ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

მერანი-ჩიხურა 3:0 - ისტორიის შემქმნელებისგან!

მერანი-ჩიხურა 3:0 - ისტორიის შემქმნელებისგან!

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი. ნახევარფინალი
მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა დაუვიწყარი გამარჯვებისა და, შესაბამისად, ისტორიული შედეგის თვითმხილველი გახდა - პირველად "მერანის" არსებობის განმავლობაში, გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა.

ახალგაზრდა სპეციალისტის, გიორგი მიქაძის შეგირდებმა თასის მიმდინარე გათამაშებაში აქამდეც შთამბეჭდავი თამაში აჩვენეს - ნახევარფინალამდე ზედიზედ უმაღლესი ლიგის ერთბაშად 3 გუნდი ჩამოიცილეს გზიდან, გუშინ ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტ "ჩიხურას" შანსი არ დაუტოვეს და უდიდეს წარმატებასაც გამოჰკრეს ხელი.

აღსანიშნავია, რომ "მერანი" ნახევარფინალში მეორედ ასპარეზობდა. 6 წლის წინათ მარტვილელები, მალხაზ ჟვანიას თავკაცობით, ახლოს იყვნენ ფინალში გასვლასთან, თუმცა ქვეყნის მაშინდელ ჩემპიონ "ვიტ ჯორჯიასთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

სანამ უშუალოდ შეხვედრის პერიპეტიებზე გადავიდოდეთ, ვთქვათ ისიც, რომ სტუმართა რიგებში დისკვალიფიცირებული იყო მიხეილ სარდალიშვილი, მასპინძელთა დანაკარგი კი გაცილებით დიდი იყო - ტრავმის გამო ივანე ხაბელაშვილსა და რევაზ გეწაძეს, ხოლო ბარათების სიჭარბის გამო კიჭი მელიავას, ნიკოლოზ საბანაძესა და ლაშა ჩალაძეს მოუწიათ მატჩის გამოტოვება.

საწყისი წუთები სტუმრებს ცუდს არაფერს უქადდა. მეტწილად, თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, რაც მოედანზე არსებულმა შინაგანმა დაძაბულობამ განაპირობა. საჩხერელები ძირითადად მაღალი ჩაწოდებებითა და "სტანდარტულებით" ცდილობდნენ, გასულიყვნენ ფონს. და მაინც, სტუმრები რამდენჯერმე დაემუქრნენ დავით კუპატაძის კარს, თუმცა ჯერ გიორგი განუგრავას შორეული, შემდეგ კი გიორგი რეხვიაშვილის თავური გამოდგა არაზუსტი.

34-ე წუთზე მერანელებმა შესანიშნავი სამსვლიანი (ორბელაძე-შულაია-ქანთარია) კომბინაცია გაითამაშეს, რის შედეგადაც ზვიად ქანთარია მეკარესთან მარტო დარჩა, დინო ჰამზიჩს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიშიც გაიხსნა.

ფრთაშესხმულ და ფანებისგან შეგულიანებულ მასპინძლებს ტაიმის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ შეეძლოთ გატანა, თუმცა შოთა ჯიქიას პასით ისევ ერთი-ერთზე გასულმა ქანთარიამ იგივე ხრიკი ჯეროვნად ვერ გამოიყენა - ამჯერად ბურთი კარს ზემოდან გადაევლო.

"ჩიხურას" დამრიგებელმა თამაშში გარდატეხის შეტანა ტაქტიკური გადაადგილებით სცადა, მაგრამ ეს ეფექტური არ აღმოჩნდა. პირიქით, მეორე ტაიმში "მერანის" უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. მასპინძლებმა უკვე მთლიანად ჩაიგდეს ხელში თამაშის სადავეები და მშვიდად აკონტროლებდნენ ვითარებას.

"ჩიხურას" ცდა არ დაუკლია, მაგრამ მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან მიახლოება და რეალური ხიფათის შექმნა უჭირდა. "მერანმა" კი პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული თამაშის გარდა, საგოლე მომენტების რეალიზების კარგი მაჩვენებლითაც დაგვამახსოვრა თავი.

53-ე წუთზე გიორგი ციმაკურიძემ ბენჟამინ ტეიდი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. საჯარიმოში ტეიდსა და შოთა კაშიას შორის ორთაბრძოლისას ორივე ფეხბურთელი წაიქცა, არბიტრმა სტუმართა მცველი დაადანაშაულა და 11-მეტრიანთან ერთად, ყვითელი ბარათითაც დასაჯა, პენალტი კი უნაკლოდ შეასრულა აკაკი წყაროზიამ - 2:0.

ამის შემდეგ "ჩიხურამ" რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნა. გამოსარჩევია საბა ლობჟანიძისა და კაშიას დარტყმები, მიზანს მცირე მანძილით რომ ასცდა. ყველაზე რეალური მომენტი მაინც თორნიკე გორგიაშვილს ჰქონდა. მისი თავური მარტვილელთა კარის დარაჯმა რის ვაივაგლახით მოიგერია.

"ჩიხურა" მაინც ცდილობდა გატანას, მაგრამ ამ დროს სტუმრებმა მოედნის ცენტრში უხეში შეცდომა დაუშვეს და განვითარდა შეტევა, რომელიც ლევან წოწონავას მიერ საშუალო დისტანციიდან გატანილი გოლით დასრულდა - 3:0.

მოკლედ, მარტვილში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი შედგა. მერანელებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ გაახარეს გულშემატკივრები და ნანატრი ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვეს.

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი

02.11. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"

მერანი-ჩიხურა 3:0

გოლები: 1:0 ქანთარია (34. შულაიას პასით), 2:0 წყაროზია (53-პენ), 3:0 წოწონავა (90)

მერანი: კუპატაძე, გიორგაძე, ციმაკურიძე, ორბელაძე, გეგია, წყაროზია, ტეიდი, ლომაშვილი, ჯიქია (67. წოწონავა), ქანთარია (83. ანთია), შულაია (90. ლუკავა).

სათადარიგოები: მამალაძე, თოლორდავა, ჯიჯელავა, ქაჯაია

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

ჩიხურა: ჰამზიჩი, თ. გრიგალაშვილი (83. კაკუბავა), შ. კაშია, რეხვიაშვილი, განუგრავა, გვალია, ლექვთაძე, ჩიკვაიძე, გორგიაშვილი (75. კორიფაძე), ლობჟანიძე, ტატანაშვილი.

სათადარიგოები: სეფიაშვილი, დეკანოიძე, მუმლაძე

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: შ. კაშია (53), განუგრავა (59), შ. ჯიქია (63), გორგიაშვილი (71)

არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• რეზი

არ დაგავიწყდეთ რომ მერანს მხოლოდ ერთი წაგება აქვს მიმდინარე ჩემპიონატში და -9 უსამართლოდ ჩამორთმეული ქულა

• shio

კარგით რა ხალხო რა გაყიდული რის გაყიდული თამაში მერენმა ითამაშა და მოიგო..კი ვარ ჩიხრას ფანი ეს ფეხბურთია და მოხდა ესე რომ ვინც ითამაშა ნამდვილად გულიანად მოიგო იმან...გრანდები რო გრანდებია. ისინი აგებენ თამაშებს ისეთ გუნდებთან რომ შეიძლება მეორე დღეს 9 თამაში წააგოს ზედიEდ მაგრამ ეს ფეხბურთია...ფეხბურთში იგებს ის ვინც ბოლომდე იხარჯება ...

• Jango

მერანმა გააშიშვლა ფედერაცია თავიდან ფეხებამდის და წარმოაჩინა მათი სრული უკომპენტენტობა და სისუსტე. მერანმა წარმოაჩინა რომ უნაღლეს ან პირველ ლიგაში კლუბების ოდენობის ცვლილება არ ცვლის რეალობას, რეალობას სხვა თვალით უნდა დახანვა და ფედერაციის ტოპ სამეულს- კობიაშვილს,მუჯირს და იაშვილის ამის უნარები არა აქვთ,ისინი ვერც კი ხვდებიან რამოდენა ხაფანგი დაუგეს ქართულ ფეხბურთს და როგორ ანგრევენ მის ნარჩენებს.ამიტომაც კიდევ ერთხელ ვამბობ, შეცვალეთ უმაღლესი და 1-ლი ლიგის ფორმირების წესი, იყვნენ იმდენი რამდნესაც შეუძლია ფინანსურად და არა რამდენიც თბილისის დინამოს სურს ევროთასებზე გასასვლელად. დაინახეთ უკვე რომ ხელშეწყობილი მისსავე სტადიონზე მოთამაშე დინამოც გავარდა, ასევე ისიც სახიფათო მდგომარეობაშია 7 კლუბიან ჯგუფში, იქაც არ იცის რომელ ადგილზე დაამთავრებს 1-ის გარდა. კიდევ რა უნდა ქნას ქართველმა ხალხმა? დინამოს მუხლები უკოცნოს? 4 ტიტულოვანი კლუბი აიცილა თავიდან მერანმა,ჩიხურასთან ხელოვნურად გასწირეთ სამტრედია, ვანის სულორს ძლივს გამოღლიტა გამარჯვება ტორპედომ,არ კმარა? გოგი ქუთაისელი 12:53 03-11-2016 მაპატიონ მარტვილელებმა მაგრამ ფინალს მოიგებს ტორპედო!!! შენ არ იყავი გუშინ დეიქცა ქვეყანაო რომ იძახოდი? თუ შენი სახელით სხვებიც წერენ? არ ინერვიულო ,ტორპედო კარგი კლუბია ისტორიით მაგრამ არა დღევანდელობით,მაგრამ ლოგიკური იქნება რომ მარტვილმა სხვა ტიტულოვანებთან ერთად ამასაც გადაუაროს როგორც ჯერ არს, და რატომ იცი? არა იმიტომ რომ ტორპედო ვინმეს არ მოსწონს, არამედ იმიტომ რომ კიდვეე ერთხელ დაინახოს ფედერაციამ თავისი უმწეობა და უაზრობა. თუმცა პრაგმატული მოსაზრებით და ქვეყნის იმიჯისათვის რა თქმა უნდა უკეთესი იქნება ამ ეტაპზე ტორპედოს გასვლა ევროპალიგაზე, მაგრამ ვნახოთ ფინალში გამოჩნდება ყველაფერი.

• მერაბ მარტვილელი

ჯერ გადახტით ქუთაისელებო! :–) ზესტაფონიდან წამოსულმა თასის აღება მარტვილამდე, ჯერ ქუთაისის რესტორნში უნდა ვიზეიმო ქუთაისის სადღეგრძელოს აუცილებლად დავლევ

• zuka

ვინ ვის მისცატ არ გცხვეენიატ ამას რო იდზახიტ ყველა კომპონეტსჰი აჯობა მერანმა ცჰიხურას ამას უბრაკლოდ არ უნდა იდზახდეტ.ნ რო მოიეცა 3-ო არ მიცემდა.და სედაც გადახედეტ ცჰვნე ცჰემპიონატსჰი არარსებობს ფავორიტი გუნდი და მერანის ფეხბბუტელები ასჰკარატ ჯობდნენ ყველ კომპონეტსჰი ცჰიხურას

• გოგი ქუთაისელი

მაპატიონ მარტვილელებმა მაგრამ ფინალს მოიგებს ტორპედო!!!

• გოგი ქუთაისელი

ამიტომ ტორპედომ უნდა აიღოს 7 ქულა, რომ კომფორტულად დაამთავროს ჩემპიონატი.

• ipo-050

გულწრფელად ვულოცავ მარტვილს ამ წარმატებას,მაგრამ რატომღაც მგონია რომ ჩიხურა ყომარობს!გუნდი რომელიც საჩემპიონო პლეი-ოფშია გასული პირველი ლიგის გუნდთან 3:0 არ უნდა მარცხდებოდეს.ჩიხურამ მისცა თამაში სახლში გურიასაც და ლანჩხუთში გასვლაზეც "დაუწვება"გურიას,აი ნახავთ.ფედერაცია გონზე მოვიდეს დროულად და ლანჩხუთის მატჩს მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს რომ თავიდან აიცილოს საფეხბურთო მაიმუნობა,ისედაც არ გვჭირს ხეირი და ეს ნამდვილად აგრ გვინდა...

• temo

მიქრის მიმარბენს უგზოუკლოდ ცემი მერანი

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

უმაღლესი ლიგის X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

თბილისის "ლოკომოტივი": ჟერარდ სარაგოსა რჩება, მზადება საგურამოსა და ავსტრიაში

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

გიორგი მიქაძემ "თელავი" დატოვა და "საბურთალო" ჩაიბარა

მოულოდნელი ამბავი - "სამგურალმა" მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე გაათავისუფლა

უმაღლესი ლიგა. გადადებული მატჩი: "სიონმა" ზუგდიდში მოგებით მეორე ადგილზე აინაცვლა [VIDEO]

"ზუგდიდი": ბესიკ შეროზია უკრაინელ ლეგიონერებს აკვირდება

პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]

ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]

"იბერიამ" მიქაძე გაუშვა და კორღალიძე მთავარ მწვრთნელად უკვე მესამედ დანიშნა

"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

ლოკომოტივი-ზუგდიდი 3:0 - სამზე ნაკლები არ შეიძლება

კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]

სამწვრთნელო ცვლილება ეროვნულ ლიგაში - ამბიციური მწვრთნელის პირველი კომენტარი

შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება

მერანი-ლოკომოტივი 0:3 - ზაზა ჯანაშიას "მაკრატელა" ჯობდა...

"ვიტ ჯორჯიაში" ორი ახალწვეულია

მინასიანის ნაცვლად "თელავის" მწვრთნელად მიქაძე დანიშნეს

"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

"გაგრა": ანატოლი პისკოვეცის ახალი ხუთეული

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

"ზუგდიდი": თამაშებიც და მზადებაც

რევაზ ჩიტეიშვილის გასროლა "დინამოსთან" მსოფლიოს TOP-გოლებში მოხვდა! [VIDEO]

გიორგი მიქაძე - "სამგურალზე": საკმაოდ გავძლიერდით და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ