საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური. "თეთრი ჯგუფი"
როგორც იტყვიან, "ტორპედომ" აიწყვიტა! რამდენიმე დღის წინ ქუთათურებმა დრამატულ მატჩში თბილისის "დინამო" მისსავე მოედანზე დაამარცხეს და თასის ფინალში გავიდნენ, გუშინ კი "ტორპედომ" ლანჩხუთის "გურიასთან" ძალზე პრინციპული შეხვედრა მოიგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

მაგრამ მოგებაცაა და მოგებაც! - კახა ჩხეტიანის გუნდმა გულშემატკივრებს შემტევი, კომბინაციური და სანახაობრივი ფეხბურთი შესთავაზა, მეტოქეს ყველა საფეხბურთო კომპონენტში აჯობა და ფრიად მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

თქვენ წარმოიდგინეთ, "ტორპედოს", რომელიც ერთი ტურის წინ ბოლოსწინა ადგილზე იყო, "გურიას" დამარცხების შემდეგ სამეულში მოხვედრისა და საპრიზო ადგილისთვის ბრძოლის შანსიც კი გაუჩნდა...

ორივე გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო. დებიუტში გურულებს გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდათ - ანრი ჭიჭინაძეს საკუთარ ნახევარზე ფეხი დაუცდა, რითიც თორნიკე სტეფნიაშვილმა ისარგებლა, წაქცეულ მცველს გვერდი იოლად აუარა, ქუთაისელთა საჯარიმოში შეიჭრა და სახიფათოდაც დაარტყა, მაგრამ "ტორპედო" გოლისგან მეკარე როინ კვასხვაძის ნახტომმა იხსნა.

ქუთაისელებმა მეტოქეს არანაკლებ მწვავე შეტევით უპასუხეს - გიორგი ქიმაძემ მეტოქის საჯარიმოში "შეისეირნა", თუმცა მის დარტყმულს ბოლო მომენტში მცველი გადაეღობა და მდგომარეობა განმუხტა.

მასპინძელთა მორიგი სახიფათო შეტევისას კი სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. გია ჩადუნელმა საჯარიმოში თორნიკე კაპანაძე წააქცია. 11-მეტრიანი ოლეგ მამასახლისმა შეასრულა და რატი იმერლიშვილს შანსი არ დაუტოვა.

სწრაფმა გოლმა მასპინძლებზე დადებითად იმოქმედა, მათ ლანჩხუთელთა კართან არაერთი ხიფათი შექმნეს და პირველ ტაიმშივე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა. ზედიზედ სამი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა კაპანაძეს, თუმცა ჯერ მეკარემ აიღო მისი თავური, მომდევნო ორ ეპიზოდში კი "ელვას" მიზანმა უმტყუნა.

უკანდახევა გურულებსაც არ უფიქრიათ. ტაიმის მიწურულს ქუთაისელებმა მათ უპირატესობა დაუთმეს და აქცენტი კონტრშეტევებზე გააკეთეს. ამ ტაქტიკამ გაამართლა - წინ წასულმა სტუმრებმა ზურგი მოაშიშვლეს და ჩხეტიანის შეგირდებს მათი დასჯა მართებდათ.

ტორპედოელებმა სწრაფი კონტრშეტევისას მეტოქის საჯარიმოსთან რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს, გრიგოლ დოლიძემ კარში სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთის მოგერიება მოახერხა.

შესვენებამდე ლანჩხუთელებსაც ჰქონდათ ერთი კარგი მომენტი - დავით მეგრელიშვილის ძლიერი საჯარიმო დარტყმა კვასხვაძემ მოიგერია.

გუნდებმა მეორე ტაიმიც საკმაოდ სწრაფ ტემპში დაიწყეს. დოლიძის ფლანგურ ჩაწოდებას შოთა ბაბუნაშვილი თავურით აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი კარს მცირედით ასცდა, იმავე დოლიძის დარტყმა კი მეკარემ მოიგერია.

უქმად არც სტუმრები ყოფილან. ძალიან სახიფათოდ უტევდა შეცვლაზე შესული გიორგი ჭედია, თუმცა მის დარტყმას ბოლო მომენტში გურული გადაეღობა და საკუთარი გუნდი ხიფათისგან იხსნა.

ქუთაისელებმა კი საპასუხო შეტევა ულამაზესი გოლით დააგვირგვინეს - ვაჟა ტაბატაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ბექა ტუღუშმა ერთი შეხებით ისე მძლავრად დასცხო, ლამის კარის ბადე გაარღვია.

გურულები დანებებას არ აპირებდნენ და შეტევაში თამამად გადადიოდნენ, თუმცა ამ დროს უკან ღია სივრცეები რჩებოდათ, რითიც კარგად სარგებლობდნენ ქუთაისელები. შედეგად, მასპინძლებმა 10-წუთიან ინტერვალში 3 გოლი გაიტანეს. ჯერ ვეტერანმა ბაბუნაშვილმა გამოიჩინა თავი, რომელმაც მცველების შეცდომით ისარგებლა, საჯარიმოში შევიდა და იმერლიშვილს აუღებელი დაურტყა, ხოლო შემდეგ კაპანაძის ჯერი დადგა - მან 5-წუთიან მონაკვეთში დუბლი გაიფორმა და სტუმართა განადგურებას წერტილი დაუსვა.

უმაღლესი ლიგა. XII ტური. თეთრი ჯგუფი

06.11. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"

ტორპედო-გურია 5:0

გოლები: 1:0 მამასახლისი (11-პენ), 2:0 ტუღუში (54. დოლიძის პასით), 3:0 ბაბუნაშვილი (72), 4:0 კაპანაძე (77. ბენაშვილის პასით), 5:0 კაპანაძე (82)

ტორპედო: კვასხვაძე - ტაბატაძე, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე - მამასახლისი - დოლიძე (62. ბენაშვილი), ბაბუნაშვილი (75. კუჭუხიძე), საღრიშვილი (46. ნერგაძე), ტუღუში - კაპანაძე.

სათადარიგოები: ქვილითაია, ენდელაძე, კვერნაძე, ფურცხვანიძე

მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

გურია: იმერლიშვილი - ჭეიშვილი (69. პატერსონი), ნოზაძე, ჩადუნელი, მეგრელიშვილი - კირკიტაძე, ჭეჭელაშვილი (59. ადევალდო და სილვა), მოროზენკო, ფელიპე და სილვა (28. ჭედია) - მურაშოვი, სტეფნიაშვილი.

სათადარიგოები: ხვედელიძე, ბარბაქაძე, იმნაძე, თევზაძე

მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი

გაფრთხილება: კაპანაძე (16), ჭიჭინაძე (26), ჭეიშვილი (34), სტეფნიაშვილი (70)

არბიტრი: ლ. სილაგავა.

მომდევნო, XIII ტური

18 ნოემბერი

დინამო (თბ)-ლოკომოტივი

გურია-ჩიხურა

ცხინვალი-ტორპედო

19 ნოემბერი

სიონი-დინამო (ბთ)

საბურთალო-ზუგდიდი

სამტრედია-დილა

ბომბარდირები

ზივზივაძე (სამტრედია) 9

ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8

დვალი (ცხინვალი) 7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Guadua
გურია ჩიხურას მოუგებს დინამო ლოკომოტივს ტორპედო ვერ მოიგებს ცხინვალთამ გასვლას. შემდეგ ტორპედო თუ ვერ მოიგებს სახლში დინამოსთან, შესაბამისად ვერ მოხდება სამეულში.უკეთეს შემთხვევაში არ გავარდება. აიღებს თუ არა თასს ტორპედო? ეს უკვე მხოლოდ 22 ნოემბერს გვეცოდინება, ყოველგვარი ძიება მიზეზების თუ რატომ არის ტორპედო ფავორიტი, წააგავს სისულელეს. აქ ფავორიტი არავინაა შანსი 50/50 არის, ორივე კლუბს შეუძლია გასრისოს მეტოქე ჩიხურასავით ან გურიასავით. წარმატებები ღირსეულებს.
გოგი ქუთაისელი
ტორპედო 90 წუთი დარბის და არ იღლება? საინტერესო არის, მერანი თუ გაუძლებს იმ ტემპს, რომელიც ტორპედო შესთავაზებს, მსორი ბატონებო!
uro
კი ჩიხურამაც მოინდომა მერანისთვის გადასვლა მარა მიიღო 3 ტორპედოსაც უარესი ელის
Mandela
ბრავო ბრავო ყოჩაღ ტორპედო. ყველაზე საჭირო მომენტში, ჩემპიონატის ფინიშის სწორზე მოიხოდა გუნდი და დაუბრუნდა გამარჯვებულის რწმენა . მე მჯერა რომ მარტვილს უპრობლემოდ გადავუვლით ზესტაფონში და 2002 წლის შემდეგ პირველად მოვიპოვებთ ესე ნანატრ ტიტულს. ხელმძღვანელობას რომ არ მიექარა და ჩხეტო თავიდანვე მოეყვანა ამ გუნდში ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებდით აუცილებლად. ნორმალური სპონსორი (მგონი ჩიჩუა დაფიქრდება გუნდში მოსვლაზე თუ დაბრუნებაზე ) გუნდის გაძლიერება 3-4 მაღალი კლასის ფეხბურთელით და ევროტურნირზეც არ შევირცხვენთ თავს და მომავალ ჩემპშიც გამარჯვებას ვიზეიმებT. წინ ტორპედო go go >>> ქუთაისური გამარჯვებების და აღმაფრენების დრო@@@@@@@@@@ . პახოდუ არც საკალათბურთო კლუბი ქუთაისი 2010 - იც არ დაგვავიწყდეს რომელიც მომავალ წელს პირველად იასპარეზებს თავის ისტორიაში ევროასპარეზზე >>>>>>^>>>>>
დავით
მინდორი რატოა ესეთ ცუდ მდგომარეობაში??? კარგია ტორპედოს წარმატება იმედია თას აიღებენ და ევროპაზე გავლენ წარმატებები
giga
ასეთი უნდა იყოს ქუთაისის ტორპედო
Iverieli13
Maladec chxeto gasavardnad ganwiruli mshobeli gundi saiqiodan moabrune gunds daamsgavse tanamedrove pexburtis tamashi daawyebine...magari kaci xar...tasi da prizioroba...gekutvnis da mito...kargi sponsori da evropazec gagvaxareb qutais
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
ბათუმის "დინამოსთან" "ტორპედოს" შოთა ბაბუნაშვილი უხელმძღვანელებს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
"ტორპედომ" ბექა ტუღუშის გუნდიდან წასვლა იუწყა
"ტორპედო" საქართველოს თასის 1/2-ფინალში გავიდა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
თორნიკე კაპანაძემ ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ცვლილებები ტორპედოში - ერთ-ერთი ლიდერი წავიდა...
თასი. 1/4-ფინალი: მესამელიგელი და ომში გამარჯვებული "ტორპედო"
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს
შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობას კობიაშვილი და იაშვილიც მიიღებენ
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში "ტორპედოს" 4 ფეხბურთელი გამოიძახა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XIII ტური: "საბურთალომ" "ტორპედო" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
პატივი ეცით ჟურნალისტის საქმიანობას! - Sportall.ge-ს სოლიდარობა "აჭარასპორტის" ჟურნალისტს!
თორნიკე კაპანაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა
ულამაზესი მაკრატელა საქართველოს ჩემპიონატში - თორნიკე კაპანაძემ "ჩიხურას" საოცარი გოლი გაუტანა [VIDEO]
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
"ჩიხურა" მზადებას შეუდგა - შეძლებს ფრუიძე წასული ლიდერების გარეშე ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას?
უმაღლესი ლიგის XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
იაშვილი ადასტურებს: "ჩერნომორეცმა" დავით ხოჭოლავა ნაკრებში გამოუშვა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ქუთაისის "ტორპედომ" ორ ფეხბურთელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
ეროვნულმა ლიგამ IV წრის საუკეთესოები დაასახელა
ქუთაისში შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"ლეგენდის სამარცხვინო გაცილება!" - სოციალურ ქსელში ბაბუნაშვილის მატჩზე საუბრობენ
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
19 ოქტომბერს შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება
ეროვნული ლიგა. XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
თორნიკე კაპანაძე "დილას" ფეხბურთელი გახდა
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს