე ფეხბურთელების ახლო ნათესავები + ახლო მეგობრები + ფეხბურთელბის ცოლების ახლო სანათესაო. მეგობრებო თუ ძმახართ, რაის ევრო ლიგები და თუგინდ რაის შავი ზღვის ქვეყნების ლიგა. დახედეთ გეოგრაფიულ რუქას და ნახეთ შავი ზღვის ქვენებში ვინ შედიან...
GIORGI
რეგიონალური ლიგა საუკეთესო გამოსავალია, იღონდ ეს თავად ფიფამ უნდა მოაგვაროს: დაყოს ევროპა ორგანიზებულად რეგიონალურ ლიგებად და ამ ლიგების საუკეთესო გუნდები უნდა მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგაში. ძლიერ გუნდებს ქონდეთ კვოტები, ჯანდაბა მაგათ. ჩVენნაირი გუნდები თუკი ვერ ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგაში, არა უშავს, რეგიონალურ ლიგაში მთელი სეზონი საერთაშორისო მატჩებს გამართავენ და ამით როგორც ფინანსებს, ასევე მაყურებელსა მოიზდავენ. მაგალითად ერთობლივი ლიგა თურქეთთან (სხვა ყვეყნებთან ერთად) თურქულ ფირმებს, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში საქმიაქნობენ, სპონსორობის ბუნებრივ სურვილს გაუჩენს. ასეთ ლიგაში 3 ქართული კლუბის მონაწილეობა საკმარისია. მეტ ნორმალურ გუნდს მაინც ვერ შEვქმნით და სტადიონებიც არ გვაქვს
Kote
რა პრობლემაა? აზიის პირველობაზე ვითამაშოთ.
ვეტერანი
ფიფა-ს და უეფა-ს კარგა ხანია მაფიოზები მართავენ. ჩვენ ვეტენებით ამ კლანში და გვინდა რაღაც ნასუფრალის დაყრილი ფინჩხა მაინც შეგვხვდეს, როდესაც საჰაერო ბურთი სიმაღლეს კარგავს ზედმეტ ბალასტს ყრიან. ეს მაინც დროებითი ეფექტის მომტანია, ფიფა მაინც განწირულია დასაშლელად. ლამის ყველა დაიჭირეს და მოხსნეს, რამე შეიცვალა?არა. არც შეიცვლება სანამ კონკურენტი არ ეყოლებათ . ეს თამაში ფიფა-ს მითვისებული აქვს და მისი ექსპლუატაცია უფრო აინტერესებს ვიდრე განვითარება. ყველფერი ისე მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს, ჩვენ ვერაფერს შევცვლით.
მერაბი
მეგობარს ვეთანხმები შავი ზღვის რეგიონალური ჩემპის შესახებ ამაზე დიდიხნის წინათ იყო ლაპარაკი და რატო გაჩერდნენ არ ვიცი ეგ არის ერთადერთი გამოსავალი დონის აწევისა და ხალხის მოედანზე დასაბრუნებლად...სასწრაფო მოქმედებებია საჭირო ვისაც ეხება...კობიაშვილო დაიწყეთ ამაზე მუშაობა თუნდაც იმ შემადგენლობით ვინც დათანხმდება ხვეწნა არ არის საჭირო მერე თვითონ მოვლენ თუნდაც ორი-სამო ქვეყნით დავიწყოთ...
mamuka kikabize
ისე დარდობს ავტორი, სათაურში განსაკუთრებით, თითქოს გამიჯვნა უკვე არ მომხდარა და ახლა უნდა მოხდეს. ჩემპიონთა ლიგამ ქართული საკლუბო ფეხბურთი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა დიდი ხანია და "ბატესა" და "ლეგიაზე", თუ დარდობს არ ვიცი.
svani
წყენა მალაპარაკებს მაგრამ თუ არ გამოვალთ საკლუბო ფეხბურთში კარგიც იქნება სანამ იმფრასტრუქტურა არ მოგვარდება ეტაპობრივად და სანამ ნორმალური კლუბისთვის აუცილებელი პირობები არ ჩამოუყალიბდებათ უმაღლესის ყველა კლუბს!)))
murtalo
მგონი დროა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წამოიწყოს მოლაპარაკებები შავი ზღვის ლიგის შექმნის შესახებ, სადაც ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, რუსეთის, უკრაინის და მოლდოვას გუნდები შევლენ საქართველოსთან ერთად და საკმაოდ საინტერესო ტურნირიც გამოვა.შესაძლოა დუნაის ბასეინის გუნდების დამატებაც. დროთა განმავლობასი შესაძლოა ბალტიის ლიგაზე არანაკლებიც გახდეს, ასე რომ ჩემი აზრით დროა მუშაობა ამ მიმართულებით დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში რაღაცის მოფიქრება რომ არის საჭირო ეს საკამათო არ არის.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
ყველას მიუჩენენ თავის ადგილს და ილუზიების დრო დამთავრდება ოღონდ ჩვენი კლუბების ადგილი სად იქნება ამას ისედაც ვხვდებით
Jango
aმ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო ცხადი ხდება თუ რა სულელური, გაუაზრებელი და წინდაუხედავი "გეგმით" მიდის ქართული ფებხურთის "წინსვლა ნგრევისა და საბოლოო მოშლისაკენ". იმის მაგივრად რომ მეტი საშუალებები გააჩინონ ინვესტორთა შემოსვლისათვის და საკლუბნო ფეხბურთის განვითარებისათვის, ესენი მათ გზებს უკეტავენ და მხოლოდ საეჭვო ინვესტორები გამოჩნდნენ, რა ხდება ზუგდიიდში კაცმა არ იცის,რა ხდება ქუთაისში გადასცეს იმ ხალხს კლუბი თუ არა ბოლოს და ბოლოს კაცმა არ იცის, რა ჯანდაბის მიზერული მოთხოვნებია გორის დილას მიმართ კაცმა არ იცის.რატომ არაა აქამდის სამტრედია კერძო საკუთრება არავინ იცის. ზოგიერთ ინტელექტით დაუმძიმებელს ეგონა რომ 10 კლუბიანი ჩემპიონატია კარგიო, ეგონა ასე იმიტომ რომ თბილისის დინამოს ეგონა ასე, თუმცა დინამო 7 კლუბიანშიც კი გაეჩხირა ისე რომ საერთოდ ევროპალიგის საგზურსაც კი ვერ მიიღებს. სანამ ფედერაცია ფეხბურთის მოშლა- ნგრევას აწყობს სახელმწიფო ფულის ხარჯზე, ასე იქნება სულ.
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
"ბარსელონა", "ჩელსი", "ჩიხურა" - ბერიკა შუკაკიძე ევროპული ფეხბურთის წამყვანი ორგანიზაციის კომიტეტის წევრი გახდა
სხვაგან სად, თუ არა საუდის არაბეთში - გამაყრუებელი სტვენა წუთიერი დუმილის დროს [VIDEO]
ბერიკა შუკაკიძე უეფას ახალ ტურნირზე: უნდა გავაანალიზოთ და დავინახოთ, სად ვართ
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
ბერიკა შუკაკიძე: შოტლანდიელებმა მხოლოდ ერთ საკითხში მოგვიბოდიშეს
საჩხერეში სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო, "ჩიხურა" ივანწმინდას დაუბრუნდა [PHOTO]
"ჩიხურას" დირექტორი: "საბურთალოს" გამარჯვება გადამდები მუხტის მატარებელია
უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
As: "იუვენტუსმა" სუპერლიგა უეფას მხრიდან შანტაჟის გამო დატოვა
France Football-მა ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
საქართველოში ფეხბურთის განვითარების კომისია უნდა შეიქმნას - ინტერვიუ ევროპის კლუბების ასოციაციის კომიტეტის წევრთან
დეშამი მეოთხეა - საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა
იცოდეთ, კვერცხებს დაგაჭრით! - როგორი მოტივატორია ხოსეპ გვარდიოლა
ფრანც ბეკენბაუერი: იურგენ კლოპის "ბაიერნის" მწვრთნელობა მისი კარიერის მწვერვალი იქნებოდა
ფრანც ბეკენბაუერი: მინდა, "ბაიერნს" იურგენ კლოპი ჩაუდგეს სათავეში