რა გეგმები აქვთ თბილისის "ლოკომოტივში" და როგორ წარმოუდგენიათ ახალი სეზონისთვის გუნდის განახლება
თბილისის "ლოკომოტივმა" "თეთრ" ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და სამშვიდობოს გავიდა. ესპანელი ჟერარდ სარაგოსა მულეტის მიერ დაწყებული სეზონი გიორგი დევდარიანმა ჩაამთავრა და პროგრამა-მინიმუმი შეასრულა: ახლა გუნდი არც ევროსაგზურისთვის იბრძვის და არც - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. "რკინიგზელებმა" პრო ლიგა 1-ში თამაშის უფლება მოიპოვეს.

რა გეგმები აქვთ "ლოკომოტივში" და როგორ წარმოუდგენიათ ახალი სეზონისთვის გუნდის განახლება? ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტ ლექსო თოფურიასა და მთავარ მწვრთნელ გიორგი დევდარიანს ველაპარაკეთ...

ლექსო თოფურია: მათ უფრო მაღალი ადგილის დაკავების იმედს ვუკავშირებდით...

- სეზონი დამთავრდა. გუნდის გამოსვლას როგორ შეაფასებდით?

- მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ, რადგან პრო ლიგა 1-ში, 10-გუნდიან ჩემპიონატში თამაშის უფლება მოვიპოვეთ.

- ახლა მთავარი საფიქრალი პრო ლიგა 1-ში ღირსეული თამაშია...

- ახლა ერთი რამ შემიძლია გითხრათ დაზუსტებით: ახალ სეზონში ჩვენი მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი იქნება. სხვა საკითხები კი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.

- წლეულს ბევრი ცნობილი მოთამაშე მიიწვიეთ. მათზე რას იტყვით?

- მათ უფრო მაღალი ადგილის დაკავების იმედს ვუკავშირებდით. სამწუხაროდ, ბევრ მათგანს ტრავმის გამო თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონდა. მაგალითად, ამ მიზეზით მათე ვაწაძემ და ლუკა ზარანდიამ თამაშები გამოტოვეს, მათ შორის, ბოლო ტურში - "შუქურასთან", რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

- რაც შეეხება შემადგენლობას. გაძლიერებას გეგმავთ?

- ახლა ზოგადად გეტყვით, რომ გაძლიერება აუცილებლად მოგვიწევს.

- რა ცვლილებები იქნება? ვინ წავა ან ვინ მოვა?..

- ვინ დაგვტოვებს და ვის დავიმატებთ, ჯერ არ ვიცი. ეს დევდარიანის გადასაწყვეტია.

- თქვენი აზრით, 10-გუნდიან ჩემპიონატში, დონის მხრივ, უკეთესობის იმედი უნდა გვქონდეს?

- ამაში თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი. 10-გუნდიანი ჩემპიონატი კარგი ჩანაფიქრია, მოთამაშეების გაზრდასაც შეუწყობს ხელს და თავად კლუბების პროგრესსაც. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ლიგაშიც დიდი კონკურენცია იქნება.

- თასის ფინალმაც აჩვენა, რომ ბევრად უკეთესია პატარა სტადიონზე თამაში, სადაც ხალხი საფეხბურთო გარემოს ქმნის, ვიდრე - დიდზე. ადრე ამბობდით, რომ არენის შეცვლას და "მიხეილ მესხიდან" სხვაგან გადასვლას აპირებთ...

- პატარა სტადიონი რომ იყოს, რატომაც არა?! მაგრამ ახლა სხვა რა გამოსავალი გვაქვს?

- საგურამოს ბაზაზე 4-ათასიანი ტრიბუნების აშენება ხომ გსურდათ?

- გვსურდა, მაგრამ გულშემატკივრებისთვის იქ სიარული მოუხერხებელია და ამ ჩანაფიქრზე ხელი ავიღეთ.

გიორგი დევდარიანი: მათ კარგი სეზონი ჩაატარეს და არ შეიძლება, შრომა წყალში ჩაეყაროთ

- მაქსიმუმს ვერ მივაღწიეთ, ანუ "ბრინჯაოს პლეი ოფში" ვერ მოვხვდით. მაგრამ დაძაბული სეზონი უკვე წარსულია. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი უკვე მომავალი ჩემპიონატია.

- საინტერესოა, მომავალი წლის დასაწყისში რა შემადგენლობა გეყოლებათ?

- გუნდი აბსოლუტურად გადახალისდება და სახეს შეიცვლის. ეს იქნება არა მხოლოდ სახელებში გამოხატული ცვლილება, მაგრამ ესეც იქნება. და რაც მთავარია - "ლოკომოტივის" დუბლებიდან, 19-წლამდელებიდან და აკადემიიდან თავის გამოჩენის შანსი ბევრ ახალგაზრდას მიეცემა. მათ კარგი სეზონი ჩაატარეს და არ შეიძლება, შრომა წყალში ჩაეყაროთ. თანაც, ისეთ ასაკში არიან, დროა, დიდ ფეხბურთს შეეჩვიონ.

- ერთ-ერთმა მათგანმა, ირაკლი ბუღრიძემ, ბოლო ტურში ქობულეთის "შუქურასთან" ითამაშა, ძალიან მონდომებული იყო და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია...

- ბუღრიძე, სპანდერაშვილი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე არაფრით ნაკლებნი არ არიან მათზე, ვინც უმაღლეს ლიგაში სისტემატურად თამაშობდა. მას შემდეგ, რაც ეს ბიჭები მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან და საკონტროლო თამაშებს ჩაატარებენ, იმედი მაქვს, "ლოკომოტივს" აუცილებლად გააძლიერებენ.

- მთელი სეზონის განმავლობაში რჩებოდა აზრი, რომ გუნდი საკუთარ შესალებლობებს ვერ ავლენდა...

- იმიტომაც ვერ ავლენდა, რომ ბევრი ტრავმირებული გვყავდა. ბოლო ტურში 6 მოთამაშე არ იყო, ვინც ძირითადში თამაშობდა. ფაქტია, ჩვენ საინტერესო მოთამაშეები გვყავს და მათ გარეშე ამ შედეგსაც ვერ მივაღწევდით. თუმცა, გუნდი დაბალანსებული არ არის, სათადარიგოებში ძირითადების სრულყოფილი შემცვლელები არ გვყავს და ამის მოგვარებაა საჭირო. მაგრამ იმედი მაქვს, მოსამზადებელ ეტაპს კარგად გავივლით და ამ პრობლემებს მოევლება. ვეცდებით, ახალ სეზონს "ლოკომოტივი" სხვა ხელწერით შეხვდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio-ს
რატომაა სირცხვილი, გამართული ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი და ნიჭიერი ახალგაზრდობა რომ ყავს, იმიტომ? რამდენი გუნდია ჩემპიონატში, რომელიც იმსახურებს უმაღლეს ლიგაში თამაშს თქვენი აზრით? ისე ვანის „სულორს“ ყავს უამრავი გულშემატკივარი, მაშინ ყოფილა უმაღლეს ლიგაში თამაშის ღირსი.
gio
მართლა სირცხვილია ამ გუნდების უმაღლესში ყოფნა,ესენი უნდა იყვნენ ბავშთა ფეხბურთში რო დაზარდონ და ფული იშოვონ აი გაგრა რასაც აკეთებს ანალოგიური გაგრაც არუნდა ამოუშვა მაღლა.
CHEROELI
წელს ყველა ტიტული იმერეთში წამოვიდა იმიტომ რომ აქ შედარებით არის გულშემატკივარი
defo
ლოკომოტივი საბურთალო და ცხინვალი უმაყურებლო და შსესაბამისა ყველაზე საცოდავი გუნდები საქართველოში. ფეხბურთი გულშემატკივრისარის და ამ გუნდების ადგილი კი უმაღლესში არ არის. ისინი უმაღლეს ლიგას ვერაფერს ვერ შემატებენ სასიკეთოს და ქვედა ლიგებს სადაც ასაკობრივი გუნდები გამოდიან აშკარად აკლიან თან იქ საერთოდ არ არის სავალდებულო გუნდს გულშემატკივარი ჰჰჰYავდეს :))) დუბლებით და ესეთი არაფრის მომცემი გუნდებით გინდათ ჩემპიონატის გაძლიერება ? გაყარეთ ქვედა ლიგებში ჯერ და მერე მაყურებლებსაც რომ შეიძენენ დაუშვით 2057 წელსსს
კოტე
კლუბის ფასი ნოლია, თუ მას გულშემატკივრები არ ყავს. ამ მხრივ უნდა იმუშაოს კლუბმა, თორემ ისე ვისთვის თამაშობენ? ასეთი კლუბების არსებობის აზრი რა არის? ფეხბურთელის ახლობელი მისი პირადი გულშემატკივარია და არა კლუბის.
dato
წარმატებები დევდარიანს და თოფურიას! მოწმონს მათი ხედვა და სტრატეგია!
fcd
18 კაციან განაცხადში ვინც მოხვდება და + კიდე ის ფეხბურთელები ვინც გუნდში ირიცხება და კიდე მთელი შტაბი აი აქედან ყველას თითო ოროლა ნათესავი თუ მოვა თქვენს თამაშზე და 150 კაციანი ტრიბუნას ან შეავსებთ ან არა ისე რო შეგიძლიათ სადმეს სტანდარტი მინდორი გააკეთოდ და ზედ მიადგათ რკინის ტრიბუნა და ეგარი.
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
გიორგი ფოფხაძე: ასეთ უსამართლობაზე ბიჭები გატყდნენ და "დინამოსთან" ამიტომაც წავაგეთ
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
მოსაზრება: არ გაუშვათ გია ცეცაძე, დაამატეთ სოსო ფრუიძე!
მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
ირაკლი ბუღრიძემ ბელგიის ჩემპიონატში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა - ქართველის კარგი თამაში [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ირაკლი ბუღრიძე "ბეერსხოტიდან" თბილისის "დინამოში" გადავიდა
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძის პირველი გოლი 2019 წელს [VIDEO]
უმაღლესი ლიგის IX ტურის წინ: ერთმანეთზე მნიშვნელოვანი
"შეიძლება ქართულ კლუბებში ფულის დაბანდებით უცხოელებიც კი დაინტერესდნენ"
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
თბილისის "ლოკომოტივი": ნაცნობიც, უცნობიც და ახალი ლოგო
სფფ. XXVI ყრილობა: ვალები, არამიზნობრივი ხარჯვა, კრიმინალიც ახსენეს...
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"მეხელენის" სასამართლო პროცესები, მიზნები, "ჩიხურა" - ინტერვიუ ირაკლი ბუღრიძესთან
შოთა არველაძესა და თელ-ავივის "მაკაბის" შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
გიორგი დევდარიანი: ახლაც არ ვარ ეიფორიაში, ისევ ფრთხილად ვილაპარაკებ