10 ნოემბერს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა
10 ნოემბერს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა. წინა ორ ტურში წაფორხილების შემდეგ წარმატებით ითამაშა ბათუმის "ნონამ" - დაძაბულ პაექრობაში რუსეთის "იუგრას" აჯობა - 2.5:1.5.

პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძე 71-ე სვლაზე დაუზავდა უკრაინელ მსოფლიოს ექსჩემპიონსა და ევროპის ჩემპიონ ანა უშენინას. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ ნინო ბაციაშვილი-ნატალია პოგონინა, ბელა ხოტენაშვილი-ლილით მკრტიჩიანი. ზღვისპირელებს მომგებიანი ქულა ევროპის ორგზის პრიზიორმა სალომე მელიამ მოუტანა, რომელმაც შავი ფიგურებით მარინა გუსევას 49-ე სვლაზე გააჩერებინა საათი.

სრული სვლით განაგრძობს წინსვლას "მონტე კარლო" - ვარსკვლავებით (ჰოუ იფანი, ანა და მარია მუზიჩუკები, პია კრამლინგი და ელმირა სკრიპჩენკო) დახუნძლულმა გუნდმა გუშინ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა, ამჯერად ყაზანის "ლადია" გაანადგურა - 4:0.

დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: "ოდლარ იურდუ" (აზერბაიჯანი)-"ფიშერი" (იტალია) 2:2, "კაუნასი" (ლიტვა)-"მოსკოვი" (რუსეთი) 1:3, "პეტერბურგი" (რუსეთი)-"გორაჩიჩი" (სერბეთი) 2.5:1.5, "ავსტრია"-"მიდლენდი" (ინგლისი) 0.5:3.5, "ლაციო" (იტალია)-"რიშონი" (ისრაელი) 1:3.

ხუთი ტურის შემდეგ: "მონტე კარლო" - 10, "ნონა" - 7, "იუგრა", "ოდლარ იურდუ", "ფიშერი", "პეტერბურგი", "ლადია" - 6-6, "მიდლენდი" - 4, "გორაჩიჩი", "კაუნასი", "რიშონი" - 3-3, "ლაციო", "ავსტრია" - 2-2 ქულა.

ვაჟებში ხუთი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ მაკედონიის "ალკალოიდი" (დინ ლიჟენი, დმიტრი ანდრეიკინი, პაველ ელიანოვი, დმიტრი იაკოვენკო, იუ იანი, იური კრივორუჩკო, ტრაიკო ნედევი, ფილიპ პანჩევსკი) ლიდერობს. მას ქულით ჩამორჩება "სიბერია" (რუსეთი). რვა გუნდს 8-8 ქულა აქვს.

დღეს ბოლოსწინა, მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართება. "ნონა" იტალიის "ფიშერს" შეხვდება, "მონტე კარლო" "პეტერბურგს" დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"ასე არ შეიძლება. ერთი და იგივე კუნთის მასა გვაქვს" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელს დასცინა
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
პლატინი: "ოქროს ბურთზე" ფსონს კვარაცხელიაზე ჩავდივარ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სპაერი. ერთი ტაიმიც საკმარისი იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
"მოუქნელი ბარკოლას 145 მილიონად შეძენა ბოდვაა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
კიტეიშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "შტურმი" "რაპიდთან" დამარცხდა
This Is Anfield: მამარდაშვილმა შეიძლება პრემიერლიგაში გუნდი გამოიცვალოს
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ბათუმის "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ამჯერად ვერცხლს დასჯერდა
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ბათუმის "ნონა" ევროპის საკლუბო თასის მფლობელია
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე
ბათუმის "ნონა" "მონტე კარლოს" ვერ გაუმკლავდა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა