ამ მიმართულებით ბოლო 10-დღიან მონაკვეთშიც ბევრი საქმე გაკეთდა
ახალი სავარჯიშო დარბაზების გახსნა და მათი საჭირო ინვენტარ-ეკიპირებით მომარაგება იმთავითვე იყო ძიუდოს ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება.

ამ კუთხით აქამდეც ძალიან ბევრი გაკეთდა, თუმცა ფედერაცია კვლავაც არ აგდებს აღებულ ტემპს.

ამ მიმართულებით ბოლო 10-დღიან მონაკვეთშიც ბევრი საქმე გაკეთდა - ჯერ თბილისის შემოგარენში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში დაიწყო ძიუდოს დარბაზის მშენებლობა, მერე ყვარელში, სოფელ ენისელში ჩაეყარა ანალოგიურ საქმეს საფუძველი, წინა ხუთშაბათს კი თბილისში, მუხიანში ოფიციალურად გაიხსნა ძიუდოს ახალი დარბაზი.

თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა - გუშინ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი გურამ მოდებაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ვახანში იმყოფებოდნენ, სადაც ასევე დაიწყო დარბაზის საფუძვლიანი რემონტი და ორ კვირაში იქაურობაც ჩადგება ძიუდოს სამსახურში.

მიმდინარე კვირის დამამთავრებელი აკორდი 28 ოქტომბერს, ძიუდოს საერთაშორისო დღეს გორში გასამართავი ღონისძიება იქნება, სადაც ოფიციალურად გაიხსნება ახალი დიდი დარბაზი.

სოფლის თუ ქალაქის უბნების სავარჯიშო დარბაზებისგან განსხვავებით, ის გაცილებით მაღალი დონის და სულ სხვა დატვირთვის მატარებელი იქნება - გათვლილია უცხოური შეჯიბრებების ჩატარებაზე და ერთობლივი შეკრებების მასპინძლობაზე. ის მართლაც დიდი შენაძენი იქნება ქართული ძიუდოსთვის.

თუმცა შენაძენი და დიდი საქმე ნებისმიერი დარბაზია, განუზომლად მისი მასშტაბებისა. ცხადია, ადგილობრივ ხელისუფალთა დახმარების გარეშე ფედერაცია ამდენს ვერ შეძლებდა.

მაგალითად, სართიჭალაში დარბაზის მშენებლობის დაწყებას მხარის გუბერნატორი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი, ახლო წარსულის ცნობილი ფეხბურთელი გოჩა ჯამარაული დაესწრნენ.

თავისი მასშტაბებით ეს დარბაზიც დიდი იქნება - ის 100 ბავშვზეა გათვლილი და მისი მშენებლობა გაისად დასრულდება. მუხიანში დარბაზი 175-ე საჯარო სკოლასთან არსებული საქვაბეს შენობაში კეთილმოეწყო. ეს შესაძლებელი გახდა ძიუდოს ფედერაციის სპონსორების - "ზედაზენისა" და "პე-ეს-პე"-ს სასპონსორო თანხებით, ხოლო შენობის გაწმენდა-გარემონტებაში სხვებთან ერთად აქტიურად მუშაობდნენ ასევე ახლო წარსულში ძიუდოისტი ძმები: ხვიჩა, გოჩა და უჩა ხუციშვილები. ამ დარბაზშიც ისინი იმუშავებენ მწვრთნელებად.

ვახანშიც გამოიძებნა ფართობი ძიუდოს დარბაზის მოსაწყობად. მწვრთნელიც ჰყავთ - ვეტერანი ძიუდოისტი, რომელსაც ფედერაცია უახლოეს პერიოდში გადაამზადებს, დარბაზს კი კიმონოებით მოამარაგებს.

ფედერაცია ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მალე კიდევ ბევრი ახალი ბაზა გაიხსნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოგ
საბურთალოზე არის სადმე ბავშვებისთვისძიუდოს სავარჯიშო დარბაზი?
dato
ჯამარაულიც პოლიტიკაშია? რავა ყველა მანდ ეტენება როენას გარდა
lasha
რა აზრი აქ ამ დარბაზების გახსნას როცა მწვრტნელები ისეტი დონისები არიან რო არაფერი გაეგებათ მრტო ფულს იგებენ,ჯერ მწვრტნელები გადაამზადონ და რაც მტავარი აკონტროლონ მატი ვარჯიშEBI.
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
Le Parisien-მა პსჟ-ს ფეხბურთელების გასამრჯელო გაასაჯაროვა - რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია?
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ბრწყინავს - მისმა გოლმა კაცნაკლული "ნიურნბერგი" "პადერბორნთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
პუტინს ძიუდოს ფედერაციაში საპატიო პრეზიდენტობა შეუჩერეს
We love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 24 ოქტომბერს გაიმართება
5 ივნისს ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
ბოიკოტი დასრულებულია, სკამი თავისუფალია - ძიუდოისტების გაფიცვისა და ბრძოლის ერთთვიანი ქრონიკა
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
შოთა ხაბარელი - უნდობლობა, რომელიც სპორტსმენებმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს გამოუცხადეს, გარკვეულწილად ლეგიტიმურია
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია