18-19 ნოემბერს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ერთა თასს მასპინძლობს გუნდურ შეჯიბრში
18-19 ნოემბერს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ერთა თასს მასპინძლობს გუნდურ შეჯიბრში.

ტურნირის პირველ დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ, 19 ნოემბერს კი მედლებისათვის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ.

ერთა თასის პირველივე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 5:3 დაამარცხა უკრაინა, ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი მასპინძელი რუმინეთის ნაკრებს დაეჭიდება და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში იასპარეზებს.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ევროპის ერთა თასზე, საქართველოს გარდა, შემდეგი ნაკრებები მონაწილეობენ: რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი და უკრაინა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში კი ხალიჩაზე ქართველი, რუსი, რუმინელი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი და თურქი სპორტსმენები გავლენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რუმინეთში ოპტიმალური შემადგენლობით გაემგზავრა. განაცხადში არიან რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) და ბრინჯაოსპრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125 კგ), აღსანიშნავია, რომ მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა სატურნირო განაცხადში სულ 14 მოჭიდავე შეიყვანა, მათ შორის, რიო 2016-ზე ნამყოფი გუნდის ექვსივე წევრი.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ბეგი დარჩიას განაცხადში 10 მოჭიდავეა, მათ შორის, ევროპის მოქმედი ჩემპიონი - ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ), რომელიც ახალ წონით კატეგორიაში - 80 კილოგრამში გამოდის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ერთა თასზე:

თავისუფალი ჭიდაობა

57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი და ოთარ გოგავა

61 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ბექა ლომთაძე

65 კგ - ზურაბ იაკობაშვილი და კონსტანტინე ხაბალაშვილი

70 კგ - დავით ტლაშაძე

74 კგ - იაკობ მაქარაშვილი და ზურაბ ერბოწონაშვილი

86 კგ - სანდრო ამინაშვილი და ირაკლი მწითური

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ - გენო პეტრიაშვილი და გიორგი მეშვილდიშვილი

მთ. მწვრთნელი: რევაზ მინდორაშვილი

ბერძნულ-რომაული

59 კგ - ირაკლი შავაძე

66 კგ - შმაგი ბოლქვაძე

71 კგ - მინდია წულუკიძე

75 კგ - გიორგი დათუნაშვილი და გელა ბოლქვაძე

80 კგ - ზურაბ დათუნაშვილი და ნიკოლოზ კელასოვი

85 კგ - რობერტ კობლიაშვილი

98 კგ - კუკური კირცხალია

130 კგ - იაკობ ქაჯაია

მთ. მწვრთნელი: ბეგი დარჩია

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით

U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს