უცხოური მედიის მიმოხილვა და შოტლანდიელთა მატჩის შემდგომი კომენტარები...
26 ნოემნბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების სერიის უკანასკნელი მატჩი გამართა კილმარნოკში, სადაც შოტლანდიის ნაკრებთან 16:43 დამარცხდა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად შოტლანდიასთან დამარცხდა

მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო შოტლანდიელთა ზელანდიელი თავკაცი ვერნ კოტერი:

"ძალიან კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, სწრაფი სამი ლელო დავდეთ, ბურთი მოვიპოვეთ და მეტოქეს ის არ მივეცით. ამიტომაც მოწინააღმდეგე თამაშში ვერ ერთვებოდა. ჩვენი ბიჭები სერიოზულად მიუდგნენ თამაშს, სოლიდურად მოემზადნენ და თავიდანვე მოუპოვეს გუნდს უპირატესობა გასამარჯვებლად. მეტოქე ძალიან კარგია ფიზიკურად და ეს შეხვედრაც მძიმე იყო ამ კუთხით, მაგრამ გამარჯვება კარგი თამაშით მოვიპოვეთ.

მეორე ტაიმში თამაში ცოტა გაიხსნა, ბურთი სველი იყო, ციოდა, ამიტომაც ჩვენი გადასვლები დაცვიდან შეტევაში ისეთი სწრაფი ვეღარ იყო, როგორიც სასურველია. გრეიგ ლეიდლოუმ დიდებულად ითამაშა. ჩვენ უფრო და უფრო ვუმატებთ".

კაპიტანი გრეიგ ლეიდლოუ: "ჩვენ 43 ქულა ავიღეთ და ძალიან კარგი ლელოები დავდეთ ფიზიკურად ძლიერი საქართველოს წინააღმდეგ. ძალიან მომწონს ჩვენი შემტევი სტილი, რომლითაც მეტოქეებს პრობლემებს ვუქმნით".

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული რაიან უილსონი: "ჩვენ კარგად ვიცოდით, ფიზიკურად რამდენად მძიმე თამაში გველოდა. ძალიან კარგია ასეთი პუბლიკის წინაშე დამაჯერებლად მოგება. პირველი ორი თამაში ავსტრალიასთან და არგენტინასთან უფრო დაძაბული იყო, დღეს უფრო კარგად დალაგდა ჩვენი თამაში, ეს კი ბიჭების მძიმე შრომის შედეგია. გვინდა, რომ ასე კარგად გავაგრძელოთ გაისად ექვსი ერის პირველობაზეც".

ფაქტები

* შოტლანდიის ნაკრებმა 2016 წელს 10 მატჩიდან 6 მოიგო, 60% მათი საუკეთესო შედეგია 2002 წლის მერე.

* შოტლანდიამ 2013 წლის შემდეგ პირველად შეძლო გადაბმით საშინაო მატჩები.

Reuters

"საშინაო გუნდმა სტუმართა კარგი დასაწყისის შემდეგ მალევე შემოატრიალა თამაში მეტოქესაც, რომელსაც სურვილი აქვს ექვსი ერის პირველობა გაფართოვდეს. შოტლანდიამ პირველ ტაიმში კლასით აჯობა მეტოქეს, ოთხი ლელო დაუდო და ტაიმი 31:11 მოუგო".

sportal.co.nz

"საქართველოს ნაკრების სურვილს, ჩაერთოს ექვსი ერის პირველობაზე მეშვიდე წევრად, არგუმენტი შეუსუსტდა. რადგან "ბორჯლასონები" გვარიანად დაამარცხეს კილმარნოკის "რაგბი პარკზე".

The Telegraph

"შოტლანდიამ დაუდო ექვსი კარგი ლელო საქართველოს და მას ექვს ერზე მოხვედრის ამბიციები შეუსუსტა. სიმართლე ითქვას, ეს თამაში უფრო კარგ ვარჯიშს ჰგავდა. საქართველო, რომელმაც მეორე დონის ყველა ქვეყანას მოუგო, ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ამ გუნდს შეუძლია უძლიერესბთან ტოლ-სწორად თამაში.

მათი ეს მისია ჩავარდა. შოტლანდია ბევრად უკეთესი იყო ყველაფერში თუ შერკინებას არ ჩავთვლით. შოტლანდიამ 6 კარგი ლელო დადო, რაზეც საქართველომ ვასილ ლობჟანიძის ორი ლელოთი უპასუხა.

შოტლანდია დიდებული ტემპით თამაშობდა, რაშიც მას საქართველო ვერ აყვა. ამ გუნებს შორის ხვაობა რეიტინგში მხოლოდ 5 საფეხურია, მაგრამ მათ შორის სინამდვილეში დიდი უფსკრულია.

ასეთი თამაშით საქართველოს ნაკრების ამბიციას, შეუერთდეს ექვსი ერის გათამაშებას, ახლო მომავალში არავინ დააკმაყოფილებს".

thecourier.co.uk

"შოტლანდიის ნაკრებმა ექვსი ლელო დაუდო "რაგბი პარკზე" ენერგიულ, მაგრამ დაჯაბნულ საქართველოს ნაკრებს".

scottishrugby.org

"შოტლანდიის ნაკრებმა ერთით მეტი ლელო მიითვალა, ვიდრე ეს ტონგასთან მატჩში გააკეთა, ბოლო შეხვედრაში, როცა ნაკრებმა კილმარნოკში ითამაშა. განსაკუთრებით კარგი იყო პირველი ტაიმი, ელვისებური და დინამიკური შეტევებით, რომელთა წყალობით, მატჩის გამარჯვებულის ვინაობა ეჭქვეშ არ დამდგარა".

OnRugby

"ტესტმატჩში შოტლანდიას არანაირი პრობლემა არ ჰქონია საქართველოსთან მატჩში".

dailymail.co.uk

"ვერნ კოტერის გუნდმა ბოლო 14 წელიწადში საუკეთესო სეზონი დიდებულად დაასრულა".

bbc.com

"შოტლანდიამ საქართველოს ღონიერ ნაკრებს აჯობა".

გააუქმეთ ქართული ფეხბურთი
გააუქმეთ ქართული ფეხბურთი და ფული მიეცით რაგბს. 3 ახალი გუნდი გვინდა ასევე 3 ბავშვთა სკოლა. თითო თითო მესტიაში, ყაზბეგში და მთიან აჭარაში. მერე ნახეთ თუ შოტლანდია ბეჭებზე არ დავდოთ ათიდან მინიმუმ შვიდჯერ.
რეზო
ილია 28 ნოემბერი 2016 11:18 ძალუძს, თან აშკარად.
me
მოკლე ისტორიას გეტვით ვინც წინსვლას ვერ ხედავთ საქართველო 2009 წელს იყო 23 ადგილზე ეხლა არის მე-12-ზე 7 წელში 11 პოზიციით წავიწიეთ წინ და ამიტომ უკეთესის იმედი მაქ. ისე ჰეიგი, რომ მოვიდა ყველას ახსოვს რა შედეგიც დაიდო პირველი ტამაშები ესპანეთთან წავაგეთ და ატყდა ამბავი ეს რა ქნაო. არაუშავს წინ არის ევროპის 6 ერი ა
qar
რამდენიმე თემას მინდა შევეხო, ერთი შოტლანდიასთან გვათამაშეს ხელოვნურ მოედანზე სადაც მათ უპირატესობა ექნებოდათ ნებისმიერ შემთხვევაში და ასეც მოხდა. მეორე შოტლანდიასთან ჩვენ არაფერი გვაქვს დასამტკიცებელი, ჩვენი სამიზნე არის იტალია რომელმაც ტონგასთან წააგო შინ. მესამე კაცი გაგვიგდეს უმიზეზოდ, ასეთი წნეხის დროს ძალიან ძნელია ბიჭებს მობილიზება მოსთხოვო, თან მეორე ხაზში სადაც ისედაც უპირატესობა ქონდათ შოტლანდიელებს, ეს შანსი კი იდეალურად გამოიყენეს. რო გაგდებენ თამაშიდან მერე იქ იგივე ტემპში დაბრუნება ძალიან ძნელია ამიტომ კოტე ვერ ჩაერთო დაბრუნებისას და იმათაც მეორე ხაზი ძალიან სერიოზულად დატვირთეს. შოტლანდია ან ნებისმიერი 6 ერის გუნდი გვეწვიოს აქეთ საქართველოში და ვნახოთ რა ანგარიში დაფიქსირდება. ჩვენი ბიჭები საქართველოში სულ სხვანაირად თამაშობენ. ხშირად ვარჩევ იტალიის თამაშს და დარწმუნებული ვარ სადაც არ უნდა შევხვდეთ ყველგან მოვუგებთ. თავისი ნებით არ გვეთამაშებიან ან მსოფლიოზე უნდა მოვხვდეთ ერთ კალათში ან რაგბის მამებმა უნდა აიძულონ გვეთამაშონ. აი საითკენ უნდა წავიყვანოთ ჩვენი სტრატეგია თუ გვინდა რამე რეალური პრეტენზია გაგვიჩნდეს.
ილია
სამოასთან მოგების მერე დავწერე, ეგ ჩვენი მაქსიმუმია-მეთქი და ლამის ჩამქოლეს. ლობჟანიძე და ახალგაზრდები გაცილებით მეტს შეძლებენ, ამ ფორმაციის ნაკრებს კი მეტი არ ძალუძს მიუხედავად იმისა, რომ მადლობის მეტი რა გვეთქმის.
დუდა
Gogi-ს. გოგი, იქიდან გამომდინარე, რომ სროტები რაგბს საუკუნეზე მეტია ტამაშობენ, ჩვენ კი რამოდენიმე ათეული წელი, მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ დავასახელო მინიმუმი 8-10 წელი, ეს ყველაზე საუკეთესო შემთხვეაში.
sorinterebi gvchirdeba.
ლობჟანიძესგან ძალიან კარგი სპრინტერი შეიძლება დადგეს, თუ ივარჯიშებს ამ კუთხით. ისე კარგად ჩაჯდა გუნდში და მაგარი მორაგბეა.
Me
ნუ ფიქრობთ,რომ გამოუვალი მდგომარეობაა. რაგბს15 კაცი თამაშობს და 9კაცი ისეთი გვყავს ნებისმიერი ტოპ ქვეყნის ძირითადში ინატრებდნენ მაგათი ნახევარი, რომ შეეძლოთ ფრთებს ჩვენ მოვუგებდით დიდი ანგარიშით. მარტივი ტაქტიკით მოიგეს და ეს უნდა დაენახა მწვრთნელს ცენტრალურ ხაზთან უტევდნენ და ჩვენი ფრთები შიგნით შემოყავდათ მეორე ხაზელებს და მერე ფლანგებზე 13 14 15 ნომრები რჩებოდნენ ჩვენს პირველხაზელებთან ამიტომ გამოჩნდა, რომ ჩვენ ბევრად უფრო ნელა გადავადგილდებოდით.
levan
საქრთველოში მძლეოსნობა და კერძოდ სირბილი აღარ არსებობს ....და რეგბისტებს სწრაფად სირბილი როგორ მოვთხოვოთ...
giorgi
Ragbishi iseti angarishebi dafiqsirebula da iset tamashebshi... shors nu wavalt. 2015 wlis msoflios chempionati, meotxedfinali : argentina vs irlandia 43:20, anda zelandia vs safrangeti 62:13.
Gogi
არ არის სწორი, რომ ექვს ერამდე 8-10 წელი გვჭირდება სწორი მუშაობით და ფინანსების მოძიებით 4-5 წელიც კი საკმარისია. მივხედოთ საკლუბო რაგბს. ჩავერთოთ ევროტურნირებში ან სულაც რომელიმე ჩემპიონტში და იქიდან კარგ შევსებას 2-3 წელიწადში მივიღებთ. ყურებს ნუ ჩამოვყრით. აქამდე თუ მოვედით, უფრო შორს წასვლაც შეგვიძლია.
დუდა
ცოტა ხნით დავეშვათ მიწაზე და მოვემზადოთ რუმინეთთან და რუსეთთან სათამაშოთ. ექვსი ერი კი ჩვენთვის, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ნაადრევია. გარწმუნებთ, ჩვენ იქ ჯერ არაფერი გვესაქმება. მინიმუმ 8-10 წელია კიდევ საჭირო.
გელას
გელა - "ჩვენ ,რომ ზედიზედ2 -3 თამაში ვითამაშოთ სკოტებთან, მერე უკვე ტოლ-სწორად გამოგვივა ყველაფერი". ბრავო ძმაო. მაგარი ოპტიმისტი კი ხარ, მაგრამ ეს ასე არ გამოვა. 2-3 თმაშით თუ ჩვენ შოტლანდიის დონეზე ვითამაშებთ, თუნდაც მათთან შეხვედრით, მაშინ ვირტუოზები ვყოფილვართ. გმოდის რომ ჩვენ გავიზრდებით, სკოტები ერთ ადგილზე იქნებიან? კაი რა!!! ვაი რო ასე არ ხდება ჯიგარ.
zaza
ასეთი სუსტი თამაში საქართველოს ნაკრებისგან არ მახსენდება,მითუმეტეს პირველი ტაიმი,ყველაფერში დაგვჩაგრეს,შერკინება კი გვყავს ძლიერი მაგრამ მარტო შერკინება თამაშს ვერ იგებს,მეორე ტაიმში კი დავიწყეთ თამაში მაგრამ უამრავი შეცდომა დავუშვით,ტექნიკური წუნი ბევრი იყო,როცა ქულების მოპოვების შანსი გვქონდა ყველა დერეფანი წავაგეთ არადა შეიძლებოდა დერეფანში უფრო მარტივად თამაში და ლელოსაც დავუდებდით... სკოტებსაც გაუსინბინეს კაცი მაგრამ ქულა მაინც ვერ მოვიპოვეთ.მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პროგრესი არ ეტყობა ნაკრებს ამიტომ მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ვფიქრობ მილტონ ჰეიგმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები საქართველოს ნაკრებში. თუ წინააღმდეგი არ იქნება დარჩეს და ახალგაზრდებთან იმუშაოს მისი ადგილი კი უკეთესმა მწვრთნელმა უნდა დაიკავოს თუნდაც შოტლანდიელების ახლანდელმა მწვრთნელმა. შოტლანდიასთან ვერნ კოტერის დანიშვნამდე რომ გვეთამაშა დიდი შანსი იყო რომ დაგვემარცხებინა მაგრამ ამ მწვრთნელმა მაგარი გუნდი გააკეთა და ნახეთ 6ერის ტურნირზე რამდენს გაამწარებს! ასე რომ თუ დათანხმდა საქართველოს ნაკრებში მუშაობას ვერნ კოტერი საუკეთესო ვარიანტია რომელიც 6 ერის დასრულების შემდეგ დატოვებს შოტლანდიის მთავარი მწვრთნელის პოსტს!
ana
სისწრაპე გვაკლია უპრო სწრაპი რეგბისტები არი საწირო
qutaiseli
კომენტარებში ორი უკიდურესობაა ან სავსებით ცინიკურად საუბრობენ ან ბაქიბუქობენ რომ მალე მოვუგებთ და მსაჯები არიან დამნაშავე. სიმართლე კი ისააა ,რომ ჩამოვუვარდებით ტოპ გუნდებს სწრაფი რაგბის თამაშით. გვიჭირს 10 11 12 13 14 15 ნომბრები. ყველაფერი თანდათან დიდი მოთMინებითა და შრომით მოვა . პრობლემები ქართUლ რაგბიში ბევრია და საქმეც ბევრი გასაკეთებელი. მწვრთნელებს გადამზადება სჭირდებათ .ინფრასტრუქტურა კიდევ უკეთესი შიდა ჩემპიონატის მაქსიმალურად განვითარება რომელიმე ჩემპიონატში იქნება ეს სუპერ რაგბი თუ პრო12 ერთI ქართული გუნდის ჩართვა.დამარცხებები გვექნება ოხრად ისე როგორც ახლა მოგებები გვაქვს მეორე დონის გუნდებთან და თU გულშემატკივარმა არ გაისიგრძეგანა ამ გასავლელი გზის სირთულე და დროში გაწელილობა ქართულ რაგბის მომავალი ნაკლებად ექნება. შრომითა და წესრიგით(დისციპლინა) მიიღწევა დასახული მიზანი ამას კი წლები და ზოგჯერ ათწლეულებიც სჭირდება.
არჩილ ხოფერია
ჩვენ ძალიან გვაკლია ჯონ ვილკინონის ტიპის მორაგბე! ასევე მორბენალი ბიჭი გვჭირდება კიდევ 2-3! სისწრაეში ყველა გვჯობნის!
გიგა
უფსკრული არა კვახი. მეორე ტაიმი მაძლევს იმის იმედს ერთ წელიწადში შოტლანდია დამარცხებული იქნება დაიმახსოვრეთ ყოველი შემთხვევისათვის.
daa
როცა ექვსი ერის წარმოდაგნელელთან გვახვედრებენ ხოლმე მსაჯი ყოველთვის მაგრად უდგება ჩვენს მეტოქეს და აუცილებლად გვიგდებენ მოთამაშეს უბრალო რამის გამო. ეალბათ რაგბის მამებისგან დავალებული აქვთ მსაჯებს რომ მაქსიმალური ქულებით წაგვაგებინონ რომ ჩვენ ექვს ერზე სალაპარაკო აღარ გვქონდეს, მაგრამ ხუთ წელიწადში აქეთ შეგვეხვეცებიან
gusani
მადლობა ბიჭებს, რეალურად ისედაც ვიცოდი რომ შანსი არ გვქონდა, ტყუილად ბაქიბუქობდით, მაგრამ გული დამწყდა ანგარიშზეც, შერკინებაში მომატებული გვაქვს,მაგრამ რაც მთავარია დღევანდელ რაგბში სისწრაფე, ტაქტიკური აზროვნება და ხელით თამაში-ძალიან ჩამოვრჩებით, ასე თავისუფლად ერთა თასის გუნდებსაც ვერ ვუგებთ........
temurs
10 პროც.ხარ!ტვინი წაიღეს უკვე ამ ვითომ წარმატებებით.ამათ რო ევროპის ნახევარფინალისტთან გასვლაზე ფრე ეტამაშათ,ძეგლი იდგებოდა უკვე უელსის საქართველოს მატჩზე..პიარი აქვთ საოცარი,არადა ვინც რაგბი იცის,ყველაქვეყანა გვიგებს დაჟე იაპონიაც!!ახლა ვისაც არ აინტეეესებს და მოსახლეობას 7ათასიან სტადიონს ვერ შეავსებინებ,იმას მოუგებ იასნია ამხელა ბუმია საქართველოში და ლოგიკურია
mamulo
ასეთი თამაშით იტალიასაც ვერ მოუგებთ,თუ გახსოვთ ერთი კვირის წინ იტალიამ სამხრეთ აფრიკას მოუგო.ასე რომ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ.ჯერ შორს ვართ 6 ერის დონიდან. მილტონს მადლობა,მან უკვე ამოწურა ჩვენთან თავისი შესაძლებლობები. ჩემი აზრით უფრო მაღალი კლასის მწვრთნელი გვჭირდება განვითარების მაღალ საფეხურზე რომ ავიდეთ.
ქართველი
უნდა ვეთამაშოთ იტალიას და დავამტკიცოთ ჩვენი უპირატესობა
oto
შოტლანდია ბევრად ჯობდა,ესეტი ტამაშიტ 6 ერში მოხვედრა შანსი არააა
gibs
შოტლანდიაა ევროპის უძლიერესი გუნდი, შოტლანდიას ზუსტად ისე უგებს 6 ერის ნებისმიერი ნაკრები იტალიის გარდა როგორც ჩვენ მოგვიგეს გუშინ, ასეთი თამაშიტ იტალიასაც ვერ მოვუგებთ, 6 ერი ჯერ ადრეა ჩვენთვის, როდესაც 6 ერში თამაშზე გაქვს პრეტენზია შოტლანდიასთან ასე არ უნდა აგებდე
giorgi
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს გუშინდელი თავდაუზოგავი თამაშისათვის, რაც მეტ ტესტს გავმართავთ პირველი დონის ქვეყნებთან უფრო განვვითარდებით ამიტომ რაც შეიძლება მეტი ტეტი გვესაჭიროება, ბელგია და გერმანია ჩვენ ვერ გაგვავითარებს
irakli81
ჩემი აზრით გუნდს ახალი მწვრთნელი სჭირდება. მილტონ ჰეიგის მოღვაწეობა წარმატებული იყო, მაგრამ ახალ ეტაპზე გადასასვლელად უფრო მაღალი დონის მწვრთნელი გვჭირდება. პირველი ტაიმში გაუთავებლად ფეხით დარტყმები არასწორი ტაქტუკა იყო
ლევანი
შერკინება,ჯახი,მიდი მიაწექ ყოველთვის გამოგვდიოდა,მარა დანარჩენი?თანამედროვე რაგბი?გაშლილი ლაღი თამაში,სისწრაფე არ ჩანს!
ბათუმი
ბიჭებო გენაცვალეთ! ოღრაშები არიან მსოფლიო რაგბის მამები. 1. ის რომ გვათამაშეს ევროპის ყველაზე ძლიერ ნაკრებთან! 2. ის რომ გვათამაშეს სახლში ევროპის ძლიერ ნაკრებთან! 3. ის რომ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გვათამაშეს! 4. ის რომ პირველად ვითამაშეთ მხოლოდ ერთი ტესტი უმაღლესი ეშელონის გუნდთან! 5. ის რომ ერთი წელიწადი 5-ჯერ გვათამაშონ უმაღლესი ეშელონის გუნდებთან და მერე ნახონ რაც შეგვიძლია! 6. ის რომ ამეტაპზე ჩვენ იტზლიასთან გვაქვს გასარკვევი და "დასალაგებელი" ურთიერთობები, ნიშნად იმისა რომ ევროპის მეექვსე გუნდი ჩვენავართ და არა ისინი! 7 ის რომ მაგრებიხართ, ჯიგრებიხართ და დიდი მადლობა თავდადებისთვის!
თემური
მაგრები ვართ არა რაგბიში, გაიხსენეთ ჩემი კომენტარები - შევხვდებით შოტლანდიას და ვნახავთ რა დაგვემართება, ნიშნის მოგებით არ ვლაპარაკობ, მაგრამ შეეშვტ ბაქიბუქობას, პირველი ექვსეულის ნებისმიერ გუნდთან 50 ქულით დავმარცხდებოდით, ამიტომ ვიყოთ იქ სადაც ვართ, ვეთამაშოთ რუსეთს, რუმინეთს, ტონგას, სამოას და გავახაროთ ჩვენი ჭია, ხალხს კი ნუ აბოლებთ, უმჯობესია ფეხბურთს მივხედოთ, მოედნები კი არ წავართვათ რაგბის ხარჯზე, ახალი მოედნები ავუგოთ, საქართველოში სულ რამდენიმე ნორმალური მოედანია,საჩხერეს მოედანი არ უნდა ჰქონდეს?
დათო
აშკარაა რომ მეტი გამოცდილება გვჭირდება, შოტლანდიამ მართლა დიდებულად ითამაშა თუმცა მეორე ტაიმის შემყურეს მგონია რომ მალე მაგ დამარცხებაასაც შევძლებთ
ლევ
ფარსია რაც მოხდა იმიტომ კიარა რომ წავაგეთ, უბრალოდ ცუდ დროს გვათამაშეს ,შოტლანდია დღეს საუკეთესოა ისტორიაში , ჩვენი სამიზნე იტალიაა მათთან გვაქვს თამაშის სირვილი ,იტალიას ათჯერ უფრო მოტივირებულად ვეთამაშებით და ნამდვილად ვაჯობებთ ეს იცის რაგბის სამყარომ, გუშინ უბრალოდ შანსი არ იყო და ვითომ გაგვაჩუმეს ,უბრალოდ ნახეთ ინტერნეტში გუშინ რაუქნა ტონგამ იტალიას მეორე ტაიმში
jemali
ზუსტადაც უნდა გაფართოვდეს! რა გგონიათ რო იტალია ნაკლებით წააგებდა გუშინ? 16წელია 6ერს თამაშობენ. ასეთ ტემპს უნდა ავყვეთ,სხვანაირად გერმანიას,რუსეთს,ბელგიას,თუ ესპანეთს მეორე გუნდითაც უგებთ. მადლობა ბიჭებს. მეტი მუშაობა სისწრაფეებზე და უკანა ხაზის თამაშში..
გელა
ჩვენ ,რომ ზედიზედ2-3 თამაში ვითამაშოთ სკოტებთან მერე უკვე ტოლ-სწორად გამოგვივა ყველაფერი.და კიდე:უკანა ხაზი უფრო სწრაფი გვჭირდება , მეორე-კი უფრო მაღლები.მჯერა რომ მალე დავეწევით 6 ერს!
giorgi
Nu gvewyineba da jer shorsa vart grandebs rom gavutoldet
დათო
უფსკრულს ვერ დავარქმევ ნამდვილად. ჩვენი შეცდომები საგრძნობი იყო თუმცა ეს შეცდომები იმით არის გამოწვეული რომ იშვიათად ვხვდებით ასეთ გუნდებს. მათ სტრატეგიის წინააღმდეგ თამაშს სწავლა უნდა. მარაოს კარგად ათამაშებდა შოტლანდია იმიტომ რომ ჩვენ ვაძლევდით ამის საშუალებას და ბურთის მიღებისას სისწრაფის აკრეფის საშუალებას ვაძლევდით. ერთი სიტყვით დახვეწადია ყველაფერი და ასეთი თამაშები მართლაც საჭიროა ამისათვის. ერთადერთი რაც არ მომწონს სწრაფ დრიბლინგს ვერაფერს ვუპირისპირებთ. ეს იაპონიასთანაც გამოჩნდა როცა ლელოს დასადებად გაჭრილ იაპონელებს ვერ ვეწეოდით.
რეზო
იტალიაზე რაღა ვთქვათ? მაინც უნდა მოვითხოვოთ 6 ერი. სხვა თუ არაფერი ასეთი ტესტ მატჩებით მაინც გაგვაჩუმებენ, და 4 წელიწადში კი გავაგორებთ რომელიმე გოლიათს.
Giorgi
კარგი გაკვეთილი მივიღეთ.იმედია გაანალიზებენ შეცდომებს მწვრთნელები 6 ერი ნაადრევია ჩვენთვის რომცმიგვიღონ ასეთი თამაშით დიდი ანგარიშით მოგვიგებს ყველა და თავს მასხრად ავიგდებთ, აი ასეთი ტესტები კი ზედგამოჭრილია მეორე ტაიმი ასეთუისე ტოლსწორად ვითამაშეთ დასანანი 3 აუტი წავაგეთ აქედან 2საინც დაასრულებდა ქულებით ჩვენზე კლასით ოდნავ მაღალი გუნდი მაგრამ არაუშავს მთავარია დავეშვით ციდან და დავინახეთ რეალურად რაც შეგვიძლია ახლა შეცდომებზე უნდა ვიმუშაოთ...
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
აქ არაფერი იცვლება - დღეს სტარტს ექვსი ერის გათამაშება აიღებს
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
"ბორჯღალოსნები" ედინბურგში დაბინავდნენ - ფრთხილად, შოტლანდიავ!
საქართველო-იტალია ბათუმში შედგება
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
ექვსი ერი. I ტური: "ნარშავები" ფავორიტები?
მოდი, ვნახოთ "ბორჯღალოსნების" მეტოქე შოტლანდიელი "ნარშავები"
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია
შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]
მილტონ ჰეიგი შოტლანდიის ნაკრების თავკაც ვერნ კოტერს ბოთლ ვისკიზე დაენაძლევა
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს