"როცა ხედავ, რა გულმოდგინებით ვარჯიშობს ფეხით დარტყმაში, როგორ ცდილობს, სწორად გამოაცხადოს კომბინაციის სახელი..."
საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე თბილისის "არმაზიდან" ფრანგულ "ბრივში" სეზონის დაწყების წინ გადავიდა. ქართველი მორაგბე თავიდანვე ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. მიზეზი ენობრივი ბარიერი იყო.

ახლახან "ბრივმა" სოჭში, "ჩელენჯ კაპის" გათამაშების მეორე ტურში კრასნოიარსკის "ენისეის" სძლია. ლობჟანიძე ამ შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ფრანგულ მედიაში დადებითმა გამოხმაურებამაც არ დააყოვნა.

- რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძისა და შალვა მამუკაშვილის წყვილი ლელო

ვებგვერდ lamontagne.fr-ზე წერილი გამოქვეყნდა, რომელიც ვასილ ლობჟანიძეს მიეძღვნა. გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

"სოჭში ძალიან კარგი თამაშის შემდეგ, ვასილ ლობჟანიძე გუნდში პოზიციას იმყარებს. პარასკევს ის მის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას შეეცდება, როცა "ბრივი" განმეორებით მატჩში კრასნოიარსკის "ენისეის" დაუპირისპირდება "ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში.

ბოლოს, როცა ვასილ ლობჟანიძე პრესას ესაუბრა, თარჯიმანი სჭირდებოდა. ეს ივლისში მოხდა და მაშინ მას თანამემამულე კარლენ ასეიშვილი დაეხმარა. ხუთი თვის გასვლის შემდეგ ბრიველთა ცხრა ნომერს დახმარება აღარ სჭირდება, მაგრამ ჩვენთან საუბარს, ყოველი შემთხვევისთვის, მისი კიდევ ერთი ბრიველი თანამემამულე სოსო ბეკოშვილი დაესწრო.

საერთო აღიარებით, ვასილ ლობჟანიძემ უდიდესი ძალისხმევა გასწია, რათა თანაგუნდელებთან თამაშისას ურთიერთობა დაელაგებინა.

რაც არ უნდა ასწავლო, ცხრა ნომრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად წარმოსათქმელი სიტყვებია: მარჯვნივ, მარცხნივ, მიწა, ჩვენ ვხსნით, - ხუმრობით ამბობს მისი ფრანგული ენის მასწავლებელი, ვისთანაც კურსებზე ლობჟანიძე ყოველ სამშაბათს, დადის დღის მეორე ნახევარში.

მან ჯერ კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ამ პოზიციაზე ლიდერი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარაა, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ნოემბრის ტესტებზე ლობჟანიძემ ეროვნულ ნაკრებში სამი შთამბეჭდავი ლელო მიითვალა.

"ნოემბრის ტესტებზე საუკეთესო თამაშები მქონდა ჩემს კარიერაში", - თქვა მორიდებით ვასილმა, რომელმაც შარშან ინგლისში გამართულ მსოფლიოს თასზე ითამაშა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე მსოფლიოს თასების ისტორიაში.

"ცხრა ნომერი სულ უნდა ელაპარაკოს თანაგუნდელებს, იმისთვის, რომ წინ წავიდეს გუნდი, უნდა გამოაცხადოს კომბინაციების კოდური სახელები. იმედი მაქვს, მალე ძალიან კარგად შევძლებ ამას", - დაასკვნა ლობჟანიძემ და როცა ხედავ, რა გულმოდგინებით ვარჯიშობს ფეხით დარტყმაში, როგორ ცდილობს, სწორად გამოაცხადოს კომბინაციის სახელი, ვფიქრობთ, რომ ის მალე ძალიან მყარად დადგება ნიადაგზე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura
ხაზის მოთამაშეებიდან გამოვარჩევდი 9 ნომერზე ვასკას 11 ნომერზე თაზოს 12 ზე ბუკა 13 ზე კაჭი მიუხედავად იაპონიასთან დაშვებული შეცდომისა გარემარბი სიჭინავას გამოვყოფდი ახალგაზრდებიდან, 15 ნომერზე სვანიძეს და მოდებაძეს შუამარბზე კოშაძესთან ერთად კვესელაძეს და ასე შემდეგ... ახალგაზრდა უკანახაზელების იმედი მაქვს ... ვფიქრობ კონკურენცია უნდა გაიზარდოს... ახალგაზრდებში გელას გარდა არ ვიცი ვინ ურტყავს მანდაც კონკურენცია უნდა გაიზარდოს... და კაი 10 ნომერს ვეძებ მპოვნელი დასაჩუქრდება ;)
gocha
ყველაფერი აქვს საქართველოს ნაკრებს გარდა 10 და 15 ნომრისა.....რა ცოტა კლებიაო იტყვით მარა ასეა!!! 9 ნომრის პრობლემა მომავალი 10 – 12 წელი სრულიად გადაჭრილია...გაუმარჯოს ვასკას!!!
Me
კაია მიდი ვასკა ყოველ თამაშზე უფრო გაზრდილი და მომატებული აქვს. მართალი ხარ მიშა 20წლამდელებში იყო 3-4 ბიჭი ვინც კარგად ჭრიდა ხაზებს და კარგადაც დარბოდა წელს გამოცდის მილტონი ალბათ და 5 თამაშში ალბათ ვინმეს ამოარჩევს წელს 2 კაცი, რომ დავიმატოთ ხაზის თუნდაც ისეთი ვასკა, რო იყო დასაწყისში და მასეთ პროგრესს მოგვცემენ მაგარი იქნება
misha
ვასკა მაგარი ხარ ძმაო ცოტა ხანში წამოგეწევიან კიდევ ქართველი არწივები და მეორე ხაზი რომელიც ძალიან სუსტი და უიმედო არის გამოსწორდება
გური
ვასკა კიდევ მოუმატებს, მაგარი ცხრიანი გვყავს.
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
[რაგბი. ლეგიონი] ასეიშვილის სიმბოლური, მჭედლიძის ჩხუბი [VIDEO]
ლეგიონერები. 20 ქართული ქულა და დებიუტები "სტად ჟან ბუენზე"
კახა ასეიშვილი: თამაში მშია, მოედანზე გასვლა მომენატრა, განსაკუთრებით, ნაკრებთან ერთად
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
დავით ზირაქაშვილი და კარლენ ასეიშვილი TOP14-ის სიმბოლურში დასახელდნენ
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
რაგბი. ლეგიონი: ქართველთა ხუთი გუნდი ჩემპიონობას უმიზნებს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
რუმინეთთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
ზოგმა პოზიცია გაიმყარა, ზოგმა... ქართველი ლეგიონერების ტრანსფერები
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
გოდერძი შველიძე "ბრივის" ესპუარებს გაწვრთნის
ვასილ ლობჟანიძემ "ბრივთან" კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: ქართველების ოთხი ლელო საფრანგეთში [VIDEO]
ვასილ ლობჟანიძე: "ბრივი" მსოფლიოს თასის დასრულებისთანავე დამიკავშირდა
სავსე ტრიბუნების დროა!
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ლეგიონი გუშინ: ტოპ 14-ში ვასილ ლობჟანიძის დებიუტი შედგა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
რაგბის ლეგიონი: ქართველების "ბრივი" ტოპ 14-ში დაბრუნდა!
ტოპ 14: დებიუტები და 8 ქართველი მეექვსე ტურში