"ბორჯღალოსნების" თავკაცმა BBC-სთან ქართულ რაგბიზე, ბიძინა ივანიშვილზე, ექვსი ერის გაფართოებასა და სხვა საკითხებზე ისაუბრა
BBC-მ ვრცელი სტატია მიუძღვნა ხვალინდელ მატჩს "ბორჯღალოსნებსა" და შოტლანდიის ნაკრებს შორის, რომელიც 18:20-ზე კილმარნოკის "რაგბი პარკზე" გაიმართება:

"საქართველოს ნაკრების თავკაც მილტონ ჰეიგს მიაჩნია, რომ მისი გუნდი ექვსი ერის გაფართოებულ ჩემპიონატში მონაწილეობას იმსახურებს, რომ ამ მიზნის მისაღწევად მისი გუნდი წლებია, ხელჩართული იბრძვის.

ჰეიგის ნაკრებმა ექვსი ერის მომდევნო ტურნირი, ევროპის ერთა თასი ბოლოს ზედიზედ ექვსჯერ მოიგო, 2015 წლის მსოფლიოს თასზე მესამე ადგილი დაიკავა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე ტესტების ტურნე დაუმარცხებელმა მოიარა.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის მსოფლიოს თასის მერე საერთაშორისო კალენდარში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, ჯერ არ ჩანს ნიშნები, რომ ექვს ერში რაიმე შეიცვლება, მაგრამ ჰეიგი დარწმუნებულია, რომ არსებული სტატუს-კვო საქართველოს განვითარებას აბრკოლებს და მის ნაკრებს მსოფლიოს თასისთვის მზადებაში ხელს უშლის.

"დიახ, ჩვენ გადავიზარდეთ ერთა თასისთვის და ეს არ არის სხვა გუნდების უპატივცემულობა, უბრალოდ, სიმართლეა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ლაპარაკი ექვსი ერის გაზრდაზე. ჩვენ არასოდეს მოგვითხოვია ექვს ერში გავარდნის სისტემის შემოღება. ჩვენი მიზანია ექვსი ერის შვიდ ან რვა ერამდე გაზრდა.

იმის მიხედვით, რამდენად შეუძლია დღეს ჩვენს პარტნიორს ამ ტურნირში მონაწილეობა.

ქვემოთ ახალზელანდიელის არგუმენტებია:

* საქართველო, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილზეა, ვერ განვითარდება, თუ რეგულარულად არ შეხვდება პირველი დონის ქვეყნებს.

* ექვსი ერის შვიდ ერად გაზრდა საერთაშორისო მატჩების ფანჯარას არ გაზრდის.

* აღმოსავლეთ ევროპას რაგბის დიდი პოტენციალი გააჩნია.

* ის ამბობს, რომ საქართველომ წინადადება მიიღო, Pro12-ში გუნდი წარადგინოს.

* ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით, ქართული რაგბი სარაგბო ინფრასტრუქტურას ხვეწს.

ხელჩართული ბრძოლა

თითქმის ყოველი მეორე დონის სარაგბო ქვეყანა ითხოვს მეტ თამაშს პირველი დონის ქვეყნებთან, მაგრამ საქართველოს არგუმენტები დამარწმუნებელია.

"ბორჯღალოსნების" უპირატესობა ევროპის ერთა თასზე აშკარაა: ბოლო 6 ტურნირში მათ 30 შეხვედრიდან მხოლოდ 2 დათმეს. ქულათა სხვაობა კი ასეთია - 948:264.

შარშანდელი მსოფლიოს თასის მერე საქართველო მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ახლახან შინ დაძაბულ ბრძოლაში იაპონიასთან დათმო. მანამდე იყო ვიზიტი წყნარი ოკეანის კუნძულებზე დაუმარცხებლად, გასულ უქმეებზე კი "ბორჯღალოსნებმა" თბილისში სამოა დაამარცხეს.

პირველი დონის ქვეყანას არასოდეს გაუმართავს ტესტი საქართველოში. ზოგადად კი, თუ მსოფლიოს თასის მატჩებს არ ჩავთვლით, საქართველოსთვის ეს თამაში მეოთხე იქნება პირველი დონის ქვეყნებთან. მეოთხე 13 წელიწადში! მხოლოდ ამდენჯერ ჰქონდათ ქართველებს შესაძლებლობა, მათზე წინ მდგომ ქვეყნებთან დაეხვეწათ თამაში.

"როგორ უნდა მოუმატო ასეთ სიტუაციაში? - სვამს კითხვას მილტონ ჰეიგი. - ტესტების კალენდარი პირველი დონის ქვეყნებს 2019 წლის მსოფლიოს თასამდე გაწერილი აქვთ. თუმცა არის რამდენიმე უქმე თავისუფალი იმისთვის, რომ მათ მეორე დონის ქვეყნებთან ითამაშონ. მეორე დონის ქვეყნებს კი ერთმანეთთან მუშტი-კრივი გვრჩება ნარჩენებისთვის ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ცოტათი ვხუმრობ, მაგრამ ჩემ მიერ დახატული სურათი რეალობისგან დიდად არ განსხვავდება.

ძალიან, ძალიან ძნელია მეორე დონის ქვეყნისთვის ფავორიტებთან წელიწადში ერთი ან ორი ტესტის გაჩარხვა. არ ვამბობ, რომ მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია არ გვეხმარება არაფერში. არ არის ასე, ისინი ჩვენს განვითარებაზე ზრუნავენ, მაგრამ მეტი გვჭირდება. დიახ, მათ ალბათ ყველა ასე ეუბნება, მაგრამ პრიორიტეტების განსაზღვრა არ უნდა იყოს ძნელი".

ერთით მეტი სკამი მაგიდასთან

დღევანდელი ექვსი ერის გათამაშების ალტერნატიულ ვარიანტებზე უკვე დიდ ხანია ფიქრობენ. მსოფლიო რაგბის ყოფილმა პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ მხარი დაუჭირა გავარდნა/შემოსვლის სისტემის შემოღებას ტურნირში. ამ შემთხვევაში ექვს ერზე ბოლო ადგილზე გასული გუნდი პლეი აუტს თამაშობს ერთა თასის მოგებულთან, ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად. ლაპასემ ოფისი აპრილში დატოვა.

თითქოს, სამართლიანი მოთხოვნაა, თუმცა ჰეიგი სხვას გვთავაზობს:

"რეალობა ისაა, რომ მათი პოზიციიდან რომ შევხედოთ, არავის სურს ექვს ერში ადგილის დაკარგვა. მე რომ მათ ადგილას ვიყო, არც მე ვისურვებდი. მაგრამ არავის ადგილს არ ვემუქრებით, ჩვენ ვითხოვთ ერთით მეტ სკამს მაგიდასთან.

ჩემი აზრით, ჩვენთვის ეს უფრო ჭკვიანური ხერხია. ამით ექვსი ერის არც ერთ ქვეყანას საფრთხე არ ექმნება და მეტ დახმარებასაც მივიღებთ მათგან აღმოსავლეთ ევროპაში რაგბის განვითარების საქმეში.

აღმოსავლეთ ევროპაში დიდი პოტენციალია, დიდი ბაზარია - საქართველო, რუმინეთი, რუსეთი... აქცენტის ამაზე გაკეთება შეიძლება".

უკეთესი რაგბი და მეტი

ერთიანი კალენდრის შემუშავების საკითხმა მსოფლიო რაგბიში ბევრი დებატი გამოიწვია. ჰეიგი შიშობს, რომ ეს კიდევ უფრო შეამცირებს საერთაშორისო მატჩების ფანჯრებს და კიდევ უფრო ნაკლები შანსი იქნება "დიდ ბიჭებთან" გასაჯიბრებლად.

"თუ მსოფლიო რაგბი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ჩვენთვის პირველი დონის ქვეყნებთან ტესტებს, პრობლემის შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნებოდა გაფართოებულ ექვს ერში შესვლა - ამ შემთხვევაში ისე, რომ საერთაშორისო ფანჯრის გაზრდას არ ითხოვ და სამაგიეროდ, ექვსით მეტი მატჩი გიწევს მოწინავე ქვეყნებთან.

ეს მოდელი კარგად მოგვერგება ჩვენც და ექვსი ერის კალენდარსაც. არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ ჩვენ გაცილებით უკეთეს რაგბის ვითამაშებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მსოფლიოს თასზეც უკეთ გამოვალთ. აი, ასე გვესახება ჩვენი მომავალი. აი, ამას ვითხოვთ ჩვენ".

Pro12

საქართველოს რაგბიში სწრაფი განვითარების პოტენციალი აქვს, ერთა თასის გადამწყვეტ მატჩებში თბილისში 50 ათასი მაყურებელი ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, ნოემბრის ტესტებისთვის შეკრებილი გუნდის მოთამაშეების ნახევარზე მეტი ფრანგულ (ან ბრიტანულ) გუნდებში თამაშობს, მცირე ნაწილი კი სანახევროდ პროფესიულ ქართულ ლიგებში.

Pro12 ლიგის წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ ტურნირში ჩრდილოამერიკული გუნდების მიღების საკითხს. განიხილება ქართული გუნდის დამატებაც.

"ეს მხოლოდ წინასწარი მოლაპარაკება იყო, თუმცა ჩვენ გამოვთქვით დადებითი პოზიცია - კარგი იქნება, თუ ამ ტურნირში ქართული გუნდი ითამაშებს.

ჩვენი მიზანია, ქართველმა მორაგბეებმა, ნაკრების წევრებმაც და სხვებმაც, მეტი საშუალება მიიღონ უკეთეს ტურნირებში თამაშის. ეს კი მათ რაგბის ცოდნას გაზრდის.

ეს იქნება დიდი შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვისაც. ასეთ მაღალი დონის ტურნირში პროფესიული გუნდით ჩართვა მხოლოდ კარგი იქნება ქართული რაგბისთვის. იმედია, ურთიერთობა ერთ-ორ წელიწადში კონკრეტულ შედეგსაც მოიტანს".

ქველმოქმედი მილიარდერი

ქართველთა არგუმენტს ერთი ნიუანსიც ამაგრებს, რაც შეიძლება სხვა მეორე დონის ქვეყნებს აკლდეს - ფული.

წყნარი ოკეანის ქვეყნების რაგბიში არც დიდი ფულია და არც საჭირო ინფრასტრუქტურა. ქართულ რაგბის კი დიდი მეოხი ჰყავს ბიძინა ივანიშვილის სახით.

"ფორბსი" ივანიშვილის ქონებას 4,8 მილიარდ დოლარად აფასებს. ეს კი მილიარდით მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება და სულ ოდნავ ნაკლები, ვიდრე რიჩარდ ბრენსონის (ბრიტანელი მაგნატი) ქონება - 4,9 მილიარდი დოლარი.

ხუთი წელი, რაც ის ნაკრების თავკაცია, ჰეიგი არასოდეს შეხვედრია ამ კაცს, მაგრამ ყველგან მისი დახმარების ხელს გრძნობს.

"როცა პირველად ვნახე ჩვენი ბაზა, მივხვდი, რომ ასეთი ზელანდიელებსაც კი არ აქვთ. ნაკრებს საკუთარი 27-ნომრიანი სასტუმრო აქვს, საცურაო აუზით, სამზარეულოთი, დარბაზით, ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედნით, ერთი ბუნებრივით, ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.

ეს დიდებულია და მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება. ახლახან დასრულდა დარბაზი, სადაც ჩვენ დავხვეწთ კონტაქტურ ვარჯიშებს. მსოფლიოს თასის წინ ვინატრე, რომ ასეთი დარბაზი დიდად დაგვეხმარებოდა და საკითხი 10 წუთში გადაწყდა დადებითად. როცა ასეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს, ეს უკვე წარმატების საწინდარია.

ის არ არის რაგბის ფანი, მაგრამ კარგად იცის, რა მოაქვს რაგბის ხალხისთვის. ამიტომაც ის ანვითარებს რაგბის ინფრასტრუქტურას საქართველოში. ნაკრების ხარჯებს კი სახელმწიფო ფარავს.

თუკი მოგვეცემა შანსი, მივუსხდეთ ექვსი ერის მაგიდას, ქართული რაგბის წინაშე დიდი პერსპექტივა გადაიშლება. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი ყოველთვის გვერდში დაუდგება ქართულ რაგბის.

ეს აუცილებლად მოხდება

ჰეიგი აგრძელებს ისტორიულად ფიზიკური უპირატესობით ცნობილი საქართველოს ნაკრების ტაქტიკურად და ტექნიკურად დახვეწას. გვირაბის ბოლოს უკვე ჩანს სინათლე. ის ხედავს პარალელებს არგენტინასთან, რომელთა განვითარებამ ისეთ ტემპებს მიაღწია, რომ 2012 წელს სამხრეთულ ელიტაში მიიღეს, 2016 წლიდან კი - სამხრეთულ საკლუბო ელიტაშიც.

ჰეიგს მიაჩნია, რომ ქართული რაგბის დონე არც ისე შორსაა ექვსი ერის მონაწილე ქვეყნების რაგბის დონისგან:

"საქართველოში რაგბი ვითარდება, წინ მივდივართ. სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი ვარჯიშობს სპორტის ამ სახეობაში. ქვეყანაში აშენებულია მეტი სტადიონი, განვითარდა ინფრასტრუქტურა რეგიონებშიც. თუკი საქართველოში რომელიმე ტოპ-ნაკრები გვეწვევა, გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენი უდიდესი სტადიონი პირთამდე გაივსება და სტუმარს იქ ისეთი სათამაშო ატმოსფერო დახვდება, როგორიც შესაძლოა, კარგა ხანია არ უნახავს.

დიახ, პარიზი, ლონდონი, რომი მშვენიერი ადგილებია, მაგრამ თბილისიც კარგი გამოცდილება იქნება ფანებისთვის და ტურისტებისთვის.

დარწმუნებულები ვართ, ოთხ-ხუთ წელიწადში ეს ოცნება რეალობად იქცევა და ეს იქნება დიდი შანსი ქვეყნისთვის. აი, ამიტომაც არ ვჩერდებით და ვიბრძვით ამისთვის. ერთ დღესაც ეს აუცილებლად მოხდება და ეს ჩვენი ქვეყნის ბრწყინვალე მიღწევა იქნება".

სოსო
ეს კაცი ნებისმიერ ქართველს შეეჯიბრება კარგ ქართველობაში.ამისთანები ღმერთმა გვიმრავლოს ჩვენც და ზელანდიასაც.
gio
მილტონი ჰეიგი ჩვენი ქვეყნისგან ღირსების მედალს იმსახურებს იმ ეროვნული მიდგომისთვის რომელსაც ეს კაცი ჩვენი ქვეყნის მიმართ იჩენს
basko
რა უნდა იყოს ბილეთის ფასი, ექვსი ერის გუნდთან თამაშისას ქართველებმა რო სტადიონი არ გაავსოს? სასტუმროები კარგი გვაქვს და ინფრასტრუქტურაც ნორმალური, ძალიან ახლოს ვართ და კიდევ უფრო უნდა 'მივეძალოთ' :) გენაცვალე მელიტონ
gogia-s
პრო 12 ძველი კელტთა ლიგა. თამაშობენ 4-4 ირლანდიური და უელსის, 2-2 შოტლანდიის და იტალიის კლუბები.სიძლიერით მესამე ევროპაში ტოპ 14 ის და პრემიერშიპის მერე.
გულშემატკივარი
ბავარია სატელევიზიო უფლებების გაყიდვასა და სარეკლამო შემოსავალს არ ელოდებიან საქართველოდან,ასევე სპონსორების თემაა
ოკრიბელი
იაპონიასთან გამოჩნდა, ჯერ კიდევ შორს ვართ, მსოფლიო ელიტისგან. მეორე კი ის რომ, სულაც არ არის საჭირო, იმ ხუთი ერის გუნდთან თამაშით, წავიწიოთ წინ. უმთავრესია, თვითონ, ქართველი რაგბისტები განვითარდნენ და გაძლიერდნენ საფრანგეთის და ინგლისის, შიდა პირველობაზე და როდესაც ყოველ წელს გვეყოლება ასეთი მინიმუმ 20 რაგბისტი, მაშინ ჯერ იტალიას ამოვიდებთ იღლიის ქვეშ და შემდეგ იმ დანარჩენი ხუთი ერიდანაც გახდება "მსხვერპლიც"... მაგრამ მანამდის არგენტინაც უნდა დავამარცხოთ აუცილებლად, ნუ რა თქმა უნდა, იაპონიასაც, სადაც შევხვდებით, დიდი ანგარიშით უნდა ვამარცხებდეთ.
mamuka
მადლობა მილტონს, აზრიანი და არგუმენტირებული საუბრისთვის. მჯერა 3-4 წელიწადში ვითამაშებთ 6 ერში. ძალიან ჩარჩენილი აზროვნების ხალხია 6 ერის ბოსები, როგორც ინგლისელი ფეხბურთის ბოსები იყვნენ 20 საუკუნის დასაწყისHი. მაგრამ მალე სხვა გზა არ ექნებათ
z
ერთხელაც ვითამადებთ ამ მაგიდასთან!
nika
ოღოონდ რუმინეთთან არ წააგოთ ხოლმე დანარჩენი გეპატიებათ ყველაპერი მარა რუმინეთთან მარცხი არ შეიძლება
ირაკლი
იაპონიამ წინა უქმეებზე ძალიან თანაბრად ეთამაშა უელსს 33-30 !! აბა ვინ იტყვის რომ შოტლანდიასთან არ შეიძლება მოგებაზე ფიქრი?!!
qomagi
მელიტონა ჩვენი ქვეყნის ნამდვილი დესპანია დასავლეთში
bavaria
რას ნიშნავს კომერციული ტუტნირია ვერ გავიგე, სტდიონების გადავსება გარანტირებულია, ინფრასტრუქტურა რა სასტუმროები არ დაგვეწუნება, რეკლამა და ა.შ. ატრიალონ რამდენიც უნდათ, ინგლისელებს იგივე დაემართებათ რაგბში, რაც ფეხბურთში დაემართათ. როგორც უნგრეთმა გაანადგურა თავის დროზე, ჩვენც იგივეს დავმართებთ მალე, სუუუუულ მალე
gogia
პრო-12 რა ტურნირია სად გვეპატიჟებიან იქნებ ვინმემ მიპასუხოს?! მადლობა წინასწარ
Konstantine
"ჰეიგის ნაკრებმა ექვსი ერის მომდევნო ტურნირი, ევროპის ერთა თასი ბოლოს ზედიზედ ექვსჯერ მოიგო, 2015 წლის მსოფლიოს თასზე მესამე ადგილი დაიკავა". შესწორება: მსოფლიო თასის ერთერთ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, რაც მთლიანობაში მეცხრე-მეთორმეტე ადგილია.
G-ordi
ძლივს არ გავიხარეთ ქართველებმა...დასწრების ნუ ეშინიათ გადაძეძგილი იქნება სტადიონები...ბიძოს გაუმარჯოს,ჰეიგი რასაც ამბობს ნაღდია.ჩემი აზრით ,რაგბმა ქართველებს გამარჯვების "დავიწყებული გემო" დაუბრუნა.
gaga
ხალხნო ჯერ ადრეა ექვსი ერი ბიჭებს იულუაიებს ნუ უქმნით ხვალ თუ 5 ქულაზე მეტით არ წავაგეთ აი მერე ცოტა სხვანაირად აჭიკჭიკდებიან ბოსები და თუ მოვიგეთ მინიმუმ ტესტებს აქეთ შეგვეხვეწებიან ასე რომ მოთმინება და ბევრი სრომა ფიზიკაში.
ზაალი
შოტლანდიასთან მოგება ძალიან ძნელი კი იქნება, მაგრამ ჩვენი თამაშით, უნდა დაუმტკიცოთ სარაგბო სამყაროს, რომ ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებთ. მე ძალიან მჯერა, რომ ჩვენი ბიჭები თავს არ შეირცხვენენ და არ წააგებენ ამ შეხვედრას უიმედიდ. აბა თქვენ იცით. იაპონიასთან კი წავაგეთ, მაგრამ ვინმე იტყვის იმას, რომ იაპონელები ჩვენზე უკეთ თამაშობდნენ? ვერა, ვერ იტყვის. ასე, რომ ....
ლევანი - ს
დარწმუნებული ხარ,რომ ხალხი 10 ლარს ვერ იხდის? მე კიდევ ფაქტები სხვა რამეს მეუბნებიან, 12 ნოემბერს ქართველებმა 2 სტადიონი გავავსეთ და ეს ისეთ ნაკრებებზე, როგორიცაა იაპონია რაგბიში და მოლდოვა ფეხბურთში.
123
ძალიან მაგარი პროფესიონალი და პიროვნება არის! ჯერ მარტო იმათ რა ღირს რომ საქართველოს როგორც საკუთარ მშობლიურ ქვეყანას ისე აღიქვამს და გულშემატკივრობს!
ილია
კარგი იქნება, ეს კომენტარები ვინმემ ჰეიგს უთარგმნოს. ეჰ, ხვალ რომ მოვიგოთ... ირლანდიასთან ხომ ისე ახლოს ვიყავით გამარჯვებამდე... მადლობა მილტონს! მადლობა ლომებს!
ლევანი
საქართველოს ნაკრებისტვის პრიორიტეტი მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა იყოს და თუ რამის დამტკიცება სურს, იქ უნდა დადოს შედეგი. რაგბის მსოფლიო ფედერაციას კი უნდა თხოვონ, მოსამზადებელ ციკლში რაც შეიძლება მეტი მაღალი დონის ნაკრებთან ჩაატარონ ტესტ-მატჩი. რაც შეეხება 6 ერის თასს, ის კომერციული ტურნირია და საქართველოს, თუნდაც რუმინეთის დონის ქვეყნების ნაკრებების ადგილი იქ არ არის(ამ ეტაპზე მაინც). ჩვენი ქვეყანა კომერციულად მიმზიდველი არ არის და მხოლოდ ხარჯისთვის არავის ნაქვს სურვილი 6 ერში მიგვიწვიონ. ხალხი ბილეთში 10 ლარს ვერ იხდის და 50-70 ევროზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. არც დიდ ტელეკომპანიებს და სპონსორებს ვხიბლავთ რამით. ჯობია, დავივიწყოთ 6 ერი და დონე სხვა გზით ავიმაღლოთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლას თუ მოახერხებენ, მერე სხვაგვარად შეხედავენ და დაელაპარაკებიან.
me
აუ სკოტები გაღუნონ მერე რაღას მოიფიქრებენ მაგრად მაინტერესებს რა.
llcl
გაიხარე მელიტონ, ყველაფერი ნათლად და დეტალებში დაუსაბუთე, იქნებ ბოლოს და ბოლოს შეიგნონ და მიგვიღონ 6 ერში, არა მგონია ფინანსურადაც დაზარალდნენ, უფრო პირიქით
zzz
ნეტა დავახიოთ ბურთი თავზე!
gia
იტალიაშიც საკმაოდ დაბალია ბილეთის ფასი საშუალოდ 12 ევრო და სტადიონი არ მახსოვს როდის გაავსეს ბოლოს. მადლობა ბიძინას რომ არ იშურებს ფინანსებს, ქველმოქმედება მართლა კარგად გამოსდის მაგ კაცს და არავის აყვედრის. პოლიტიკას არ ვეხები :) 6 ერში მიღება ჩვენთვის იქნება უდიდესი რამე, როგორც სპორტული ისე ეკონომიკურ ამბავში. გაზრდის სასწაულად ტურიზმს და ქვეყნის ცნობადობას. უკვე ბევრი გულშემატკვარი ყავს ბორჯღალოსნებს მსოფლიოში და დროა ფედერაციამ ეს შემოსავლისთვის გამოიყენოს. კარგი მარკეტინგი სჭირდებათ ეხლა. არ დაზოგოთ მაგაზე ფული, აიყვანეთ ვინმე კარგი სპეციალისტი, რომელსაც რაგბთან შეხება ქონია და კარგი სანაცნობო წრეც ყავს და შემოსავალს მოიტანს.
svani
რუმინეთი გვეტენება და უნდა შეწყდეს როცა საქართველოს ახსენებენ 6 ერში იქ რუმინეთი არ უნდა ჩაეკვეხოს!) 7 ერი 2020 წელი გვიჩვენებს
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
მან პრობლემების 10%-იც არ იცის - ავთანდილ ჭრიკიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს
საქართველო-იტალია ბათუმში შედგება
ნიჟარაძე: არ იცით, ივანიშვილი რაგბისთვის რას აკეთებდა, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს
გოჩა სვანიძე: ბიძინა ივანიშვილის თანადგომა ქართული რაგბის მიმართ მსოფლიოში უპრეცედენტოა
ბათუ კევლიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ქართული რაგბის აღორძინებისთვის
დინო ჰამზიჩი: ბიძინა ივანიშვილი? მსმენია, რომ...
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს