მიგვაჩნია, რომ ჩვენი პირობების გათვალისწინებით, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი სწორედ 10-გუნდიანი პირველობაა
ორი მატჩიც და საქართველოში საფეხბურთო წელიწადი დასრულდება.

რა თქმა უნდა, ეს ორივე დარჩენილი მატჩი ("ბრინჯაოს" პლეი ოფის ერთმატჩიანი დაპირისპირება და საჩემპიონო პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა) უდიდეს ინტერესს იწვევს, თუმცა, არანაკლებ საინტერესო იყო პლეი აუტის საპასუხო მატჩებიც, რის შემდეგაც საბოლოოდ დაკომპლექტდა უმაღლესი ლიგა მომავალი სეზონისათვის...

გაზაფხულიდან ახალი ფორმატით...

მაშ, ასე: აი, ის 10 გუნდიც, 2017 წელს ფორმატ და სახელწოდებაშეცვლილ უმაღლეს ლიგაში (ლიგა პრო 1) რომ იასპარეზებს: "სამტრედია", "ჩიხურა", თბილისის "დინამო", ბათუმის "დინამო", "ტორპედო", "საბურთალო", "კოლხეთი", "ლოკომოტივი", "დილა" და "შუქურა".

ამათგან, ორმა გუნდმა ("დილა", "შუქურა") ბოლოს გაინაღდა უმაღლეს ლიგაში დარჩენა და მომავალი წლისათვის გეოგრაფიულად საინტერესო "ბალანსიც" მივიღეთ: 6 გუნდი დასავლეთ საქართველოდან და 4 - აღმოსავლეთიდან!

თუმცა, ეს არ არის მთავარი: მოგეხსენებათ, რომ მომავალი წლიდან საქართველოს ჩემპიონატი (ყველა ლიგაში) ახალი ფორმატით ჩატარდება: გაზაფხულის დასაწყისიდან ზამთრის დაწყებამდე მივადევნებთ თვალს ისეთ გათამაშებას, სადაც ყველა მატჩი (და, შესაბამისად, ყველა ქულა) ფინანსური სარგებლის მომტანი იქნება.

აი, ეს კი მართლაც სიახლე იქნება საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, თორემ გაზაფხულზე ორჯერ დაგვიწყია ეროვნული ჩემპიონატი: 1990 და 1991 წლებში. თუმცა, 1991 წელს, მეორე ეროვნული ჩემპიონატი ერთწრიანი იყო და, ახლახან დასრულებულის მსგავსად, გარდამავალ შინაარსს ატარებდა: იმავე წლიდან მოყოლებული ხომ "შემოდგომა-გაზაფხულის" სისტემით ვატარებდით პირველობას.

და აი, მომავალი წლიდან უკვე "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემაზე გადავალთ და საპრიზო ფონდის შემოღებასთან ერთად, ისიც დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს, აშკარად არასაფეხბურთო თვეებში (თებერვალი, დეკემბერი) რომ აღარ გაიმართება ოფიციალური მატჩები.

დირექტივები ზემოდან

...საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში არაერთხელ შეცვლილა გათამაშების ფორმატიც და ასევე ძალიან ხშირად იცვლებოდა უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობაც; ყოფილა შემთხვევა, როცა უმაღლეს ლიგაში 18 თუ 20 გუნდი ყოფილა, ბევრის აზრით, იდეალური ვარიანტი 16-გუნდიანი ჩემპიონატია (ორ წრედ) და ამ რაოდენობით ბევრჯერ ჩაგვიტარებია ჩემპიონატი.

თუმცა, ისიც ხშირად ყოფილა, როცა უმაღლესი ლიგის დაკომპლექტება არა სპორტული პრინციპით, არამედ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა; არადა, რამდენჯერაც ხელოვნურად გაიზარდა უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა, იმდენჯერ არ გაამართლა ამ "ექსპერიმენტმა" და "ზემოდან" წამოსული დირექტივების წყალობით აღზევებული გუნდებიც ან იმავე სეზონში ვარდებოდნენ უმაღლესი ლიგიდან, ან კიდევ - მომდევნოში.

თუნდაც, 2005 წელს როგორც მოხდა: როცა, მართლაც "ზემოდან" წამოსული დირექტივის გამო, 10-გუნდიანი ჩემპიონატიდან, უცბად... 16-გუნდიანზე გადავედით! არადა, კარგად გვახსოვს, თუ როგორ შეასრულა თავისი სიტყვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმდროინდელმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, როცა 1998 წელს, ამ პოსტზე არჩევიდან ცოტა ხანში ორი საინტერესო ამბავი დააანონსა: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის ეტაპობრივად შემცირება და, რაც მთავარია, პროფესიული ფეხბურთის ლიგის ჩამოყალიბება.

ასეც მოხდა: 1999/2000 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა 16-დან 12-მდე შემცირდა და ზედიზედ ოთხი სეზონის განმავლობაშიც 12-გუნდიან ჩემპიონატს (ორ ეტაპად) ვატარებდით; 2004/05 წლების სეზონის წინ კი, ჩვენნაირი ქვეყნისათვის, ალბათ, იდეალური ვარიანტი მოიძებნა: პროფესიული ფეხბურთის ლიგის (დიმიტრი რამიშვილისა და პაატა ბურჯალიანის ხელმძღვანელობით) მესვეურთა გადაწყვეტილებით, უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა კიდევ შემცირდა და 10-გუნდიანი ჩემპიონატიც (ოთხ წრედ) პირველად მაშინ ჩავატარეთ.

თუმცა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, "ზემოდან" სხვა ბრძანება წამოვიდა და მომდევნო სეზონში გუნდების რაოდენობა ისევ 16-მდე გაიზარდა.

ამას მოჰყვა ზედიზედ ორი სეზონი 14-გუნდიანი ჩემპიონატი (ორ წრედ), მერე - 11-გუნდიანი (სამ წრედ) და როგორც იქნა, 2009/10 წლების სეზონში ისევ დავბრუნდით ათგუნდიან (ოთხ წრედ) ჩემპიონატზე; თუმცა, ჩვენი პირობებისათვის ამ მართლაც ოპტიმალურმა ვარიანტმა მხოლოდ ორი სეზონი "გაძლო"...

ძალზე უცნაური...

2011/12 წლების სეზონის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმდროინდელმა ხელმძღვანელებმა მართლაც "ისტორიული" გადაწყვეტილება მიიღეს, როცა ქართულ საფეხბურთო სამყაროს ძალზე უცნაური ფორმატი შესთავაზეს.

გაგახსენებთ, რა და როგორ იყო: ჩემპიონატში 12 გუნდი მონაწილეობდა, პირველი ეტაპის შემდეგ, I-VIII ადგილზე გასული გუნდები მონაწილეობას აგრძელებდნენ მხოლოდ იმ ქულებით, ერთმანეთთან რაც ჰქონდათ მოგროვილი.

ანუ, IX-XII ადგილზე გასულ გუნდებთან მოგროვილი ქულები მეორე ეტაპზე აღარ გადაჰყოლიათ და ამიტომაც იყო პირველი ეტაპის განმავლობაში მეტად და მეტად აქტუალური ისეთი ტერმინები, როგორიც არის "საჭირო" თუ "არასაჭირო თამაშები"! ანუ, ამა თუ იმ გუნდს (კარგად თუ "გათვლიდა" სამომავლო განრიგს) შეეძლო კონკრეტულ მეტოქესთან პირველ ეტაპზე ორივე მატჩი წაეგო, მაგრამ ეს არაფერში აზარალებდა, თუ ის მეტოქე საბოლოოდ რვა საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდებოდა.

ჰო, მართლაც უცნაური ჩემპიონატი იყო, არანაკლებ უცნაური გაგრძელებითა და კიდევ უფრო უცნაური ფინალით! აი, სწორედ მაშინ მოხდა, როცა საქართველოს ჩემპიონის ვინაობა მოედანზე კი არა, არამედ... იმდროინდელი სპორტის მინისტრის კაბინეტში გადაწყდა! არადა, ბოლო ტურის მერე, ცალკე "ზესტაფონი" ზეიმობდა საქართველოს ჩემპიონობას, ცალკე - რუსთავის "მეტალურგი"!

ისე, ცნობისათვის: იმ სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ "ზესტაფონს" 54 ქულა ჰქონდა, "მეტალურგს" - 33, თუმცა, როცა საუკეთესო რვა გუნდი დაკომპლექტდა, აღმოჩნდა, რომ "ზესტაფონს" სულ "ტყუილად" ჰქონდა მოგებული IX-XII ადგილზე გასულ ოთხივე გუნდთან ორ-ორი მატჩი; ანუ, 54 ქულის ნაცვლად, მეორე ეტაპს "ზესტაფონი" 30 ქულით შეხვდა, მაშინ, როცა "მეტალურგმა" ბევრად უფრო კარგად აუღო ალღო იმ რებუსულ სისტემას და მხოლოდ 10 ქულა იზარალა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მეორე ეტაპის წინ, 21 ქულის ნაცვლად, "ზესტაფონი" მხოლოდ 7 ქულითღა უსწრებდა "მეტალურგს"...

საბედნიეროდ, ამ ექსპერიმენტს მომდევნო წლებში გაგრძელება არ მოჰყოლია; სამაგიეროდ, 2014/15 წლების სეზონის დაწყების წინ კვლავაც გაიზარდა უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა და ამ გარდამავალ ჩემპიონატამდე 16-გუნდიან გათამაშებას ვატარებდით.

და აი, მომავალი წლიდან უკვე 10-გუნდიანი ჩემპიონატი გვექნება, ოთხ წრედ და მიგვაჩნია, რომ დღესდღეობით სწორედ ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ჩვენი პირობების გათვალისწინებით; თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ამბავი, რაღა თქმა უნდა, ყველა მოპოვებულ ქულაზე სოლიდური მატერიალური წახალისება უნდა იყოს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვეტერანი
ეს რეფორმა უვარგისია მარტო იმიტომ, რომ ზოგიერთ რეგიონს საერთოდ არ ყავს უმაღლეს ლიგაში გუნდი ზოგს რამდენიმე. საქართველოს 8 რეგიონში უნდა შექმნილიყო 8 დიდი ბაზა. უნდა ჩატარებულიყო რეგიონების ჩემპიონატი. გამარჯვებული გუნდი გაძლიერდებოდა იმავე რეგიონში დამარცხებული გუნდების ხარჯზე და მცირე პაუზის მერე ფაქტიურად რეგიონების ნაკრებები ორ წრედ რვა გუნდი ჩამოაყალიბებდნენ უმაღლეს ლიგას. რეგიონის ჩემპიონი ყოველ წელს შეერკინებოდა თავის წარმომადგენელს უმაღლეს ლიგაში და ორჯერ დამარცხების შემთხვევაში ჩაანაცვლებდა მას მიუხედავად მის მიერ დაკავებული ადგილისა. ე.ი. ყველა რეგიონს გარანტირებულად ეყოლებოდა გუნდი უმაღლესში. რეგიონები: აჭარა, აფხაზეთი,გურია, იმერეთი, კახეთი, სამეგრელო, ქართლი და თბილისი. ასეთი დაწყება იქნებოდა სწორი რეფორმა და მერე გაორმაგებაც იქნებოდა შესაძლებელი, სურვილის შემთხვევაში.
molotovi
სულ გააფარჩაკა დინამო ამ ფიფიამ
Guadua
..................................................... ქართული მენტალობისათვისაც კი ერთი და იგივე მეტოქესთან 7 თვეში 4 ჯერ შეხვედრა არის მომაბეზრებელი და ნერვების მომცვეთი, ეს ხაარისხს არ მატებს, ასეთი სისულელე ქართულ ფეხბურთს არ სჭირდება. ამიტომაც ...., თუკი გაწყობთ 36 თამააში,ამას უნდა 19 კლუბი, მაგრამ კენტი არ გამოვა, ამიტომაც უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ 18 ან 20 გუნდით, სადასც ორ წრედ იქნება 34 (38)მატჩი, ამას დაემატება სათასო და საშუალოდ 40-42 მოუწევს ფინალისტებს. თორემ შეგიძლიათ 8 გუნდიანიც ჩაატაროთ იგივე ოდენობის მატჩებით. გუნდების ოდენობას კი არა, ჩატარებული მატჩების ოდენობას, ხარისხს და კლუბების კომპლექტაციას ეხება საკითხი. ამიტომაც ყველა კლუბი უნდა იყოს ფედერაციის მიერ დადგენილი აუცილებელი საფინანსო და მატერიალური უზრუნველყოფის მინიმუმზე, ხოლო თუკი ეს მოთხოვნა შესრულებულია,გინდ 12 იყოს და გინდ 18 , ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ამ თემაზე აქ კომენტარი არაერთხელ დაწერილა სხვადასხვა ავტორების მიერ, თქვენ კი ბატონო ...., ჯიუტად ცდილობთ თქვენი აზრი მოახვიოთ თავს მკითხველს.
oliveira
დარწმუნებულები ხართ, რომ თბილისი აღმოსავლეთ საქართველოა? ჰაჰაჰა :)))
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
პროფლიგის ყოფილი გენმდივანი: გულს გაუხარდა, ისეთი რეპორტაჟი და შეფუთვა იყო...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აქტუალური თემა: როგორ "თეთრდება" სახელმწიფო სახსრები საფეხბურთო კლუბებში
[აქტუალურ თემაზე] თუ არ სცადე, არაფერი გამოვა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
Brabants Dagblad: ჰოლანდიის "დენ ბოსხს" მერაბ ჟორდანიას შვილი ყიდულობს
დინამო (თბ) VS ჩიხურა - წელიწადი სუპერთასით გავაცილოთ!
მერაბ ჟორდანია ადასტურებს, ოღონდ აზუსტებს: "დენ ბოშის" ყიდვა არა ლევანს, არამედ კახი ჟორდანიას სურს
პასუხი სფფ-ს: "ეს რა შედარებაა?! ჩვენ ფული ბიზნესიდან მოგვქონდა!"
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე კარგი არველაძე-კობიაშვილის გაერთიანება იქნება"
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა
პრო ლიგა 1-ში მოგება 30 ათას ლარად შეფასდება - ქობულეთური შეხვედრის უცნობი დეტალები
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
აქტუალურ თემაზე: ჩვენი პრობლემა დილეტანტიზმია
უმაღლესი ლიგა. I ტურის წინ: რას მოგვიტანს რევოლუცია?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება