რატომ სურს კურტანიძეს კარიერის ოლიმპიადის სამშობლოში დასრულება?

ლუკა კურტანიძე ისევ ჭიდაობას გეგმავს, ოღონდ მხოლოდ ორიოდე ტურნირში, რაც, არსებითად, გამოსათხოვარი შეჯიბრებები იქნება. პირველი მათგანი ივლისში მახაჭყალაში ჩასატარებელი ალი ალიევის ხსოვნის ტურნირია, მეორე კი - შემოდგომაზე საბერძნეთში, ქალაქ ოლიმპიაში გასამართავი ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი.

ალიევის ტურნირი აპრილის ბოლოს იყო დაგეგმილი, მაგრამ ევროპული თამაშების გამო რუსებმა ქვეყნის პირველობა წლის პირველ დეკადაში გადმოსწიეს, ეს მემორიალი კი ივლისში გადაიტანეს. მოგეხსენებათ, კურტანიძე შარშანაც დაუბრუნდა ჭიდაობას, როცა ირანში "ტახტის თასზე" იჭიდავა. შარშანვე ის ალიევის მემორიალშიც გეგმავდა ჭიდაობას, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტობის გამო ამისთვის ვერ მოიცალა.

ეს ერთგვარი ციკლია, რომლითაც კურტანიძე სპორტს ემშვიდობება. შეიძლება ითქვას, მან თავად დაუგეგმა საკუთარ თავს სპორტიდან გაცილების ცერემონიალი.

კურტანიძემ შეგნებულად შეარჩია ეს სამი შეჯიბრება მათი ავტორიტეტისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე - ტახტისა და ალიევის ტურნირები ისეთ ქვეყნებში ტარდება, სადაც ჭიდაობა ლამის მეორე რელიგიადაა აღიარებული და ჭიდაობის კულტია. ბუნებრივია, იმ შეჯიბრებებს უამრავი ქომაგი დაესწრება.

მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი შარშანდელ ჭიდაობასაც იმ განწყობით ატარებდა და ახლაც ასე განიხილავს მომავალ შეჯიბრებას, რომ მათ წინაშე გამოსვლით მადლობას უხდის ქომაგს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამის შესახებ თავად კურტანიძემ განგვიცხადა, ვინც თებერვალში საქართველოს პარლამენტის წევრიც გახდა, თუმცა გამორიცხავს, რომ საქართველოში ამ ეტაპზე სპორტიდან საზეიმო გაცილებას მოუწყობენ.

რაც შეეხება ვეტერანთა მსოფლიოს პირველობას და მის მასპინძელ ოლიმპიას, მოგეხსენებათ, ის ოლიმპიადის სამშობლოა, რომელშიც ჭიდაობაც შედიოდა. ვფიქრობთ, გასაგებია, რატომაც სურს კურტანიძეს ოლიმპიადის სამშობლოში კარიერის დასრულება. მით უფრო, ეს ტურნირი კარგად დაემთხვა დანარჩენებს და ჩემპიონმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა, თორემ შარშან, როცა ირანში გამოდიოდა "ტახტის თასზე", საბერძნეთში ვეტერანთა მსოფლიოს პირველობის გამართვა არც იყო დაგეგმილი.

თავისი კალენდრიდან გამომდინარე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ალი ალიევის ტურნირი მსოფლიოს პირველობისთვის მოსამზადებელ ციკლში მოექცა, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, იჭიდავებს თუ არა იქ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები. თავად კურტანიძისთვის ეს შეჯიბრება და ზოგადად, დაღესტანი უცხო არაა.

როგორც თვითონ განუცხადა იქაურ სპორტულ საიტს, დაღესტანში მან ოთხჯერ იჭიდავა ქალაქ კასპიისკში შამილ უმახანოვის ხსოვნის ტურნირში და ოთხივეჯერ გაიმარჯვა. ალიევის მემორიალშიც ასევე ოთხჯერ გამოსულა. აქედან ორჯერ მოიგო, ერთხელ ფინალში დამარცხდა, ერთხელ კი მესამეზე გავიდა. აღნიშნულ ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა ამ შეჯიბრებების მნიშვნელობას, რადგან ისინი მსოფლიოში გამორჩეულებია თავისი სიძლიერით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
[VIDEO] მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო
ლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში
მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერანებში: კურტანიძე ახალგაზრდობას იხსენებს
ლუკა კურტანიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია [VIDEO]
აქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]
მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]