"ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტი ლევან გულორდავა: "ინვესტორს დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება სურს!"
სეზონის დასაწყისში, "ზუგდიდის" აქციათა 51% უკრაინელმა ინვესტორმა გადაიფორმა. კლუბში, რომელიც აქამდე მხოლოდ სახელმწიფოს იმედად იყო, წინსვლის დიდი იმედი გაჩნდა და ამბობდნენ, რომ მალე გუნდი სამეულში მოსახვედრად იბრძოლებდა, თანამედროვე ბაზა აშენდებოდა, საფეხბურთო სკოლას მიხედავდა...

...მაგრამ კლუბი ჯერ უკრაინელების მიერ დანიშნულმა სვიატოსლავ სიროტამ დატოვა (რომელიც ლევან გულორდავამ შეცვალა), ხოლო შემდეგ - ასევე მათ მიერ დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ლიუტიმ (ლევან მიქაძით ჩაანაცვლეს). ბოლოს კი გავრცელდა ცნობა, თითქოს, "ზუგდიდიდან" ინვესტორი წავიდა.

- "ზუგდიდის" ფეხბურთელები სფფ-ს: "სიონთან" სათამაშოდ არ გავალთ, თუ...

ინფორმაცია "ზუგდიდის" მცველმა ნიკა აფაქიძემ გაავრცელა, რასაც თან ახლდა სალაღობო GIF-ი წარწერით - "დაძაბული დღის შემდეგ პოზიტივი აუცილებელია! ვის მოსთხოვდა ხელფასებს ჯონ ტრავოლტა, "ზუგდიდის" ფეხბურთელი რომ ყოფილიყო?!"

ფოტო ისეა დამონტაჟებული, ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯერ "ზუგდიდის" მხარეს იყურება, მერე უკრაინელი ინვესტორისკენ და თავს აქნევს ნიშნად იმისა, რომ ვერაფერი გაურკვევია.

არსებულ ვითარებას აფაქიძე ბათუმის "დინამოსთან" მატჩამდე რეპლიკით გამოეხმაურა: "საუკუნის საფეხბურთო აფიორა "ზუგდიდში"! უკრაინელ ინვესტორთან ჩვენი მოლაპარაკების შედეგად გაირკვა, რომ კლუბის დაფინანსებას არ აპირებს! ორი თვეა, ხელფასის დავალიანება დაგროვდა! 2 დღეა, რაც გუნდი არ ვარჯიშობს"!

ამის შემდეგ მან სკანდალური წერილი გამოაქვეყნა:

"როგორც "ზუგდიდის" კაპიტანს, მსურს, გუნდის ირგვლივ არსებული ვითარება გაგაცნოთ. დღეს "სკაიპის" მეშვეობით უკრაინელ სპონსორს ველაპარაკე. თავიდანვე გეტყვი, რომ ეს ადამიანი თავს ინვესტორად არ მიიჩნევს! მან მითხრა, რომ სვიატოსლავ სიროტა (ყოფილი დირექტორი) შეხვდა და კლუბით დააინტერესა, რომ მას მხოლოდ თავისი ფეხბურთელებისთვის 50 ათას დოლარს თუ მისცემდა, გუნდს ევროპის ლიგაზე გაიყვანდა და ფინანსურ სარგებელსაც ნახავდა.

ახლა ეს "სპონსორი" აცხადებს, რომ მზადაა, კლუბს თანხა ასესხოს, თუ ეს თანხა გარკვეულ ვადაში დაბრუნდება. ირკვევა, რომ სპონსორსა და ქალაქის მერიას შორის გაფორმებულ შეთანხმებაში არ არის პუნქტი, რომელიც მას ავალდებულებს თანხის ჩარიცხვას და თუ არ ჩარიცხავს, შეთანხმება უქმდება!

დღევანდელი მდგომარეობით, კლუბს აქვს ძირითადი გუნდის 2 თვის, ასევე, 19-წლამდელებისა და თანამშრომელთა დავალიანება! ერთიანი ფონდიდან გარდამავალ ჩემპიონატში ჩვენთვის განკუთვნილი 600 ათასი ლარიდან ანგარიშზე 85 ათასია! დასარიგებელია 4 თვის ხელფასი დეკემბრის ჩათვლით!!!

ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ გუნდი ათმა ფეხბურთელმა დატოვა! მე-7 ტურში გუნდს სეზონში მე-4 მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს! ბათუმის "დინამოსთან" მატჩამდე "ზუგდიდს" ორი დღე არ უვარჯიშია! ამ ყველაფრის ფონზე, გუნდს რეალური შანსი აქვს, უმაღლეს ლიგაში დარჩეს"!

"ზუგდიდის" უკრაინელმა ინვესტორმა სერგეი დოროშენკომ ამ ყველაფერში სვიატოსლავ სიროტა და ქართული მხარის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაადანაშაულა. არც ის დამალა, რომ სიროტას კომბინაცია ვიცე-პრეზიდენტმა ლევან გულორდავამ გაშიფრა და ასეთი რამ თქვა: კლუბის ანგარიშზე 600 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად კი, დავალიანება 450 ათას ლარს შეადგენს და რაში დაიხარჯა თანხა, ამის გარკვევა მსურსო.

"ლელო" გულორდავას დაუკავშირდა:

"სერგეი დოროშენკოს ველაპარაკე და რეალურად, მას არც კლუბი მიუტოვებია და არსად წასვლასაც არ აპირებს, რადგან გუნდში პერსპექტივას ხედავს. მაგრამ ქალაქის მერიასა და უკრაინელს შორის შეთანხმება უნდა შედგეს იმაზე, თუ როგორ მოგვარდეს არსებული ვითარება. უბრალოდ, კლუბის გადაცემის იურიდიული მხარე თავიდან იყო დასაკონკრეტებელი.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმებამდე, დოროშენკო "ზუგდიდში" დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარებას ითხოვდა, მაგრამ კლუბის შეძენა დაჩქარებული წესით მოხდა და ეს საკითხი გადავადდა. ახლა ის აუდიტის თემას ხელახლა აყენებს.

საერთოდ, ინვესტორი კლუბში რომ შედის, უნდა იცოდეს, რას ყიდულობს, რამდენია მისი დავალიანება და აქტივები. მას მერიასთან პრეტენზიები არ აქვს, მაგრამ რამდენიმე პირთან კითხვები გაუჩნდა. დოროშენკოსთან ვახლობლობ, ამავე დროს, "ზუგდიდის" ინტერესი მამოძრავებს და დიდი სურვილი მაქვს, ეს ვითარება სასიკეთოდ მოგვარდეს და გუნდს ეშველოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Kote
ბუნებრივი პროცესია - ასეთი შემთხვევები მომავალშიც იქნება, უბრალოდ აფერისტების ხელში მოხვედრილი კლუბები მალევე გავარდებიან უმაღლესიდან და სავარაუდოდ დაიშლებიან კიდეც. საუკეთესო მენეჯმენტის მქონე კლუბები გადარჩებიან. მთავარია, ყველა გუნდი კერძო მესაკუთრის ხელში მოხვდეს და გადარჩევით 2-3 წელიწადში გადაირჩევიან. ეს ერთადერთი სწორი გზაა!
გოგა
მოგვარებაზე საუბრობს ბატონი გულორდავა და როდის მოგვარდება ეს ამბავი? როცა გუნდი გავარდება და დაშლება?ინვესტორი საერთოდ სადაა ან ვის ხედავენ ინვესტორს ცოტა არ იყოს გაუგებარია.არაფერი ჰაუკეთებია იმ ეგრეთწოდებულ ინვესტორს და ეს თუა ინვესტორი და ფულის ჩადება ფეხბურთში რა ვიცი რაა.გუნდი არ ვარჯიშობს,ფეხბურთელები და მწვრთნელები უხელფასოდ მუშაობენ და ესაა ინვესტორი?
GFF-0
აუფ რა გასაკვირია მარტო ზუგდიდი კი არა ბევრი აღმოჩნდება ანალოგიურ სიტუაციაში! როგორც კი ფულის სუნი იგრძნეს გიენებმა ეგრევე ყველას კლუბის აღორძინება მოუნდა... ბიუჯეტის ფულებით რატომ უნდა აფინანსებდნენ ვიღაც დოროშენკოებს გულორდავებს გოგოხიებს და უნიჭო ფეხბურთელებს?! შემდეგი ტორპედო და გორის დილაა....
a.a.
dzalian gtxovt goris dilas nu gadmowvdebit,gorshi 3 tve msjelobdnen rogor gadaecat klubi ise ro zugdidivit ar damartnodat, tqventan ki ra moxda? ert dgeshi gaupormet klubi, amas tviton idzaxian da imitomac xart eset dgeshi rac dzalian samwuxaroa tqventvis da zogadad qartuli pexburtistvis
dato.
ტოხი მიეციტ ფედერაციას.
123
რა დიდი ცოდნა ამ ამბავს უნდოდა - სავსეა ინტერნეტ საიტები ამ ე.წ. ინვესტორების შესახებ ინფორმაციით, გადაგდებული კლუბები, სანქციები და არცერთი გაკეთებული საქმე, ზუგდიდის მერიას უნდა სცოდნოდა ვისთან აფორმებდა ხელშეკრულებას - თუ თვითონაც არ იყვნენ ჩართული ამ აფიორაში ....
giga
აბაო ფონდიდან ხარჯვა გაკონტროლდებაო და ახლა დაიწყო ფეხბურთის რენესანსიო DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD მიდით კიდე ყარეთ ფულები
figo
გორის დილასაც მოელის ასეტი ამბავი აი ნახავტ.
Davit
აჰა, პირველი შედეგი 250 მილიონის გადასანსვლის, აწი კიდე მოიმატებს ასეთი ფაქტები. გააუქმეთ სახელმწიფო კლუბები, და შეუწყვიტეთ დაფინანსება კლუბებს. მხოლოდ საპრიზო ფონდიდან უდნა მიიღონ ფული კლუბებმა, თავისი შრომის შესაბამისად.
ჯიჯი
რაც გუნდში ხდება ყველაფრის თავი და ბოლო გოგოხიაა.რადგან ამას უნდა ცოდნოდა ვინ აფერისტებს უფორმებდა51% მაგრამ თვითონაც ამ აფიორას მონაწილეობა არჩია და ფეხებზე დაიკიდა როგორც ზუგდიდის ფეხბურთი ისე ზუგდიდელებიც.
სოსო
მოკლედ ზუგდიდში აფერისტების ხროვაა,მერიდან მოყოლებული ამ გულორდავას ჩათვლით,ხოლო ინალიშვილი? ის სულ სხვა დონის აფერისტია,ამათ უჯოკრავს.
ჩიხურა
ბიუჭედის ვირთხები ხართ ქართული კლუბების95%მე იმედი მაქვს მალე დასამაედებით.ანტალიაში დაისვენეთ ჩვენი გადახდილი ფულებით.შედეგი 00000...ჩიხურას მიბაძეთ და ბავშვთა აკადემია გააკეთეთ ყველა სოფელში მიავლინეთ ბავშვთა მწვთნელი და შედეგიც იქნება.დიდი მადლობა ყურადღებისთვის
fani
ერთიანი ფონდი იმიტო შეიქმნა რომ გაეკონტროლებინა ხარჯები და ამ შემთხვევაში იგივე მეორდება ყველაფერი რაც მანამდე იყო.. ფედერაციამაც უნდა გააკეთოს ამაზე განცხადება და დასასჯელი დასაჯონ ბოლობოლო, ოდესღაც ხო უნდა გაირკვეს რა ჯანდაბა ხდება.. სულ ტყუილებში რატო უნდა ვიყოთ. უკვირთ მერე ხალხი არ დადისო სტადიონზე
თენგო
ბარემ ისიც გვითხარი შე კაცო, რა და როგორ ეშველება ამ საქმეს.ბიჭებს მეცით რაც ეკუთვნით და გუნდი არ გააგდოთ,თქვენ ვითომ საქმის მკეთებლებო.შენი თავია ყველაფერი რაც გუნდში დატრიალდა კეთილი ინებე და მიხედეთ შენ დაგოგოხიამ ამ საქმეს.დამოიშორეთ ის ჩუმჩუმელა აფერისტი ინალიშვილი.თქვენ მართლა ვაი ზუგდიდელებო.
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
"ზუგდიდის" ყოფილი უკრაინელი ვიცე-პრეზიდენტი სამსახურს ეძებს
ფოთის "კოლხეთი" მიკოლა კოვტალიუკის კონტრაქტს გამოისყიდის
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ნიკა აფაქიძე: აზერბაიჯანის ჩემპიონატზე უფრო სწრაფად თამაშობენ
ნიკა ჯღარკავა: ამ ლოგიკით, ბოლო ტურიც არ უნდა ჩაგვეტარებინა?
აგენტი: ოთარ კიტეიშვილით დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო" იყვნენ დაინტერესებულნი
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:2 - ბათუმი ახალ ტალღაზე
"კლუბის დირექტორს გუნდი მიჰყავს შეკრებაზე თურქეთში მაშინ, როცა აქ არც მოედნები აქვთ, არც ფორმები..."
"ზუგდიდი": სიროტა წავიდა, რას აპირებენ უკრაინელი ინვესტორები?
"ზუგდიდიდან" მთავარი მწვრთნელი იური ბაკალოვი წავიდა
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
რამდენი დაუჯდა თბილისის "დინამოს" მიკოლა კოვტალიუკის კონტრაქტის გამოსყიდვა
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
სად ითამაშებენ ექსკაპიტანი და ტრიო? - "ზუგდიდმა" ბოლო სპარინგიც მოიგო
მიკოლა კოვტალიუკი: საქმეც ის არის, რომ რუსული კარგად მეც არ ვიცი...
როგორ ჩამოვიყვანოთ კარგი ლეგიონერი 100 დოლარად - ინტერვიუ ლაშა ჯაკობიასთან
"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება
ნიკა აფაქიძე აზერბაიჯანის "საბაილშია" სინჯებზე
სერგეი ლიტოვჩენკო: ქართველ თავდამსხმელებს ჩანაფიქრს რას გაუგებ...
უმაღლესი ლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
უკრაინელი ინვესტორების ამბავი - არის თუ არა ცნობილი მენეჯერი სელიუკი "ზუგდიდის" ახალი მეპატრონე?
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
ნიკა აფაქიძე: არავინ უწყის, პრო ლიგა 2-ში "ზუგდიდის" ფორმით ვინ ითამაშებს
"კალაძე კოლაბორაციონისტია, რუსეთი იმიტომ აირჩია, რომ საქმე დიდ ფულშია, ან..." - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი თავის სამშობლოს მიერ კალაძის დასანქცირებაზე
სვიატოსლავ სიროტა: "ვორსკლა" და "ჩერნომორეცი" საქართველოში ჩემპიონობისთვის იბრძოლებდნენ
უმაღლესი ლიგის IX ტურის წინ: ერთმანეთზე მნიშვნელოვანი
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
როგორ აღმოჩნდა უკრაინული კლუბისთვის გამზადებული ინვესტიცია "ზუგდიდში"
უმაღლესი ლიგის VIII ტურის წინ: ლიდერთა ჯახი "წითელ ჯგუფში"
ოთარ გაბელია საქმეს შეუდგა - "ზუგდიდში" "ტომის" მცველს აკვირდებიან
სიონი-ზუგდიდი 4:1 - "სიონმა" გაიბრწყინა, ზუგდიდში ისევ კრიზისია
"ზუგდიდი": ნიკა აფაქიძე და დმიტრო ზოზულია გაბელიასთან
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა