ნოემბრის ტესტები, ივნისისგან განსხვავებით, ჩავარდა - რა გამოჩნდა ბოლო სამ შეხვედრაში
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტებზე სამი მატჩი გამართა. აქედან მხოლოდ ერთში, სამოას ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებაში მიაღწია გამარჯვებას, იაპონიისა და შოტლანდიის ნაკრებებთან კი დამარცხდა.

- შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]

- საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]

- საქართველო-იაპონია 22:28 - მარცხი, ტაში და ნაჩუქარი ლელოები [VIDEO+PHOTO]

როგორ უნდა შეფასდეს "ბორჯღალოსნების" გამოსვლა ნოემბრის ტესტებზე?

შოტლანდიის ნაკრებთან გამარჯვებას არავინ გეგმავდა, არც არავინ ითხოვდა. სტუმრად, ელიტურ გუნდთან წარმატებული თამაში, ცხადია, ძნელია და ამ ეტაპზე მხოლოდ ფანტაზიის სფეროა. აი, შინ კი, იაპონია და სამოა უნდა დაგვემარცხებინა. ასეთი იყო გეგმა. ეს კი, მოწინავე ათეულში ადგილის დამკვიდრების საშუალებას მოგვცემდა.

ასე არ მოხდა. გამოდის, ჩვენი ნაკრების ასპარეზობა ნოემბრის ტესტებზე უარყოფითად უნდა შეფასდეს. "ბორჯღალოსნებმა" დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს. ნოემბერი, ივნისის ტესტებისგან განსხვავებით, ჩავარდა.

ცხადია, ეროვნული ნაკრები, ისევე, როგორც ყველა გუნდი, ცოცხალი ორგანიზმია. მისი სრულ მზადყოფნაში მოყვანა უამრავ ნიუანსთან არის დაკავშირებული. მათ ჩამოთვლას აქ არ მოვყვებით. ფაქტია, რომ ჩვენს გუნდს რაღაც სილაღე აკლდა. ყველა მატჩში, განსაკუთრებით კი, შოტლანდიასთან პირველ ტაიმში მორაგბეები ძალიან დაძაბულები იყვნენ, რაც მათ სარაგბო უნარ-ჩვევების გამოვლენას საგრძნობლად უშლიდა ხელს.

ამის მიზეზი, ალბათ, უწინარესად, პირველი დონის გუნდებთან თამაშის ნაკლები გამოცდილებაა. ცხადია, ეს ასეა, მაგრამ მიზეზი მარტო ეს არაა. მაგალითად, ჩვენმა შერკინებამ სამივე მეტოქის შერკინება ყველა კომპონენტში დაჯაბნა, განსაკუთრებით კი, სტატიკურ მდგომარეობაში, რასაც ვერაფრით ვიტყვით უკანახაზელთა თამაშზე. აქ თამაშის ორგანიზებასა და ოსტატობაში სერიოზული პრობლემები გვაქვს.

ჩამოვრჩებით, როგორც სწრაფად გადაადგილებაში, ასევე სწრაფ აზროვნებაშიც. საქართველოს ნაკრებში მილტონ ჰეიგის მოსვლამდე ჩვენი უკანა ხაზი დაცვაში თამაშზე ორიენტირებული იყო. ახლა ახალზელანდიელი სპეციალისტი მის შეტევაში ჩართვაზე მუშაობს. მეორე დონის ზოგიერთ გუნდთან და ერთა თასზე ეს გამოგვდის კიდეც. გავიხსენოთ, თუნდაც წლეულს, გაზაფხულზე ეროვნულ სტადიონზე რუმინეთის ნაკრების ბრწყინვალე სტილში დამარცხება.

ეს, ცხადია, კარგია, მაგრამ ელიტურ გუნდებთან სათამაშოდ და სათანადო წინააღმდეგობის გასაწევად საკმარისი არ არის. რაც მთავარია, დაცვაზე ორიენტირებულ თამაშზე უარის თქმის შემდეგ, დაცვაში პრობლემებმა იმატა. ეს სამივე ტესტ-მატჩში ნათლად გამოჩნდა.

სამივე მატჩმა გამოაჩინა, რომ პრობლემები, ზოგადად, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. ვფიქრობთ, "ბორჯღალოსნების" თავკაცს მეტი სითამამე მართებს და ახალგაზრდა უკანახაზელებს მეტად უნდა ენდოს, როგორც თავის დროზე ვასილ ლობჟანიძეს ენდო. ის დღეს გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და, ვფიქრობთ, მისი თაობის მორაგბეებიდან, სულ მცირე, ორი ან სამი მორაგბე მაინც იმსახურებს, ეროვნულ გუნდში ძალები მოსინჯოს.

იმის ილუზია, რომ უკანა ხაზის თამაშის პრობლემა, სისწრაფეების მომატება და ასე შემდეგ, ერთი ხელის დაკვრით მოგვარდება, არავის აქვს. ეს მხოლოდ დიდი შრომით მიიღწევა და ამას სათანადოდ ხელის შეწყობა სჭირდება.

ამ წერილში დეტალებს აღარ ჩავუღრმავდებით. მილტონ ჰეიგი თბილისში ჯერ არ დაბრუნებულა და ამიტომ მას ცოტა მოგვიანებით შევხვდებით და ვისაუბრებთ. ჩვენი გაზეთის მომავალ ნომრებში კი სპეციალისტების მოსაზრებებს შემოგთავაზებთ.

მსოფლიოს რეიტინგი

1. ახალი ზელანდია - 94,78

2. ინგლისი - 89,84

3. ავსტრალია - 86,97

4. ირლანდია - 84,62

5. უელსი - 82,55

6. სამხრეთი აფრიკა - 81,79

7. შოტლანდია - 80,67

8. საფრანგეთი - 80,13

9. არგენტინა - 79,91

10. ფიჯი - 76,46

11. იაპონია - 74,22

12, საქართველო - 74,14

13. იტალია - 72,47

14. ტონგა - 71,94

15. სამოა - 71,25

16. რუმინეთი - 69,36

17. აშშ - 64,66

18. კანადა - 63,95

19. რუსეთი - 63,25

20. ნამიბია - 62,78.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

oeeee-s
მართლა ოე, არ მოგწონს? რაღას შემოდიხარ და რაღას იშლი ნერვებს? ფეხბურთელებს ვინ რას ერჩის?
ggg
ძალიან ბევრი გაუაზრებელი კრიტიკა დაიწერა აქ მორაგბეების მიმართ. ბევრი წერს ისეთი ვინც ფეხბურთელებს ადარებს მორაგბეებს, ბევრი განუზომლად პესიმისტია და გუნდის წარმატება მაინცდამაინც შოტლანდიის დამარცხება ჰგონია. რაგბი თავისებური სპორტია და მასში ჩახედული შოტლანდიასთან მოგებას ნამდვილად არ ელოდა. შედეგი სრულიად ლოგიკურია. ნაკლოვანებები გამოჩნდა იაპონიასთან და სამოასთანაც. კლასით ყველაზე მაღალმა შოტლანდიამ ჩვენი შეცდომები სხვებზე მეტად გამოიყენა. ამიტომ ეხლა განვითრების სხვა ეტაპზე გადასვლა გვჭირდება და მჯერა, რომ ამას შევძლებთ
oeeeeeeee
გამამალევებთ 3 დან 2 ტამაშიწააგეს და მადლობა ბიჭებს გაიზახით! თქვენ საღ აზრზე ხაართ საერთოდ? აბა ამ ფეხბურთელებს რაღას ვერჩით? ყველაზე ამაზრზენი ფრაზა "იბრძოლეს ბიჭებმა" - რაგბი ისეთი თამაშია უბრძოლველად რომ არ ითამაშება! ეგრე ბრძოლობს რუსეთი, პორტუგალია, ესპანეთი და ათასი ფარჩაკი გუნდი! ასერომ გონს მოეგეთ რა
guga
"არსენ შენი მოხერხება, აბანოში გამოჩნდებაო" ნათქვამია. შევხდით პირველი ათეულის მე-7 გუნდს და გამოჩნდა რა შანსები გვაქვს მსგავს გუნდებთან შეხვედრაში. ეს ძალიან კარგია. კარგია იმიტომ, რომ დავინახეთ თუ სად ვართ. დავინახეთ ის, რაზეც საჭიროა მუხლჩაუხრელი მუშაობა. კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივა გვექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხშირად მოგვიწევს ასეთი დონის გუნდებთან პაექრობა. აბა რუსებთან თამაშს არავითარი ინტერესი აღარ აქვს სპორტული თვალსაზრისით. ის აბსოლიტურად პოლიტიზირებულია..რუსები და სხვა მეორე დონის გუნდები, ჩვენი ბულკები არიან. მომავალ მსოფლიოზეც გასულები ვართ. ერთადერთ ინტერესად, მაღალი დონის გუნდებთან შეხვედრები რჩება. თუ ასე არ მოხდა, გარწმუნებთ, ნელ-ნელა რაგბი დაკარგავს გულშემატკივრების იმ მხარდაჭერას, რაც ახლა აქვს. აამასტან, ამ ტამაშმა გვაჩვენა, რომ ამ ეტაპზე უნდა შევეშვათ "იქ შესვლაზე" პოლემიკასაც კი. მჯერა ეს რდოც მოვა, მაგრამ ახლა....ასე რომ..
bs
უპირველესად მადლობა ბიჭებს, საამაყო ხალხი ხართ! რაც შეეხება თამაშებს: ნათლად გამოჩნდა რომ სისწრაფეში ჩამოვრჩებით ყველას ვისაც ვეთამაშეთ!!! მაგალითად: ძალიან ვაგვიანებთ გადაყრაში, არ გვყოფნის სისწრაფე და იმიტომ; არ ვიყენებთ ბურთის შეგორებას, ან კონკრეტულად (და არა ისე,აბრაგანით) ვინმესთვის გადაკიდებას (მგონი ხმალაძე იყენებდა ხოლმე ამ ხერხს და ისიც დაგვაკლდა ბოლოს) რატომ? არ გვყოფნის სისწრაფე რომ მივყვეთ და იმიტომ; ამ ტესტებზე ყველა მოწინააღმდეგის უკანახაზელებმა გვაჯობეს სპრინტში, ზოგ შემთხვევაში ჩვენებს ფორაც ქონდათ მათზე ახლოსაც იყვნენ ჩათვლის მოედანთან, მაგრამ მაინც გაგვსწრეს რა თქმა უნდა ისევ და ისევ სისწრაფის ხარჯზე. ბურთის ხელიდან გავარდნა და მსგავსი შეცდომები კი მეტნაკლებად ყველას მოსდის, ეგ შედარებით (ვიმეორებ შედარებით) ადვილი გამოსასწორებელია. აი სისწრაფეს კი დიდი შრომა, დრო და შესაძლოა სხვა ხალხიც კი სჭირდება. ეგ უკვე მელიტონამ და სხვებმა ინდა მოიფიქრონ როგორ უნდა მიხედონ მაგ საქმეს.
მერაბი გ.
გასაგებია, რომ 10-15 პოზიციებზე გვიჭირს; რაა გამოსავალი? ეს შერკინება არაა, რომ ეს პოზიციები ლეგიონის ხარჯზე გაძლიერდეს, ალბათ 1-2, ან 3 ადგილობრივი გუნდი უნდა გაძლიერდეს,(თანხები გამოინახოს) რომელიც ევროთასებზე და სხვა შესაძლო ტურნირებზე, თუ ამხანაგურებში გამოვა აი იქ მოუმატებს მომმატებელი
niko
მიეცით გელა მიქაბერიძეს და გუგა გეგენავას უკანა ხაზი და თუ არ ათამაშონ გალშლილი თამაში ნახავთ, 80-იანებში უკანა ხაზით ვუგებდით ყველას. სისწრაფეს და სწორ სირბილს მწვრთნელი სჭირდება რომელიც მარტო ამაზე ამუშავებს. ფეხით თამაშიც ბევრად არის გამოსასწორებელი უმიზნოდ ბურთის მოშორება ფეხბურთელებივით მოუვიდათ. 15 დიდი ფეხი სჭირდება და ასევე 10 ნომერს, თან მოედნის ხედვა. ასევე უნდა შეეძლოს ფეხით თამაში ყველა უკანა ხაზელს. ერთი 15 ნომერი როგორ ვერ გამოჩნდა ამდენი ხანი? საჭიროა თან რომ ცოტა მაღალიც და მკვრივად აგებული. თუ დღევანდელ 10-ის უკანა ხაზს შეჰხედავთ ყველა ჯირკივით არის. ასევე საჭიროა რომ ფლანგებზეც მჭედლიძის ზომის მაინც რომ იყოს ორივე და სისწრაფე და ფეხით თამაშის რო 15 ნომრის დონეზე შეეძლოთ, რადგან როდესაც 15 ნომერი შეტევაში ერთვება, მოკლე ფლანგი 15 ნომრის ადგილს იჭერს. ასე რომ სამუშაო ბევრია. 20 წლიანებს რო ვუყურე კარგი ზომის ბიჭები ჰყავდათ, ცუდი არ იქნებოდა შემდეგ ევროპის თასსზე ნელნელა შეაჩვიონ მთავარ გუნდს რადგან მომავალი მათია.
პაატა
ფეხბურთელებთან შედარება სასაცილოა მართლაც!:) რახანც ფეხბურთი უკეთ გესმის ერთს გკითხავ: გერმანიამ ბრაზილიას რომ მოუგო ძალიან ბევრით ძალიან ცოტა ნუთუ მაგდენჯერ ძლიერი იყო??? რა საკვირველია არა, მაგრამ სპორტია და მოხდა! რაგბი გაცილებით კომპლექსური თამაშია, ეს ერთი და მეორე, ფეხბურთელებთან ჩვენი რაგბისტების, როგორც სპორტსმენების (მხოლოდ ამით შემოვიფარგლები) სულ მინიმუმ უვიცობაა!!! ამ თამაშის მოგებაზე რომ არ ვფიქრობდით არავინ, მწვრთნელებია და რაფბიატების თამადობით, აი მაგიტომაც წავაგეთ ასე მწარედ! გვეთამაშა პირველი ტაიმი ისე როგორ მეორე ვითამაშეთ და ამხელა სხვაობით არ დავმარცხდებოდით! ჩვენ არა მარტო საუკეთესო ფორმაში მყოფ შოტლანდიას ვეთამაშეთ, არამედ 6 ერის მთელს ბიყროკრატიული მანქანას! მათ თავის მიზანს ამ ეტაპზე მიაღწიეს და დაწერეს კიდეც უფსკრულია ამ გუნდების დონეებს შორისო. არა უშავს, ამ ეტაპზე სტრატეგიული წინსვლა არ გამოგვივიდა, მაგრამ უახლოეს წლებში გამოვა!!! სკეპტიკოსებს: აი ნახავთ ახალგაზრდები რა დიის თამაშს ითამაშებენ და რა შედეგებსაც მიაღწევს ჩვენი რაგბი!
რეზო
ირლანდია ზელანდიის თამაშების მერე ვერ დაგეთანხმებით ძალის არ გამოყენებაზე თანამედროვე რაგბში :) ძალი შესაბამისი სხვა კომპონენტები კი გვჭირდება. lado 29 ნოემბერი 2016 23:38 ეხლა გაიღვიძე??? ფიჯი უკვე დამარცხებულია.
ugo
თვით ის ფაქტი, რომ რაგბი ასეთი დაინტერესებით და ამ დონის კომპეტენციით განიხილება ფორუმზე, იმაზე მეტყველებს, რომ დიდი და სახელოვანი გზაა გავლილი.გუნდი ზრდის პროცესშია, მე, პირადად, ვპატიობ ცალკეულ შეცდომებს. ყურება და გულშემატკივრობა მიღირს, ესაა მთავარი.
lado
ძალიან უსუსურები ვართ რაგბში იმაზე უსურად გამოიყურებოდნენ ვიდრე ჩვენი ფეხბურთელები,არ მეგონა ასე სუსტები თუ ვიყავით,როგორ გითხრათ როგორც თბილისის დინამოს არ ექნებათ არანაირი შანსი ბარსელონასთანმოგების ისე ჩვენ არ გვაქ არანაირი შანსი მოვუგოთ ათეულში შესულ გუნდებს,ნუ იაპონიას არ ვგულისხმობ ალბათ ადრე იქნება თუ გვიან დავამარცხებთ
levan
შოტლანდიასთან დაახლოებით ამ ანგარიშით რომ დავმარცხდებოდით ნათელი იყო. რაც შეეხება ექვს ერს იტალიას თუ რეიტინგით ვუსწრებთ მათთან უნდა ვარკვავდეთ თუ ვინაა ღირსი ექვსეულში ყოფნის. თორემ პირველ ხუთეულს ვერც ჩვენ ვერ ვაჯობებთ და ვერც იტალია....
xorxe
არარეალური
გიო
ექვს ერზე უახლოესი ათი წელი ნუ იოცნებებენ, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც არ უნდა იყოს ორიენტირი. ახლა პროგრამა მაქსიმუმი უნდა იყოს მსოფლიო რეიტინგის პირველი ათეულის ნაკრებებთან რაც შეიძლება ხშირი ტესტ-მატჩები, რათა 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს.
Me
ნუ ნერვიულობთ ნელნელა ვიხვეწებით ჩვენი მთავარი პრობლემა ფრთები და ფულბეკია. ცოტა მოიცადეთ 2 წელი გვაქ მსოფლიომდე მაგაზე იმუშავებენ ამ წრეში სხვა საქმე მაინც არ გვაქ
გუსანი
მადლობა ბიჭებს. წერილში გამოთქმულ აზრს ვეთანხმები. სისწრაფე ტაქტიკურ აზროვნებაშიც და გადაადგილებაშიც გვაკლია. თანამედროვე რაგბში შერკინებაში ძალებს აღარ ხარჯავენ, სილამაზეც მოემატა. ხელით თამაშიც არ გამოგვდის, შეტევაში სერიოზულად გვიჭირს.ჰეიგმა ხომ არ ამოწურა რესურსი თუ ....- ლობჟანიძე მაგარი გვყავს, სხვები?!
misha
პრინციპში ევროპაში რომელიც თამაშობს ყველა ისეთ ადგილზე დგას სადაც უფრო მეტად ძალა სჭირდებათ ვიდრე სისწრაფე და იიტომაც იკოჭლებენ მეორე და მესამე ხაზელები ერთი მოთამაშე გაჭრის მოწინააღმდეგის ხაზს და სხვები არ ეხმარებიან ამიტომ ჩვენ გვჭირდება სწრაფი მორაგბეები ძირითადად 7 კაცა რაგბის მორაგბეები სისწრაფე და როცა გაჭრის მორაგებე მისი დროულად დახმარება და ყველაფერი მოგვარდება. შეხედეთ ზელანდიას როგორ ლაღად და ლამაზად შლიან ბურთს
ასეა ეეს!
ძალიან კარგი გუნდი გვყავს, მიქაუტაძე რატომ გაგვიგდეს? 10 წუთი ცოტა დრო არარის. პირველი ლელო ჩვენ რო გავუტანეთ გადაირიენ ბრიტები. აშკარად კარგი გუნდია შოტლანდია მაგრამ მსაჯებმაც კარგად იმუშავეს მათ სასარგებლოდ.
Tengiz. Gagua
Fიზიკურ მომზადებაში მოვიკოჭლებთ ჩვენი რაგბისტები მსუქნები Aრიან,შოტლანდიელები კი ნამდვილი ათლეტებია MაღLები დაკუნთულები იყვნენ
სოსო
ძალიან გვინდოდა რომ ამ ტესტების შემდეგ ათეულში შევსულიყავით.არ გამოვიდა,ცუდია,მაგრამ კატასტროფა ნამდვილად არ არის.გავიხსენოთ რა მიზნით დანიშნეს მილტონ ჰეიგი პოსტზე,მას ძალისმიერი,რუმინეთისგან ნასწავლი სტილიდან,ჩვენი რაგბი უნდა გადაეყვანა თანამედროვე,ლაღ,შემტევ რაგბიზე.ჰეიგის პირველი თამაშები საკმაოდ წარუმატებელი იყო,მაგრამ მსოფლიო თასისთვის ნაკრები უკვე ახალსაფეხურზე იყო ასული.ახლაც ახალი ციკლი დაიწყო და ნაკრებში ცვლილებების ახალი ეტაპი დაიწყო, ახლაც გვექნება და გვაქვს კიდეც ჩავარდნები მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს, მთავარია ცვლილებების ათვისება მსოფლიოს თასისათვის მოესწროს, შუალედური რეიტინგები კარგია,მაგრამ დიდი მნიშვნელობაც არა აქვს.ჩვენთვის მნიშვნელოვანია ათეულის წევრებთან გვქონდეს ხშირი შეხვედრები,მხოლოდ მათთან ჭიდილში განვითარდება წრაფი ტემპით ქართული რაგბიდა ამისათვის ხშირი დამარცხებაც უნდა მოვითმინოთ,არაობიექტური მსაჯობაც და ბრიტანული პრესის დამცინავ მედიდური შეფასებებიც.მთავარია ბოლოს გავიცინოთ. ბევრი კრიტიკაა უკანა ხაზის მიმართ,მაგრამ არც ეს არის საკვირველი,რადგან სტილის ცვლილება ყველაზე მეტად მათ შეეხო,მოემატათ ვალდებულებები,დატვირთვა და ბუნებრივია,რომ უჭირთ,მით უმეტეს მეკოს,რომელმაც ყველამ ვიცით რა ტრავმა გადაიტანა და ასაკითაც პატარა ბიჭი აღარ არის,მან ბოლომდე ვერ მოასწრო ვერც ფიზიკური და ვერც ფსიქოლოგიური კონდიციების აღდგენა.ნაკრებს ესეც დაეტყო,მაგრამ მთავარი რაც ნაკრებს დაეტყო ის არის,რომ წაგებულ თამაშებშიც აშკარად ჩანდა,გაცილებით მეტი შეუძლიათ,უბრალოდ ამისთვის დროა საჭირო,დრო რომელიც კიდევ სამი წელი გვაქვს მსოფლიოს თასამდე,აი მაშინ კი (შეიძლება უფრო ადრეც) ჩვენც გავიცინებთ.
Dachi
1 molshi dagvchagres shotlandielebma ori leloc mandedan dagvides roca sherkinebashi amxela upiratesoba gvakvs ar sheidzleba ese amazea samushao , unda vecadot burtit tamashs da sheveshvat sul dacvashi yopnas rakebshi meti burtze tamashi , da kidev shetevashi ro mivdivart yvela gundi gviketebs contre shetevas tan isets ro lelos gvideben yovel jerze , gvinda sami an otxi axalgazrda ukana xazshi saswrapod , kacharava dashavda da zamena agar gvyvavs tazo centrshi gadavida da garemarbi vin gvyvavs aravin axalgazrdebi gvinda saswrapod ukana xazshi! warmatebebs vusurveb chven nakrebs da moragbeebs! win didi mogebebi gvelis didi win svla gvakvs nel nela kide ufro gavizrdebit
irakli81
თამაშის ბოლოსკენ როცა შოტლანდიელები 14 დარჩნენ ანგარიში 38-16 იყო. ერთი ჩვენი გატანილი ლელო და სავსებით მისაღები 15 ქულიანი სხვაობა იქნებოდა, მაგრამ მაშინ მოუნდათ ჩვენებს აუტებში ფოკუზნიკობა, ბურთის ბოტთთლო კაცზე აგდებები როცა მეტოქის ხუთმეტრიანთან ვიყავით. შედეგად დაიკარგა ბურთი და კაცნალულმა შოტლანდიამ აქეთ დაგვიდო ლელო. რა იყო ეს?
მდა
მე ზოგადად კმაყოფილი ვარ ამ ტესტების მერე რა რომ წავაგეთ ზელანდიამაც წააგო 111 წელიწადში პირველად. მთავარია გამოჩნდა სად გვიჭირს ჰეიგი ამ წუნს გამოასწორებს ისევე როგორც მსოფლიოს მერე ამოივსო ღრიჭოები. ერთს ვფიქრობ რომ ნაკრებს მოსამზადებლად დრო არ ეყო და მომზადება. ფიჯი იაპონია ვინც ნახა მიხვდება რომ ფიჯის მძლეველი გუნდი იაპონიასთან არ დამარცხდებოდა უკეთესი გაზაფხულის იმედად ვარ მადლობა ჩვენს ლომებს
ნოდარი
რეზოს დავეთანხმები, მიუხედავად წაგებებისა, გამოჩნდა ის სუსტი მხარეები რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია, მსგავსი სისუტეების რუმინეთი–რუსეთი–პორტუგალიის დონეზე გამოჩენა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ მე პირადად მიმაჩნია რომ დამარცხების მიუხედავად ომში გამარჯვებისათვის გადადგმული ნაბიჯები იყო ამ ტესტ–მატჩებით
fraternity
მეკოს სიკარგეზე ნამდვილად ვერ დავეთანხმები აქ გამოთქმულ აზრს. მე მგონია რომ ფრთები და ფულბეკი არის დღეს ჩვენი ყველაზე სუსტი პოზიცია. შუამარბები ასე თუ ისე კარგები გვყავს, განსაკუთრებით თაზო და კაჭი, ბუკასაც არა უშავს, თან ჯერ ახალგაზრდები არიან და მომატების პერსპექტივაც აქვს, ნუ კაჭის გარდა. მეკოს რაც შეეხება, კაცს ასაკი ემატება და ნელ-ნელა კარგავს ფორმას, სისწრაფესაც მოუკლო. ნოემბრის ტესტებზე ჩემი პირადი აზრია რომ საშუალო დონის ფულბეკსაც კი მინიმუმ რამდენიმე ლელოსგან უნდა გადავერჩინეთ. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ შევსებაც არ ჩანს ამ პოზიციაზე.
ვერ ვიმეტებ 3-ანზე.
მე 5-ანს ვუწერ, 10-ბალიანი სისტემით.
gia
შოტლანდიაში პირველ ტაიმში ხშირად იყო მომენტები როცა ხაზი დაცვაში გადაწყობას ვერ ასწრებდა და 6 შემტევზე სამი დამცველი ხვდებოდა. კაჭარავას ბოჭვები ძაან დაგვაკლდა. ხაზმა უნდა მოუმატოს აშკარად. მეკომ მაგრად ითამაშა მაგრამ მარტო მეკო არაა ხაზი. აფრასიძე ალბათ 10 ნომერზე გადავიდეს ჯობია ნაკრების მომავლისთვის. ლობჟანიძეზე არანაკლებია ეგ ბიჭიც. ვასკა მალე ერთ ერთი საუკეთესო 9 ნომერი იქნება მსოფლიოში
რეზო
მგონი თვითონ არ ეჯერათ რო მაგრად თამაში შეუძლით.
მებრძოლი ლაზი
ჩვენ გვიყვარს ბორჯღალოსნები და მათით ვამაყობთ მაგრამ ამ ტესტებმა გამოაჩინეს რომ ჩვენ განვითარებისაკენ სწრაფვა შევაჩერეთ... თანამედროვე უმაღლესი რაგბის დონეზე მხოლოდ მიწოლით ვერასოდეს გავალთ ფონს...ჩვენ დავხვეწეთ შერკინება, დავხვეწეთ დერეფანი, აღარ გვივარდება დაკიდებული ბურთი ხელიდან და კიდევ ბევრ კომპონენტში კარგები ვართ მაგრამ უკანა ხაზის თამაში იგივეა გვაქ რაც გვქონდა 5 წლის უკან...ჩვენი ბექები მორკინალების ფუნქციას ასრულებენ და პრაქტიკულად 7ის მაგივრად გვყვას ორი ბექი 9 და 15 ნომერი, ჩვენი 10,11,12,13,14 ნომერები რასაც თამაშობენ ამას თანამედროვე მაღალი დონის რაგბი არ ქვია, ამიტომ თუ ჩვენ მაღალი მიზნები გვაქვს მაშინ 10 ბალიანი შეფასებიდან 7ით შეფასდება დღეს ჩვენი ნაკრები
რეზო
შედეგის მიუხედავად, აშკარაა რომ გაცილებით მაღალი ხარისხის სათამაშო დონე ყალიბდება. მიღწეულის გამყარება და შემდგომი პროგრესი თუ სიახლის შემოტანა გარდაუვალი ჩანს, გინდაც შოტლანდიასთან შეხვედრაში. გატეხილი გუნდი უზლიერეს მეტოქესთან თავს მოერია, რაც ასეთ დონეზე არ მახსოვს შეგვძლებოდა მანამდე. შემოდგომის ტესტებმა კარგად ჩაიარა იმ თვალსაზრისით, რომ გამოჩნდა კონკრეტული მიმართულებები, რომელიც დასახვეწია.პოტენციალიც არის. გუნდი პროგრესირებს, და მსგავსი ფსიქოლოგიური დაძაბულობა, შეცდომები და მარცხი გარდაუვალია. მე შედეგს არ ველი ჩვენი ნაკრებისგან, რამდენადაც განვითარებას. განვითარება კი სახეზეა, პროცესი მიდის :) მეტი ჟინით ველი ჩვენების თამაშს, არაფერია მეტად სასიამოვნო, ვიდრო მშრომ ელი და გულიანი ქართველის წარმატება.
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
საქართველო-იტალია ბათუმში შედგება
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია
შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს