საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტური. "წითელი ჯგუფი"
ბათუმის "დინამო" ერთობ მშვიდობისმოყვარე გუნდად ჩამოყალიბდა, რადგან უმაღლესი ლიგის უკანასკნელი 5 შეხვედრიდან უკვე მე-4 დაასრულა ფრედ.

სამაგიეროდ, "დილამ", რომელსაც განვლილი 7 მატჩიდან ქულები თანაბრად არავისთვის გაეყო, პირველად გაუნაწილა მეტოქეს. სხვათა შორის, ნულოვანი საზავო (0:0) პირობებით მაინცდამაინც უკმაყოფილო არავინ ჩანდა, მით უფრო, რომ 100-პროცენტიანი საგოლე მომენტი არცერთი გუნდის კართან არ შექმნილა.

"დილას", რომელიც, სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ტრავმირებული ფეხბურთელების სიმრავლით ლაზარეთს ჰგავდა, ვერაფრით გამოუჯანმრთელდა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები. ამას დაემატა გუნდის მთავარი მეგოლის, ირაკლი მოდებაძის დისკვალიფიკაციაც.

თამაშს ბევრი საპატიო ესწრებოდა - ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები, ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი... აქვე იყო გიორგი დარასელიაც - გორელთა ოდინდელი თავკაცი, ვისაც ისრაელში დიდხანს უთამაშია და უმუშავია. შესაძლოა, მას კლუბის ამჟამინდელ ებრაელ მეპატრონეებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს... მეტოქის დასაზვერად გორში ჩამოვიდა "სიონის" დირექტორი და ერთ-ერთი მწვრთნელი ლადო ბურდულიც (მომდევნო ტურში "დილა" სწორედ "სიონს" ხვდება).

არავინ იცის, ვაისმა, ბურდულმა ან სხვებმა რა ჩაინიშნეს ან დაინახეს, მაგრამ, სანახაობის თვალსაზრისით, პუბლიკას სახარბიელო ნამდვილად არაფერი უნახავს...

ამ შეხვედრაში გორს მოწინააღმდეგის რანგში დაუბრუნდა მიხაილ გორელიშვილი, რომელიც, მართალია, არ პასიურობდა და ცდილობდა ყოფილი თანაგუნდელების შეწუხებას, მაგრამ მის მცდელობებს შედეგი არ გამოუღია. ზღვისპირელები კონტრშეტევებზე იყვნენ ორიენტირებულნი, თუმცა თავს კარგად იცავდნენ მასპინძელთა უკანახაზელები, რომელთა შორის, ისევე, როგორც ზოგადად გუნდში, იმატა აფრიკელი ლეგიონერების რაოდენობამ.

არცერთ მეკარეს, მეტადრე პირველ ტაიმში, დიდი ჯაფა არ დასდგომია. შესვენებამდე მასპინძელთაგან ყველაზე მწვავე ალექსანდრე გამცემლიძის მიერ საშუალო დისტანციიდან სახიფათოდ დარტყმული იყო, რომელიც კარში ეშვებოდა, მაგრამ მეკარემ მოიგერია. სტუმრებმა კი ყველაზე აშკარა ხიფათი მაშინ შექმნეს, თეიმურაზ შონია "დილას" გოლკიპერს თითქმის პირისპირ რომ შეატოვეს, მაგრამ "დინამოს" კაპიტანი ბურთს ვერ შესწვდა.

მეორე ტაიმში უჩა სოსიაშვილმა შუა ხაზში რატი ცაცკრიალაშვილი შეუშვა. ამან გამწვავება სცადა, რამდენჯერმე საშუალო დისტანციიდან დარტყმითაც მოსინჯა შანსები, თუმცა - უშედეგოდ. ბათუმელები მოწინააღმდეგის შეტევებს საკმაოდ უკან, საკუთარ ნახევარზე ხვდებოდნენ და მასპინძლებს რამდენჯერმე ზღვისპირელთა კართან სახიფათო დისტანციაზე მიახლოების საშუალებაც მიეცა, მაგრამ გორელები კომბინაციის დამაგვირგვინებელ ფაზაში გადაწყვეტილების მიღებას ხშირად აგვიანებდნენ, რაც მათი გარჯის ნაყოფიერებას ამცირებდა.

თავის მხრივ, "დინამო" შეტევაში უფრო მეტად გრძელი ფლანგური ჩაწოდებით ცდილობდა წარმატების მიღწევას, ოღონდ ნაყოფი არც ამას გამოუღია. ურიგოდ არ ჩართულა თამაშში შეცვლაზე შესული ელგუჯა ლობჯანიძე, რომელმაც თავადაც შეაწუხა "დილას" მეკარე სახიფათო დარტყმით და ერთხელ კარგ პოზიციაში მყოფ გორელიშვილსაც ზუსტად აწვდიდა ბურთს, მაგრამ მიხეილ მუჯრიშვილმა დროული რეაქციით განმუხტა მომენტი.

საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტური. წითელი ჯგუფი

22.10. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"

დილა-დინამო (ბთ) 0:0

დილა: მუჯრიშვილი, ღონღაძე, სალუქვაძე, კოფი, რომარიკი, სამხარაძე, ლომიძე, ნონიკაშვილი, წიქარიძე (46. ცაცკრიალაშვილი), გამცემლიძე (68. ბიასადილა), ერისთავი (87. ჩახვაშვილი).

სათადარიგოები: ბეგაშვილი, კაკულია, პაპავა, კაპანაძე

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

დინამო: ტიმოფეევი, ტვილიდიანი, მგელაძე, სუხიაშვილი, გეგეჭკორი, ქავთარაძე, შონია, ფონიავა (58. თევდორაძე), გორელიშვილი (79. ჭკუასელი), კვანტალიანი (65. ლობჯანიძე).

სათადარიგოები: ტაკიძე, ვარშანიძე, ქორიძე, მარიანოვიჩი

მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

გაფრთხილება: გორელიშვილი (69), ქავთარაძე (70), ჭკუასელი (87)

არბიტრი: ბ. ნინუა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველი
სტატიის ავტორი ან ძალიან არაკომპეტენტურია ან კიდე თამაში საერთოდ არ უნახავს...
ქომაგი
რეპორტაჟის ავტორი თამაშზე არ ყოფილა ალბათ... მაგრამ რას გაძლევთ ეს ან რას გმატებთ, ვის უმალავთ?!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ჩემპიონატის ფინიში გაწერილია - საჩემპიონო ფინალი 3 და 11 დეკემბერს
უმაღლესი ლიგა. XIII ტური: "ტორპედო" მესამე ადგილზე გადავიდა [VIDEO]
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
უმაღლესი ლიგა. XI ტური: ბათუმის "დინამომ" "ზუგდიდი" გაანადგურა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
კოლხეთი-სიონი 1:0 [VIDEO]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
სამტრედია-საბურთალო 3:0 - დამაჯერებელი ლიდერი, წარუმატებელი დაბრუნება
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
უმაღლესი ლიგა. XIV ტური: პირველ ლიგაში კიდევ ერთი გუნდი დაქვეითდა