ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

სამშობლო, ყველაფრის მიუხედავად - რუსებისთვის საბა კვირკველია დღესაც დანაკარგია

სამშობლო, ყველაფრის მიუხედავად - რუსებისთვის საბა კვირკველია დღესაც დანაკარგია

საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველის ხელიდან გაშვებას რუსეთში აქამდე ნანობენ...
გიორგი ჯიქიას ამბავი უკვე ცნობილია: რუსული პრემიერლიგის გუნდის, პერმის "ამკარის" მცველმა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა და ყატარსა და რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრებისთვის სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდთან ერთად ემზადება...

პერმელთა მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა ამის შესახებ ბევრი რამ თქვა. მაგრამ გუშინ რუსული მხარისგან პირველად მოვისმინეთ ის რეალური მიზეზი, რომლის გამოც მისი გუნდის მცველმა რუსეთის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა და გავრცელებული ხმები დაადასტურა.

"რასაკვირველია, ჩვენთვის ხელსაყრელია, ჯიქიამ არჩევანი რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ რომ გააკეთა. ეს ლოგიკურია თუნდაც იმიტომ, რომ ის ფეხბურთელად რუსეთში გაიზარდა და ჩვენი სკოლა გაიარა. მეორე ფაქტორი ლეგიონერებზე ლიმიტია. მას საქართველო რომ აერჩია, "ამკარის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემები შეექმნებოდა", - ეს კომენტარი გაჯიევმა რუსულ ინტერნეტპორტალ "სპორტფაქტთან" გააკეთა.

მაგრამ იქვე გაჯიევმა ისეთი კომენტარი დაამატა, საიდანაც ჩანს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გიორგი ჯიქია საკმაოდ ბევრს ფიქრობდა და ნერვიულობდა:

"მეორე მხრივ, წინაპრების სამშობლოზე უარის თქმა არც ისე იოლია. ჯიქიას კი საქართველოს მიმართ მიზიდულობა აშკარად აქვს".

"ამკარის" მეკარე დმიტრი ხომიჩმა საინტერესო რამ თქვა: "რას ვფიქრობ რუსეთის ნაკრებში ჯიქიას მიწვევაზე? იმას, რომ ჩვენმა ნაკრებმა კარგი მცველი შეიძინა".

საერთოდ, რუსეთის ნაკრებში ქართველის გამოჩენამ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ძველი ამბებიც გაიხსენეს. "სპორტ-ექსპრესმა" გამოაქვეყნა იმ მოთამაშეთა სია, რომელთაც, მათი აზრით, რუსეთის ნაკრებში უნდა ეთამაშათ და ვერ მოახერხეს: მოსკოვის "სპარტაკისა" და "დინამოს" ყოფილი მოთამაშის, ალექსეი ერიომენკოს ვაჟი - რომან ერიომენკო, რომელიც ძალიან მაღალი კლასის ნახევარმცველია და დღეს ფინეთის ნაკრებში თამაშობს;

"ლევერკუზენის" მეკარე ბერნდ ლენო, რომლის მშობლებიც სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდნენ და ისტორიულ სამშობლოში 1989 წელს დაბრუნდნენ;

"კიოლნის" ერთ-ერთი ლიდერი, ტომსკში დაბადებული კონსტანტინ რაუში; ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელი, ტაშკენტში დაბადებული პიტერ ოდემვინგი; ნორვეგიის ნაკრების ყოფილი მცველი ვადიმ დავიდოვი და "ჰანოვერის" ნახევარმცველი ედგარ პრიბუ, რომელიც იაკუტსკშია დაბადებული.

სხვათა შორის, "სპორტ-ექსპრესის" ამ წერილიდან ისიც გამოიკვეთა, რატომ დაფაცურდნენ რუსები ჯიქიას გამო. არც ისე დიდი ხნის წინათ, ისტორიულ სამშობლოს (აზერბაიჯანი) ნაკრებში თამაში გადაწყვიტა "ზენიტის" გაზრდილმა რამილ შეიდაევმა. 2013 წელს ის რუსეთის 17-წლამდელთა შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა და ნიჭიერ თავდამსხმელზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მაგრამ წლეულს, ზაფხულში, ფეხბურთელი თურქეთის სუპერლიგის "ტრაბზონსფორში" გადავიდა, აზერბაიჯანული პასპორტი აიღო და ფიფასგანაც თანხმობა მიიღო, საკუთარი სამშობლოს ფორმა რომ მოერგო.

აშკარაა, ამ ფაქტმა, შემდეგ კი ჯიქიასადმი ქართველების ინტერესმა რუსები დააფიქრა, რომ საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშეების მიმართ მეტი ყურადღება მართებდათ.

და ბოლოს: "სპორტ-ექსპრესის" დასახელებულ სიაში საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველიაც არის. "ლელო" თავის დროზე წერდა, რომ მისით რუსეთის ნაკრებში მუშაობის დროს ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო დაინტერესდა.

"საქართველოში დაბადებული მცველი 18 წლის ასაკში "ზენიტში" აღმოჩნდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია. კვირკველია რუსეთის ნაკრებში კანდიდატურად ფაბიო კაპელომ მაშინ ჩაინიშნა, როცა ქართველი "რუბინში" გადავიდა. იქ საბას საქმეები გაცილებით უკეთ აეწყო, ვიდრე სანკტ-პეტერბურგში. თუმცა, ნაკრებში მისი მიწვევა ვერ მოახერხა", - წერს რუსული გამოცემა.

"სპორტ-ექსპრესმა" კვირკველიას სიტყვებიც მოიშველია:

"საქართველოში დავიბადე, იქ ცხოვრობენ ჩემი მშობლები, დები და ყოველთვის საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი. რუსეთის ეროვნულ გუნდში თამაშზე კი არასოდეს მიფიქრია. როცა შევიტყვე, რომ ჩემით კაპელო დაინტერესდა, შოკში ვიყავი. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს სასიამოვნო იყო. კაპელო ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია".

გაჯიევის კომენტარიდან გასაგებია, რატომ გადაიფიქრა ჯიქიამ საქართველოში თამაში. ჩვენ არავის არჩევანს არ განვიკითხავთ და გვჯერა, მას საკუთარი ქვეყანა უყვარს. მაგრამ გაჯიევის ლაპარაკიდან დასკვნის გამოტანა შეიძლება, თუ რატომ აღარ ათამაშებენ ყაზანის "რუბინში" კვირკველიას. რუსეთის ნაკრების წევრი რომ გამხდარიყო, "რუბინის" ძირითადი შემადგენლობიდან არ ამოაგდებდნენ.

მაგრამ იმიტომაც არის დასაფასებელი ეს 24 წლის ახალგაზრდა კაცი (ისევე როგორც სხვა ქვეყნის ნაკრებზე უარის მთქმელი მიხეილ ფოცხვერია, დავით ხმელიძე, ჯანო ანანიძე, გია გრიგალავა და ვაკო გვილია), რომ, ყველაფრის მიუხედავად, საკუთარი ქვეყანა ამჯობინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ქომაგი

რომელი ერთი ამტყუნებთ ნეტავ ჯიქიას? დაიბადა და გაიზარდა რუსეთში, აქვს მუნდიალზე თამაშის პერპექტივა. აქ რა ხეირი? 140 ადგილზე მყოფ ნაკრებში რა პერპექტივა ექნება? ტყუილად იქაცუნდა აირიოს კარიერა, ჩაითვლება ლეგიონერად და ვეღარ ითამაშებს რუსეთში! აქ მოვა სხვა ტრენერი, მოიწვევს თავის ხალხს და ეს დარჩება ქართული პასპორტის ამარა! კარგი ქნა რომ დარჩა რუსეთში. მისთვის აე აჯობებდა.

• vaxo

რუსები კი არა ჰვენ ვარტ დამნაჰავე. რატომ არ მივეციტ მოკალაკეობა? 30 ატას ტურკს ხო მივევიტ და კიდევ რუსეტს გავიდზახიტ. სხვატაჰორის რუსეტჰი ხალხი ნორმალურად ცხოვრობს და ჰვენტა კი?

• 1

შეეშვით რა სადაც უნდა იქ ითამაშოს იმდენი ფეხბურთელია საქართველოში მიხედეთ იმათ სხვისი გაზრდილი და ფეხზე დაყენებული რომ გინდათ, ცოტა მეტი შრომა და ფინანსები ჩადეთ ახალგაზრდა თაობებში, ბავშვთა ფეხბურთი უფასო, ჩემპიონატი მოაწესრიგეთ, მოედნები და ნახავთ მერე როგორ ითამაშებს ნაკრები

• Auee

ცირკი ის იქნება რომ ეგ გაჭირვებული ახლაც და მერე მითუმეტეს მაინც რომ ჩერნოჟო...დ დარჩება და რუსეთი რამდენსაც გაუშვებს ყველა ამას დაბრალდება და 2-3 თამაშის შემდეგ სულ რომ რობერტო კარლოსს ადჯობოს ეგ ნაკრებს მეტს ვეგარ ნახავს ...ერთი თუ ასი არარუსი ფეხბურთელი ყავენ ეგრე განაფუჭები ვინც იცის ის მიხვდება დძველები რომ არ ვიხსენოთ თუ სად უნდა ყოფილიყვნენ დძაგოევი და სამედოვი და დძან რომ გაუჭირდათ მაშინ გაახსენდათ ...ასე რომ ეგ ჯიქია 1 წელში არ ეხსომება არავის როგორც შარშანდელი თოვლი !!!!ისევ თუ ჩვენ ჟურნალისტებს თუ გაახსენდებათ

• status quo

ჯიქია საქართველოს სირცხვილია.

• Kaxa ft

Daimaxsovret jikia male mixvdeba ro shecdoma daushva. Rusebs mglebivit mcvelebi kavt da kartvels vin atamashebs sastartoshi.ise ki mogalate kveknis arc aravis ukvars da mitumetes rusebs.gulshi mainc ipikreben sakutar samshobloze tkva uari da es hventvis moiklavs tavso.

• jojo

ე თქვენ რა გააწყალეთ გული პატივი ვცეთ სხვის გადაწყვეტილებას.არ გაუწყალეს გული პატრიოტიზმით.ბავშ უნდა თამაში და ვცეთ პატივი მის მიერ მიღებულ გადაწYვეტილებს,მაშინ თუ მასეა გამოკიდებოდნენ ჩვენი გვერდიტ მეზობელი სომხები მსოფლიო დონის ფეხბურტელებს ჯორკავს და პოგოსიანს რატომ არ თამაშობდნენ სომხეტის ნაკრებში.არსებობს დემოკრატია და თავისუფლება ყველა ასპექტში გაუმარჯოს მის მიხებულ გადაწყვეტილებას.

• merabi

ვისი ბრალია მამა მისის და დედა მისის,და საერთოD ვინ ზრდიდა,გაიზარდა რუსულად,და ის მარტო რუსეტზე და კარიერაზე ფიქრობს,სხვა ვერაფერი ასწავლეს მშობლებმა,საზმაკაცომ და რავი რუსია რა რა უნდა ვიპიქრო,ეხლა რომ უ ჩირს საქართველოს ,და როცა მომაგრდება ასეთები სულ ფეხზე დავიკიდებთ.მარა ბევრს ინანებს,და მას მიხვდება,რამდენიც მაგას შეაგინებს იმდენი კარგი ფეხბურტელი საქარტველოს ნაკრებს

• ქართველი

რითი ვერ გაძრნენ ეს რუსები,160 მილიონი არიან და კიდევ ჩვენ გვართმევენ ფეხბურთელებს.

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

"მასზე უცნაური ჭორები ვრცელდება" - "ლოკომოტივის" მწვრთნელმა ჯიქია დაიცვა

ქართველი რუსული პასპორტით და ვლადიმირ ვაისის არჩევანი

ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

[ოთხშაბათის საკითხავი] რა უნდათ რუსებს? ჯიქია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს

"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა

შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა

"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა

"საინტერესო წინადადება გვაქვს, ვნახოთ, რა მოხდება" - ჯიქიას მსურველი გამოუჩნდა

ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა

იმიტომ, რომ ქართველი ვარ! - ფეხბურთელები, ვისთვისაც უმთავრესი საქართველოს ნაკრებია

გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა

"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

"ანანიძეს იმდენად შეეშინდა, ლოცვა დაიწყო; რაღაც მომენტში, მეგონა, ტიროდა" - სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი ჯანოს შესახებ

სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...

საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა

"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი

ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]

"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

ქართველები უცხოეთში: მამლუქები და ქართული პერსპექტივები

გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა

გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს

გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა

"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა

[კოტე გოგიშვილის აზრები] პატარა ქალაქის ჩირაღდნები

გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან

ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს

"სპარტაკიდან" წასული ჯიქიას სამსახურით რუსული კლუბები არ ინტერესდებიან და კარიერას, სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს