ვაკომ სასწრაფოდ უნდა დააღწიოს თავი "ლეგიას"!

ადვილი შესაძლებელია, 23 წლის შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ზამთრის სატრანსფერო პაუზისას პოლონურ "ლეგიას" გაეყაროს და არნემის "ვიტესს" დაუბრუნდეს...

ამის თაობაზე პოლონური საიტი futbolfejs.pl წერს და ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერია. მას შემდეგ, რაც ყაზაიშვილი პოლონურ კლუბში გადავიდა, ძირითად შემადგენლობაში თავის გამოჩენის შანსი მხოლოდ ერთხელ, "დორტმუნდთან" ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში მიეცა.

მეორეც - ქართველი ფეხბურთელი კონტრაქტით სწორედ ჰოლანდიური კლუბის საკუთრებაა.

ფაქტია, ყაზაიშვილმა სასწრაფოდ უნდა დააღწიოს თავი "ლეგიას", წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საქმე გვარიანად გართულდება. არადა, მას ფეხბურთის თამაში რომ არ დავიწყებია, ეს ახლახან დამტკიცდა, როცა "დინამო არენაზე" შესანიშნავი გოლი გაუტანა მოლდოვას, თუმცა ამ გოლმა საქართველოს მხოლოდ ქულა არგუნა.

- საქართველო-მოლდოვა 1:1 - ფეხბურთი მხოლოდ ნახევარი საათით [VIDEO+PHOTO]

ალბათ, სწორედ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უნდა დავაბრალოთ ის, რომ თუ გოლის ეპიზოდს არ ჩავთვლით, ყაზაიშვილი სხვა მომენტებში ძველებურად გამორჩეული ვეღარ იყო. ახლა მთავარია, მისი მომავალი დროულად გაირკვეს.

საქმე ასეა: უახლოეს დღეებში "ლეგიას" მთავარი მწვრთნელი იაცეკ მაგიერა კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება და რამდენიმე ფეხბურთელის მომავალზე დაელაპარაკება. სავარაუდოდ, მწვრთნელი კლუბის შეფობას ეტყვის, რომ ყაზაიშვილი მის გეგმებში არ შედის და უმჯობესია, ჰოლანდიაში დაბრუნდეს.

"ლეგიასა" და "ვიტესს" შორის ქართველ ფეხბურთელზე საიჯარო ხელშეკრულება სეზონის ბოლომდეა გაფორმებული, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ ეს ხელშეკრულება აქტუალური ამ ზამთარშივე გახდება.

არადა, "ვიტესში" ყაზაიშვილი სულ სხვა ვითარებაში იყო. ბოლო დრომდე ის გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდათ. გამუდმებით იწერებოდა იმის თაობაზე, რომ ქართველის ხილვა საკუთარ რიგებში სხვადასხვა ევროპულ გუნდებს სურდათ...

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ყაზაიშვილმა "ლეგიაში" კლასის ნაკლებობის გამო ვერ მოიკიდა ფეხი. ეგაა, პოლონური კლუბის დამრიგებელი მაგიერა იმთავითვე სკეპტიკურად უყურებდა ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობებს.

ისიცაა, რომ ყაზაიშვილი "ლეგიაში" მაშინ მივიდა, როცა გუნდს ჯერ კიდევ ბესნიკ ჰასი წვრთნიდა. თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს, მის შემცვლელს კი ყაზაიშვილთან დაკავშირებით სხვა მიდგომა აღმოაჩნდა.

ამას გარდა, მაგიერას ისიც ეყოფა არგუმენტად, რომ მისმა გუნდმა "რეალთან" საშინაო 3:3 ყაზაიშვილის გარეშე ითამაშა...

ერთხელ მან ისიც თქვა - ყაზაიშვილის თამაშები ვნახე, მაგრამ არ ვიცი, "ლეგიაში" რა პოზიციაზე გამოვიყენოო. ძნელი დასაჯერებელია, ყაზაიშვილი იმ დონის მოთამაშე მაინც არ იყოს, "ლეგიას" დონის გუნდში არათუ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება, ლიდერობა რომ გაუჭირდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქვილითაიას გოლი, წიტაიშვილის მოპოვებული პენალტი და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ლეგიას" მწვრთნელი: ვაკო ყაზაიშვილმა დაამტკიცა, რომ შანსს იმსახურებს
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
ვაკო ყაზაიშვილი: მე უკვე მივიღე მწარე გამოცდილება...
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
Sportowe Fakty: რა ეგონა მწვრთნელს, ვაკო ყაზაიშვილი ლეო მესია?